პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"საფრთხეს არ წარმოვადგენდი, გამიტაცეს, მანქანაში ჩამსვეს, ხელბორკილები დამადეს და მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი" - შოთა თუთბერიძე
"საფრთხეს არ წარმოვადგენდი, გამიტაცეს, მანქანაში ჩამსვეს, ხელბორკილები დამადეს და მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი" - შოთა თუთბერიძე

არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ წარ­მო­ვად­გენ­დი, გა­მი­ტა­ცეს, მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს, ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­მა­დეს, მი­თხრეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვინ მი­თხრა, რა­ტომ ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, ან რა და­ვარ­ღვიე, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­ვო­კატ­მა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც 2 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს.

რო­გორც თუთ­ბე­რი­ძე გან­მარ­ტავს, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ოქ­მში ჩა­წე­რეს, რომ ის მათ აგი­ნებ­და და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და.

"პარ­ლა­მენ­ტის წინა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­ჯე­ქი, ხელ­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მე­ჭი­რა, ჩემ მე­გო­ბარს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, რა დრო­საც, 10-ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, თავს და­მეს­ხა დამ­ჯდარს. ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ წარ­მო­ვად­გენ­დი, გა­მი­ტა­ცეს, მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს, ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­მა­დეს, მი­თხრეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. არა­ვინ მი­თხრა რა­ტომ ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, ან რა და­ვარ­ღვიე. ისა­ნი-ავ­ლაბ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ე­ლებს ვი­ღა­ცამ და­უ­რე­კა და მი­თხრეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი კი არა, გან­რი­დე­ბუ­ლი ხარ­თო. ბორ­კი­ლე­ბი მა­დევს, რო­გორ ვარ გან­რი­დე­ბუ­ლი-მეთ­ქი, უი, ბო­დი­შიო და ბორ­კი­ლე­ბი მომხსნეს. მუდ­მი­ვად ვი­თხოვ­დი გან­მარ­ტე­ბას, რა­ტომ არ და­მა­რე­კი­ნეს ტე­ლე­ფონ­ზე, შე­მომ­თა­ვა­ზეს „სპი­კე­რით“ და ჩვე­ნი ტე­ლე­ფო­ნით და­გა­რე­კი­ნებ­თო, რა­ზეც ბუ­ნებ­რი­ვია, უარი გან­ვა­ცხა­დე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ისევ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე დავ­ბრუნ­დით, მე­გო­ნა, რომ მიშ­ვებ­დნენ, ვი­ღა­ცე­ბი შავი „შკო­დე­ბით“ მო­ვიდ­ნენ, ილა­პა­რა­კეს და ბო­ლოს თქვეს, არა, და­კა­ვე­ბუ­ლი ხარო, ხელ­მე­ო­რედ და­მა­დეს ბორ­კი­ლე­ბი, სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში წა­მიყ­ვა­ნეს, და­მი­წე­რეს, ოქმი, რომ ვა­გი­ნებ­დი და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას ვა­ყე­ნებ­დი, ამის შემ­დეგ ხელ­წე­რი­ლი და­მა­წე­რი­ნეს, რომ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოვ­ცხად­დე­ბი და გა­მო­მიშ­ვეს. ეს რომ ვთქვი, ვი­ღა­ცებს ეგო­ნათ, ვა­ღი­ა­რე და ვი­თა­ნამ­შრომ­ლე - არა, ხელ­წე­რი­ლი დავ­წე­რე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­სა­მარ­თლო­ში და­ბა­რე­ბი­სას იქ გა­მოვ­ცხად­დე­ბი.

ად­ვო­კა­ტი, რომც არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, არა­ვის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა იქ არ ჰქო­ნი­ათ. და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­აც არ იყო, ეს არ იყო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, სა­დაც მი­ვე­დი. როცა მე და ჩემი მე­უღ­ლე იქ მი­ვე­დით, არა­ვინ იყო, პარ­ლა­მენ­ტის წინ ვის­ხე­დით, მერე მო­ვიდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი. ვის­ხე­დით და პლა­კა­ტე­ბი ფე­ხებ­თან გვე­ლა­გა, ეს იყო ჩვე­ნი „და­ნა­შა­უ­ლი“. ამი­ტომ, იქ ად­ვო­კა­ტი იქ­ნე­ბო­და, თუ მო­ქა­ლა­ქე, ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ფე­სი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბის გა­რე­შე, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, არა­ვინ არ უნდა და­ე­ჭი­რათ, არა­ვი­თა­რი კა­ნო­ნი არ დარ­ღვე­უ­ლა. გულ­წრფე­ლად გული დამ­წყდა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ამ მთავ­რო­ბის მო­ნე­ბად რო­გორ აქ­ცი­ეს. პრო­ცეს­ზე უნდა მო­იყ­ვა­ნონ და ალა­პა­რა­კონ ტყუ­ი­ლე­ბი, რომ ვა­გი­ნე და სი­ტყვი­ე­რი, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე, ალ­ბათ, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბიც წაშ­ლი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი პრობ­ლე­მე­ბი მაქვს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან და ვფიქ­რობ, ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელს, ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი მყავს. ისი­ნი ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან და მათ ჩვე­ნი მთავ­რო­ბა მო­ნე­ბად, ზონ­დერე­ბად ამუ­შა­ვებს, იცი­ან რომ უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ, იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, შე­ას­რუ­ლონ“, - გა­ნა­ცხა­და თუთ­ბე­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ად­ვო­კა­ტი შოთა თუთ­ბე­რი­ძე გუ­შინ, 2 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს. ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შოთა თუთ­ბე­რი­ძის გარ­და, აქ­ცი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით კი­დევ 7 პირი და­ა­კა­ვეს, მათი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს და ხვალ ჩა­ტარ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სათᲥმელი
0

მიშასავით გაიტაცეს :))))))

ლევანი
5

კაცურად შენ საერთოდ რას წარმოადგენ და თუ დაგიჭირეს გიხაროდეს რაღაცა მაინც ყოფილხარ ცოტა ხანი

ავტორი:

"საფრთხეს არ წარმოვადგენდი, გამიტაცეს, მანქანაში ჩამსვეს, ხელბორკილები დამადეს და მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი" - შოთა თუთბერიძე

"საფრთხეს არ წარმოვადგენდი, გამიტაცეს, მანქანაში ჩამსვეს, ხელბორკილები დამადეს და მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი" - შოთა თუთბერიძე

არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენდი, გამიტაცეს, მანქანაში ჩამსვეს, ხელბორკილები დამადეს, მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი. ბუნებრივია, არავინ მითხრა, რატომ ვიყავი დაკავებული, ან რა დავარღვიე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განუცხადა, რომელიც 2 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც თუთბერიძე განმარტავს, პოლიციელებმა ოქმში ჩაწერეს, რომ ის მათ აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

"პარლამენტის წინა ტერიტორიაზე ვიჯექი, ხელში მობილური ტელეფონი მეჭირა, ჩემ მეგობარს ვესაუბრებოდი, რა დროსაც, 10-ზე მეტი პოლიციელი პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დამესხა დამჯდარს. ბუნებრივია, არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენდი, გამიტაცეს, მანქანაში ჩამსვეს, ხელბორკილები დამადეს, მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი. არავინ მითხრა რატომ ვიყავი დაკავებული, ან რა დავარღვიე. ისანი-ავლაბრის ტერიტორიაზე პოლიციელებს ვიღაცამ დაურეკა და მითხრეს, რომ დაკავებული კი არა, განრიდებული ხართო. ბორკილები მადევს, როგორ ვარ განრიდებული-მეთქი, უი, ბოდიშიო და ბორკილები მომხსნეს. მუდმივად ვითხოვდი განმარტებას, რატომ არ დამარეკინეს ტელეფონზე, შემომთავაზეს „სპიკერით“ და ჩვენი ტელეფონით დაგარეკინებთო, რაზეც ბუნებრივია, უარი განვაცხადე. საბოლოო ჯამში, ისევ თავისუფლების მოედანზე დავბრუნდით, მეგონა, რომ მიშვებდნენ, ვიღაცები შავი „შკოდებით“ მოვიდნენ, ილაპარაკეს და ბოლოს თქვეს, არა, დაკავებული ხარო, ხელმეორედ დამადეს ბორკილები, სამინისტროს შენობაში წამიყვანეს, დამიწერეს, ოქმი, რომ ვაგინებდი და ფიზიკურ შეურაცხყოფას ვაყენებდი, ამის შემდეგ ხელწერილი დამაწერინეს, რომ სასამართლოში გამოვცხადდები და გამომიშვეს. ეს რომ ვთქვი, ვიღაცებს ეგონათ, ვაღიარე და ვითანამშრომლე - არა, ხელწერილი დავწერე იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში დაბარებისას იქ გამოვცხადდები.

ადვოკატი, რომც არ ვყოფილიყავი, არავის დაკავების უფლება იქ არ ჰქონიათ. დაგეგმილი აქციაც არ იყო, ეს არ იყო საპროტესტო აქცია, სადაც მივედი. როცა მე და ჩემი მეუღლე იქ მივედით, არავინ იყო, პარლამენტის წინ ვისხედით, მერე მოვიდნენ სტუდენტები. ვისხედით და პლაკატები ფეხებთან გველაგა, ეს იყო ჩვენი „დანაშაული“. ამიტომ, იქ ადვოკატი იქნებოდა, თუ მოქალაქე, ყველანაირი პროფესიული კუთვნილების გარეშე, მნიშვნელობა არ ჰქონდა, არავინ არ უნდა დაეჭირათ, არავითარი კანონი არ დარღვეულა. გულწრფელად გული დამწყდა, პოლიციელები ამ მთავრობის მონებად როგორ აქციეს. პროცესზე უნდა მოიყვანონ და ალაპარაკონ ტყუილები, რომ ვაგინე და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, ალბათ, აღმოჩნდება, რომ კამერების ჩანაწერებიც წაშლილია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრობლემები მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვფიქრობ, ძირეული ცვლილებებია საჭირო, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა პოლიციელს, ბევრი ახლობელი მყავს. ისინი ჩვენი მეზობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები არიან და მათ ჩვენი მთავრობა მონებად, ზონდერებად ამუშავებს, იციან რომ უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, იძულებული არიან, შეასრულონ“, - განაცხადა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შოთა თუთბერიძის გარდა, აქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით კიდევ 7 პირი დააკავეს, მათი სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, დღეს და ხვალ ჩატარდება.