პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან თედიაშვილმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში მორიგი პრიზი მოიპოვა - "მეოთხე ბრაიტონმა" კასაბლანკას საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი მოიგო
ლევან თედიაშვილმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში მორიგი პრიზი მოიპოვა - "მეოთხე ბრაიტონმა" კასაბლანკას საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი მოიგო

ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის ფილ­მის, "მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნის" წარ­მა­ტე­ბა გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად ფილმმა კა­საბ­ლან­კას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე ორი პრი­ზი მო­ი­გო.

კი­ნო­სუ­რა­თი ორ კა­ტე­გო­რი­ა­ში, სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი­სა და სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბის კა­ტე­გო­რი­ებ­ში გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჯილ­დო­ე­ბი ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვილ­მა და დიდ­მა ქარ­თველ­მა ფა­ლა­ვან­მა ლე­ვან თე­დი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღეს. შე­გახ­სე­ნებთ, ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ლევან თე­დი­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ტა­ბი­ძე ას­რუ­ლე­ბენ.

"მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნი" - ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის მე­სა­მე მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. ფილ­მი საფ­რან­გეთ­ში გა­მო­უშ­ვა ერთ-ერ­თმა უმ­სხვი­ლეს­მა ფრან­გულ­მა კი­ნო­სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ამ ARP selection.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მამ "ლე მონდმა" (Le Monde) კულ­ტუ­რის სექ­ცი­ის პირ­ვე­ლი გვერ­დი ფილ­მის რე­ცენ­ზი­ა­სა და ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვილს და­უთ­მო.

"ჩვენ შეგ­ვიყ­ვარ­და "მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნი", ქარ­თუ­ლი დრა­მა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლაფ­რის­თვის მზად­მყოფ მა­მა­ზე, რო­მელ­საც გა­ნა­სა­ხი­ე­რებს გა­სა­ო­ცა­რი ქა­რიზ­მის მქო­ნე ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი და ასე­ვე ძი­რი­თა­დად, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი. ჯე­იმზ გრე­ის და ძმებ კო­ე­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი გვთა­ვა­ზობს ადა­მი­ა­ნო­ბის, სი­მარ­ტი­ვის, თავ­მდაბ­ლო­ბი­სა და გულ­წრფე­ლო­ბის მარ­გა­ლიტს. გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლია", - წერ­და გა­მო­ცე­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა გაბრიჭიძე
0

არ შეიძლება კაცი მხოლოდ ერთ რამეში იყოს ტალანტი. ვულოცავ ქართულ ლეგენდას დიდ ტედს ამ ჯილდოს, "ეს ერთი და სხვა მრავალი".

.....
0

ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ლევან თედიაშვილმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში მორიგი პრიზი მოიპოვა - "მეოთხე ბრაიტონმა" კასაბლანკას საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი მოიგო

ლევან თედიაშვილმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში მორიგი პრიზი მოიპოვა - "მეოთხე ბრაიტონმა" კასაბლანკას საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი მოიგო

ლევან კოღუაშვილის ფილმის, "მეოთხე ბრაიტონის" წარმატება გრძელდება. ამჯერად ფილმმა კასაბლანკას საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზი მოიგო.

კინოსურათი ორ კატეგორიაში, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიებში გახდა გამარჯვებული. შესაბამისად, ჯილდოები ლევან კოღუაშვილმა და დიდმა ქართველმა ფალავანმა ლევან თედიაშვილმა მიიღეს. შეგახსენებთ, ფილმში მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და გიორგი ტაბიძე ასრულებენ.

"მეოთხე ბრაიტონი" - ლევან კოღუაშვილის მესამე მხატვრული ფილმია. ფილმი საფრანგეთში გამოუშვა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფრანგულმა კინოსადისტრიბუციო კომპანიამ ARP selection.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ფრანგულმა გამოცემამ "ლე მონდმა" (Le Monde) კულტურის სექციის პირველი გვერდი ფილმის რეცენზიასა და ლევან კოღუაშვილს დაუთმო.

"ჩვენ შეგვიყვარდა "მეოთხე ბრაიტონი", ქართული დრამა, რომელიც მოგვითხრობს შვილის გადასარჩენად ყველაფრისთვის მზადმყოფ მამაზე, რომელსაც განასახიერებს გასაოცარი ქარიზმის მქონე ყოფილი სპორტსმენი და ასევე ძირითადად, არაპროფესიონალი მსახიობები. ჯეიმზ გრეის და ძმებ კოენების სულიერი მემკვიდრე ლევან კოღუაშვილი გვთავაზობს ადამიანობის, სიმარტივის, თავმდაბლობისა და გულწრფელობის მარგალიტს. გულის ამაჩუყებელია", - წერდა გამოცემა.

იხილეთ ასევე: