Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
შემეცნებითი თამაში "საგზაო ლოტო" - "თამაშობანასა" და "თეგეტას" კოლაბორაცია
შემეცნებითი თამაში "საგზაო ლოტო" - "თამაშობანასა" და "თეგეტას" კოლაბორაცია

ხან­გრძლი­ვი, მო­სა­წყე­ნი და დამ­ღლე­ლი მგზავ­რო­ბა რომ სა­ხა­ლი­სო, სა­სი­ა­მოვ­ნო და რაც მთა­ვა­რია, შე­მეც­ნე­ბი­თი გახ­დეს, გაჩ­ნდა იდეა გზა­ში თა­მაშ­ზე. მგზავ­რო­ბი­სას ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მუ­ლი შე­კი­თხვა - მალე ჩა­ვალთ?! - ბავ­შვებს რომ არც კი გა­ახ­სენ­დეთ და დროც მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­რონ, ამა­ზე კომ­პა­ნი­ებ­მა „თა­მა­შო­ბა­ნამ“ და „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ იზ­რუ­ნეს. თა­მა­ში „საგ­ზაო ლოტო“ თე­გე­ტას კამ­პა­ნი­ის „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის“ ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა. მისი მეშ­ვე­ო­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მყოფ ყვე­ლა ადა­მი­ანს, დიდ­სა თუ პა­ტა­რას, თა­მაშ-თა­მა­შით შე­ეძ­ლე­ბა შე­ის­წავ­ლოს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მისი დაც­ვა.

ნაუ სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი „თა­მა­შო­ბა­ნას“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით „საგ­ზაო ლო­ტოს“ პრო­ექ­ტზე. გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლი გვქონ­და, თუმ­ცა „თე­გე­ტას“ კამ­პა­ნია უფრო შე­მეც­ნე­ბი­თი და სიღ­რმი­სე­უ­ლი იყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით - უშუ­ა­ლოდ მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რას ეხე­ბო­და, რო­გორც ქვე­ი­თის, ისე მძღო­ლი­სა თუ მგზავ­რის. მო­ქა­ლა­ქის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ამ სიღ­რმი­სე­უ­ლად ნაკ­ვლე­ვი გზით წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ამი­ტომ შევ­თა­ვა­ზეთ „თე­გე­ტას“ კო­ლა­ბო­რა­ცია, რა­ზეც სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვთან­ხმდა და ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც შედ­გა. ვი­ზუ­ა­ლის­თვის „თე­გე­ტას“ უკვე არ­სე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი და მათი ილუსტრა­ცი­ე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. სტრა­ტე­გი­ა­სა და კონ­ცეფ­ცი­ა­ზე კი „თა­მა­შო­ბა­ნამ“ იმუ­შა­ვა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ბავ­შე­ვებს მგზავ­რო­ბა გა­ვუ­ხა­ლი­სოთ და თა­მა­შით ვას­წავ­ლოთ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რა. ეს არის თა­მა­ში, რო­მე­ლიც, სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლას ედოს მან­ქა­ნა­ში“.

„საგ­ზაო ლოტო“ „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის“ 30 ნი­შანს აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მან­კი­ე­რი ქცე­ვის აღ­მო­ფხვრა­სა და მის ცვლი­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

თა­მა­შის წე­სე­ბი მარ­ტი­ვია: მო­თა­მა­შე­ე­ბი ბა­რა­თებს ინა­წი­ლე­ბენ და მგზავ­რო­ბის დროს ქუ­ჩა­ში არას­წო­რი ქცე­ვის აღ­მო­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ის არის, ვინც პირ­ვე­ლი შე­ნიშ­ნავს კუთ­ვნილ ბა­რა­თებ­ზე გა­მო­სა­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ას და ყვე­ლა ბა­რათს გა­და­დებს.

მეტი მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და სტი­მუ­ლის­თვის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სიმ­ბო­ლუ­რად ხდე­ბი­ან საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წეს­რი­გის ელ­ჩე­ბი. ბავ­შვებს კი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი სტი­კე­რე­ბი გა­და­ე­ცე­მათ და ისი­ნი „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის დამ­ცვე­ლე­ბის“, „პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ან „საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მზრუნ­ვე­ლის“ რო­ლებს ირ­გე­ბენ. თა­მაშ-თა­მაშ­ში გავ­ლი­ლი გზა კი სა­ინ­ტე­რე­სო, სა­სი­ა­მოვ­ნო და ნა­ყო­ფი­ე­რი ხდე­ბა.

ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „თე­გე­ტას­თვის“ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რა­ზე ზრუნ­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ე­ბი­თა და პრო­ექ­ტე­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­ვო­ბებს ისევ ვაგ­რძე­ლებთ. ამ პრო­ცე­სის ნა­წი­ლია „საგ­ზაო ლოტო“, რო­მე­ლიც „თა­მა­შო­ბა­ნას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იქ­მნა. თა­მაშ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი ღრმა კვლე­ვის შე­დე­გად შე­მუ­შავ­და და არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ეხ­მა­უ­რე­ბა. ამ სა­ხით გვინ­და, მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ვახ­სე­ნოთ, ბავ­შვებს კი თა­მაშ-თა­მა­შით ვას­წავ­ლოთ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა. იმე­დი გვაქვს, რომ თა­მა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­სა და გა­აზ­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს“.

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რა რომ შე­იც­ვა­ლოს, ამ სა­კი­თხზე ზრუნ­ვა სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გახ­დეს. ამი­ტო­მაც ამი­ე­რი­დან მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბელ ნივ­თებს შო­რის „სამ­გზავ­რო ლო­ტოც“ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ.

--

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გისშე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 2500-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

ავტორი:

შემეცნებითი თამაში "საგზაო ლოტო" - "თამაშობანასა" და "თეგეტას" კოლაბორაცია

შემეცნებითი თამაში "საგზაო ლოტო" - "თამაშობანასა" და "თეგეტას" კოლაბორაცია

ხანგრძლივი, მოსაწყენი და დამღლელი მგზავრობა რომ სახალისო, სასიამოვნო და რაც მთავარია, შემეცნებითი გახდეს, გაჩნდა იდეა გზაში თამაშზე. მგზავრობისას ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა - მალე ჩავალთ?! - ბავშვებს რომ არც კი გაახსენდეთ და დროც მხიარულად გაატარონ, ამაზე კომპანიებმა „თამაშობანამ“ და „თეგეტა ჰოლდინგმა“ იზრუნეს. თამაში „საგზაო ლოტო“ თეგეტას კამპანიის „საგზაო მოძრაობის კულტურის“ ფარგლებში შეიქმნა. მისი მეშვეობით მოგზაურობაში მყოფ ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას, თამაშ-თამაშით შეეძლება შეისწავლოს საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობა და მისი დაცვა.

ნაუ სონღულაშვილი „თამაშობანას“ დამფუძნებელი: „დიდხანს ვფიქრობდით „საგზაო ლოტოს“ პროექტზე. გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებული გვქონდა, თუმცა „თეგეტას“ კამპანია უფრო შემეცნებითი და სიღრმისეული იყო ამ მიმართულებით - უშუალოდ მოძრაობის კულტურას ეხებოდა, როგორც ქვეითის, ისე მძღოლისა თუ მგზავრის. მოქალაქის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სიღრმისეულად ნაკვლევი გზით წავსულიყავით. ამიტომ შევთავაზეთ „თეგეტას“ კოლაბორაცია, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩვენი თანამშრომლობაც შედგა. ვიზუალისთვის „თეგეტას“ უკვე არსებული ნიშნები და მათი ილუსტრაციები გამოვიყენეთ. სტრატეგიასა და კონცეფციაზე კი „თამაშობანამ“ იმუშავა. ჩვენი მიზანია, ბავშევებს მგზავრობა გავუხალისოთ და თამაშით ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის კულტურა. ეს არის თამაში, რომელიც, სასურველია, ყველას ედოს მანქანაში“.

„საგზაო ლოტო“ „საგზაო მოძრაობის კულტურის“ 30 ნიშანს აერთიანებს, რომლებიც საზოგადოებაში მანკიერი ქცევის აღმოფხვრასა და მის ცვლილებას ისახავს მიზნად.

თამაშის წესები მარტივია: მოთამაშეები ბარათებს ინაწილებენ და მგზავრობის დროს ქუჩაში არასწორი ქცევის აღმოჩენას ცდილობენ. გამარჯვებული ის არის, ვინც პირველი შენიშნავს კუთვნილ ბარათებზე გამოსახულ სიტუაციას და ყველა ბარათს გადადებს.

მეტი მოტივაციისა და სტიმულისთვის მონაწილეები სიმბოლურად ხდებიან საგზაო მოძრაობის წესრიგის ელჩები. ბავშვებს კი წამახალისებელი სტიკერები გადაეცემათ და ისინი „საგზაო მოძრაობის დამცველების“, „პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების“ ან „საგზაო უსაფრთხოებაზე მზრუნველის“ როლებს ირგებენ. თამაშ-თამაშში გავლილი გზა კი საინტერესო, სასიამოვნო და ნაყოფიერი ხდება.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის“ საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კამპანიებითა და პროექტებით ამ მიმართულებით აქტივობებს ისევ ვაგრძელებთ. ამ პროცესის ნაწილია „საგზაო ლოტო“, რომელიც „თამაშობანასთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. თამაშში გამოყენებული ნიშნები ღრმა კვლევის შედეგად შემუშავდა და არსებულ პრობლემებს ეხმაურება. ამ სახით გვინდა, მოქალაქეებს შევახსენოთ, ბავშვებს კი თამაშ-თამაშით ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობა. იმედი გვაქვს, რომ თამაში სამოქალაქო ვალდებულებების გაცნობიერებასა და გააზრებას შეუწყობს ხელს“.

საგზაო მოძრაობის კულტურა რომ შეიცვალოს, ამ საკითხზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობა უნდა გახდეს. ამიტომაც ამიერიდან მოგზაურობისას საჭირო და აუცილებელ ნივთებს შორის „სამგზავრო ლოტოც“ გაითვალისწინეთ.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS