პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა ბრიტანელ ოჯახზე საფრანგეთში, მოკლულია 11 წლის გოგონა - დაკავებულია იმავე სოფელში მცხოვრები მამაკაცი, სადაც დანაშაული მოხდა
თავდასხმა ბრიტანელ ოჯახზე საფრანგეთში, მოკლულია 11 წლის გოგონა - დაკავებულია იმავე სოფელში მცხოვრები მამაკაცი, სადაც დანაშაული მოხდა

თორ­ნო­ნე­ბის ოჯა­ხი და­სავ­ლეთ საფ­რან­გეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წე­ლია ცხოვ­რობს. მშობ­ლე­ბი ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად თა­ვი­ან­თი სახ­ლის ეზო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი გა­მოჩ­ნდა და მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ის­რო­ლა. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 10 სა­ათ­ზე მოხ­და.

11 წლის სო­ლენ თორ­ნო­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მისი რვა წლის და უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა. მა­მა­მი­სი, 52 წლის ედ­რი­ე­ნი თავ­ში და­იჭ­რა. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს - მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლია. ზურ­გში და თავ­ში და­იჭ­რა გო­გო­ნე­ბის დედა, მაგ­რამ უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ საქ­მე­ზე 71 წლის ჰო­ლან­დი­ე­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც იმა­ვე სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად მი­წის ნაკ­ვე­თის გამო კონ­ფლიქ­ტი სა­ხელ­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნის მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, უც­ნობ­მა პირ­მა აღ­მო­სავ­ლეთ საფ­რან­გეთ­ში, 4 ბავ­შვი და 2 ზრდას­რუ­ლი დაჭ­რა. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაცი
11

გადადგეს გომელაური!!ღარიბა და კობახიძეც))

მეგი მიშას-ძე გოცირიძე!
48

ვოვა პუტინის დავალებით ხდება ეგ უბედურებები საფრანგეთშიც, და დასავლეთის სხვა რეგიონებშიც ! ოჰ, პუტინ, შენ გაგიხმეს და გაგიფშიკდეს ეგ თავი! ნუთუ ეს გასწავლეს შენს ბავშვობაში, საქართველოში, კასპის რაიონში როცა იზრდებოდი, შენ არგასაზრდელო???☹️☹️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თავდასხმა ბრიტანელ ოჯახზე საფრანგეთში, მოკლულია 11 წლის გოგონა - დაკავებულია იმავე სოფელში მცხოვრები მამაკაცი, სადაც დანაშაული მოხდა

თავდასხმა ბრიტანელ ოჯახზე საფრანგეთში, მოკლულია 11 წლის გოგონა - დაკავებულია იმავე სოფელში მცხოვრები მამაკაცი, სადაც დანაშაული მოხდა

თორნონების ოჯახი დასავლეთ საფრანგეთში დაახლოებით ხუთი წელია ცხოვრობს. მშობლები ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად თავიანთი სახლის ეზოში იმყოფებოდნენ, როდესაც შეიარაღებული მამაკაცი გამოჩნდა და მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა. შემთხვევა დაახლოებით ღამის 10 საათზე მოხდა.

11 წლის სოლენ თორნონი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი რვა წლის და უვნებელი გადარჩა. მამამისი, 52 წლის ედრიენი თავში დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს - მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. ზურგში და თავში დაიჭრა გოგონების დედა, მაგრამ უცხოური მედიის ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ საქმეზე 71 წლის ჰოლანდიელი მამაკაცი დააკავა, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობდა. მკვლელობის მოტივად მიწის ნაკვეთის გამო კონფლიქტი სახელდება.

გამოძიება არასრულწლოვანის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, უცნობმა პირმა აღმოსავლეთ საფრანგეთში, 4 ბავშვი და 2 ზრდასრული დაჭრა. წყარო