პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაში შეიძლება ვნახოთ  ინვესტიცია, ტურიზმში? ანუ ნიკარაგუა აფხაზეთში სასტუმროებს ააშენებს?!" - აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ამბობს, რომ ნიკარაგუასთან საინვესტიციო საკითხები განიხილეს
"რაში შეიძლება ვნახოთ  ინვესტიცია, ტურიზმში? ანუ ნიკარაგუა აფხაზეთში სასტუმროებს ააშენებს?!" - აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ამბობს, რომ ნიკარაგუასთან საინვესტიციო საკითხები განიხილეს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ნი­კა­რა­გუ­ას დახ­მა­რე­ბით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბას გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუმს, "ნი­კა­რა­გუ­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია ეწ­ვია და მხა­რე­ებ­მა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, მათ შო­რის, სა­ვაჭ­რო და სა­ინ­ვეს­ტი­სი­ციო სა­კი­თხებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თე­მე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ინალ არ­ძინ­ბას ინი­ცი­ა­ტი­ვით, მე­დი­აჰოლ­დინ­გი “აფხა­ზე­თი - ნი­კა­რა­გუა” შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გავ­ლე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­შა­ვებს", - წერს გა­მო­ცე­მა apsnypress.info წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ინალ არ­ძინ­ბა ყვე­ლა ტრი­ბუ­ნი­დან სა­უბ­რობს "სწო­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, მისი აზ­რით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის "დესტრუქ­ცი­უ­ლი გავ­ლე­ნებს. სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე უნდა ებ­რძო­ლონ". ამ სა­კი­თხში კი მას ნი­კა­რა­გუ­ას დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლა­უ­რე­ა­ნო ორ­ტე­გა მუ­რი­ლოც და­ე­თან­ხმა.

დე­ლე­გა­ცია ნი­კა­რა­გუ­ა­დან ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში

არ­ძინ­ბა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ აფხა­ზეთ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბოს ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც, გა­მუდ­მე­ბით ითხოვს მათ მკაცრ კონ­ტროლს და და­სავ­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ნი­კა­რა­გუს­თან დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ჟღერს და ჰგავს თა­ვის მო­ტყუ­ე­ბას, რაც ინალ არ­ძინ­ბას ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დის.

"არ­ძინ­ბას­თვის არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ასო­ცირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც ეში­ნია მათი და ცდი­ლობს, თუნ­დაც ნი­კა­რა­გუ­ას დახ­მა­რე­ბით, რა­ღაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­ამ­კვიდ­როს და მათ ფეხი ამო­აკ­ვე­თი­ნოს. ამის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­ზე­ზის მო­ფიქ­რე­ბა შე­უძ­ლია - ფი­ნან­სუ­რი გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბა, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა, ქარ­თველ­თებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ფუთ­ვა, რო­გორც რბი­ლი ძალა და სხვა მო­გო­ნი­ლი საფრ­თხე­ე­ბი. ამი­ტომ, ჩვენ­მა "დე­მოკ­რატ­მა მი­ნის­ტრმა" ამ საფრ­თხე­ე­ბის­გან ნი­კა­რა­გუ­ას ფი­ნან­სე­ბით უნდა დაგ­ვიც­ვას", - წერს ირო­ნი­ით აფხა­ზი ბლო­გე­რი ლი­ა­ნა ცარ­ბა.

"არ ვი­ცო­დი, თუ ნი­კა­რა­გუა ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა იყო, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დებ­და ინ­ვეს­ტი­ცი­ას, თან სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. არც ის ვი­ცო­დი, თუ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს უმ­თავ­რე­სად მი­იჩ­ნევ­და. ცოტა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ - რა უნდა და­ა­ფი­ნან­სოს ამ ქვე­ყა­ნამ აფხა­ზეთ­ში, რა სა­ერ­თო თან­ხევდრა გვაქვს აფხა­ზეთ­სა და ნი­კა­რა­გუ­ას, რაში შე­იძ­ლე­ბა ვნა­ხოთ მათი ინ­ვეს­ტი­ცია, ტუ­რიზ­მში? ანუ ნი­კა­რა­გუა აფხა­ზეთ­ში სას­ტუმ­რო­ებს აა­შე­ნებს და ტუ­რიზმს გა­ნა­ვი­თა­რებს?

მერე აფხა­ზე­ბი სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი­დან ნი­კარ­გუ­ა­ში გავფრინ­დე­ბით და პი­რი­ქით? თუ მძი­ნავს, გა­მო­მაღ­ვი­ეთ ვინ­მე, ასე­თი ირო­ნი­აც არ მინ­და, იმის მი­სახ­ვედ­რად თუ სად ვართ. არ­ძინ­ბა, ოზ­გა­ნი, ბჟა­ნია, ან­ქვა­ბი ყვე­ლა ცალ-ცალ­კე "ზრუ­ნავს" აფხა­ზე­თის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მოჰ­ყავთ ჭრელ-ჭრე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, ოღონდ ბო­ლოს მა­ინც არა­ფე­რი გვე­ტყო­ბა. იმი­ტომ ხომ არა, რომ ამ ყვე­ლა­ფერს რუ­სუ­ლი მხა­რე შუ­ამ­დგომ­ლობს. უკვე არ ვიცი, რა­მის იმე­დი უნდა გვქონ­დეს თუ არა", - მი­აჩ­ნია ოლე­სია კვეკ­ვეს­კირს.

