მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია - მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, "მეორე ფრონტის“ გახსნა" - ირაკლი კობახიძე
"გუშინ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია - მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, "მეორე ფრონტის“ გახსნა" - ირაკლი კობახიძე

"გუ­შინ ყვე­ლამ ვნა­ხეთ ერ­თი­ა­ნად ამ­ჩა­ტე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, ეს იყო ამ­ჩა­ტე­ბუ­ლი "ნა­ცე­ბი“, "ევ­რო­ნა­ცე­ბი“, ხა­ზა­რა­ძე, გა­ხა­რია, "გირ­ჩე­ლე­ბი“, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ასე შემ­დეგ. რო­დე­საც ჭკუა არ გყოფ­ნის, რომ სწო­რად გა­ა­ნა­ლი­ზო მოვ­ლე­ნე­ბი, იმა­ზე მა­ინც უნდა გე­ყოს ჭკუა, რომ სა­ერ­თოდ გა­ჩუმ­დე", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ზა­ნი არის ქვეყ­ნის ომში გახ­ვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში "მე­ო­რე ფრონ­ტის“ გახ­სნა, რაც გუ­შინ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს.

"გუ­შინ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ბევ­რი სი­სუ­ლე­ლე მო­ვის­მი­ნეთ. აქ სა­უ­ბა­რი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მოწ­ვე­ვა­ზე, ეს არის რე­ა­ლუ­რად ამ კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“, კო­ლექ­ტი­უ­რი ოპო­ზი­ცი­ის სახე. რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ერთი წა­მით წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ გუ­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში, ქვე­ყა­ნას გახ­ვევ­დნენ უბე­დუ­რე­ბა­ში. ამი­ტომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა შე­ა­ფა­სოს, გა­ა­ნა­ლი­ზოს ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის შე­ა­ფა­სოს ამ ოპო­ზი­ცი­ის სახე.

პირ­და­პირ შეგ­ვიძ­ლია ამო­ვი­ღოთ "ფე­ის­ბუქ“ პოს­ტე­ბი, გან­ცხა­დე­ბე­ბი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ პრო­ცე­სებ­თან კავ­შირ­ში, რო­მე­ლიც გუ­შინ წა­რი­მარ­თე­ბო­და. მთე­ლი რიგი გან­ცხა­დე­ბე­ბი იყო, სა­დაც პირ­და­პირ იყო სა­უ­ბა­რი აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში შეს­ვლა­ზე.

ეს არის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სახე. ჩვენ როცა ვამ­ბობთ, რომ მათი მი­ზა­ნი არის ქვეყ­ნის ომში გახ­ვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში "მე­ო­რე ფრონ­ტის“ გახ­სნა, ეს კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს მათ გუ­შინ, რო­დე­საც წა­მოს­ცდათ ის, რა­საც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გულ­ში ინა­ხავ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
abc
2

რა აიკვიატეს და ჩაიხვიეს მეორე ფრონტი?-არავინ არ ახსენებს ოპოზიციიდან მეორე ფრონტს. ამ ტერმინოლოგიას ატრიალებს მხოლოდ: კობახიძე,მდინარაძე,ვოლსკი,პაპუაშვილი და მათი რამოდენიმე თანამოაზრეები...არცერთ ოპოზიციონერსა და არცერთ ოპოზიციურ პარტიას მეორე ფრონტი არ უხსენებიათ. საიდან მოიგონეს ეს?

გოჩა
67

როგორი გახარებული იყო ოპოზიცია ეგონათ რუსეთი დაემხობოდა.დაავიწყდათ თურქეთში რაც მოხდა იგივე განმეორდებოდა

ავტორი:

"გუშინ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია - მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, "მეორე ფრონტის“ გახსნა" - ირაკლი კობახიძე

"გუშინ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია - მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, "მეორე ფრონტის“ გახსნა" - ირაკლი კობახიძე

"გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, ეს იყო ამჩატებული "ნაცები“, "ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, "გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანების მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, საქართველოში "მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

"გუშინ ყველაფერთან ერთად ბევრი სისულელე მოვისმინეთ. აქ საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, ეს არის რეალურად ამ კოლექტიური "ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე. რაც ძალიან სამწუხაროა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გაანალიზოს ყველაფერი, მათ შორის შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე.

პირდაპირ შეგვიძლია ამოვიღოთ "ფეისბუქ“ პოსტები, განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით იმ პროცესებთან კავშირში, რომელიც გუშინ წარიმართებოდა. მთელი რიგი განცხადებები იყო, სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე.

ეს არის ამ ადამიანების სახე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, საქართველოში "მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ გუშინ, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში გულში ინახავდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.