მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისევ არ მჯერა, რომ სულ მალე ჩემს წიგნს შევეხები, გადავშლი, წავიკითხავ" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული ანი ბალიაშვილი
"ისევ არ მჯერა, რომ სულ მალე ჩემს წიგნს შევეხები, გადავშლი, წავიკითხავ" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული ანი ბალიაშვილი

მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე მუდ­მი­ვად აი­სა­ხე­ბო­და ის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ და ასე ხდე­ბა დღე­საც. თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­ში პირ­და­პირ თუ ირი­ბად იკ­ვე­თე­ბა ის სირ­თუ­ლე­ე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე დგას.

„პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად ამის მა­გა­ლი­თია. 2023 წლის რჩე­ულ­თა შო­რის მოხ­ვდა ავ­ტო­რი, რომ­ლის რო­მა­ნიც უმ­ძი­მეს თე­მას - ფე­მი­ციდს ეხ­მა­უ­რე­ბა. ჟი­უ­რის წევ­რი და მწე­რა­ლი დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი გვი­ამ­ბობს, რომ წიგ­ნი არის ერ­თგვა­რი მა­ნი­ფეს­ტი, რო­გორ გა­დარ­ჩა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი და რა გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა ნა­ხონ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა სხვა ადა­მი­ა­ნებ­მა. მწე­რა­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ­თან ერ­თად წიგ­ნის რე­დაქ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­შია და რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, შე­მოდ­გო­მი­დან მკი­თხვე­ლი აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხზე მომ­ზა­დე­ბულ სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შე­ვარს იხი­ლავს.

ვინ არის წიგ­ნის ავ­ტო­რი, რო­მელ­მაც ჟი­უ­რის აზ­რით კარ­გად შეძ­ლო მთე­ლი იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნა, რის წი­ნა­შეც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი დგა­ნან?

ეს 22 წლის ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლია, ორი შვი­ლის დედა და სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც თსუ-ის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. მისი კა­რი­ე­რა კი ამ ეტაპ­ზე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯმენ­ტთან, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მწერ­ლო­ბით.

„ამ­ჟა­მად ჩემი პრო­ფე­სი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ. სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მე­ბი, მისი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, ქო­ფი­რა­ი­თინ­გი, დი­ზა­ი­ნი... ეს საქ­მე საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის“, - გვი­ამ­ბობს ის.

კი­თხვა­ზე, რო­დის და­ინ­ტე­რეს­და წე­რით, გვი­ამ­ბობს, რომ ზო­გა­დად, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და წე­რის მი­მართ ძლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლის გამო, ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ებ­ში და ბო­ლოს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის დროც დად­გა.

„ჩემი წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა და არის ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი იმ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ქა­ლებს დღე­საც უწევთ გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ამ კონ­კურ­სის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, მინ­დო­და, ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა ამეს­რუ­ლე­ბი­ნა და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი და გვა­რი და­მე­ნა­ხა წიგ­ნის ყდა­ზე, თუმ­ცა შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. წე­რის პრო­ცეს­ში მივ­ხვდი, რომ ხმა უნდა მი­მეწვდი­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ. ეს კონ­კურ­სი კი ამის­თვის მარ­თლაც იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა“, -აღ­ნიშ­ნა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბულ­მა.

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვარ­მა ჟი­უ­რის აღი­ა­რე­ბა მი­ი­ღო. ის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს გვი­ზი­ა­რებს:

„ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რო­დე­საც გა­ვი­გე მათი ვი­ნა­ო­ბა და მახ­სოვს, გო­ნე­ბა­ში მთე­ლი დღე მიტ­რი­ა­ლებ­და „ასე­თი დო­ნის მწერ­ლებს ნამ­დვი­ლად მო­ე­წო­ნათ ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი? სიზ­მარ­ში ვარ?“ ეს იყო უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია და სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბა.

