მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე..." - 33 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან და ავარიას გადარჩენილის ნაამბობი
"უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე..."  - 33 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან და ავარიას გადარჩენილის ნაამბობი

"სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და. ცალ ფეხ­ზე მა­ინც წა­მოვ­დე­ქი და ბორ­დი­უ­რამ­დე მივ­ჩოჩ­დი... ისეთ შოკ­ში ვი­ყა­ვი, ტკი­ვილს ვერ ვგრძნობ­დი..." - რას იხ­სე­ნებს სა­ბა­გა­როს ტარ­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი?

33 წლის წინ, 1990 წლის 1-ლ ივ­ნისს თბი­ლის­ში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი­სა და მთაწ­მინ­დის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ბა­გი­რო გზა­ზე ავა­რი­ის გამო ორი­ვე ვა­გო­ნი მო­წყდა და უდი­დე­სი სიჩ­ქა­რით ქვე­მოთ და­ეშ­ვა. მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლი ვა­გო­ნე­ბი­დან გა­დახ­ტა, ნა­წი­ლი - გა­და­ვარ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი, 19 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 42 და­შავ­და, მათ­გან15-მდე მძი­მედ. და­ღუ­პულ­თა შო­რის იყ­ვნენ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან ექ­სკურ­სი­ა­ზე მყო­ფი ბავ­შვე­ბი, ასე­ვე, ქა­ლე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი. ავა­რი­ის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად სა­გან­გე­ბოდ შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ სა­წე­ვი ბა­გი­რის გა­წყვე­ტა და დამ­ჭე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის პრობ­ლე­მა და­ა­სა­ხე­ლა. მომ­ხდა­რი მსოფ­ლი­ო­ში სა­ბა­გი­რო გზე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ უდი­დეს ავა­რი­ად მი­იჩ­ნე­ვა.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქივ­ში იძებ­ნე­ბა 1990 წლის 1-ლ ივ­ნი­სის ამ­ბებს ტარ­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი, მი­ხე­ილ ირე­მაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლის ფრაგ­მენ­ტსაც გთა­ვა­ზობთ:

- იმ­ხა­ნად 15 წლის ვი­ყა­ვი და მე-80 პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ვსწავ­ლობ­დი. პირ­ველ ივ­ნისს ოთხმა მე­გო­ბარ­მა მთაწ­მინ­და­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ბა­გი­რო გზის ბი­ლე­თე­ბი ავი­ღეთ, ვა­გონ­ში შე­ვე­დით და წინა მხა­რეს დავ­დე­ქით. მახ­სოვს, ვა­გონ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, უმ­რავ­ლე­სო­ბა - ახალ­გაზ­რდე­ბი, კი­დევ იყ­ვნენ ქა­ლე­ბი და 3-4 პა­ტა­რა ბავ­შვი. ჩვენ მარ­ცხნივ სამი ჯა­რის­კა­ცი იდგა, ორი რუსი და ერ­თიც - უზ­ბე­კი, მარ­ჯვნივ გამ­ცი­ლე­ბე­ლი ქალი გვედ­გა. ზე­მო­დან მო­მა­ვა­ლი ვა­გო­ნი სა­ბა­გი­რო გზის და­ახ­ლო­ე­ბით, შუ­ა­ში შეგ­ვხვდა. იქი­დან ბავ­შვე­ბი გვიქ­ნევ­დნენ ხელს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყვე, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან ჩა­მო­უყ­ვა­ნი­ათ ექ­სკურ­სი­ა­ზე. ბოლო ბო­ძამ­დე ვი­ყა­ვით ასუ­ლე­ბი, მალე სად­გურ­შიც შე­ვი­დო­დით, ბრა­ხუ­ნის ხმა რომ გა­ვი­გო­ნეთ. მერე კი ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და:

უცებ მო­წყდა ჩვე­ნი ვა­გო­ნი და უს­წრა­ფე­სად და­ეშ­ვა ქვე­მოთ. მგზავ­რე­ბი ძირს გაწ­ვნენ. მე სა­ნა­ხევ­როდ ჩა­ვი­მუხ­ლე და ფან­ჯრი­დან ვი­ყუ­რე­ბო­დი. გამ­ცი­ლე­ბე­ლი ქალი მუხ­რუ­ჭებს დას­წვდა და ჩა­მო­ქა­ჩა, მაგ­რამ აბა, ელ­ვი­სუს­წრა­ფე­სად მქრო­ლავ ვა­გონს რას გა­ა­ჩე­რებ­და! ერთი ბიჭი მი­ეხ­მა­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, მო­რაგ­ბე ყო­ფი­ლა, ოღონდ ის კი აღარ ვიცი, გა­დარ­ჩა თუ - არა. მოკ­ლედ, და­მუხ­რუ­ჭე­ბის ცდა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. მერე კი გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს. აღ­მოჩ­ნდა, რომ მგზავ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­თი­შუ­ლა. ვე­რა­ვინ იხ­სე­ნებ­და, ვა­გო­ნი­დან რო­გორ გად­მოც­ვივ­დნენ. რო­გორც გვი­თხრეს, ჩვე­ნი ვა­გო­ნი სამ თუ ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვებს წა­მოს­დე­ბია და დაშ­ლი­ლა. ნა­წი­ლი ძირს ვე­ყა­რეთ, ნა­წი­ლი - სა­ხუ­რავ­ზე დარ­ჩე­ნი­ლა. გონს რომ მო­ვე­დი, ძირს ვეგ­დე. არც ფეხ­საც­მე­ლი მეც­ვა, არც სა­ა­თი მე­კე­თა. ზე­მოთ რომ ავი­ხე­დე, ყუ­რძნის ხე­ი­ვა­ნი შევ­ნიშ­ნე. თურ­მე იქ გა­მომ­ძვრალ­ვარ. ახ­ლაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ რო­გორ გა­მო­ვე­ტიე და ზედ არ შევ­რჩი. წა­მოდ­გო­მა ვცა­დე და ფეხი არ და­მე­მორ­ჩი­ლა - ბარ­ძა­ყის ძვალ­ში გა­დამ­ტეხ­ვო­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი ტვი­ნის შერ­ყე­ვაც და­მიდ­გი­ნეს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
3

არ დამბლოკოთ!

საბაგირო ვაგონებს ამზადებდნენ თბილისის საავიაციო ქარხანაში (31-ე ქარხანა), მაღალხარისხოვანი საავიაციო მასალებისაგან და შესაბამისად უმაღლესი ხარისხით, რომლებიც იგზავნებოდა როგორც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ასევე უცხოეთში.

თბილისში მომხდარი კატასტროფა გამოიწვია აქაური მომსახურე ტექნიკური პერსონალის დაუდევრობამ და უვიცობამ, რომლებმაც მზიდი ბაგირის ფოლადის კვანძი, რომელიც სახსრულად იყო შეერთებული ვაგონის შესაბამის ფოლადის კვანძთან შეადუღეს ერთმანეთთან, რის გამოც ამ ელემენტმა დაიწყო მუშაობა ცვალებად ნიშნიან დატვირთვებზე, რამაც დროთა განმავლობაში გამოიწვია ფოლადის გადაღლა, საბოლოო ჯამში მისი გატეხვა და მზიდი ბაგირის მოწყვეტა საბაგირო ვაგონიდან.....

 

ვახტანგი -71
5

საბაგირო ვაგონებს ამზადებდნენ თბილისის საავიაციო ქარხანაში (31-ე ქარხანა), მაღალხარისხოვანი საავიაციო მასალებისაგან და შესაბამისად უმაღლესი ხარისხით, რომლებიც იგზავნებოდა როგორც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ასევე უცხოეთში.

თბილისში მომხდარი კატასტროფა გამოიწვია აქაური მომსახურე ტექნიკური პერსონალის დაუდევრობამ და უვიცობამ, რომლებმაც მზიდი ბაგირის ფოლადის კვანძი, რომელიც სახსრულად იყო შეერთებული ვაგონის შესაბამის ფოლადის კვანძთან შეადუღეს ერთმანეთთან, რის გამოც ამ ელემენტმა დაიწყო მუშაობა ცვალებად ნიშნიან დატვირთვებზე, რამაც დროთა განმავლობაში გამოიწვია ფოლადის გადაღლა, საბოლოო ჯამში მისი გატეხვა და მზიდი ბაგირის მოწყვეტა საბაგირო ვაგონიდან.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მკითხველის რჩევით
ავტორი:

"უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე..." - 33 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან და ავარიას გადარჩენილის ნაამბობი

"უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე..."  - 33 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან და ავარიას გადარჩენილის ნაამბობი

"საშინელება ტრიალებდა. ცალ ფეხზე მაინც წამოვდექი და ბორდიურამდე მივჩოჩდი... ისეთ შოკში ვიყავი, ტკივილს ვერ ვგრძნობდი..." - რას იხსენებს საბაგაროს ტარგედიას გადარჩენილი?

33 წლის წინ, 1990 წლის 1-ლ ივნისს თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - რუსთაველის პროსპექტისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ავარიის გამო ორივე ვაგონი მოწყდა და უდიდესი სიჩქარით ქვემოთ დაეშვა. მგზავრების ნაწილი ვაგონებიდან გადახტა, ნაწილი - გადავარდა, საბოლოოდ კი, 19 ადამიანი დაიღუპა, 42 დაშავდა, მათგან15-მდე მძიმედ. დაღუპულთა შორის იყვნენ სამცხე-ჯავახეთიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები, ასევე, ქალები, ჯარისკაცები. ავარიის ოფიციალურ მიზეზად საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა. მომხდარი მსოფლიოში საბაგირო გზების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავარიად მიიჩნევა.

"კვირის პალიტრის" არქივში იძებნება 1990 წლის 1-ლ ივნისის ამბებს ტარგედიას გადარჩენილი, მიხეილ ირემაშვილის ინტერვიუ, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ:

- იმხანად 15 წლის ვიყავი და მე-80 პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობდი. პირველ ივნისს ოთხმა მეგობარმა მთაწმინდაზე გასეირნება გადავწყვიტეთ, საბაგირო გზის ბილეთები ავიღეთ, ვაგონში შევედით და წინა მხარეს დავდექით. მახსოვს, ვაგონში ბევრი ადამიანი იყო, უმრავლესობა - ახალგაზრდები, კიდევ იყვნენ ქალები და 3-4 პატარა ბავშვი. ჩვენ მარცხნივ სამი ჯარისკაცი იდგა, ორი რუსი და ერთიც - უზბეკი, მარჯვნივ გამცილებელი ქალი გვედგა. ზემოდან მომავალი ვაგონი საბაგირო გზის დაახლოებით, შუაში შეგვხვდა. იქიდან ბავშვები გვიქნევდნენ ხელს. მოგვიანებით შევიტყვე, სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოუყვანიათ ექსკურსიაზე. ბოლო ბოძამდე ვიყავით ასულები, მალე სადგურშიც შევიდოდით, ბრახუნის ხმა რომ გავიგონეთ. მერე კი ყველაფერი წამებში მოხდა:

უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე და ფანჯრიდან ვიყურებოდი. გამცილებელი ქალი მუხრუჭებს დასწვდა და ჩამოქაჩა, მაგრამ აბა, ელვისუსწრაფესად მქროლავ ვაგონს რას გააჩერებდა! ერთი ბიჭი მიეხმარა, მოგვიანებით გავიგე, მორაგბე ყოფილა, ოღონდ ის კი აღარ ვიცი, გადარჩა თუ - არა. მოკლედ, დამუხრუჭების ცდა უშედეგოდ დასრულდა. მერე კი გონება დავკარგე და აღარაფერი მახსოვს. აღმოჩნდა, რომ მგზავრების უმრავლესობა გათიშულა. ვერავინ იხსენებდა, ვაგონიდან როგორ გადმოცვივდნენ. როგორც გვითხრეს, ჩვენი ვაგონი სამ თუ ოთხსართულიანი სახლების სახურავებს წამოსდებია და დაშლილა. ნაწილი ძირს ვეყარეთ, ნაწილი - სახურავზე დარჩენილა. გონს რომ მოვედი, ძირს ვეგდე. არც ფეხსაცმელი მეცვა, არც საათი მეკეთა. ზემოთ რომ ავიხედე, ყურძნის ხეივანი შევნიშნე. თურმე იქ გამომძვრალვარ. ახლაც გაოგნებული ვარ, იქ როგორ გამოვეტიე და ზედ არ შევრჩი. წამოდგომა ვცადე და ფეხი არ დამემორჩილა - ბარძაყის ძვალში გადამტეხვოდა, საავადმყოფოში კი ტვინის შერყევაც დამიდგინეს. გააგრძელეთ კითხვა