რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი უკრაინსკი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სელიდოვეს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რაშისტმა არაადამიანებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქ უკრაინსკი. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქში 2 კერძო სახლი და 14 მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა.
რუსეთს სადისტების ხროვა განაგებს!
როგორც ჩანს სრული ქაოსი, დეზორგანიზაცია და ანარქიაა ურდოში!!! ვინ, სად, რას ისვრის აღარ კონტროლდება!!!