მივ­ცემ სა­კუ­თარ თავს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც ერთი ამო­სუნ­თქვით იკი­თხე­ბა. ამი­ტო­მაც ვრცლად არ მოვ­ყვე­ბი მის ში­ნა­არსზე. მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ მას­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ამო­იც­ნობს სა­კუ­თარ თავს, შეხ­ვდე­ბი­ან ნაც­ნობ ტკი­ვი­ლებს და იგ­რძნო­ბენ, რომ ვი­ღა­ცას მა­თიც ეს­მის. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი არის ჩემი და არამ­ხო­ლოდ ჩემი ხმა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­გონ სხვებ­მაც და მო­იკ­რი­ბონ ძა­ლე­ბი, რომ თა­ვა­დაც ალა­პა­რაკ­დნენ!“, - გა­მარ­ტავს ავ­ტო­რი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს უამ­ბო, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას ოჯა­ხის­გან ძლი­ერ მხარ­და­ჭე­რას გრძნობ­და, რაც და­ძა­ბუ­ლო­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და:

„ამ კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ჩემ­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ჩემს ოჯახს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იზი­ა­რებ­და ჩემს ემო­ცი­ებს და მაძ­ლევ­და ენერ­გი­ას, რო­მე­ლიც მეხ­მა­რე­ბო­და და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში... აქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნო დე­და­ჩე­მი. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არას­დროს ეპა­რე­ბა ეჭვი ჩემ­ში, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც მე თვი­თო­ნაც არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ, რომ გვერ­დით ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მყავს“,- იხ­სე­ნებს ის.

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი წიგ­ნის რე­დაქ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში მწე­რალ დი­ა­ნა ან­ფი­მი­ად­თან მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც გვი­ზი­ა­რებს. მისი თქმით, ეს პრო­ცე­სი მის­თვის, რო­გორც დამ­წყე­ბი ავ­ტო­რის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო:

„ეს არის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. ქალ­ბა­ტონ დი­ა­ნას­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სრუ­ლი­ად სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე სა­კუ­თარ ნა­წერს და თით­ქოს უფრო ობი­ექ­ტუ­რი გავ­ხდი, რაც მეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ რე­ა­ლუ­რად და­ვი­ნა­ხო რაზე მჭირ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა. ვგრძნობ, რომ გა­ვი­ზარ­დე და ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ეს ფაქ­ტი“, - აღ­ნიშ­ნა მან.

კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა ნა­მუ­შევ­რებს მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ე­ბი წლის ბო­ლოს გა­ეც­ნო­ბი­ან, მა­ნამ­დე კი თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მენ­ტორ­თან ერ­თად ნა­მუ­შევ­რე­ბის სრულ­ყო­ფა­ზე მუ­შა­ობს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ისევ არ მჯერა, რომ სულ მალე ჩემს წიგნს შევეხები, გადავშლი, წავიკითხავ" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული ანი ბალიაშვილი

"ისევ არ მჯერა, რომ სულ მალე ჩემს წიგნს შევეხები, გადავშლი, წავიკითხავ" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული ანი ბალიაშვილი

მწერლების შემოქმედებაზე მუდმივად აისახებოდა ის რეალობა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და ასე ხდება დღესაც. თანამედროვე ავტორების ნამუშევრებში პირდაპირ თუ ირიბად იკვეთება ის სირთულეები და პრობლემები, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას.

„პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულების ნამუშევრები ყოველწლიურად ამის მაგალითია. 2023 წლის რჩეულთა შორის მოხვდა ავტორი, რომლის რომანიც უმძიმეს თემას - ფემიციდს ეხმაურება. ჟიურის წევრი და მწერალი დიანა ანფიმიადი გვიამბობს, რომ წიგნი არის ერთგვარი მანიფესტი, როგორ გადარჩა ძალადობის მსხვერპლი ქალი და რა გამოსავალი შეიძლება ნახონ ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სხვა ადამიანებმა. მწერალი კონკურსის გამარჯვებულთან ერთად წიგნის რედაქტირების პროცესშია და როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, შემოდგომიდან მკითხველი აქტუალურ საკითხზე მომზადებულ საინტერესო ნამუშევარს იხილავს.

ვინ არის წიგნის ავტორი, რომელმაც ჟიურის აზრით კარგად შეძლო მთელი იმ სირთულეების წარმოჩენა, რის წინაშეც ძალადობის მსხვერპლი ქალები დგანან?

ეს 22 წლის ანი ბალიაშვილია, ორი შვილის დედა და სტუდენტი, რომელიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტზე სწავლობს. მისი კარიერა კი ამ ეტაპზე დაკავშირებულია სოციალური მედიის მენეჯმენტთან, დაინტერესებულია მწერლობით.

„ამჟამად ჩემი პროფესიისგან განსხვავებულ სფეროში ვმუშაობ. სოციალური პლატფორმები, მისი თავისებურებები, ქოფირაითინგი, დიზაინი... ეს საქმე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის“, - გვიამბობს ის.

კითხვაზე, როდის დაინტერესდა წერით, გვიამბობს, რომ ზოგადად, ლიტერატურისა და წერის მიმართ ძლიერი სიყვარულის გამო, ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ღონისძიებებში, შემოქმედებით საღამოებში და ბოლოს კონკურსში მონაწილეობის მიღების დროც დადგა.

„ჩემი წიგნის სიუჟეტი ქალთა მიმართ ძალადობას ეხება და არის ერთგვარი პროტესტი იმ სამყაროში, სადაც ქალებს დღესაც უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა. თავდაპირველად, როდესაც ამ კონკურსის შესახებ გავიგე, მინდოდა, ჩემი ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და საკუთარი სახელი და გვარი დამენახა წიგნის ყდაზე, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. წერის პროცესში მივხვდი, რომ ხმა უნდა მიმეწვდინა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ეს კონკურსი კი ამისთვის მართლაც იდეალური საშუალებაა“, -აღნიშნა „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულმა.

ანი ბალიაშვილის ნამუშევარმა ჟიურის აღიარება მიიღო. ის შედეგების გამოცხადების შემდეგ საკუთარ ემოციებს გვიზიარებს:

„ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც გავიგე მათი ვინაობა და მახსოვს, გონებაში მთელი დღე მიტრიალებდა „ასეთი დონის მწერლებს ნამდვილად მოეწონათ ჩემი ნაწარმოები? სიზმარში ვარ?“ ეს იყო უდიდესი მოტივაცია და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება.

მივცემ საკუთარ თავს იმის თქმის უფლებას, რომ ეს არის წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ამიტომაც ვრცლად არ მოვყვები მის შინაარსზე. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მასში უამრავი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს, შეხვდებიან ნაცნობ ტკივილებს და იგრძნობენ, რომ ვიღაცას მათიც ესმის. ეს ნაწარმოები არის ჩემი და არამხოლოდ ჩემი ხმა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიგონ სხვებმაც და მოიკრიბონ ძალები, რომ თავადაც ალაპარაკდნენ!“, - გამარტავს ავტორი.

როგორც AMBEBI.GE-ს უამბო, კონკურსში მონაწილეობისას ოჯახისგან ძლიერ მხარდაჭერას გრძნობდა, რაც დაძაბულობასთან გამკლავებაში ეხმარებოდა:

„ამ კონკურსის მიმდინარეობისას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს ოჯახს, რომელიც მუდმივად იზიარებდა ჩემს ემოციებს და მაძლევდა ენერგიას, რომელიც მეხმარებოდა დაძაბულობასა და ნერვიულობასთან გამკლავებაში... აქ აუცილებლად უნდა ვახსენო დედაჩემი. ადამიანი, რომელსაც არასდროს ეპარება ეჭვი ჩემში, მაშინაც კი, როდესაც მე თვითონაც არ ვარ დარწმუნებული ჩემს შესაძლებლობებში. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ გვერდით ასეთი ადამიანები მყავს“,- იხსენებს ის.

ანი ბალიაშვილი წიგნის რედაქტირების პროცესში მწერალ დიანა ანფიმიადთან მიღებულ გამოცდილებასაც გვიზიარებს. მისი თქმით, ეს პროცესი მისთვის, როგორც დამწყები ავტორისთვის უმნიშვნელოვანესი იყო:

„ეს არის უდიდესი გამოცდილება. ქალბატონ დიანასთან მუშაობის პროცესში სრულიად სხვა თვალით შევხედე საკუთარ ნაწერს და თითქოს უფრო ობიექტური გავხდი, რაც მეხმარება იმაში, რომ რეალურად დავინახო რაზე მჭირდება მუშაობა. ვგრძნობ, რომ გავიზარდე და ძალიან მახარებს ეს ფაქტი“, - აღნიშნა მან.

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ გამარჯვებულთა ნამუშევრებს მკითხველთა ფართო წრეები წლის ბოლოს გაეცნობიან, მანამდე კი თითოეული მათგანი მენტორთან ერთად ნამუშევრების სრულყოფაზე მუშაობს.

R