პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ რკინადეფიციტური ანემიის შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ რკინადეფიციტური ანემიის შესახებ

რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტურ ანე­მი­ას (რდა) პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ 38 და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის.

რკი­ნის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მში ირ­ღვე­ვა ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის სინ­თე­ზი, ორ­გა­ნო­ებ­სა და ქსო­ვი­ლებს სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ჟანგბა­დი ვერ მი­ე­წო­დე­ბა, რაც ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა მთლი­ა­ნად ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე.

რდა-ს გა­მომ­წვე­ვი შე­საძ­ლო მი­ზე­ზე­ბი და მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს:

  • არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა - რკი­ნით, ცი­ლე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით ღა­რი­ბი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა; ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლო­ბა და ვე­გა­ნო­ბა;
  • ქრო­ნი­კუ­ლი სის­ხლდე­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად ბუ­ა­სი­ლის კვან­ძე­ბი­დან, კუჭ-ნაწ­ლა­ვი­დან და სხვა;
  • დიდი ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა; აქ­ტი­უ­რი ზრდის პე­რი­ო­დი;
  • ორ­სუ­ლო­ბა - ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო და ხში­რია რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია. ორ­სუ­ლო­ბი­სას ხდე­ბა რკი­ნის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა, რად­გან რკი­ნა­ზე ნა­ყო­ფის მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. რდა-ს მქო­ნე ორ­სუ­ლებ­ში ვლინ­დე­ბა ისე­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა საშ­ვი­ლოს­ნოს ჰი­პერ­ტო­ნუ­სი, პლა­ცენ­ტის წი­ნამ­დე­ბა­რე­ო­ბა, ჰი­პოქ­სია, ნა­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბა, ან შე­წყვე­ტა.
  • ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი - ასე­ვე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია რკი­ნის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა;
  • ხან­დაზ­მუ­ლო­ბა - ხში­რია არა­ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, შე­წო­ვის დარ­ღვე­ვა, ქრო­ნი­კუ­ლი სის­ხლდე­ნე­ბი;
  • რკი­ნის შე­წო­ვის დარ­ღვე­ვა - არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის რკი­ნას საკ­ვე­ბი­დან, თუმ­ცა, რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია მა­ინც უვი­თარ­დე­ბა. მი­ზე­ზი მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ, კერ­ძოდ, რკი­ნის შე­წო­ვის დარ­ღვე­ვა­ში. რკი­ნის ოპ­ტი­მა­ლუ­რი შეთ­ვი­სე­ბის­თვის სა­ჭი­როა კუ­ჭის წვე­ნის ნორ­მა­ლუ­რი სეკ­რე­ცია და მჟა­ვე გა­რე­მო.

უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ რკი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი პურ­თან, მა­კა­რონ­თან, ბურ­ღუ­ლე­ულ­თან, პარ­კოს­ნებ­თან, ყა­ვას­თან და ჩა­ის­თან ერ­თად. ეს პრო­დუქ­ტე­ბი ხელს უშ­ლი­ან რკი­ნის შე­წო­ვას.

რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია:

  • ად­ვი­ლად დაღ­ლა;
  • იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა - ხში­რი ავა­დო­ბა;
  • ად­ვი­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა;
  • მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი;
  • თმის ცვე­ნა და ფრჩხი­ლე­ბის მტვრე­ვა­დო­ბა;
  • კა­ნის სი­ფერ­მკრთა­ლე და სიმ­შრა­ლე;
  • ნა­ხეთ­ქე­ბი ტუ­შის კუ­თხე­ებ­ში;
  • აუხ­სნე­ლი ხან­გრძლი­ვი სუბ­ფებ­რი­ლი­ტე­ტი ;
  • თა­ვის ტკი­ვი­ლი;
  • გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბა და სხვა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მცდა­რი მო­საზ­რე­ბა, რომ სწო­რი კვე­ბით რდა-ს გან­კურ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ მცე­ნა­რე­უ­ლი საკ­ვე­ბი­დან იწო­ვე­ბა მას­ში არ­სე­ბუ­ლი რკი­ნის მხო­ლოდ 3-5%, ამი­ტომ სხვა­დას­ხვა ხილ-ბოსტნე­უ­ლის, თუ მათი წვე­ნის მი­ღე­ბა რდა-ს დროს შე­დეგს ვერ მო­ი­ტანს.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხორ­ცი­სა და ღვიძ­ლის მი­ღე­ბაა გა­მო­სა­ვა­ლი.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია და სწო­რი მიდ­გო­მაა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა რკი­ნის პრე­პა­რა­ტით. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უნდა გაგ­რძელ­დეს 1-3 თვე, სის­ხლის შრატ­ში რკი­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ამ­დე.

მკურ­ნა­ლო­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად უნდა მოხ­დეს სის­ხლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის პე­რო­დუ­ლი გა­და­მოწ­მე­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რდა-ს მი­ზე­ზის აღ­მო­ფხვრა ვერ ხერ­ხდე­ბა (მაგ, ჭარ­ბი მენსტრუ­ა­ცია), Hb-ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია რკი­ნის პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა ყო­ვე­ლი მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის პე­რი­ოდ­ში.

რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა უნ­გრუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა რკი­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი შემ­ცვე­ლო­ბით, ხოლო უკე­თე­სი შე­წო­ვის­თვის და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს ვიტC.

სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლეს­ში შე­მა­ვა­ლი რკი­ნა ორ­ვა­ლენ­ტი­ა­ნია. ეს ნიშ­ნავს, რომ რკი­ნა პირ­და­პირ იწო­ვე­ბა და არ სჭირ­დე­ბა გარ­დაქ­მნა. დამ­ზა­დე­ბის უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რკი­ნა იწო­ვე­ბა ნელ-ნელა და სრუ­ლად წვრი­ლი ნაწ­ლა­ვი­დან და არა კუ­ჭი­დან, რის გა­მოც კუჭი ნაკ­ლე­ბად ღი­ზი­ან­დე­ბა.

სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სი სწრა­ფად აღად­გენს და ინარ­ჩუ­ნებს რკი­ნის ბა­ლანსს ორ­გა­ნიზ­მში, თა­ვი­დან გვა­ცი­ლებს რკი­ნის დე­ფი­ცი­ტის სიმპტო­მებს მა­ში­ნაც კი, როცა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა რკი­ნა­ზე გაზ­რდი­ლია!

R

ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ რკინადეფიციტური ანემიის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ რკინადეფიციტური ანემიის შესახებ

რკინადეფიციტურ ანემიას (რდა) პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ 38 დაავადებათა შორის.

რკინის რაოდენობის შემცირების შედეგად ორგანიზმში ირღვევა ჰემოგლობინის სინთეზი, ორგანოებსა და ქსოვილებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი ვერ მიეწოდება, რაც ნეგატიურად აისახება მთლიანად ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.

რდა-ს გამომწვევი შესაძლო მიზეზები და მდგომარეობები შეიძლება იყოს:

