საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ყველაზე ცხელი ზაფხულის მოლოდინში - "ასეთი პროგნოზი აქამდე არასდროს მინახავს"
მსოფლიო ყველაზე ცხელი ზაფხულის მოლოდინში - "ასეთი პროგნოზი აქამდე არასდროს მინახავს"

გა­ე­როს მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბოლო ხუ­თწ­ლი­ა­ნი პროგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც ამ ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა, წი­ნა­ზე უფრო პე­სი­მის­ტუ­რი გა­მო­ვი­და. 98%-იანი ალ­ბა­თო­ბით, ის გვპირ­დე­ბა, რომ 2023-2027 წლებ­ში სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­სუ­ლი ხუთი წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე მკვეთ­რად მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა და 2016 წლის რე­კორ­დი - რე­კორ­დუ­ლად ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წელი - მო­იხ­სნე­ბა.

Skynews-ი ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ამ თე­მა­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში იგ­რძნო­ბა, სა­დაც უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში შე­საძ­ლოა 40 გრა­დუ­სიც კი და­ფიქ­სირ­დეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი 2011 წლის რე­კორ­დი - 37.4 გრა­დუ­სი მო­იხ­სნე­ბა.

ისე­თი სა­ნა­პი­რო ზო­ნე­ბი, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, გიბ­რალ­ტა­რი, ნორ­მა­ზე 10 გრა­დუ­სით თბი­ლი იქ­ნე­ბა.

Euronews travel-ი წერს, რომ უჩ­ვე­უ­ლოდ თბი­ლი იყო ევ­რო­პა­ში ზამ­თა­რიც. მა­გა­ლი­თად, ბილ­ბა­ო­ში იან­ვარ­ში 29 გრა­დუ­სიც კი და­ფიქ­სირ­და.

უთოვ­ლო­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ თოვ­ლის სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ე­ხუ­რათ საფ­რან­გეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, რად­გან მთის ფერ­დო­ბებ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, თოვ­ლი არ იდო.

ახალ წელს რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით შეხ­ვდნენ ჩე­ხე­თი, და­ნია, გერ­მა­ნია, ლატ­ვია, ლიტ­ვა, პო­ლო­ნე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ეს­პა­ნე­თი და შვე­ი­ცა­რია.

რო­გორც 2022 წელს, ეს ზამ­თა­რიც მცი­რე თოვ­ლი­ა­ნი და მშრა­ლი აღ­მოჩ­ნდა. არც მა­შინ და არც ამ­ჯე­რად წვი­მა თით­ქმის არ იყო. ალ­პებ­ში თოვ­ლი ის­ტო­რი­ულ ნორ­მებს ჩა­მოც­და, რაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს გვალ­ვას.

"ასე­თი პროგ­ნო­ზი აქამ­დე არას­დროს მი­ნა­ხავს. არა­სო­დეს“, - და­წე­რა NASA-ს კლი­მა­ტო­ლოგ­მა რა­ი­ან სტა­უ­ფერ­მა და დას­ძი­ნა, რომ კლი­მა­ტის შე­დე­გე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გვალ­ვის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ­მა წყლის და­ბალ­მა დო­ნემ უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ტუ­რიზ­მზე. მოქ­ცე­ვამ და ნა­ლე­ქის ნაკ­ლე­ბო­ბამ ხელი შე­უ­წყო ვე­ნე­ცი­ის არ­ხე­ბის სიმ­შრა­ლე­საც.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მოვ­ლე­ნა ერთი შე­ხედ­ვით სა­გან­გა­შო არ არის და ის ყო­ველ­წლი­უ­რად გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ფიქ­სირ­დე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ხან­გრძლივ­მა პე­რი­ოდ­მა ეს ფე­ნო­მე­ნი ნამ­დვილ პრობ­ლე­მად აქ­ცია: გონ­დო­ლე­ბით გა­სე­ირ­ნე­ბა რიგ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და ტუ­რის­ტე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის რჩე­ვე­ბი გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნათ და­ბალ წყლებ­ში ნა­ვი­გა­ცი­ის­თვის.

Bloomberg-ი წერს, რომ ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ის­ტო­რი­ულ ნორ­მებს აჭარ­ბებს, რაც საფრ­თხეს უქ­მნის მო­სა­ვალს და ენერ­გე­ტი­კულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს.

კო­პერ­ნი­კის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მეც­ნი­ე­რე­ბი ხე­და­ვენ 60%-ზე მეტ ალ­ბა­თო­ბას, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ამე­რი­კა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა ივ­ნი­სი­დან აგ­ვის­ტომ­დე.

