პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ზვიგენი გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ" - რა ხდება ცნობილი ეგვიპტეში მომხდარზე, რა დროსაც მტაცებელმა თევზმა რუსი ტურისტი იმსხვერპლა?
"როდესაც ზვიგენი გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ" - რა ხდება ცნობილი ეგვიპტეში მომხდარზე, რა დროსაც მტაცებელმა თევზმა რუსი ტურისტი იმსხვერპლა?

8 ივ­ნისს, ეგ­ვიპ­ტე­ში, ჰურ­გა­დის ტუ­რის­ტულ სა­ნა­პი­რო ზოლ­ში 23 წლის რუსი ტუ­რის­ტი ვლა­დი­მერ პო­პო­ვი ზვი­გენ­მა შე­ჭა­მა. იმ დღეს ბიჭი სა­ნა­პი­რო­ზე მა­მას­თან და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად მი­ვი­და. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, 20 წამ­ში... მაშ­ვე­ლე­ბის თქმით, მათ ახალ­გაზ­რდის­კენ მა­შინ­ვე გა­ცუ­რეს, რო­დე­საც ყვი­რი­ლი გა­ის­მა, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ტრა­გე­დი­ას 23 წლის მაშ­ვე­ლი მო­ჰა­მე­დი შე­ეს­წრო. ხუთ­შა­ბათს ის კო­ლე­გებ­თან ერ­თად სა­ნა­პი­რო­ზე მო­რი­გე­ობ­და. მისი თქმით, იმ დღეს სა­ცუ­რაო პი­რო­ბე­ბი იდე­ა­ლუ­რი იყო.

"რო­დე­საც მის­კენ მივ­ცუ­რავ­დი, წყა­ლი წით­ლად შე­ი­ღე­ბა. მერე და­ვი­ნა­ხე, რომ მას ხელი აღარ ჰქონ­და. შემ­დეგ კი ზვი­გე­ნი გა­მოჩ­ნდა. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდე­ბო­და. იქვე ახ­ლოს ქალი ცუ­რავ­და. მისი ნავ­ში ჩას­მა და ნა­პირ­ზე გა­მოყ­ვა­ნა მო­ვა­ხერ­ხეთ, შემ­დეგ კი ისევ გავ­ცუ­რეთ მა­მა­კა­ცის­კენ. ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ვარ. მას შემ­დეგ არ მძი­ნე­ბია და ნორ­მა­ლუ­რად ვერ ვაზ­როვ­ნებ, ”- იხ­სე­ნებს მაშ­ვე­ლი.

ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მაშ­ველს ზვი­გე­ნი აღარ დახ­ვედ­რია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ზვი­გე­ნი და­ი­ჭი­რეს.

"თავ­და­პირ­ვე­ლად გვე­გო­ნა, რომ ორ­სუ­ლი მდედ­რი ზვი­გე­ნი იყო, რად­გან მას უზარ­მა­ზა­რი მუ­ცე­ლი ჰქონ­და. რო­დე­საც გავკვე­თეთ, შიგ­ნით გარ­დაც­ვლი­ლის თავი და ხელი ვი­პო­ვეთ", - გა­ნა­ცხა­დეს მე­დი­ას­თან მე­თევ­ზე­ებ­მა.

ზვი­გე­ნი ორმა ად­გი­ლობ­რივ­მა მე­თევ­ზემ ბა­დით და­ი­ჭი­რა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ჰა­მი­დი მე­დი­ას­თან ჰყვე­ბა, რომ მტა­ცებ­ლის ნა­პირ­ზე გა­მოყ­ვა­ნა­ში 15 ადა­მი­ა­ნი და­ეხ­მა­რა.

  • რას ამ­ბო­ბენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი

ვლა­დი­მერ პო­პო­ვის მამა აღი­ა­რებს, რომ მისი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რის სარა მე­რეშ­კო­ვას თქმით კი, ინ­ცი­დენ­ტი ნა­პი­რი­დან 30 მეტრში მოხ­და და ეს იყო ცურ­ვის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლი ზონა. იქვე იყო წყლის ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი, სა­დაც ბავ­შვე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდარ­ში თა­ვად ტუ­რის­ტე­ბი არი­ან დამ­ნა­შა­ვე, რად­გან თევ­ზის გა­მოკ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს იზი­დავს დიდ მტა­ცებ­ლებს.

მომ­ხდა­რი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ეგ­ვიპ­ტის კუ­რორ­ტე­ბი, ჰურ­გა­და და შარმ ელ-შე­ი­ხი, წლე­ბია რაც რუ­სე­ბის­თვის დას­ვე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ად­გი­ლია. მათ დიდი არ­ჩე­ვა­ნი აღარც აქვთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შემ­დეგ.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვლა­დი­მერ პო­პო­ვი მა­მას­თან ერ­თად ზღვა­ზე ის­ვე­ნებ­და სას­ტუმ­რო Dream Beach-ის სა­ნა­პი­რო­ზე. ინ­ცი­დენ­ტის დროს და­ზა­რა­ლე­ბულ­თან ახ­ლოს არა­ვინ იყო. მის გვერ­დით კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ქალი ცუ­რავ­და, რო­მე­ლიც სიკ­ვდილს მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­და­ურ­ჩა.

სა­ნა­პი­როს გას­წვრივ წყალ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, მათ შო­რის ბავ­შვე­ბიც. ისი­ნი მთე­ლი ძა­ლით გა­მორ­ბოდ­ნენ ნა­პი­რის­კენ. "გა­მო­ცუ­რეთ უფრო სწრა­ფად. უფრო სწრა­ფად!" - უყ­ვი­რო­და მათ ხალ­ხი ნა­პი­რი­დან. ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ მაშ­ვე­ლებ­მა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდის გა­და­სარ­ჩე­ნად ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

პო­პო­ვის მამა ეგ­ვიპ­ტე­ში შვი­ლის ცხედ­რის კრე­მა­ცი­ას აპი­რებს და მისი ფერ­ფლის რუ­სეთ­ში გა­და­ტა­ნას გეგ­მავს...

  • რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბა მომ­ხდარს ეგ­ვიპ­ტუ­რი მე­დია

ეგ­ვიპ­ტე­ში წი­თელ ზღვა­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნას, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს. ეგ­ვიპ­ტუ­რი წამ­ყვა­ნი გა­ზე­თე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ეს თემა პირ­ველ გვერ­დებ­ზეც კი არ გა­სუ­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს იშ­ვე­ლი­ე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ამე­რი­კა­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში სი­ტუ­ა­ცია ბევ­რად უა­რე­სია, ვიდ­რე ეგ­ვიპ­ტე­ში. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მომ­ხდა­რა...

საქ­მე ისაა, რომ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­სად­მი ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა ეგ­ვიპ­ტის მთავ­რო­ბას არ აწყობს, რად­გან შე­საძ­ლოა, ამ შემ­თხვე­ვის გამო, ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ჩა­ვარ­დეს, რაც ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა.

თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათი აზ­რით, ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტრო თა­ვის ფუნ­ქცი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ ას­რუ­ლებს, ისი­ნი იხ­სე­ნე­ბენ იგი­ვე ად­გი­ლას მომ­ხდარ სხვა ინ­ცი­დენ­ტსაც. ეს შე­ე­ხე­ბა შარ­შან მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, რო­დე­საც ჰურ­გა­და­ში, 1-ლ ივ­ლისს, ავ­სტრი­ის 68 წლის მო­ქა­ლა­ქეს ზვი­გე­ნი და­ეს­ხა და ხელ­სა და ფეხ­ზე უკბი­ნა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა შეძ­ლო წყლი­დან გა­მოს­ვლა, მაგ­რამ ქალი ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს - ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შო­კის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს არ იყო ზღვის მტა­ცებ­ლის ერ­თა­დერ­თი მსხვერ­პლი. 3 ივ­ლისს ცნო­ბი­ლი გახ­და კბე­ნით გარ­დაც­ვლი­ლი რუ­მი­ნე­თის 44 წლის მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ, რომ­ლის ცხე­და­რი რიფ­ზე იპო­ვეს.

  • რა არის ზვი­გე­ნე­ბის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მი­ზე­ზი?

რა გახ­და ეგ­ვიპ­ტე­ში ზვი­გე­ნე­ბის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მი­ზე­ზი მა­შინ, როცა ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ თავს არი­დე­ბენ ზე­და­პი­რულ წყალს?

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მუ­სულ­მა­ნუ­რი დღე­სას­წუ­ლე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ვაჭ­რებს ათი­ა­თა­სო­ბით შე­სა­წი­რი ცხვა­რი და ძრო­ხა წყლით გა­დაჰ­ყავთ. გზა­ში გარ­დაც­ვლილ ცხო­ვე­ლებს კი და­უ­ფიქ­რებ­ლად ყრი­ან წყალ­ში, რაც ზვი­გე­ნებს სა­ნა­პი­როს­კენ იზი­დავს.