"თუ ვინ­მემ არ იცის, ნი­კა­რა­გუა არის უღა­რი­ბე­სი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც არც ბიზ­ნე­სია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ტუ­რიზ­მი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სრუ­ლი­ად უცხო თე­მაა მათ­თვის, ამ ფონ­ზე კი მე­დია_პრო­ექ­ტებ­ზე ლა­პა­რა­კი, რბი­ლად რომ ვთქვათ სა­სა­ცი­ლოდ ჟღერს", - წერს ქრის­ტი­ნა ორ­ტმა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ფოტო ვითომდა აფხაზეთშიაო გადაღებული და ამ დროს თვით ფიტოზე ბანერზე წერია პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 2023 :)))

.....
0

მოიცა ვანუატუს პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდეს მერე ნახე ინვესტიციები.

ავტორი:

"რაში შეიძლება ვნახოთ  ინვესტიცია, ტურიზმში? ანუ ნიკარაგუა აფხაზეთში სასტუმროებს ააშენებს?!" - აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ამბობს, რომ ნიკარაგუასთან საინვესტიციო საკითხები განიხილეს

"რაში შეიძლება ვნახოთ  ინვესტიცია, ტურიზმში? ანუ ნიკარაგუა აფხაზეთში სასტუმროებს ააშენებს?!" - აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ამბობს, რომ ნიკარაგუასთან საინვესტიციო საკითხები განიხილეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ნიკარაგუას დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას გააკონტროლებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, სოხუმს, "ნიკარაგუას ოფიციალური დელეგაცია ეწვია და მხარეებმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტისიციო საკითხებში თანამშრომლობის თემები განიხილეს.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას ინიციატივით, მედიაჰოლდინგი “აფხაზეთი - ნიკარაგუა” შეიქმნა, რომელიც თანამშრომლობის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენების წინააღმდეგ იმუშავებს", - წერს გამოცემა apsnypress.info წერს.

გამოცემის ცნობით, ინალ არძინბა ყველა ტრიბუნიდან საუბრობს "სწორი საინფორმაციო პოლიტიკის მნიშვნელობაზე, მისი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების "დესტრუქციული გავლენებს. სახელმწიფო დონეზე უნდა ებრძოლონ". ამ საკითხში კი მას ნიკარაგუას დელეგაციის წარმომადგენელი ლაურეანო ორტეგა მურილოც დაეთანხმა.

დელეგაცია ნიკარაგუადან ოკუპირებულ აფხაზეთში

არძინბა ირწმუნება, რომ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებოს ფინანსური შემოსავლების კონტროლი აუცილებელია. ამიტომაც, გამუდმებით ითხოვს მათ მკაცრ კონტროლს და დასავლური პროექტების განხორციელების შეზღუდვას.

ადგილობრივების თქმით, ნიკარაგუსთან დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარი ძალიან არასერიოზულად ჟღერს და ჰგავს თავის მოტყუებას, რაც ინალ არძინბას ძალიან კარგად გამოსდის.

"არძინბასთვის არასამთავრობოები საქართველოსთან ასოცირდება, ამიტომაც ეშინია მათი და ცდილობს, თუნდაც ნიკარაგუას დახმარებით, რაღაც ალტერნატიული დაამკვიდროს და მათ ფეხი ამოაკვეთინოს. ამისთვის ყველანაირი მიზეზის მოფიქრება შეუძლია - ფინანსური გაუმჭვირვალობა, ანტიეროვნული ღირებულებების დამკვიდრება, ქართველთებთან მეგობრული ურთიერთობების შეფუთვა, როგორც რბილი ძალა და სხვა მოგონილი საფრთხეები. ამიტომ, ჩვენმა "დემოკრატმა მინისტრმა" ამ საფრთხეებისგან ნიკარაგუას ფინანსებით უნდა დაგვიცვას", - წერს ირონიით აფხაზი ბლოგერი ლიანა ცარბა.

"არ ვიცოდი, თუ ნიკარაგუა ისეთი განვითარებული ქვეყანა იყო, რომ სხვა ქვეყანაში ჩადებდა ინვესტიციას, თან საინფორმაციო პოლიტიკის განვითარების კუთხით. არც ის ვიცოდი, თუ დემოკრატიულ ღირებულებებს უმთავრესად მიიჩნევდა. ცოტა გაკვირვებული ვარ - რა უნდა დააფინანსოს ამ ქვეყანამ აფხაზეთში, რა საერთო თანხევდრა გვაქვს აფხაზეთსა და ნიკარაგუას, რაში შეიძლება ვნახოთ მათი ინვესტიცია, ტურიზმში? ანუ ნიკარაგუა აფხაზეთში სასტუმროებს ააშენებს და ტურიზმს განავითარებს?

მერე აფხაზები სოხუმის აეროპორტიდან ნიკარგუაში გავფრინდებით და პირიქით? თუ მძინავს, გამომაღვიეთ ვინმე, ასეთი ირონიაც არ მინდა, იმის მისახვედრად თუ სად ვართ. არძინბა, ოზგანი, ბჟანია, ანქვაბი ყველა ცალ-ცალკე "ზრუნავს" აფხაზეთის კეთილდღეობაზე, მოჰყავთ ჭრელ-ჭრელი ინვესტორები, ოღონდ ბოლოს მაინც არაფერი გვეტყობა. იმიტომ ხომ არა, რომ ამ ყველაფერს რუსული მხარე შუამდგომლობს. უკვე არ ვიცი, რამის იმედი უნდა გვქონდეს თუ არა", - მიაჩნია ოლესია კვეკვესკირს.

"თუ ვინმემ არ იცის, ნიკარაგუა არის უღარიბესი ქვეყანაა, სადაც არც ბიზნესია განვითარებული, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა სრულიად უცხო თემაა მათთვის, ამ ფონზე კი მედია_პროექტებზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ სასაცილოდ ჟღერს", - წერს ქრისტინა ორტმანი.