Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგს ჰგონია, რომ უზრდელი ხარ, არადა, უზრდელი კი არ ხარ, უბრალოდ ხელი არ გაქვს" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა და წარმატებული სპორტსმენია
"ზოგს ჰგონია, რომ უზრდელი ხარ, არადა, უზრდელი კი არ ხარ, უბრალოდ ხელი არ გაქვს" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა და წარმატებული სპორტსმენია

16 წლის გი­ორ­გი ზარ­ქუა პა­რას­პორ­ტსმე­ნია. პა­რა­ტა­იკ­ვან­დო­ში ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია და ამის გარ­და, არა­ერ­თი სხვა ჯილ­დო აქვს სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი. გი­ორ­გი ჰყვე­ბა, რომ ხე­ლე­ბის გა­რე­შე და­ი­ბა­და, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ეს მის­თვის შე­ზღუ­დულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს არ ნიშ­ნავს. გი­ორ­გი თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე, მიზ­ნებ­ზეPalitravideo-ს ესა­უბ­რა.

  • "ქუ­ჩა­ში რომ გა­მოვ­დი­ვარ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა მი­ყუ­რებს, ანუ რა­ღა­ცით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვარ. ეგ მა­გა­რია. ჩემი ასა­კის ბავ­შვე­ბი როცა მი­ყუ­რე­ბენ, მივ­დი­ვარ და ვე­უბ­ნე­ბი, რა იყო, ან­გე­ლო­ზი არ გი­ნა­ხი­ათ თუ რა?!

ისე მოხ­და რომ, და­ვი­ბა­დე ხე­ლე­ბის ანო­მა­ლი­ით, მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, ხე­ლე­ბის გა­რე­შე. ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა ხე­ლე­ბით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. ვარ პა­რას­პორ­ტსმე­ნი, კონ­კრე­ტუ­ლად, პა­რა­ტა­იკ­ვან­დოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. პა­რა­ტა­იკ­ვან­დო არის ჩხუ­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­დაც ვჩხუ­ბობთ ფე­ხე­ბით.

მეტ­რო­თი მგზავ­რო­ბი­სას მაგ­რად მა­ხა­ლი­სე­ბენ ხოლ­მე, ანუ ბა­რა­თი რომ ამო­ვი­ღო, გა­ვა­ტა­რო და გა­ვი­დე (დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნი­სას) მე­უბ­ნე­ბი­ან ხოლ­მე, უფ­ლე­ბა არ გვაქვს, სხვის ჯი­ბე­ში ხელი ჩავ­ყო­თო და მე ვე­უბ­ნე­ბი, მე სულ არ მაქვს ხელი და მერე თა­ვი­ან­თი ბა­რა­თით მა­ტა­რე­ბენ ხოლ­მე.

როცა სად­მე ვარ და ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა უნ­დათ, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი მო­მენ­ტია, ზოგს ჰგო­ნია, რომ უზ­რდე­ლი ხარ და სი­ნამ­დვი­ლე­ში, უზ­რდე­ლი კი არ ხარ, უბ­რა­ლოდ ხელი არ გაქვს. ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად შავი იუ­მო­რი მეხ­მა­რე­ბა. შავი იუ­მო­რი ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას­თან მი­ვი­დე და ვუ­თხრა, მოდი ხელი ჩა­გირ­ტყა, ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან რომ მივ­დი­ვარ, პირ­ველ რიგ­ში, მა­გას ვე­უბ­ნე­ბი, აბა მოდი ხელი ჩა­მო­გარ­თვა. ასე იმი­ტომ ვიქ­ცე­ვი, რომ კომ­პლექ­სი მოვხსნა. ადა­მი­ა­ნებს რომ ვუ­ყუ­რებ, სა­ნამ მაგ ხუმ­რო­ბას ვი­ტყვი, ძა­ლი­ან და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რა­ღაც ზედ­მე­ტი არ წა­მოს­ცდეთ, მივ­დი­ვარ და ვე­უბ­ნე­ბი, მოდი ჯე­ი­რა­ნი ვი­თა­მა­შოთ, თუ ტვირ­თია ასა­ტა­ნი, მოდი, მე მი­თხა­რი, აგა­ტა­ნი­ნებ.

რომ გა­ვი­ზარ­დე, მივ­ხვდი, რომ სა­ერ­თოდ არ მჭირ­დე­ბა პრო­ტე­ზი. ჩემი თავი მაძ­ლევს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ვი­ცხოვ­რო ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მე-12 კლას­ში გა­და­ვე­დი, ადაპ­ტი­რე­ბა არას­დროს არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ყვე­ლა­ფერს ზე­პი­რად ვა­ბა­რებ, ღმერ­თს მად­ლო­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბა მაქვს.