მე­ო­რე ვერ­სი­ით, მოგ­ზა­უ­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად აჭ­მე­ვენ ზვი­გე­ნებს ხორცს, რათა ისი­ნი ნა­პი­რის­კენ მო­ი­ზი­დონ და შემ­დეგ ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღონ.

ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჰურ­გა­დას სა­ნა­პი­როს­თან ცურ­ვა და და­ი­ვინ­გი ორი დღით აკ­რძა­ლა. ამ­ჟა­მად აკ­რძალ­ვა უკვე მოხ­სნი­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ტუ­რის­ტებს სი­ფხიზ­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყბები ||
16

იციაან!! როგორ არ იციან! მაგრამ ფუფუნება უყვართ და რის ფასად უხტება შარს ხახაში!!!

georgian
106

მასეთი თევზუკები უნდა გავწვრთვნათ ჩვენ სანაპიროებისათვის, მაინც გვაბრალებენ კოღოების ლაბორატორიაში გამოყვანას რუსები. ერთი ორი რუსი რომ შეQამონ აქ ასე აღარ გადაგვთელევენ. ჩვენ მაინც ვერ ვეწინააღმდეგებით ამ მთავრობის ხელში.

ავტორი:

"როდესაც ზვიგენი გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ" - რა ხდება ცნობილი ეგვიპტეში მომხდარზე, რა დროსაც მტაცებელმა თევზმა რუსი ტურისტი იმსხვერპლა?

"როდესაც ზვიგენი გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ" - რა ხდება ცნობილი ეგვიპტეში მომხდარზე, რა დროსაც მტაცებელმა თევზმა რუსი ტურისტი იმსხვერპლა?

8 ივნისს, ეგვიპტეში, ჰურგადის ტურისტულ სანაპირო ზოლში 23 წლის რუსი ტურისტი ვლადიმერ პოპოვი ზვიგენმა შეჭამა. იმ დღეს ბიჭი სანაპიროზე მამასთან და შეყვარებულთან ერთად მივიდა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, გარდაცვლილის მამამ განაცხადა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ფაქტობრივად, 20 წამში... მაშველების თქმით, მათ ახალგაზრდისკენ მაშინვე გაცურეს, როდესაც ყვირილი გაისმა, მაგრამ დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა.

ტრაგედიას 23 წლის მაშველი მოჰამედი შეესწრო. ხუთშაბათს ის კოლეგებთან ერთად სანაპიროზე მორიგეობდა. მისი თქმით, იმ დღეს საცურაო პირობები იდეალური იყო.

"როდესაც მისკენ მივცურავდი, წყალი წითლად შეიღება. მერე დავინახე, რომ მას ხელი აღარ ჰქონდა. შემდეგ კი ზვიგენი გამოჩნდა. მაშინვე მივხვდი, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა. იქვე ახლოს ქალი ცურავდა. მისი ნავში ჩასმა და ნაპირზე გამოყვანა მოვახერხეთ, შემდეგ კი ისევ გავცურეთ მამაკაცისკენ. ამ ინციდენტის შემდეგ ტრავმირებული ვარ. მას შემდეგ არ მძინებია და ნორმალურად ვერ ვაზროვნებ, ”- იხსენებს მაშველი.

ადგილზე დაბრუნების შემდეგ მაშველს ზვიგენი აღარ დახვედრია, თუმცა მოგვიანებით, ზვიგენი დაიჭირეს.

"თავდაპირველად გვეგონა, რომ ორსული მდედრი ზვიგენი იყო, რადგან მას უზარმაზარი მუცელი ჰქონდა. როდესაც გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ", - განაცხადეს მედიასთან მეთევზეებმა.

ზვიგენი ორმა ადგილობრივმა მეთევზემ ბადით დაიჭირა. ერთ-ერთი მათგანი, ჰამიდი მედიასთან ჰყვება, რომ მტაცებლის ნაპირზე გამოყვანაში 15 ადამიანი დაეხმარა.

  • რას ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები

ვლადიმერ პოპოვის მამა აღიარებს, რომ მისი შვილის გადარჩენა შეუძლებელი იყო. გარდაცვლილის მეგობრის სარა მერეშკოვას თქმით კი, ინციდენტი ნაპირიდან 30 მეტრში მოხდა და ეს იყო ცურვისთვის ნებადართული ზონა. იქვე იყო წყლის ატრაქციონები, სადაც ბავშვები მშობლებთან ერთად თამაშობდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარში თავად ტურისტები არიან დამნაშავე, რადგან თევზის გამოკვება არ შეიძლება, ეს იზიდავს დიდ მტაცებლებს.