  • არასრულფასოვანი კვება - რკინით, ცილებითა და ვიტამინებით ღარიბი საკვების მიღება; ვეგეტარიანელობა და ვეგანობა;
  • ქრონიკული სისხლდენები, მაგალითად ბუასილის კვანძებიდან, კუჭ-ნაწლავიდან და სხვა;
  • დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა; აქტიური ზრდის პერიოდი;
  • ორსულობა - ამ დროს განსაკუთრებით საყურადღებო და ხშირია რკინადეფიციტური ანემია. ორსულობისას ხდება რკინის ჭარბი მოხმარება, რადგან რკინაზე ნაყოფის მოთხოვნილებაც უნდა დაკმაყოფილდეს. რდა-ს მქონე ორსულებში ვლინდება ისეთი გართულებები, როგორიცაა საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, პლაცენტის წინამდებარეობა, ჰიპოქსია, ნაყოფის განვითარების დაგვიანება, ან შეწყვეტა.
  • ლაქტაციის პერიოდი - ასევე დამახასიათებელია რკინის ჭარბი მოხმარება;
  • ხანდაზმულობა - ხშირია არაბალანსირებული კვება, შეწოვის დარღვევა, ქრონიკული სისხლდენები;
  • რკინის შეწოვის დარღვევა - არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ყოველდღიურად იღებს საჭირო რაოდენობის რკინას საკვებიდან, თუმცა, რკინადეფიციტური ანემია მაინც უვითარდება. მიზეზი მომნელებელ სისტემაში უნდა ვეძებოთ, კერძოდ, რკინის შეწოვის დარღვევაში. რკინის ოპტიმალური შეთვისებისთვის საჭიროა კუჭის წვენის ნორმალური სეკრეცია და მჟავე გარემო.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ რკინის შემცველი პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული პურთან, მაკარონთან, ბურღულეულთან, პარკოსნებთან, ყავასთან და ჩაისთან ერთად. ეს პროდუქტები ხელს უშლიან რკინის შეწოვას.

რკინადეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელია:

  • ადვილად დაღლა;
  • იმუნიტეტის დაქვეითება - ხშირი ავადობა;
  • ადვილად გაღიზიანებადობა;
  • მეხსიერების პრობლემები;
  • თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევადობა;
  • კანის სიფერმკრთალე და სიმშრალე;
  • ნახეთქები ტუშის კუთხეებში;
  • აუხსნელი ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი ;
  • თავის ტკივილი;
  • გულისცემის გახშირება და სხვა.

გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ სწორი კვებით რდა-ს განკურნება შესაძლებელია. უნდა ვიცოდეთ, რომ მცენარეული საკვებიდან იწოვება მასში არსებული რკინის მხოლოდ 3-5%, ამიტომ სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის, თუ მათი წვენის მიღება რდა-ს დროს შედეგს ვერ მოიტანს.

ასეთ შემთხვევაში არც დიდი რაოდენობით ხორცისა და ღვიძლის მიღებაა გამოსავალი.

აუცილებელია და სწორი მიდგომაა მედიკამენტოზური მკურნალობა რკინის პრეპარატით. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს 1-3 თვე, სისხლის შრატში რკინის მაჩვენებლის ნორმალიზაციამდე.

მკურნალობის დასასრულებლად და გამოჯანმრთელების დასადასტურებლად უნდა მოხდეს სისხლის მაჩვენებლების პეროდული გადამოწმება.

იმ შემთხვევაში, თუ რდა-ს მიზეზის აღმოფხვრა ვერ ხერხდება (მაგ, ჭარბი მენსტრუაცია), Hb-ის მაჩვენებლის ნორმალიზაციის შემდეგ, რეკომენდებულია რკინის პრეპარატის მიღება ყოველი მენსტრუალური ციკლის პერიოდში.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისა და პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა უნგრული მედიკამენტი სორბიფერ დურულესი, რომელიც გამოირჩევა რკინის მაქსიმალური შემცველობით, ხოლო უკეთესი შეწოვისთვის დამატებული აქვს ვიტC.

სორბიფერ დურულესში შემავალი რკინა ორვალენტიანია. ეს ნიშნავს, რომ რკინა პირდაპირ იწოვება და არ სჭირდება გარდაქმნა. დამზადების უნიკალური ტექნოლოგიიდან გამომდინარე, რკინა იწოვება ნელ-ნელა და სრულად წვრილი ნაწლავიდან და არა კუჭიდან, რის გამოც კუჭი ნაკლებად ღიზიანდება.

სორბიფერ დურულესი სწრაფად აღადგენს და ინარჩუნებს რკინის ბალანსს ორგანიზმში, თავიდან გვაცილებს რკინის დეფიციტის სიმპტომებს მაშინაც კი, როცა მოთხოვნილება რკინაზე გაზრდილია!

R