არა­ნორ­მა­ლუ­რად მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლოა, გა­ზარ­დოს მო­თხოვ­ნა ბუ­ნებ­რივ აირ­ზე კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის­თვის, ისე­ვე, რო­გორც კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბას ზამ­თრის წინ. რუ­სე­თის ომმა უკ­რა­ი­ნა­ში, გა­ზის ფა­სე­ბი ევ­რო­პა­ში რე­კორ­დუ­ლად გა­ზარ­და, რა­მაც ხელი შე­უ­წყო ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბის კრი­ზისს, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე მთელს კონ­ტი­ნენტზე გრძელ­დე­ბა.

მუდ­მი­ვი გვალ­ვა კი საფრ­თხეს უქ­მნის ისე­თი კულ­ტუ­რე­ბის წარ­მო­ე­ბას, რო­გო­რი­ცაა ხორ­ბა­ლი და სი­მინ­დი. მშრა­ლი პე­რი­ო­დი აჭკნობს მო­სა­ვალს და აჭი­ა­ნუ­რებს თეს­ვას ევ­რო­პის ზო­გი­ერთ უმ­სხვი­ლეს მწარ­მო­ე­ბელ­ში, რაც საფრ­თხეს უქ­მნის საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტის შემ­დგომ ზრდას.

ევ­რო­პის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის EDO-ს უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, გვალ­ვის გაფრ­თხი­ლე­ბა უკვე ვრცელ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის 27 ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის მე­ო­თხედ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა სამ­ხრეთ­ში: ეს­პა­ნე­თის უმე­ტეს ნა­წილ­ში და პორ­ტუ­გა­ლი­ი­სა და იტა­ლი­ის ბევრ ნა­წილ­ში.

მეც­ნი­ე­რე­ბი დიდი ხა­ნია აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ პლა­ნე­ტის დათ­ბო­ბა არ­ღვევს კლი­მა­ტის ბა­ლანსს და იწ­ვევს ამინ­დის "რყე­ვებს" - წყალ­დი­დო­ბა, ქა­რიშ­ხა­ლი და ყინ­ვე­ბი სულ უფრო ხში­რია ზამ­თარ­ში, ხოლო ზა­ფხულ­ში გვალ­ვა და სი­ცხე.

ტყის ხან­ძრე­ბი მშრა­ლი და ცხე­ლი ამინ­დის კი­დევ ერთი და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გია, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას. ისი­ნი ანად­გუ­რე­ბენ სახ­ლებს, მინ­დვ­რებს, ტყე­ებს, გზებ­სა და ხი­დებს, ამ­ცი­რებს ეკო­ნო­მი­კურ ზრდას და ზრდის სათ­ბუ­რის გა­ზე­ბის გა­მო­ყო­ფას ატ­მოს­ფე­რო­ში.

ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბის გამო, 2100 წლის­თვის დე­და­მი­წის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მშრა­ლი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ დას­კვნა ვირ­ჯი­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

მათი მტკი­ცე­ბით, კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ 1880-იან წლებ­ში შექ­მნი­ლი კლი­მა­ტუ­რი რუ­კე­ბის გა­და­წე­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დღის წეს­რიგ­ში დად­გე­ბა.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
10

კაკულია. რასაც. იტყვვის. ისე. იქნება 

საჭირო სიმართლე!!!!!
21

ხან ისეა ხან ასეა დამნაშავე მანასეა. დედამიწის კლიმატს სჭირდება რეკორდების გაუმჯობესება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მსოფლიო ყველაზე ცხელი ზაფხულის მოლოდინში - "ასეთი პროგნოზი აქამდე არასდროს მინახავს"

მსოფლიო ყველაზე ცხელი ზაფხულის მოლოდინში - "ასეთი პროგნოზი აქამდე არასდროს მინახავს"

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ბოლო ხუთწლიანი პროგნოზი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, წინაზე უფრო პესიმისტური გამოვიდა. 98%-იანი ალბათობით, ის გვპირდება, რომ 2023-2027 წლებში საშუალო ტემპერატურა გასული ხუთი წლის მაჩვენებელზე მკვეთრად მაღალი იქნება და 2016 წლის რეკორდი - რეკორდულად ყველაზე ცხელი წელი - მოიხსნება.

Skynews-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს ამ თემაზე და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა ამჟამად ესპანეთში იგრძნობა, სადაც უახლოეს კვირებში შესაძლოა 40 გრადუსიც კი დაფიქსირდეს, ამ შემთხვევაში კი 2011 წლის რეკორდი - 37.4 გრადუსი მოიხსნება.

ისეთი სანაპირო ზონები, როგორიც არის, მაგალითად, გიბრალტარი, ნორმაზე 10 გრადუსით თბილი იქნება.

Euronews travel-ი წერს, რომ უჩვეულოდ თბილი იყო ევროპაში ზამთარიც. მაგალითად, ბილბაოში იანვარში 29 გრადუსიც კი დაფიქსირდა.

უთოვლობის გამო იძულებული გახდნენ თოვლის სპორტის მიმართულებები დაეხურათ საფრანგეთსა და შვეიცარიაში, რადგან მთის ფერდობებზე, ფაქტობრივად, თოვლი არ იდო.

ახალ წელს რეკორდულად მაღალი ტემპერატურით შეხვდნენ ჩეხეთი, დანია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია.

როგორც 2022 წელს, ეს ზამთარიც მცირე თოვლიანი და მშრალი აღმოჩნდა. არც მაშინ და არც ამჯერად წვიმა თითქმის არ იყო. ალპებში თოვლი ისტორიულ ნორმებს ჩამოცდა, რაც აუცილებლად გამოიწვევს გვალვას.

"ასეთი პროგნოზი აქამდე არასდროს მინახავს. არასოდეს“, - დაწერა NASA-ს კლიმატოლოგმა რაიან სტაუფერმა და დასძინა, რომ კლიმატის შედეგების იგნორირება შეუძლებელია.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">I have never seen a forecast like this. Ever. <a href="https://t.co/j2aFjayiGA">pic.twitter.com/j2aFjayiGA</a></p>&mdash; Ryan Stauffer (@ryans_wx) <a href="https://twitter.com/ryans_wx/status/1608676351585980417?ref_src=twsrc%5Etfw">December 30, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

გვალვის შედეგად გამოწვეულმა წყლის დაბალმა დონემ უარყოფითი გავლენა მოახდინა ტურიზმზე. მოქცევამ და ნალექის ნაკლებობამ ხელი შეუწყო ვენეციის არხების სიმშრალესაც.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა ერთი შეხედვით საგანგაშო არ არის და ის ყოველწლიურად გარკვეული პერიოდი ფიქსირდება, მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივმა პერიოდმა ეს ფენომენი ნამდვილ პრობლემად აქცია: გონდოლებით გასეირნება რიგ შემთხვევაში შეუძლებელი იყო და ტურისტები იძულებულნი გახდნენ, ადგილობრივების რჩევები გაეთვალისწინებინათ დაბალ წყლებში ნავიგაციისთვის.

Bloomberg-ი წერს, რომ ევროპისა და ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის ტემპერატურა ისტორიულ ნორმებს აჭარბებს, რაც საფრთხეს უქმნის მოსავალს და ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს.

კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მეცნიერები ხედავენ 60%-ზე მეტ ალბათობას, რომ ტემპერატურა ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში საშუალოზე მაღალი იქნება ივნისიდან აგვისტომდე.

არანორმალურად მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა, გაზარდოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე კონდიციონერებისთვის, ისევე, როგორც კომუნალური კომპანიები ცდილობენ მარაგების შევსებას ზამთრის წინ. რუსეთის ომმა უკრაინაში, გაზის ფასები ევროპაში რეკორდულად გაზარდა, რამაც ხელი შეუწყო ცხოვრების ხარჯების კრიზისს, რომელიც ამ დრომდე მთელს კონტინენტზე გრძელდება.

მუდმივი გვალვა კი საფრთხეს უქმნის ისეთი კულტურების წარმოებას, როგორიცაა ხორბალი და სიმინდი. მშრალი პერიოდი აჭკნობს მოსავალს და აჭიანურებს თესვას ევროპის ზოგიერთ უმსხვილეს მწარმოებელში, რაც საფრთხეს უქმნის საკვების დეფიციტის შემდგომ ზრდას.

ევროპის ობსერვატორიის EDO-ს უკანასკნელი მონაცემებით, გვალვის გაფრთხილება უკვე ვრცელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედზე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამხრეთში: ესპანეთის უმეტეს ნაწილში და პორტუგალიისა და იტალიის ბევრ ნაწილში.

მეცნიერები დიდი ხანია აფრთხილებდნენ, რომ პლანეტის დათბობა არღვევს კლიმატის ბალანსს და იწვევს ამინდის "რყევებს" - წყალდიდობა, ქარიშხალი და ყინვები სულ უფრო ხშირია ზამთარში, ხოლო ზაფხულში გვალვა და სიცხე.

ტყის ხანძრები მშრალი და ცხელი ამინდის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ისინი ანადგურებენ სახლებს, მინდვრებს, ტყეებს, გზებსა და ხიდებს, ამცირებს ეკონომიკურ ზრდას და ზრდის სათბურის გაზების გამოყოფას ატმოსფეროში.

ტემპერატურის გამუდმებული ცვალებადობის გამო, 2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება. ამის შესახებ დასკვნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს.

მათი მტკიცებით, კლიმატური ცვლილებები იმდენად სერიოზული იქნება, რომ 1880-იან წლებში შექმნილი კლიმატური რუკების გადაწერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგება.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი