პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი..." - "ილიაუნის" რექტორი განცხადებას ავრცელებს
"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი..." - "ილიაუნის" რექტორი განცხადებას ავრცელებს

"ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ რექ­ტო­რი ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რექ­ტო­რი ეხ­მა­უ­რე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­სულ სი­უ­ჟეტს, რო­მელ­შიც ის მო­იხ­სე­ნი­ეს, რო­გორც ნა­სა­მარ­თლე­ვი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­სა და ნე­პო­ტიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის თე­მას, ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძე წერს, რომ 2010 წელს მარ­თლაც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რის შე­დე­გა­დაც მისი ერ­თა­დერ­თი დის­შვი­ლი და­ი­ღუ­პა. რექ­ტო­რის თქმით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე ფი­ნან­სუ­რი სა­ფუძ­ვლით თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობ­და და ახლა გა­მო­იკ­ვე­თა, რომ რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი "მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის, და­ზი­ა­ნე­ბაა".

ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძე:

"2010 წელს ნამ­დვი­ლად შე­მემ­თხვა უმ­ძი­მე­სი ავა­რია, რომ­ლის დროს და­ი­ღუ­პა ჩემი ერ­თა­დერ­თი დის­შვი­ლი. ამ ამ­ბავ­მა არა მარ­ტო ჩემი, არა­მედ მთე­ლი ჩემი ოჯა­ხის, მათ შო­რის პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა.

იმე­დი მაქვს, ისი­ნი ამ ბინ­ძურ სი­უ­ჟეტს ვერ/არ ნა­ხა­ვენ, თვალს აა­რი­დე­ბენ. პი­რა­დად მე ამის შეხ­სე­ნე­ბა არ მჭირ­დე­ბა, მე ამა­ში ვცხოვ­რობ 2010 წლის აგ­ვის­ტო­დან ყო­ველ წამს.

დღე­ვან­დე­ლი სი­უ­ჟე­ტით ბო­ლოს­და­ბო­ლოს გა­ირ­კვა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, რა­ტომ და­ესხნენ თავს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს. არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი რომ არ არ­სე­ბობ­და, თა­ვა­დაც კარ­გად იცოდ­ნენ.

ეს წი­ნას­წა­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ფაზა იყო ჩემი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის და ამით უნი­ვერ­სი­ტე­ტის, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის, და­ზი­ა­ნე­ბის­თვის.“

ეს ტრა­გე­დი­აც მაძ­ლევს ძა­ლას, ბევ­რად უფრო მეტ­ზე ვი­ფიქ­რო, ვიდ­რე ჩემი სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბია. რა­საც დღეს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი აკე­თებს, ის ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა და თუნ­დაც ასე­თი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი თავ­დას­ხმა ვერ შე­მიშ­ლის ხელს, გა­ვაგ­რძე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც პრო­ფე­სორ­მა და რო­გორც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა".

სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ილი­ა­უ­ნის რექ­ტორს სტუ­დენ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი თან­ხის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­სა და ნე­პო­ტიზ­მში სდებს ბრალს. ორ­გა­ნი­ზა­ცია „სტუ­დენ­ტე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და მას არ აქვს "მო­რა­ლუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი უფ­ლე­ბა", იყოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერგავიგე
5

ვერ მივხვდი, რადგან დისშვილი იყო ამით რა? ამიხსნას, ჩემი შვილი რომ მოეკლა ტრაგედია არ იქნებოდა? ასეთ შემთხვევაში ტრაგედიით არ იცხოვრებდა? მაინტერესებს, რა მიუსაჯეს?

დავით
20

რექტორთან რა უნდათ ,როცა გენპროკურორი ჰყავდათ ნასამართლევი 

ავტორი:

"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი..." - "ილიაუნის" რექტორი განცხადებას ავრცელებს

"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი..." - "ილიაუნის" რექტორი განცხადებას ავრცელებს

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. რექტორი ეხმაურება "რუსთავი 2"-ზე გასულ სიუჟეტს, რომელშიც ის მოიხსენიეს, როგორც ნასამართლევი და უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს.

რაც შეეხება ნასამართლეობის თემას, ნინო დობორჯგინიძე წერს, რომ 2010 წელს მართლაც ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მისი ერთადერთი დისშვილი დაიღუპა. რექტორის თქმით, უნივერსიტეტზე ფინანსური საფუძვლით თავდასხმის მიზეზი არ არსებობდა და ახლა გამოიკვეთა, რომ რეალური მიზანი "მისი ფსიქოლოგიური განადგურება და უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებაა".

ნინო დობორჯგინიძე:

"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა.

იმედი მაქვს, ისინი ამ ბინძურ სიუჟეტს ვერ/არ ნახავენ, თვალს აარიდებენ. პირადად მე ამის შეხსენება არ მჭირდება, მე ამაში ვცხოვრობ 2010 წლის აგვისტოდან ყოველ წამს.

დღევანდელი სიუჟეტით ბოლოსდაბოლოს გაირკვა რეალური მიზეზი, რატომ დაესხნენ თავს ილიას უნივერსიტეტს. არანაირი ფინანსური საფუძველი რომ არ არსებობდა, თავადაც კარგად იცოდნენ.

ეს წინასწარი მოსამზადებელი ფაზა იყო ჩემი ფსიქოლოგიური განადგურებისთვის და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებისთვის.“

ეს ტრაგედიაც მაძლევს ძალას, ბევრად უფრო მეტზე ვიფიქრო, ვიდრე ჩემი საკუთარი პრობლემებია. რასაც დღეს ილიას უნივერსიტეტი აკეთებს, ის ყველას გვჭირდება, ქართულ საზოგადოებას სჭირდება და თუნდაც ასეთი არაადამიანური თავდასხმა ვერ შემიშლის ხელს, გავაგრძელო საქმიანობა, როგორც პროფესორმა და როგორც ამ უნივერსიტეტის რექტორმა".

სიუჟეტის მიხედვით, ილიაუნის რექტორს სტუდენტების გარკვეული ჯგუფი თანხის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში სდებს ბრალს. ორგანიზაცია „სტუდენტები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლების თქმით, ნინო დობორჯგინიძე წარსულში ნასამართლევია და მას არ აქვს "მორალური და იურიდიული უფლება", იყოს უნივერსიტეტის რექტორი.