მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეტერბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას, სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით - რა პირობებზე შეუთანხმდა აფხაზეთი რუსეთს?
პეტერბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას, სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით - რა პირობებზე შეუთანხმდა აფხაზეთი რუსეთს?

რუ­სე­თის ქა­ლაქ პე­ტერ­ბურ­გში, რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა მაქ­სიმ რე­შეტ­ნი­კოვ­მა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა ქრის­ტი­ნა ოზ­გან­მა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში, “სო­ხუ­მის არ­ძინ­ბას სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის” აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Апсныпресс ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სეთ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის შეს­რუ­ლე­ბის ყვე­ლა პი­რო­ბას იღებს. აფხა­ზე­თი კი – ობი­ექ­ტე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო გა­რან­ტი­ებს იძ­ლე­ვა.

სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი 1993 წლი­დან და­კე­ტი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, და­ხუ­რუ­ლია სა­ჰა­ე­რო სივ­რცეც. სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია (ICAO) აფხა­ზეთს სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად აღი­ა­რებს და არ აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ოთხნიშ­ნა კოდი.

სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც იყო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, ქარ­თუ­ლი მხა­რის პო­ზი­ცი­ი­სა და იმ თან­ხის გამო, რო­მე­ლიც აე­რო­პორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნას სჭირ­დე­ბო­და, ამის არ სჯე­რო­და.

მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დებ­დნენ, რომ “ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში ვერ მოხ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს, ICAO-ს წეს­დე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას”.

ჯერ­ჯე­რო­ბით სა­გა­რეო უწყე­ბას ამა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. ქარ­თუ­ლი მხა­რი­დან დაბ­ლოკ­ვის საფრ­თხე­ზე არც აფხა­ზუ­რი მხა­რე სა­უბ­რობს. რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით კი, რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა აფხა­ზე­თის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის დიდი სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა.

"რუ­სე­თის­თვის ახა­ლი აე­რო­პორ­ტი ორ მნიშ­ვნე­ლო­ვან ამო­ცა­ნას გა­დაჭ­რის – მოხ­სნის სო­ჭის აე­რო­პორ­ტი­სა და “ად­ლე­რის” სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის დატ­ვირ­თვას, რომ­ლე­ბიც მთა­ვა­რი წერ­ტი­ლე­ბია დღეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის აფხა­ზეთ­ში შე­სას­ვლე­ლად" - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ქრის­ტი­ნა ოზ­გა­ნის თქმით, აე­რო­პორ­ტის ამუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, "აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა გარ­დამ­ტეხ ფა­ზა­ში შევა – გა­იზ­რდე­ბა ტუ­რის­ტე­ბის რი­ცხვი და გა­ფარ­თოვ­დე­ბა აფხა­ზე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­სპორ­ტო-ლო­გის­ტი­კურ სის­ტე­მა­ში".

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, აე­რო­პორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნას კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რი და­ა­ფი­ნან­სებს და სა­მუ­შა­ო­ე­ბი ორ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ეტა­პის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზო­ლე­ბის მო­წყო­ბას მო­ი­ცავს, 6,5 მი­ლი­არ­დი რუ­სუ­ლი რუბ­ლი იქ­ნე­ბა.

"მისი აღ­დგე­ნა 2024 წლის ბო­ლოს­თვის იგეგ­მე­ბა და წლი­უ­რად მგზავ­რთა ნა­კა­დი 1,2 მი­ლი­ო­ნი იქ­ნე­ბა" - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის აზრი ამ შემ­თხვე­ვა­შიც ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. არი­ან ისე­თე­ბი, ვინც აე­რო­პორ­ტის ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბე­ბით გახ­სნას მი­ე­სალ­მე­ბა, რად­გან ასე რე­გი­ო­ნის ფუნ­ქცია მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­ი­ძენს, რაც მათ ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა.

სხვე­ბის თქმით, აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნა­ზე სა­უ­ბა­რი და­ი­წყო ახლა, მას შემ­დეგ რაც მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე რუ­სე­თი და­სავ­ლურ­მა სან­ქცი­ებ­მა კუ­თხე­ში მო­იმ­წყვდია და სა­ვაჭ­რო, ეკო­ნო­მი­კუ­რი არე­ა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­ზღუ­და...

"ორი კი­თხვა მაქვს - პირ­ვე­ლი, რა­ტომ არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, ვინ არის კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რი და მე­ო­რე - აფხა­ზე­თის წილი რამ­დე­ნია ბუნ­დოვ­ნად არის მი­თი­თე­ბუ­ლი, წი­ლის რამ­დე­ნი პრო­ცენტს ფლობს აფხა­ზე­თი? სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტს ჩვენ არ უნდა ვფლობ­დეთ?... მე­რამ­დე­ნედ ვა­კე­თებთ ასეთ სი­სუ­ლე­ლეს. არ ვი­ცით, საქ­მე ვის­თან გვაქვს თუ ჭკუა ვერ ვის­წავ­ლეთ? ოღონდ ახლა არ მი­თხრათ, მთა­ვა­რია, რამე აშენ­დე­სო. აღ­დგე­ნა­სა და გა­ყიდ­ვას, უფრო სწო­რად, მით­ვი­სე­ბას შო­რის უდი­დე­სი გან­სხვა­ვე­ბაა" - წერს აქ­ტი­ვის­ტი ასი­და აგრბა.

"ჩვენ ამის­თვის ფული არ გვაქვს, ინ­ვეს­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, მაგ­რამ უნდა გვი­ხა­რო­დეს თურ­მე... რუ­სებ­მა რა­ღაც ჯგუ­ფებ­ში გამ­ლან­ძღეს - თქვენს ბოს­ლებ­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვართ და­სას­ვე­ნებ­ლად და ფულს ვხარ­ჯავთ, უა­რე­სის ღირ­სე­ბი ვარ­თო... რო­გორ გავ­ბე­დე და ვი­კი­თხე, ვინ არის ინ­ვეს­ტო­რი, მათ­სა­ვით ტე­ლე­ვი­ზორ­ში რა­საც ეტყვი­ან, ის უნდა და­ვი­ჯე­რო" - წერს ას­ტან­და ვოზ­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა
0

თუ გინდათ დაგენიძლავებით ჩვენი მთავრობა რკინიგზასაც აღადგენს. აფხაზეთთან. თუ მომდევნო არჩევნებიც მოიგო.

Lasha
10

რაო მერე ხიხოსტანმა?!?? აბა ომი გინდათ ტო....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

პეტერბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას, სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით - რა პირობებზე შეუთანხმდა აფხაზეთი რუსეთს?

პეტერბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას, სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით - რა პირობებზე შეუთანხმდა აფხაზეთი რუსეთს?

რუსეთის ქალაქ პეტერბურგში, რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, “სოხუმის არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის” აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას Апсныпресс ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, რუსეთში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, რუსეთი საინვესტიციო პროექტის შესრულების ყველა პირობას იღებს. აფხაზეთი კი – ობიექტების საინვესტიციო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლებების დაცვის განსაკუთრებულ სახელმწიფო გარანტიებს იძლევა.

სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან დაკეტილია. შესაბამისად, დახურულია საჰაერო სივრცეც. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს და არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.

სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე რამდენიმე წლის წინაც იყო საუბარი, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას, ქართული მხარის პოზიციისა და იმ თანხის გამო, რომელიც აეროპორტის ინფრასტრუქტურის აღდგენას სჭირდებოდა, ამის არ სჯეროდა.

მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებდნენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.

ჯერჯერობით საგარეო უწყებას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ქართული მხარიდან დაბლოკვის საფრთხეზე არც აფხაზური მხარე საუბრობს. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კი, რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა აფხაზეთისთვის ისტორიული მოვლენაა და ტურიზმის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილი გახდება.

"რუსეთისთვის ახალი აეროპორტი ორ მნიშვნელოვან ამოცანას გადაჭრის – მოხსნის სოჭის აეროპორტისა და “ადლერის” საავტომობილო გამშვები პუნქტის დატვირთვას, რომლებიც მთავარი წერტილებია დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში შესასვლელად" - ნათქვამია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

ქრისტინა ოზგანის თქმით, აეროპორტის ამუშავების შემდეგ, "აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარება გარდამტეხ ფაზაში შევა – გაიზრდება ტურისტების რიცხვი და გაფართოვდება აფხაზეთის შესაძლებლობები საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სისტემაში".

აფხაზური მედიის ცნობით, აეროპორტის ინფრასტრუქტურის აღდგენას კერძო ინვესტორი დააფინანსებს და სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპის ღირებულება, რომელიც ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობას მოიცავს, 6,5 მილიარდი რუსული რუბლი იქნება.

"მისი აღდგენა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება და წლიურად მგზავრთა ნაკადი 1,2 მილიონი იქნება" - წერს აფხაზური მედია.

ადგილობრივების აზრი ამ შემთხვევაშიც ორ ნაწილად გაიყო. არიან ისეთები, ვინც აეროპორტის ნებისმიერი პირობებით გახსნას მიესალმება, რადგან ასე რეგიონის ფუნქცია მეტ მნიშვნელობას შეიძენს, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

სხვების თქმით, აეროპორტის აღდგენაზე საუბარი დაიწყო ახლა, მას შემდეგ რაც მთავარი მოკავშირე რუსეთი დასავლურმა სანქციებმა კუთხეში მოიმწყვდია და სავაჭრო, ეკონომიკური არეალი მაქსიმალურად შეუზღუდა...

"ორი კითხვა მაქვს - პირველი, რატომ არ არის მითითებული, ვინ არის კერძო ინვესტორი და მეორე - აფხაზეთის წილი რამდენია ბუნდოვნად არის მითითებული, წილის რამდენი პროცენტს ფლობს აფხაზეთი? საკონტროლო პაკეტს ჩვენ არ უნდა ვფლობდეთ?... მერამდენედ ვაკეთებთ ასეთ სისულელეს. არ ვიცით, საქმე ვისთან გვაქვს თუ ჭკუა ვერ ვისწავლეთ? ოღონდ ახლა არ მითხრათ, მთავარია, რამე აშენდესო. აღდგენასა და გაყიდვას, უფრო სწორად, მითვისებას შორის უდიდესი განსხვავებაა" - წერს აქტივისტი ასიდა აგრბა.

"ჩვენ ამისთვის ფული არ გვაქვს, ინვესტორის ვინაობა გასაიდუმლოებულია, მაგრამ უნდა გვიხაროდეს თურმე... რუსებმა რაღაც ჯგუფებში გამლანძღეს - თქვენს ბოსლებში რომ ჩამოვდივართ დასასვენებლად და ფულს ვხარჯავთ, უარესის ღირსები ვართო... როგორ გავბედე და ვიკითხე, ვინ არის ინვესტორი, მათსავით ტელევიზორში რასაც ეტყვიან, ის უნდა დავიჯერო" - წერს ასტანდა ვოზბა.

წაიკითხეთ ასევე: