მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაღაროელები პროტესტს წყვეტენ, ჭიათურის მაღარო კი მუშაობას 1-ელი ივლისიდან განაახლებს" - პროფკავშირების გაერთიანება
"მაღაროელები პროტესტს წყვეტენ, ჭიათურის მაღარო კი მუშაობას 1-ელი ივლისიდან განაახლებს" - პროფკავშირების გაერთიანება

პროფ­კავ­ში­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მა­ღა­რო­ე­ლებ­სა და დამ­საქ­მე­ბელს შო­რის, შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი გა­უქ­მდა და ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო მუ­შა­ო­ბას პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტოს ნაც­ვლად, პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან გა­ნა­ახ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 1-დან 5%-ის ჩათ­ვლით, ხელ­ფა­სე­ბი ავ­ტო­მა­ტურ მა­ტე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, ხოლო, თუ ინფლა­ცი­ას მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს გაც­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­გა­ნი გახ­დე­ბა.

„პროფ­კავ­ში­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მა­ღა­რო­ე­ლებ­სა და დამ­საქ­მე­ბელს შო­რის, შე­თან­ხმე­ბა შედ­გა! შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენტს ხელი უკვე მო­ე­წე­რა. სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი გა­უქ­მდა და ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო მუ­შა­ო­ბას პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტოს ნაც­ვლად, პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან გა­ნა­ახ­ლებს!

2022 წლის ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 11,9 % იყო. შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 2023 წლის ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, და­საქ­მე­ბუ­ლებს ინფლა­ცი­ის ინ­დექ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ე­მა­ტე­ბათ 100%-იანი ხელ­ფა­სის 5% იმ 60%-იან ხელ­ფას­ზე, რო­მელ­ზეც თე­ბერ­ვლი­დან მუ­შა­ობ­დნენ. პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან კი და­მა­ტე­ბით 6,9 %. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა მოხ­და პრო­ფე­სი­ულ კავ­ში­რე­ბი­სა და დამ­საქ­მე­ბელს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­დაც 6.7 პუნ­ქტის თა­ნახ­მად გა­წე­რი­ლია ინფლა­ცი­ის ინ­დექ­სის მა­ტე­ბა ხელ­ფას­ზე - "1-დან 5%-ის ჩათ­ვლით, ხელ­ფა­სე­ბი ავ­ტო­მა­ტურ მა­ტე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ხოლო, თუ ინფლა­ცი­ას მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს გაც­და, იქ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­გა­ნი".

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს არ იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა, პროფ­კავ­ში­რებ­მა დამ­საქ­მე­ბელს მი­მარ­თა თხოვ­ნით, 2022 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლის ათ­ვი­სე­ბა სრუ­ლად მომ­ხდა­რი­ყო. დამ­საქ­მე­ბელ­მა, კო­ლექ­ტი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­ით­ვა­ლის­წი­ნა თხოვ­ნა და ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, და­საქ­მე­ბუ­ლებს ანა­ზღა­უ­რე­ბა სრუ­ლად ემა­ტე­ბათ.

ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ მო­თხოვ­ნილ და­ნარ­ჩენ 13 პუნ­ქტზეც, დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან ძა­ლა­ში რჩე­ბა პრინ­ცი­პუ­ლი თან­ხმო­ბა, შე­იქ­მნას ერ­თობ­ლი­ვი კო­მი­სია: და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლის, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან და შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დეს ამ სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა, მო­წეს­რი­გე­ბა და აღ­მო­ფხვრა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პროფ­კავ­ში­რებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ე.გ.
1

უი, პროფკავშირი ყოფილა საქართველოში, წართმეულ ანაბრებსაც თუ დაუბრუნებთ ხალხს მაშინ დავიჯერებ

ი.კ
2

თვალები და პირი გაკერილი დაიტოვონ, შემდგომში გამოადგებათ , გაკერვა აღარ დასჭირდებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მაღაროელები პროტესტს წყვეტენ, ჭიათურის მაღარო კი მუშაობას 1-ელი ივლისიდან განაახლებს" - პროფკავშირების გაერთიანება

"მაღაროელები პროტესტს წყვეტენ, ჭიათურის მაღარო კი მუშაობას 1-ელი ივლისიდან განაახლებს" - პროფკავშირების გაერთიანება

პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, მოლაპარაკების საგანი გახდება.

„პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა! შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს!

2022 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 11,9 % იყო. შეთანხმების მიხედვით, პირველი იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, დასაქმებულებს ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით, დაემატებათ 100%-იანი ხელფასის 5% იმ 60%-იან ხელფასზე, რომელზეც თებერვლიდან მუშაობდნენ. პირველი ივლისიდან კი დამატებით 6,9 %. აღნიშნული შეთანხმება მოხდა პროფესიულ კავშირებისა და დამსაქმებელს შორის არსებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც 6.7 პუნქტის თანახმად გაწერილია ინფლაციის ინდექსის მატება ხელფასზე - ,,1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება. ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, იქნება მოლაპარაკების საგანი".

იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მოლაპარაკება, პროფკავშირებმა დამსაქმებელს მიმართა თხოვნით, 2022 წლის მაჩვენებლის ათვისება სრულად მომხდარიყო. დამსაქმებელმა, კოლექტიური შეთანხმების ფარგლებში, გაითვალისწინა თხოვნა და ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულებს ანაზღაურება სრულად ემატებათ.

ნიშანდობლივია, რომ მოთხოვნილ დანარჩენ 13 პუნქტზეც, დამსაქმებლის მხრიდან ძალაში რჩება პრინციპული თანხმობა, შეიქმნას ერთობლივი კომისია: დასაქმებულების, პროფესიული კავშირების, სახელმწიფოს წარმომადგენლის, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებისგან და შესაბამისად მოხდეს ამ საკითხების განხილვა, მოწესრიგება და აღმოფხვრა”, - აღნიშნულია პროფკავშირებს გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.