პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მელანომა: როგორ ამოვიცნოთ კანის ყველაზე ვერაგი სიმსივნე?
მელანომა: როგორ ამოვიცნოთ კანის ყველაზე ვერაგი სიმსივნე?

კა­ნის სიმ­სივ­ნე­ებ­ში ერთ ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე მე­ლა­ნო­მაა. ის, კა­ნის სხვა ონ­კო­ლო­გი­ებ­თან შე­და­რე­ბით, უფრო აგ­რე­სი­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ამი­ტომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მე­ლა­ნო­მის ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლად და­წყე­ბას.

ბლოგ­ში გა­გაც­ნობთ ნიშ­ნებს, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, მე­ლა­ნო­მა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს და მო­გიყ­ვე­ბით მისი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გზებ­ზე.

რა არის მე­ლა­ნო­მა?

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მე­ლა­ნო­მა არის ერთ ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კა­ნის აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა კან­ში არ­სე­ბუ­ლი პიგმენ­ტუ­რი უჯრე­დე­ბის – მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბის უკონ­ტრო­ლო გამ­რავ­ლე­ბით. მე­ლა­ნო­მა, ძი­რი­თა­დად, კან­ზე წარ­მო­იქ­მნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა თავი იჩი­ნოს სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე.

გა­ნარ­ჩე­ვენ მე­ლა­ნო­მის სხვა­დას­ხვა ფორ­მებს, რო­მელ­თა შო­რი­საა:

● ზე­და­პი­რუ­ლი გავ­რცე­ლე­ბის მე­ლა­ნო­მა – ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა და მო­ი­ცავს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი მე­ლა­ნო­მე­ბის 70%.

● ნო­დუ­ლა­რუ­ლი, იგი­ვე კვან­ძო­ვა­ნი მე­ლა­ნო­მა - უმე­ტეს­წი­ლად კა­ნის ზე­და­პირ­ზე ჩნდე­ბა მუქი ფე­რის კვან­ძო­ვა­ნი წარ­მო­ნაქ­მნი.

● აკ­რა­ლუ­რი მე­ლა­ნო­მა – წარ­მო­იქ­მნე­ბა ხე­ლი­სა და ფე­ხის გუ­ლებ­ზე.

● ფრჩხი­ლის მე­ლა­ნო­მა - ამ დროს ზი­ან­დე­ბა ფრჩხი­ლის მატრქი­სი და აღი­ნიშ­ნე­ბა მო­ყა­ვის­ფრო-მო­შა­ვო ხაზი ფრჩხი­ლის სიგ­რძე­ზე.

● ოკუ­ლა­რუ­ლი, იგი­ვე თვა­ლის მე­ლა­ნო­მა – ის ყო­ველ­თვის ხი­ლუ­ლი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს, ამი­ტომ მისი აღ­მო­ჩე­ნა უმე­ტე­სად ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი გა­სინ­ჯვი­სას ხდე­ბა

რა იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბას?

მე­ლა­ნო­მას კონ­კრე­ტუ­ლი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი არ აქვს, თუმ­ცა შემ­თხვე­ვა­თა დიდი ნა­წი­ლი ე.წ. BRAF გე­ნის მუ­ტა­ცი­ის შე­დე­გია. და­ა­ვა­დე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს რო­გორც მზის, ისე სო­ლა­რი­უ­მის ულტრა­ი­ის­ფერ­მა გა­მოს­ხი­ვე­ბა­მაც. სო­ლა­რი­უ­მის მოხ­მა­რე­ბა 75% ზრდის კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.

მე­ლა­ნო­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბაც.

მე­ლა­ნო­მის ნიშ­ნე­ბი

მე­ლა­ნო­მა შე­იძ­ლე­ბა სხე­ულ­ზე უკვე არ­სე­ბუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნის გა­დაგ­ვა­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თარ­დეს, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­თა 95% ახა­ლი პიგმენ­ტუ­რი ლა­ქით ან წა­ნა­ზარ­დით ვლინ­დე­ბა.

სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მე­ლა­ნო­მის ამოც­ნო­ბა­ში ე.წ. ABCDE წესი და­გეხ­მა­რე­ბათ. ის ნი­შან­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ყუ­რა­დღე­ბა გვმარ­თებს.

A – Asymmetry – გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ნორ­მა­ლუ­რი ხალი უმე­ტე­სად მრგვა­ლი ან ოვა­ლუ­რი ფორ­მი­საა, ამი­ტომ უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვოთ წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მე­ლიც ასი­მეტ­რი­უ­ლია

B – Border – საფრ­თხი­ლოა ხა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვს კარ­გად გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ზღვრე­ბი

C – Color – ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ხალს, რო­მელ­საც არ აქვს ერ­თგვა­რო­ვა­ნი ფერი

D – Diameter – თუ არ­სე­ბუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნი ზო­მა­ში გა­ი­ზარ­და და დი­ა­მეტ­რით 6მმ გა­და­ა­ჭარ­ბა.

E – Evolution – მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ გა­მოგრჩეთ ხალი, რო­მელ­მაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ცა­და ფე­რის, ზო­მი­სა და ფორ­მის ცვლი­ლე­ბა ანუ გა­ნი­ცა­და მთლი­ა­ნად ევო­ლუ­ცია.

ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცე­ვია თუ წარ­მო­ნაქ­მნი გახ­და სის­ხლმდე­ნი, არ ხორ­ცდე­ბა, გაჩ­ნდა წიწკვნის, ქა­ვი­ლის ან ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბე­ბი.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ერთი ან რამ­დე­ნი­მე ნიშ­ნის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ჯავ­შნეთ ვი­ზი­ტი სპე­ცი­ა­ლის­ტთან, რათა დრო­უ­ლად შე­ფას­დეს წარ­მო­ნაქ­მნი და მოხ­დეს კა­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა

მე­ლა­ნო­მის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მე­თო­დი დერ­მა­ტოს­კო­პი­აა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლისტს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს და­ათ­ვა­ლი­ე­როს კა­ნის შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით უხი­ლა­ვი შრე­ე­ბი და სტრუქ­ტუ­რე­ბი. ამ­გვა­რი გა­სინ­ჯვის შემ­დეგ დერ­მა­ტო­ლო­გი წარ­მო­ნაქ­მნს მი­ა­კუთ­ვნებს რო­მე­ლი­მე ჯგუფს – კე­თილ­თვი­სე­ბი­ანს, სა­ეჭ­ვოს ან ავ­თვი­სე­ბი­ანს.

სა­ეჭ­ვო წარ­მო­ნაქ­მნის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი მო­ნი­ტო­რინ­გი რამ­დე­ნი­მე თვე­ში ერთხელ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა ბი­ოფ­სია და პა­სუ­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა გაღ­რმავ­დეს კვლე­ვე­ბი თუნ­დაც რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ჭი­რო გახ­დეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის გა­და­ღე­ბა და ა.შ.

კა­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის კუ­თხით დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პა­ცი­ენ­ტის ანამ­ნეზს მაგ. მი­უ­ღია თუ არა მას მზე­ზე დამ­წვრო­ბა ბავ­შვო­ბის ან მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ ასაკ­ში მი­ღე­ბულ­მა დამ­წვრო­ბამ, შე­საძ­ლოა, დიდი როლი ითა­მა­შოს მო­მა­ვალ­ში მე­ლა­ნო­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მე­ლა­ნო­მის მკურ­ნა­ლო­ბა

მე­ლა­ნო­მის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დის შერ­ჩე­ვი­სას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და­ა­ვა­დე­ბის რო­მელ ფორ­მას­თან გვაქვს საქ­მე, რამ­დე­ნა­დაა ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სხვა ორ­გა­ნო­ებ­ზე და რამ­ხე­ლაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბ­ნის სიღ­რმე.

თუ მე­ლა­ნო­მა კა­ნის ზე­და­პირ­ზეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, არ არის კა­ნის ღრმა შრე­ში გავ­რცე­ლე­ბა და არა­მე­ტას­ტა­ზუ­რია, საკ­მა­რი­სია მისი ქი­რურ­გი­უ­ლი ამოკ­ვე­თა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუკი და­ა­ვა­დე­ბა შორსწა­სუ­ლია და მე­ტას­ტა­ზუ­რი ფორ­მაა, შე­საძ­ლოა, ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გარ­და, პა­ცი­ენტს და­ე­ნიშ­ნოს იმუ­ნო­თე­რა­პია, ტარ­გე­ტუ­ლი თე­რა­პია, სხი­ვუ­რი ან ქი­მი­ო­თე­რა­პია. მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კას შემ­დგომ ონ­კო­ლო­გი გან­სა­ზღვრავს.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, და­ჯავ­შნეთ ვი­ზი­ტი ექიმ­თან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ონ­კო­ლო­გია.

მე­ლა­ნო­მის პრე­ვენ­ცია

მე­ლა­ნო­მის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თავი და­ვიც­ვათ ინ­ტენ­სი­უ­რი ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან, რის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ვე­რი­დოთ მწველ მზეს და უარი ვთქვათ სო­ლა­რი­უ­მის მოხ­მა­რე­ბა­ზე. ამას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ამინ­დი ღრუბ­ლი­ა­ნია, ანუ წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ მე­ლა­ნო­მის გან­ვი­თა­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ნის ზე­და­პი­რი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ვით­ვა­ლი­ე­როთ, არ­სე­ბულ ხა­ლებ­ზე ცვლი­ლე­ბე­ბის ან ახა­ლი სა­ეჭ­ვო წარ­მო­ნაქ­მნის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი, დრო­უ­ლად მივ­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი თო­დუ­ას კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რი­თა და და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტთა გა­მოც­დი­ლი გუნ­დით, და­გეხ­მა­რე­ბათ სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მო­იკ­ვლი­ოთ თქვე­ნი კა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, დრო­უ­ლად აღ­მო­ფხვრათ ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა და თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ მე­ლა­ნო­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

R

ავტორი:

მელანომა: როგორ ამოვიცნოთ კანის ყველაზე ვერაგი სიმსივნე?

მელანომა: როგორ ამოვიცნოთ კანის ყველაზე ვერაგი სიმსივნე?

კანის სიმსივნეებში ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნე მელანომაა. ის, კანის სხვა ონკოლოგიებთან შედარებით, უფრო აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მელანომის ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობის დროულად დაწყებას.

ბლოგში გაგაცნობთ ნიშნებს, რომლებიც, შესაძლოა, მელანომაზე მიუთითებდეს და მოგიყვებით მისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გზებზე.

რა არის მელანომა?

როგორც აღვნიშნეთ, მელანომა არის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული კანის აგრესიული სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანში არსებული პიგმენტური უჯრედების – მელანოციტების უკონტროლო გამრავლებით. მელანომა, ძირითადად, კანზე წარმოიქმნება და შეიძლება თავი იჩინოს სხეულის ნებისმიერ ადგილზე.

განარჩევენ მელანომის სხვადასხვა ფორმებს, რომელთა შორისაა:

● ზედაპირული გავრცელების მელანომა – ყველაზე გავრცელებული ფორმაა და მოიცავს დიაგნოსტირებული მელანომების 70%.

● ნოდულარული, იგივე კვანძოვანი მელანომა - უმეტესწილად კანის ზედაპირზე ჩნდება მუქი ფერის კვანძოვანი წარმონაქმნი.

● აკრალური მელანომა – წარმოიქმნება ხელისა და ფეხის გულებზე.

● ფრჩხილის მელანომა - ამ დროს ზიანდება ფრჩხილის მატრქისი და აღინიშნება მოყავისფრო-მოშავო ხაზი ფრჩხილის სიგრძეზე.

● ოკულარული, იგივე თვალის მელანომა – ის ყოველთვის ხილული შეიძლება არ იყოს, ამიტომ მისი აღმოჩენა უმეტესად ოფთალმოლოგიური გასინჯვისას ხდება

რა იწვევს დაავადებას?

მელანომას კონკრეტული გამომწვევი მიზეზები არ აქვს, თუმცა შემთხვევათა დიდი ნაწილი ე.წ. BRAF გენის მუტაციის შედეგია. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს როგორც მზის, ისე სოლარიუმის ულტრაიისფერმა გამოსხივებამაც. სოლარიუმის მოხმარება 75% ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

მელანომის განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობაც.

მელანომის ნიშნები

მელანომა შეიძლება სხეულზე უკვე არსებული წარმონაქმნის გადაგვარების შედეგად განვითარდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაავადების შემთხვევათა 95% ახალი პიგმენტური ლაქით ან წანაზარდით ვლინდება.

სახლის პირობებში მელანომის ამოცნობაში ე.წ. ABCDE წესი დაგეხმარებათ. ის ნიშანთა ერთობლიობაა, რომელთა მიმართაც ყურადღება გვმართებს.

A – Asymmetry – გაითვალისწინეთ, რომ ნორმალური ხალი უმეტესად მრგვალი ან ოვალური ფორმისაა, ამიტომ უყურადღებოდ არ დატოვოთ წარმონაქმნი, რომელიც ასიმეტრიულია

B – Border – საფრთხილოა ხალები, რომლებსაც არ აქვს კარგად გამოყოფილი საზღვრები

C – Color – ყურადღება მიაქციეთ ხალს, რომელსაც არ აქვს ერთგვაროვანი ფერი

D – Diameter – თუ არსებული წარმონაქმნი ზომაში გაიზარდა და დიამეტრით 6მმ გადააჭარბა.

E – Evolution – მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ხალი, რომელმაც დროთა განმავლობაში განიცადა ფერის, ზომისა და ფორმის ცვლილება ანუ განიცადა მთლიანად ევოლუცია.

ასევე ყურადღებამისაქცევია თუ წარმონაქმნი გახდა სისხლმდენი, არ ხორცდება, გაჩნდა წიწკვნის, ქავილის ან ტკივილის შეგრძნებები.

ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ნიშნის არსებობის შემთხვევაში, დაჯავშნეთ ვიზიტი სპეციალისტთან, რათა დროულად შეფასდეს წარმონაქმნი და მოხდეს კანის დათვალიერება.

დაავადების დიაგნოსტიკა

მელანომის დიაგნოსტირების ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი დერმატოსკოპიაა, რომელიც სპეციალისტს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს კანის შეუიარაღებელი თვალით უხილავი შრეები და სტრუქტურები. ამგვარი გასინჯვის შემდეგ დერმატოლოგი წარმონაქმნს მიაკუთვნებს რომელიმე ჯგუფს – კეთილთვისებიანს, საეჭვოს ან ავთვისებიანს.

საეჭვო წარმონაქმნის შემთხვევაში, აუცილებელია მისი მონიტორინგი რამდენიმე თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ბიოფსია და პასუხიდან გამომდინარე შეიძლება გაღრმავდეს კვლევები თუნდაც რადიოლოგიური კუთხით, შესაძლებელია საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება და ა.შ.

კანის სიმსივნეების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ანამნეზს მაგ. მიუღია თუ არა მას მზეზე დამწვრობა ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ასაკში მიღებულმა დამწვრობამ, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს მომავალში მელანომის განვითარებაში.

მელანომის მკურნალობა

მელანომის მკურნალობის მეთოდის შერჩევისას მნიშვნელობა აქვს დაავადების რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე, რამდენადაა ის გავრცელებული სხვა ორგანოებზე და რამხელაა დაზიანებული უბნის სიღრმე.

თუ მელანომა კანის ზედაპირზეა გავრცელებული, არ არის კანის ღრმა შრეში გავრცელება და არამეტასტაზურია, საკმარისია მისი ქირურგიული ამოკვეთა. ოპერაციის შემდეგ აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი. იმ შემთხვევაში თუკი დაავადება შორსწასულია და მეტასტაზური ფორმაა, შესაძლოა, ქირურგიული მკურნალობის გარდა, პაციენტს დაენიშნოს იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია, სხივური ან ქიმიოთერაპია. მკურნალობის ტაქტიკას შემდგომ ონკოლოგი განსაზღვრავს.

წარმატებული მკურნალობისთვის, დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგია.

მელანომის პრევენცია

მელანომის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, თავი დავიცვათ ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რისთვისაც აუცილებელია მოვერიდოთ მწველ მზეს და უარი ვთქვათ სოლარიუმის მოხმარებაზე. ამასთან ერთად, აუცილებელია, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები მაშინაც კი, როდესაც ამინდი ღრუბლიანია, ანუ წელიწადის ნებისმიერ დროს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ მელანომის განვითარების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კანის ზედაპირი დროთა განმავლობაში საფუძვლიანად დავითვალიეროთ, არსებულ ხალებზე ცვლილებების ან ახალი საეჭვო წარმონაქმნის შემჩნევის შემთხვევაში კი, დროულად მივმართოთ სპეციალისტს.

საქართველოში არსებული თოდუას კლინიკა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და დაკომპლექტებულია სპეციალისტთა გამოცდილი გუნდით, დაგეხმარებათ სრულფასოვნად გამოიკვლიოთ თქვენი კანის მდგომარეობა, დროულად აღმოფხვრათ ნებისმიერი პრობლემა და თავიდან აიცილოთ მელანომით გამოწვეული გართულებები.

R