მომხდარი დამსვენებლებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ეგვიპტის კურორტები, ჰურგადა და შარმ ელ-შეიხი, წლებია რაც რუსებისთვის დასვენების ყველაზე სასურველი ადგილია. მათ დიდი არჩევანი აღარც აქვთ, განსაკუთრებულად უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ვლადიმერ პოპოვი მამასთან ერთად ზღვაზე ისვენებდა სასტუმრო Dream Beach-ის სანაპიროზე. ინციდენტის დროს დაზარალებულთან ახლოს არავინ იყო. მის გვერდით კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი ცურავდა, რომელიც სიკვდილს მაშველების დახმარებით გადაურჩა.

სანაპიროს გასწვრივ წყალში უამრავი ადამიანი იყო, მათ შორის ბავშვებიც. ისინი მთელი ძალით გამორბოდნენ ნაპირისკენ. "გამოცურეთ უფრო სწრაფად. უფრო სწრაფად!" - უყვიროდა მათ ხალხი ნაპირიდან. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მაშველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს, მაგრამ ახალგაზრდის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

პოპოვის მამა ეგვიპტეში შვილის ცხედრის კრემაციას აპირებს და მისი ფერფლის რუსეთში გადატანას გეგმავს...

  • როგორ ეხმაურება მომხდარს ეგვიპტური მედია

ეგვიპტეში წითელ ზღვაში მომხდარ ტრაგედიას განიხილავდნენ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს. ეგვიპტური წამყვანი გაზეთების მოკლე მიმოხილვამ აჩვენა, რომ ეს თემა პირველ გვერდებზეც კი არ გასულა. ადგილობრივი ჩინოვნიკები სხვა ქვეყნებში მომხდარ ინციდენტებს იშველიებენ და ამბობენ, რომ ამერიკასა და ავსტრალიაში სიტუაცია ბევრად უარესია, ვიდრე ეგვიპტეში. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა...

საქმე ისაა, რომ მომხდარი ტრაგედიისადმი ზედმეტი ყურადღება ეგვიპტის მთავრობას არ აწყობს, რადგან შესაძლოა, ამ შემთხვევის გამო, ქვეყანაში ტურისტული სეზონი ჩავარდეს, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

თუმცა ადგილობრივები შეშინებულები არიან, მათი აზრით, ტურიზმის სამინისტრო თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს, ისინი იხსენებენ იგივე ადგილას მომხდარ სხვა ინციდენტსაც. ეს შეეხება შარშან მომხდარ ტრაგედიას, როდესაც ჰურგადაში, 1-ლ ივლისს, ავსტრიის 68 წლის მოქალაქეს ზვიგენი დაესხა და ხელსა და ფეხზე უკბინა. დაზარალებულმა შეძლო წყლიდან გამოსვლა, მაგრამ ქალი ვერ გადაარჩინეს - ის საავადმყოფოში შოკისგან გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ იყო ზღვის მტაცებლის ერთადერთი მსხვერპლი. 3 ივლისს ცნობილი გახდა კბენით გარდაცვლილი რუმინეთის 44 წლის მოქალაქის შესახებ, რომლის ცხედარი რიფზე იპოვეს.

  • რა არის ზვიგენების ასეთი აგრესიული ქცევის მიზეზი?

რა გახდა ეგვიპტეში ზვიგენების ასეთი აგრესიული ქცევის მიზეზი მაშინ, როცა ისინი ჩვეულებრივ თავს არიდებენ ზედაპირულ წყალს?

ერთ-ერთი ვერსიით, მუსულმანური დღესასწულების მოახლოებისას ვაჭრებს ათიათასობით შესაწირი ცხვარი და ძროხა წყლით გადაჰყავთ. გზაში გარდაცვლილ ცხოველებს კი დაუფიქრებლად ყრიან წყალში, რაც ზვიგენებს სანაპიროსკენ იზიდავს.

მეორე ვერსიით, მოგზაურები სპეციალურად აჭმევენ ზვიგენებს ხორცს, რათა ისინი ნაპირისკენ მოიზიდონ და შემდეგ ფოტოები გადაუღონ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჰურგადას სანაპიროსთან ცურვა და დაივინგი ორი დღით აკრძალა. ამჟამად აკრძალვა უკვე მოხსნილია. ხელისუფლების წარმომადგენლები ტურისტებს სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.