სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მათ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ამ ამბავს სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა... პუტინი შეიძლება ერთ-ერთი რეჟისორი იყო" - მამუკა არეშიძე პრიგოჟინის ამბოხზე
"მე მათ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ამ ამბავს სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა... პუტინი შეიძლება ერთ-ერთი რეჟისორი იყო" - მამუკა არეშიძე პრიგოჟინის ამბოხზე

კრემ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რი წო­ნას­წო­რო­ბის წი­ნა­შე დგას. ლუ­კა­შენ­კოს შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­მო­სა­ვა­ლი და არა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში და პრი­გო­ჟი­ნის აჯან­ყე­ბამ კრემლსა და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი სი­სუს­ტე­ე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კუ­ლი "ომის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის" ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, ამ­ბო­ხე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის სი­სუს­ტე და აჩ­ვე­ნა პუ­ტი­ნის უუ­ნა­რო­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი ძა­ლე­ბი დრო­უ­ლად შიდა საფრ­თხის მო­სა­გე­რი­ებ­ლად და კი­დევ უფრო და­ან­გრია მისი მო­ნო­პო­ლია ძა­ლა­ზე. პრი­გო­ჟი­ნის აჯან­ყე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა­დას­ხვა ვერ­სია გავ­რცელ­და, ზო­გი­ერ­თი მო­საზ­რე­ბით "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" ამ­ბოხს ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და, ზოგი კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს იყო დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი.

რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, რო­გო­რი გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა ამ ამ­ბავს და რო­გორ შე­იც­ვლე­ბა კავ­კა­სი­ე­ლი ლი­დე­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის მი­მართ. ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებ­ზე მა­მუ­კა არე­ში­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

მა­მუ­კა არე­ში­ძე:

- მე მათ კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე ფიქ­რობ­დნენ, რომ ამ ამ­ბავს სპექ­ტაკ­ლის ელე­მენ­ტე­ბი ჰქონ­და, სპექ­ტაკ­ლის მიღ­მა კი მას­შტა­ბუ­რი ვაჭ­რო­ბა იმარ­თე­ბო­და. პრი­გი­ჟინ­მა 65 000 კა­ცით ბახ­მუ­ტი ვერ აიღო, მთე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და 25 000 ათა­სი კა­ცით რო­გორ აი­ღებ­და მოს­კოვს, სა­დაც უამ­რა­ვი ძა­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტით?! რაში მდგო­მა­რე­ობს ვაჭ­რო­ბა და რაში რა გა­იც­ვა­ლა, ჯერ მი­ჭირს ამის თქმა, ეს ამ­ბა­ვი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვე­ვა. .

- რუ­სებ­მა მხო­ლოდ სპექ­ტაკ­ლით­ვის ჩა­მო­აგ­დეს 7 საფ­რე­ნი აპა­რა­ტი, მოკ­ლეს 12 მფრი­ნა­ვი, ორ­ჯერ და­ბომ­ბეს ვო­რო­ნე­ჟი და აა­ფეთ­ქეს ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი?

- რუ­სე­ბის­თვის არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი არც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე და არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა იმის გამო, რომ ჯარ­ში კო­რუფ­ცია ჰყვა­ვის და არას­წო­რად იგეგ­მე­ბა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი. პრი­გო­ჟი­ნის აჯან­ყე­ბას რომ სპექ­ტაკ­ლის ელე­მენ­ტე­ბი ჰქონ­და, ამა­ზე ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ პუ­ტინ­მა თა­ვის მი­მარ­თვა­ში პრი­გო­ჟი­ნი სა­ერ­თოდ არ ახ­სე­ნა, თით­ქოს არც არ­სე­ბობ­და. მხო­ლოდ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ ფაქ­ტად შე­ა­ფა­სა ამ­ბა­ვი და თქვა, რომ და­მა­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ის­ჯე­ბოდ­ნენ. ისეთ­მა პრო­პა­გან­დის­ტმაც კი, რო­გო­რიც სო­ლო­ვი­ო­ვია, ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა გა­ა­კე­თა. რა­ღაც სი­სუ­ლე­ე­ბი ილა­პა­რა­კა, მის­ტი­კა­ში გა­და­ვარ­და... სხვებ­მაც ასე­ვე იბო­დი­ა­ლეს. მე იმის თქმა მინ­და, რა­ღაც სხვა ხდე­ბა იმის მიღ­მა, რა­საც ჩვენ ეკ­რან­ზე ვუ­ყუ­რებთ. რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში, ახლა ამის თქმა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

- ეკ­რან­ზე ჩანს, იმი­ჯშე­ლა­ხუ­ლი პუ­ტი­ნი და "თი­ხის ფე­ხებ­ზე" მდგა­რი კრემ­ლი. ამის ჩვე­ნე­ბა, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და?

- ეს არის მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მელ­ზე პა­სუ­ხიც ჯერ არ ჩანს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მოს­კოვ­ში იმა­ზე უა­რე­სის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, ვიდ­რე პუ­ტი­ნის იმი­ჯის შე­ლახ­ვა და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა, ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე, პუ­ტინს ოლი­გარ­ქე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ხელ-ფეხი გა­ეხ­სნა, შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქით, სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ეხ­სნა ხელ-ფეხი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ერთი რამ ცხა­დია, ამ ჯან­ყის ფონ­ზე ოლი­გარ­ქე­ბის თვითმფრი­ნა­ვებ­მა, მათ შო­რის, თა­ვად პუ­ტი­ნის თვითმფრი­ნავ­მაც, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს მოძ­რა­ო­ბა, რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში. ეს იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ე­ბის კუ­ლუ­ა­რებ­ში ძა­ლი­ან დიდი აქ­ტი­უ­რო­ბა იყო. ეს ამ­ბა­ვი რომ კარ­გად გა­ვი­გოთ, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ებ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. იქ­მნე­ბა გან­ცდა, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ პი­რებს, უკ­რა­ი­ნას­თან და ზო­გა­დად, და­სავ­ლეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის კუ­თხით, ერთი პირი აქვთ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. უნდა ით­ქვას, რომ მოს­კოვ­ში დღემ­დე არი­ან და­სავ­ლეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი. რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ჯგუ­ფე­ბი რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად არი­ან და­ყო­ფილ­ნი, მათ შო­რის, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს ე.წ. პატ­რი­ო­ტე­ბის ჯგუ­ფი. ესე­ნი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად არი­ან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან. მო­დით ასე ვთქვათ, კონ­სერ­ვა­ტო­რებ­სა და ლი­ბე­რა­ლებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა. პუ­ტი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ახერ­ხებ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ბა­ლან­სე­ბას, პრი­გო­ჟი­ნის დაჯ­გუ­ფე­ბა­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შო­რის, მაგ­რამ ბო­ლოს ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, პუ­ტი­ნის მო­წი­ნა­აღ­დე­გე ძა­ლე­ბიც არი­ან. უბ­რა­ლოდ, ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პუ­ტი­ნი ჯერ კი­დევ სა­ჭი­როა, ბა­ლან­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პუ­ტი­ნი ლი­ბე­რა­ლე­ბის დაკ­რულ­ზე ცეკ­ვავს. იცით, რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცი­აა? მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერ­თმა რუს­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა მე­ო­რეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას თავს იმის უფ­ლე­ბა მის­ცეს, რომ პუ­ტი­ნი გა­ლან­ძღოს და სა­ტა­ნა უწო­დოს. ამი­ტომ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ პუ­ტინ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­მე­ლი­მე ბა­ლან­სი­დან გა­მო­სუ­ლი ჯგუ­ფის თავ­ში ჩა­სარ­ტყმე­ლად გა­ა­კე­თა. თუნ­დაც, კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის­თვის. დი­დის ამ­ბით, რომ გა­მო­ა­ცხა­და პრი­გო­ჟინ­მა, რუ­სე­ბის სის­ხლის ვერ დავღვრიო, მოს­კო­ვის­კენ რომ და­იძ­რა, მა­შინ არ იცო­და, ამის გა­კე­თე­ბა რომ მო­უ­წევ­და?! ძა­ლი­ან კარ­გა­დაც იცო­და! უბ­რა­ლოდ, მი­ი­ღო ის შე­თა­ვა­ზე­ბა, რაც სჭირ­დე­ბო­და და ამი­ტო­მაც გა­ჩერ­და.

ლუ­კა­შენ­კო ვინ იყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? უბ­რა­ლოდ, ამ­ბის მიმ­ტან-მომ­ტა­ნი! პრე­ზი­დენ­ტი კა­ცია და სირ­ცხვი­ლია, მისი ამ როლ­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ასე­თია. პრი­გო­ჟინ­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, ლუ­კა­შენ­კომ­დე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი­სა და დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­ე­ბი გა­ვიდ­ნენ კავ­შირ­ზე, მაგ­რამ ისი­ნი არაფ­რად არ ჩა­აგ­დო. მათი რან­გი არ მი­იჩ­ნია საკ­მა­რი­სად. რო­გორც კი ლუ­კა­შენ­კოს პი­რით მი­ი­ღო ის გა­რან­ტი­ე­ბი, რაც სჭირ­დე­ბო­და, მა­შინ­ვე დას­თან­ხმდა. ორა­სი კი­ლო­მეტ­რი­ღა ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი მოს­კო­ვამ­დე და ამ­ხე­ლა არ­მა­და მო­აბ­რუ­ნა უკან. ერთი რა­მეც მინ­და გი­თხრათ, მთე­ლი ამ ამ­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბე­ბიც გა­ი­ზო­მა. რა გა­ირ­კვა? მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი არის პრი­გო­ჟი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი. აქ კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია, "ვაგ­ნერს" გზად გა­სავ­ლე­ლი ჰქონ­დათ ტვე­რის რა­ი­ო­ნი. ამ რა­ი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი პრი­გო­ჟი­ნის მე­გო­ბა­რია. ამის შე­სა­ხებ მოს­კოვ­შიც გა­და­სა­რე­ვად იცოდ­ნენ. ისიც ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ტვე­რის გუ­ბერ­ნა­ტორს არც კო­მენ­ტა­რი გა­უ­კე­თე­ბია და საშ­ტა­ბო მუ­შა­ო­ბა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია. ე.ი. სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­შიც კი არ იყო საქ­მე ისე, რო­გორც ზო­გი­ერთს ეგო­ნა.

- სა­ბო­ლო­ოდ, ვინ იყო ამ სპექ­ტაკ­ლის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი?

- ძა­ლი­ან კარ­გი კი­თხვაა. ჩემი აზ­რით, ამ სპექ­ტაკლს ერთი რე­ჟი­სო­რი არ ჰყავ­და. სა­ინ­ტე­რე­სო ნი­უ­ანსზე მინ­და მი­გა­ნიშ­ნოთ, ბოლო დროს პრი­გო­ჟინ­მა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კარ­გი მე­ომ­რე­ბი არი­ან და კარ­გი სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჰყავთ. ეს მა­შინ ასე იკი­თხე­ბო­და - პრი­გო­ჟი­ნი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ხა­რისხს მაღ­ლა სწევ­და იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი ჯა­რის გან­სა­კუთ­რე­ბყლო­ბა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ თით­ქოს ასეთ ძლი­ერ ჯარს სძლია ბახ­მუ­ტში. ახლა ჩანს, რომ ეს მთლად ასე არ იყო. პრი­გო­ჟი­ნის გარ­კვე­უ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი, ფრონ­ტის ხაზს იქით, უკვე შემ­ჩნე­უ­ლია. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ამ გა­გა­ნია ომის დროს, ბერ­ლუს­კო­ნის გას­ვე­ნე­ბა­შიც კი იყო ჩა­სუ­ლი. მოს­კოვ­ში უკვე ჭო­რა­ო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ ბერ­ლუს­კო­ნის გას­ვე­ნე­ბა­ში ის მის­თვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებს შეხ­ვდა და გა­რან­ტი­ე­ბიც მი­ი­ღო. ე.ი. რო­დე­საც ამ სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სუ­რა­ზე ვსა­უბ­რობთ, უნდა ით­ქვას, რომ სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ზე, სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ კი ის მი­ვი­ღეთ, რაც მი­ვი­ღეთ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პუ­ტი­ნის იმი­ჯიც და­ზა­რალ­და და ისიც ნა­თე­ლი გახ­და, რომ რუ­სეთს შე­ტე­ვის შემ­თხვე­ვა­ში თავ­დაც­ვის­თვის სა­ხარ­ბი­ე­ლო რე­სურ­სე­ბი არ აქვს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოცნაცი
0

