პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უპირატესობები აქვს ზაფხულის საბურავებს  -  რჩევები "თეგეტა მოტორსისგან“
რა უპირატესობები აქვს ზაფხულის საბურავებს  -  რჩევები "თეგეტა მოტორსისგან“

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად, იც­ვლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის მოვ­ლის სპე­ცი­ფი­კაც. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც შეც­ვლას სა­ჭი­რო­ებს - სა­ბუ­რა­ვია, რად­გან ავ­ტო­მო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა მეტ­წი­ლად მის ხა­რისხსა და სე­ზონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ალ­ბათ ხში­რად გსმე­ნი­ათ, რომ, რო­დე­საც ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +7 გრა­დუსს გა­და­ა­ჭარ­ბებს, ავ­ტო­მო­ბილ­ზე ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბის და­ყე­ნე­ბის დროა. რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სე­ზო­ნუ­რი სა­ბუ­რა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს მას - ამ თე­მებ­ზე "თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სა­ბუ­რა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სან­დრე შუბ­ლა­ძე სა­უბ­რობს.

- რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ზა­ფხულ­ში და­ვა­ყე­ნოთ სე­ზო­ნის შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­რა­ვე­ბი?

- "ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სი­ცხე­ში უკე­თე­სი მო­ჭი­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და რო­გორც სველ, ისე მშრალ გზებ­ზე მე­ტად სა­ი­მე­დოა. გარ­და ამი­სა, უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღალ სტა­ბი­ლუ­რო­ბას მო­სახ­ვე­ვებ­ში და ოპ­ტი­მა­ლურ გარ­ბენს თბილ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე.

ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვის პრო­ტექ­ტო­რის ნა­ხა­ტი ისეა და­ტა­ნი­ლი, რომ სველ გზა­ზე მოძ­რა­ო­ბი­სას უფრო ძლი­ერ მო­ჭი­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ასე არ ხდე­ბა და სველ გზა­ზე მოძ­რა­ო­ბი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლის და­მორ­ჩი­ლე­ბა ჭირს. ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია: მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ჭი­დე­ბა გზებ­ზე, სიჩ­ქა­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მდგრა­დო­ბა მო­სახ­ვე­ვებ­ში და და­მუხ­რუ­ჭე­ბის დროს ნაკ­ლე­ბი ხმა­უ­რი“.

- რა ხდე­ბა, როცა ზა­ფხულ­ში ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვებს ვი­ყე­ნებთ?

- "ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში უდა­ვოდ შე­უც­ვლე­ლია, რად­გან მის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თოვ­ლი­ან და ყი­ნუ­ლი­ან ზე­და­პი­რებ­ზე მოძ­რა­ო­ბის დროს იდე­ა­ლუ­რი მო­ჭი­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუმ­ცა ცხე­ლი გზის სა­ფარ­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ად­ვი­ლად ცვდე­ბა და მისი მო­ჭი­დე­ბა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნია.

ზა­ფხულ­ში ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ქმნის უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სწრა­ფი მა­ნევ­რი­რე­ბი­სას. მისი მა­ღა­ლი პრო­ტექ­ტო­რე­ბი აჩ­ქა­რე­ბი­სას და და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას დე­ფორ­მირ­დე­ბა. ამის გამო, იზ­რდე­ბა სა­მუხ­რუ­ჭე მან­ძი­ლი და მკვეთ­რი მა­ნევ­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლის და­მორ­ჩი­ლე­ბა კი­დევ უფრო რთულ­დე­ბა“.

- რამ­დე­ნად გო­ნივ­რუ­ლია ზა­ფხულ­ში ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა?

- "ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბი ზამ­თრი­სა და ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბის ჰიბ­რი­დია და შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ მძღო­ლებ­მა ისი­ნი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ ისეთ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც თოვ­ლი და ყინ­ვა იშ­ვი­ა­თია. ამ ტი­პის სა­ბუ­რა­ვებ­ზე არ­ჩე­ვანს ბევ­რი მძღო­ლი აკე­თებს, თუმ­ცა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და სვე­ლი ზე­და­პი­რის პი­რო­ბებ­ში მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია. მშრალ ზე­და­პირ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბი სა­უ­კე­თე­სოა მო­სახ­ვე­ვებ­ში. ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბი შექ­მნი­ლია ნე­ბის­მი­ერ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში კარ­გი მო­ჭი­დე­ბის­თვის, თუმ­ცა ისი­ნი არ არის გათ­ვლი­ლი სწრა­ფი მა­ნევ­რი­რე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­ფორ­ტუ­ლი და უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სე­ზო­ნის შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­რა­ვე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ“.

- რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ზა­ფხულ­ში მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა?

- "ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, გა­აჩ­ნია, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­ბუ­რა­ვი, რად­გან ყვე­ლა მათ­განს აქვს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მისი პრო­ტექ­ტო­რი ცვდე­ბა და სა­ბუ­რა­ვი გა­მოშ­რო­ბას იწყებს.

სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­ძე­ნი­სას, ხა­რისხთან ერ­თად, მთა­ვა­რია მათი ასა­კიც, რად­გან მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვით გა­და­ად­გი­ლე­ბა საკ­მა­ოდ დიდ საფრ­თხეს ქმნის ზამ­თარ­შიც და ზა­ფხულ­შიც. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ სა­ბუ­რა­ვი არა მარ­ტო ცვდე­ბა, არა­მედ ძველ­დე­ბა კი­დეც - დრო­ის გას­ვლას­თან ერ­თად, მისი შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი დაბ­ლა იწევს“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­ძე­ნი­სას სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მოქ­მე­დებს. მეტი კომ­ფორ­ტის­თვის კი შე­საძ­ლე­ბე­ლია, დის­ტან­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბით, პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით ან ონ­ლა­ინ­ჯავ­შნით ისარ­გებ­ლოთ.

--

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რა უპირატესობები აქვს ზაფხულის საბურავებს  -  რჩევები "თეგეტა მოტორსისგან“

რა უპირატესობები აქვს ზაფხულის საბურავებს  -  რჩევები "თეგეტა მოტორსისგან“

ზაფხულის დადგომასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც შეცვლას საჭიროებს - საბურავია, რადგან ავტომობილის უსაფრთხოება მეტწილად მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული.

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს გადააჭარბებს, ავტომობილზე ზაფხულის საბურავების დაყენების დროა. რატომ არის მნიშვნელოვანი სეზონური საბურავების გამოყენება და რა უპირატესობები აქვს მას - ამ თემებზე "თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე შუბლაძე საუბრობს.

- რატომ არის აუცილებელი, ზაფხულში დავაყენოთ სეზონის შესაბამისი საბურავები?

- "ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე მეტად საიმედოა. გარდა ამისა, უზრუნველყოფს მაღალ სტაბილურობას მოსახვევებში და ოპტიმალურ გარბენს თბილ ტემპერატურაზე.

ზაფხულის საბურავის პროტექტორის ნახატი ისეა დატანილი, რომ სველ გზაზე მოძრაობისას უფრო ძლიერ მოჭიდებას უზრუნველყოფს. ზამთრის საბურავების შემთხვევაში ასე არ ხდება და სველ გზაზე მოძრაობისას ავტომობილის დამორჩილება ჭირს. ზაფხულის საბურავების მთავარი მახასიათებლებია: მაქსიმალური მოჭიდება გზებზე, სიჩქარის გაუმჯობესება, მდგრადობა მოსახვევებში და დამუხრუჭების დროს ნაკლები ხმაური“.

- რა ხდება, როცა ზაფხულში ზამთრის საბურავებს ვიყენებთ?

- "ზამთრის საბურავები დაბალი ტემპერატურის პირობებში უდავოდ შეუცვლელია, რადგან მის შემადგენლობაშია ისეთი ნივთიერებები, რომლებიც თოვლიან და ყინულიან ზედაპირებზე მოძრაობის დროს იდეალური მოჭიდებით გამოირჩევა. თუმცა ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.

ზაფხულში ზამთრის საბურავების გამოყენება ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს, განსაკუთრებით სწრაფი მანევრირებისას. მისი მაღალი პროტექტორები აჩქარებისას და დამუხრუჭებისას დეფორმირდება. ამის გამო, იზრდება სამუხრუჭე მანძილი და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება კიდევ უფრო რთულდება“.

- რამდენად გონივრულია ზაფხულში ყველა სეზონის საბურავების გამოყენება?

- "ყველა სეზონის საბურავები ზამთრისა და ზაფხულის საბურავების ჰიბრიდია და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებმა ისინი მთელი წლის განმავლობაში გამოიყენონ ისეთ რეგიონებში, სადაც თოვლი და ყინვა იშვიათია. ამ ტიპის საბურავებზე არჩევანს ბევრი მძღოლი აკეთებს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაღალი ტემპერატურისა და სველი ზედაპირის პირობებში მათი ფუნქციონირება ნაკლებად ეფექტურია. მშრალ ზედაპირზე გადაადგილებისას ზაფხულის საბურავები საუკეთესოა მოსახვევებში. ყველა სეზონის საბურავები შექმნილია ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კარგი მოჭიდებისთვის, თუმცა ისინი არ არის გათვლილი სწრაფი მანევრირებისთვის. შესაბამისად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია, რომ სეზონის შესაბამისი საბურავები გამოვიყენოთ“.

- რამდენად უსაფრთხოა ზაფხულში მეორადი საბურავის გამოყენება?

- "ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, გააჩნია, რა მდგომარეობაშია საბურავი, რადგან ყველა მათგანს აქვს ექსპლუატაციის ვადა და შენახვის პირობები. ამასთანავე, ექსპლუატაციის პერიოდში მისი პროტექტორი ცვდება და საბურავი გამოშრობას იწყებს.

საბურავების შეძენისას, ხარისხთან ერთად, მთავარია მათი ასაკიც, რადგან მეორადი საბურავით გადაადგილება საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის ზამთარშიც და ზაფხულშიც. უნდა ვიცოდეთ, რომ საბურავი არა მარტო ცვდება, არამედ ძველდება კიდეც - დროის გასვლასთან ერთად, მისი შემცველი ნივთიერებების ეფექტურობის კოეფიციენტი დაბლა იწევს“.

შეგახსენებთ, რომ "თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზაფხულის საბურავების შეძენისას სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინჯავშნით ისარგებლოთ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"