ძა­ლი­ან ბევრ სფე­რო­ში ვა­პი­რებ გან­ვი­თა­რე­ბას, მაგ­რამ ახლა რომ მკი­თხოთ, გი­ორ­გი ზარ­ქუ­ას ვინ უნდა გა­მო­ვი­დეს, იტყვის რომ ჟურ­ნა­ლის­ტი. ამ პრო­ფე­სი­ა­ში ვხე­დავ ჩემს გან­ვი­თა­რე­ბას" - ნა­ხეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
2

იხარე პატარა ვაჟკაცო, წარმატებები არ მოგკლებოდეს, უფალი მუდამ გფარავდეს

ლალი
1

შენ ისეთი დედიკო გყავს, ერთად ყველაფერს შეძლებთ!💖💖

ავტორი:

"ზოგს ჰგონია, რომ უზრდელი ხარ, არადა, უზრდელი კი არ ხარ, უბრალოდ ხელი არ გაქვს" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა და წარმატებული სპორტსმენია

"ზოგს ჰგონია, რომ უზრდელი ხარ, არადა, უზრდელი კი არ ხარ, უბრალოდ ხელი არ გაქვს" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა და წარმატებული სპორტსმენია

16 წლის გიორგი ზარქუა პარასპორტსმენია. პარატაიკვანდოში ის ევროპის ჩემპიონია და ამის გარდა, არაერთი სხვა ჯილდო აქვს სპორტის ამ სახეობაში მოპოვებული. გიორგი ჰყვება, რომ ხელების გარეშე დაიბადა, თუმცა ამბობს, რომ ეს მისთვის შეზღუდულ შესაძლებლობებს არ ნიშნავს. გიორგი თავის ცხოვრებაზე, მიზნებზე Palitravideo-ს ესაუბრა.

  • "ქუჩაში რომ გამოვდივარ, ფაქტობრივად, ყველა მიყურებს, ანუ რაღაცით განსაკუთრებული ვარ. ეგ მაგარია. ჩემი ასაკის ბავშვები როცა მიყურებენ, მივდივარ და ვეუბნები, რა იყო, ანგელოზი არ გინახიათ თუ რა?!

ისე მოხდა რომ, დავიბადე ხელების ანომალიით, მარტივად რომ ვთქვა, ხელების გარეშე. ვერც წარმომიდგენია, რომ ჩემი ცხოვრება ხელებით უფრო საინტერესო იქნებოდა. ვარ პარასპორტსმენი, კონკრეტულად, პარატაიკვანდოს წარმომადგენელი. პარატაიკვანდო არის ჩხუბის ხელოვნება, სადაც ვჩხუბობთ ფეხებით.

მეტროთი მგზავრობისას მაგრად მახალისებენ ხოლმე, ანუ ბარათი რომ ამოვიღო, გავატარო და გავიდე (დახმარების თხოვნისას) მეუბნებიან ხოლმე, უფლება არ გვაქვს, სხვის ჯიბეში ხელი ჩავყოთო და მე ვეუბნები, მე სულ არ მაქვს ხელი და მერე თავიანთი ბარათით მატარებენ ხოლმე.

როცა სადმე ვარ და ხელის ჩამორთმევა უნდათ, ძალიან უხერხული მომენტია, ზოგს ჰგონია, რომ უზრდელი ხარ და სინამდვილეში, უზრდელი კი არ ხარ, უბრალოდ ხელი არ გაქვს. ასეთი სიტუაციების მოსაგვარებლად შავი იუმორი მეხმარება. შავი იუმორი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. შეიძლება ვიღაცასთან მივიდე და ვუთხრა, მოდი ხელი ჩაგირტყა, ახალგაცნობილ ადამიანებთან რომ მივდივარ, პირველ რიგში, მაგას ვეუბნები, აბა მოდი ხელი ჩამოგართვა. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ კომპლექსი მოვხსნა. ადამიანებს რომ ვუყურებ, სანამ მაგ ხუმრობას ვიტყვი, ძალიან დაკომპლექსებულები არიან, რაღაც ზედმეტი არ წამოსცდეთ, მივდივარ და ვეუბნები, მოდი ჯეირანი ვითამაშოთ, თუ ტვირთია ასატანი, მოდი, მე მითხარი, აგატანინებ.

რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ საერთოდ არ მჭირდება პროტეზი. ჩემი თავი მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიცხოვრო ჩვეულებრივად, მე-12 კლასში გადავედი, ადაპტირება არასდროს არ გამჭირვებია. ყველაფერს ზეპირად ვაბარებ, ღმერთს მადლობა, მეხსიერება მაქვს.

ძალიან ბევრ სფეროში ვაპირებ განვითარებას, მაგრამ ახლა რომ მკითხოთ, გიორგი ზარქუას ვინ უნდა გამოვიდეს, იტყვის რომ ჟურნალისტი. ამ პროფესიაში ვხედავ ჩემს განვითარებას" - ნახეთ ვიდეო