მამუკა ჯობია დაოკდე არ დაგიტოვებენ ტროლები მკვდარს და ცოცხალს. მუსტაფას ვირის ამბავი ხომ იცი, ხალხი- ზოგს ესე მოწონს ზოგს ისე ხოდა ჭირს წაუღია სუყველა ჩერჩეტი, არ ღირს ამათზე ნერგიის გამოთქმამაინც ყველა თავისას მიერეკება.ქოცები ხომ აფრენენ, არც ნაცები ჩამორჩებიან. 

mariami
11

ამან აუცილებლად ბიჯგები უნდა შეაშველოს წასაქცევად გამზადებულ რუსეთს. 

ავტორი:

"მე მათ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ამ ამბავს სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა... პუტინი შეიძლება ერთ-ერთი რეჟისორი იყო" - მამუკა არეშიძე პრიგოჟინის ამბოხზე

"მე მათ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ამ ამბავს სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა... პუტინი შეიძლება ერთ-ერთი რეჟისორი იყო" - მამუკა არეშიძე პრიგოჟინის ამბოხზე

კრემლი არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში და პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა, - ამის შესახებ ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამბოხებამ გამოავლინა რუსეთის უსაფრთხოების ძალების სისუსტე და აჩვენა პუტინის უუნარობა, გამოიყენოს თავისი ძალები დროულად შიდა საფრთხის მოსაგერიებლად და კიდევ უფრო დაანგრია მისი მონოპოლია ძალაზე. პრიგოჟინის აჯანყების თაობაზე საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, ზოგიერთი მოსაზრებით "ვაგნერელების" ამბოხს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი.

რა მოხდა სინამდვილეში, როგორი გაგრძელება ექნება ამ ამბავს და როგორ შეიცვლება კავკასიელი ლიდერების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე მამუკა არეშიძეს დავუკავშირდით.

მამუკა არეშიძე:

- მე მათ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ამ ამბავს სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა, სპექტაკლის მიღმა კი მასშტაბური ვაჭრობა იმართებოდა. პრიგიჟინმა 65 000 კაცით ბახმუტი ვერ აიღო, მთელი 9 თვის განმავლობაში და 25 000 ათასი კაცით როგორ აიღებდა მოსკოვს, სადაც უამრავი ძალოვანი ინფრასტრუქტურაა განლაგებული, შესაბამისი სამხედრო კონტიგენტით?! რაში მდგომარეობს ვაჭრობა და რაში რა გაიცვალა, ჯერ მიჭირს ამის თქმა, ეს ამბავი მოგვიანებით გაირკვევა. .

- რუსებმა მხოლოდ სპექტაკლითვის ჩამოაგდეს 7 საფრენი აპარატი, მოკლეს 12 მფრინავი, ორჯერ დაბომბეს ვორონეჟი და ააფეთქეს ნავთობტერმინალი?

- რუსებისთვის არასოდეს არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი არც ადამიანების სიცოცხლე და არც მატერიალური რესურსი. უამრავი ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ ჯარში კორუფცია ჰყვავის და არასწორად იგეგმება სამხედრო ოპერაციები. პრიგოჟინის აჯანყებას რომ სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პუტინმა თავის მიმართვაში პრიგოჟინი საერთოდ არ ახსენა, თითქოს არც არსებობდა. მხოლოდ მოღალატეობრივ ფაქტად შეაფასა ამბავი და თქვა, რომ დამანაშავეები დაისჯებოდნენ. ისეთმა პროპაგანდისტმაც კი, როგორიც სოლოვიოვია, ძალიან ბუნდოვანი შეფასება გააკეთა. რაღაც სისულეები ილაპარაკა, მისტიკაში გადავარდა... სხვებმაც ასევე იბოდიალეს. მე იმის თქმა მინდა, რაღაც სხვა ხდება იმის მიღმა, რასაც ჩვენ ეკრანზე ვუყურებთ. რა ხდება სინამდვილეში, ახლა ამის თქმა ძალიან რთულია.

- ეკრანზე ჩანს, იმიჯშელახული პუტინი და "თიხის ფეხებზე" მდგარი კრემლი. ამის ჩვენება, ფართო საზოგადოებისთვის ვის ინტერესებში შედიოდა?

- ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც ჯერ არ ჩანს. არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვში იმაზე უარესის მოლოდინი ჰქონდათ, ვიდრე პუტინის იმიჯის შელახვა და რუსეთის სამხედრო ძალების სისუსტის გამოვლინებაა. შეიძლება, ამ დაპირისპირების ფონზე, პუტინს ოლიგარქების წინააღმდეგ საბრძოლველად ხელ-ფეხი გაეხსნა, შეიძლება პირიქით, სამხედროების წინააღმდეგ გაეხსნა ხელ-ფეხი. ჯერჯერობით უცნობია. ერთი რამ ცხადია, ამ ჯანყის ფონზე ოლიგარქების თვითმფრინავებმა, მათ შორის, თავად პუტინის თვითმფრინავმაც, ძალიან აქტიურად დაიწყეს მოძრაობა, რუსეთის საჰაერო სივრცეში. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსული სახელისუფლებო წრეების კულუარებში ძალიან დიდი აქტიურობა იყო. ეს ამბავი რომ კარგად გავიგოთ, სახელისუფლებო წრეებში შექმნილი ვითარება უნდა გავითვალისწინოთ. იქმნება განცდა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მყოფ პირებს, უკრაინასთან და ზოგადად, დასავლეთთან დაპირისპირების კუთხით, ერთი პირი აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. უნდა ითქვას, რომ მოსკოვში დღემდე არიან დასავლეთზე ორიენტირებული პირები. რუსეთის გავლენის ჯგუფები რამდენიმე ნაწილად არიან დაყოფილნი, მათ შორის, ძალიან სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს ე.წ. პატრიოტების ჯგუფი. ესენი ძალიან სერიოზულად არიან დაპირისპირებულები ხელისუფლებაში მყოფ ჩინოვნიკებთან. მოდით ასე ვთქვათ, კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ბრძოლა. პუტინი დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა ურთიერთობების დაბალანსებას, პრიგოჟინის დაჯგუფებასა და თავდაცვის სამინისტროს შორის, მაგრამ ბოლოს ეს შეუძლებელი გახდა.

რუსეთის ხელისუფლებაში, პუტინის მოწინააღდეგე ძალებიც არიან. უბრალოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ პუტინი ჯერ კიდევ საჭიროა, ბალანსის შესანარჩუნებლად. საბოლოო ჯამში, პუტინი ლიბერალების დაკრულზე ცეკვავს. იცით, როგორი სიტუაციაა? მაგალითად, შესაძლებელია, ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა მეორესთან სატელეფონო საუბრისას თავს იმის უფლება მისცეს, რომ პუტინი გალანძღოს და სატანა უწოდოს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პუტინმა ეს ყველაფერი, რომელიმე ბალანსიდან გამოსული ჯგუფის თავში ჩასარტყმელად გააკეთა. თუნდაც, კონსერვატორებისთვის. დიდის ამბით, რომ გამოაცხადა პრიგოჟინმა, რუსების სისხლის ვერ დავღვრიო, მოსკოვისკენ რომ დაიძრა, მაშინ არ იცოდა, ამის გაკეთება რომ მოუწევდა?! ძალიან კარგადაც იცოდა! უბრალოდ, მიიღო ის შეთავაზება, რაც სჭირდებოდა და ამიტომაც გაჩერდა.

ლუკაშენკო ვინ იყო ამ სიტუაციაში? უბრალოდ, ამბის მიმტან-მომტანი! პრეზიდენტი კაცია და სირცხვილია, მისი ამ როლში ყოფნა, მაგრამ რეალობა ასეთია. პრიგოჟინთან მოსალაპარაკებლად, ლუკაშენკომდე თავდაცვის მინისტრისა და დაზვერვის უფროსის მოადგილეები გავიდნენ კავშირზე, მაგრამ ისინი არაფრად არ ჩააგდო. მათი რანგი არ მიიჩნია საკმარისად. როგორც კი ლუკაშენკოს პირით მიიღო ის გარანტიები, რაც სჭირდებოდა, მაშინვე დასთანხმდა. ორასი კილომეტრიღა ჰქონდა დარჩენილი მოსკოვამდე და ამხელა არმადა მოაბრუნა უკან. ერთი რამეც მინდა გითხრათ, მთელი ამ ამბით, მოსახლეობის განწყობებიც გაიზომა. რა გაირკვა? მოსახლეობის დიდი ნაწილი არის პრიგოჟინის მხარდამჭერი. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, "ვაგნერს" გზად გასავლელი ჰქონდათ ტვერის რაიონი. ამ რაიონის გუბერნატორი პრიგოჟინის მეგობარია. ამის შესახებ მოსკოვშიც გადასარევად იცოდნენ. ისიც ნიშანდობლივია, რომ ტვერის გუბერნატორს არც კომენტარი გაუკეთებია და საშტაბო მუშაობა არ ჩაუტარებია. ე.ი. სამთავრობო სტრუქტურებშიც კი არ იყო საქმე ისე, როგორც ზოგიერთს ეგონა.

- საბოლოოდ, ვინ იყო ამ სპექტაკლის მთავარი რეჟისორი?

- ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი აზრით, ამ სპექტაკლს ერთი რეჟისორი არ ჰყავდა. საინტერესო ნიუანსზე მინდა მიგანიშნოთ, ბოლო დროს პრიგოჟინმა აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ უკრაინელები კარგი მეომრები არიან და კარგი სამხედრო ხელმძღვანელობა ჰყავთ. ეს მაშინ ასე იკითხებოდა - პრიგოჟინი უკრაინის არმიის ხარისხს მაღლა სწევდა იმისთვის, რომ საკუთარი ჯარის განსაკუთრებყლობა ეჩვენებინა, რომ თითქოს ასეთ ძლიერ ჯარს სძლია ბახმუტში. ახლა ჩანს, რომ ეს მთლად ასე არ იყო. პრიგოჟინის გარკვეული კონტაქტები, ფრონტის ხაზს იქით, უკვე შემჩნეულია. გაგიკვირდებათ და ამ გაგანია ომის დროს, ბერლუსკონის გასვენებაშიც კი იყო ჩასული. მოსკოვში უკვე ჭორაობენ იმის შესახებ, რომ ბერლუსკონის გასვენებაში ის მისთვის საჭირო ადამიანებს შეხვდა და გარანტიებიც მიიღო. ე.ი. როდესაც ამ სპექტაკლის რეჟისურაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მონაკვეთზე, სხვადასხვა აქტივობა შეინიშნებოდა. საბოლოოდ კი ის მივიღეთ, რაც მივიღეთ. საბოლოო ჯამში, პუტინის იმიჯიც დაზარალდა და ისიც ნათელი გახდა, რომ რუსეთს შეტევის შემთხვევაში თავდაცვისთვის სახარბიელო რესურსები არ აქვს. განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: