"ფრენების განახლებაზე მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია ჩვენთვის შეშფოთების საგანია, ეს "მესიჯი" თქვენს ხელისუფლებას გადავეცი" - კოლომინა | Ambebi.GE
პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრენების განახლებაზე მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია ჩვენთვის შეშფოთების საგანია, ეს "მესიჯი" თქვენს ხელისუფლებას გადავეცი" - კოლომინა
"ფრენების განახლებაზე მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია ჩვენთვის შეშფოთების საგანია, ეს "მესიჯი" თქვენს ხელისუფლებას გადავეცი" - კოლომინა

რე­აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის ზო­გი­ერ­თი წევ­რის­გან, მთავ­რო­ბის წევ­რის­გან ვნა­ხეთ ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ­თვის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ხა­ვი­ერ კო­ლო­მი­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

კო­ლო­მი­ნას თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცა გზავ­ნი­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად, პარტნი­ო­რებს ეს­მით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოს­კო­ვის ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა უკ­რა­ი­ნას უნდა უჭერ­დეს მხარს. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა პრი­ო­რი­ტე­ტია და პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს ყვე­ლა პარტნი­ო­რის­თვის.

ამას­თან, კო­ლო­მი­ნას თქმით, რე­აქ­ცი­ე­ბი, რაც ნა­ხეს, ასე­ვე "გარ­კვე­ულ სივ­რცეს ქმნის რუ­სე­თის მიერ სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლის­თვის".

“სრუ­ლი­ად ერ­თგუ­ლი ვართ “ღია კა­რის” პო­ლი­ტი­კის და იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ბუ­ქა­რეს­ტში 2008 წელს მი­ვი­ღეთ. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი­ად ერ­თგუ­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სად­მი.

ამავდრო­უ­ლად, ვამ­ბობ­დით და მეც ბევ­რჯერ მით­ქვამს, რაც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ვი­კა­ვე რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რომ არის რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვე­ყა­ნამ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და ძლი­ე­რი შეშ­ფო­თე­ბა არ­სე­ბობს რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დო­ნეს­თან, რიტმთან, და ხან­და­ხან ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ეს “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნო­ნი იყო…

ფრე­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ მოს­კო­ვის ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თი რე­აქ­ცია, რომ­ლებ­საც ვკი­თხუ­ლობ­დით და ვხე­დავ­დით, ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნია ჩვენ­თვის. ეს "მე­სი­ჯი" თქვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ვე­ცი, რომ გვეს­მის, ეს მოს­კო­ვის ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, მაგ­რამ გვჯე­რა, რომ ახლა ყვე­ლა­ნი უკ­რა­ი­ნას უნდა ვუ­ჭერ­დეთ მხარს რამ­დე­ნა­დაც შეგ­ვიძ­ლია, რომ კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტია და გვჯე­რა, რომ ასეთ­მა რე­აქ­ცი­ებ­მა შე­საძ­ლოა ჩრდი­ლი მო­ფი­ნოს რუ­სე­თის მიერ სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლას.

ასე რომ, ძა­ლი­ან მკა­ფი­ო­ნი უნდა ვი­ყოთ, ყვე­ლა­ნი უკ­რა­ი­ნის გვერ­დით უნდა ვი­ყოთ და ამას ვე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს­გან და ყვე­ლა სხვა პარტნი­ო­რის­გან, და რე­აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვკი­თხუ­ლობ­დით, რა თქმა უნდა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ჩვენ­თვის, და ეს შეშ­ფო­თე­ბა თქვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ვე­ცით…

ჩვე­ნი პო­ზი­ცია შეშ­ფო­თე­ბის პო­ზი­ცი­აა. მოს­კო­ვის­გან ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მოგ­ვწონს, მაგ­რამ ეს ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. შეშ­ფო­თე­ბა უფრო რე­აქ­ცი­ებს ეხე­ბა, რომ­ლე­ბიც თქვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის ზო­გი­ერ­თი წევ­რის­გან, მთავ­რო­ბის წევ­რის­გან ვნა­ხეთ, ვი­ნა­ი­დან, კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტია, რომ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა გა­ვაგ­რძე­ლოთ, რაც პრი­ო­რი­ტე­ტია ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის და პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს ყვე­ლა ჩვე­ნი პარტნი­ო­რის­თვი­საც. მაგ­რამ ასე­ვე იმი­ტომ, რომ გარ­კვე­ულ სივ­რცეს ქმნის რუ­სე­თის მიერ სან­ქცი­ე­ბის­თვის პო­ტენ­ცი­უ­რი გვერ­დის ავ­ლის­თვის. თქვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით იმ სა­მუ­შა­ო­ზე, რო­მელ­საც აკე­თე­ბენ სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის არ­და­საშ­ვე­ბად, კარგ სა­მუ­შა­ოს აკე­თე­ბენ ბევრ ას­პექ­ტში, მაგ­რამ რე­აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვნა­ხეთ, რო­გორც მი­ნი­მუმ ჩრდილს აყე­ნებს იმ პო­ტენ­ცი­ალს, რომ რუ­სე­თი რა­ღაც სივ­რცეს იპო­ვის აქ, რათა სან­ქცი­ებს გვერ­დი აუ­ა­როს.

საკ­მა­ოდ მკა­ფი­ო­ნი ვი­ყა­ვით, რომ ეს არ უნდა მოხ­დეს და თქვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დეთ, რომ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს, რათა ეს არ და­უშ­ვას”, - გა­ნა­ცხა­და კო­ლო­მი­ნამ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

 რის რუსეთის საქართველოდან მომმარაგებელი ვართ , იმის ნახევარ პროცენტს ვერ ვქაჩავთ ჩვენი შესაძლებლობებით, რაც რუსეთს სჭირდება და ჩვენს კავკასიურ მოთხოვნილებას ვერ ავუდივართ? სამასი სახმელეთო და მაგდენი საზღვაო შესასვლელი აქვს რუსეთს 5 ოკეანესა და რვა ზღვაზე ტუტუცო, სამდინაროც ბელამორკანალიდან ვოლგადონამდე ოლია ასტრახანით ანზალი კარაჩიმდე გაცხოველებული მიმოსვლაა, ვის და რას ადარებთ, ფოთსა და ლარსს ? სამი ათასი მეტრის სიმაღეზეა ლარსი ზღვის დონიდან და ექვსი თვე ზამთარია, მარტო დღის შუქზე მუშაობს და მაგ დროს 400 ტონას ატარებს, სულ ოთხას ტონას, რუსეთს ჭირდება დღეში 5- 6 მილიონი ტონა, ანუ ჩვენი ფოთის წლიური მოცულობა ერთ დღეში?!

ნინი
0

ესენი უკვე ქცევებსაც გვიკონტროლებენ? "დემოკრატიის" საუკეთესო მაგალითს გვაძლევთ ბატონო, ყოჩაღ ეგრე გააგრძელეთ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ფრენების განახლებაზე მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია ჩვენთვის შეშფოთების საგანია, ეს "მესიჯი" თქვენს ხელისუფლებას გადავეცი" - კოლომინა

"ფრენების განახლებაზე მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია ჩვენთვის შეშფოთების საგანია, ეს "მესიჯი" თქვენს ხელისუფლებას გადავეცი" - კოლომინა

რეაქციები, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენთვის შემაშფოთებელია. შესაბამისი განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კოლომინას თქმით, ხელისუფლებას გადასცა გზავნილი, რომლის თანახმად, პარტნიორებს ესმით, რომ აღნიშნული მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ახლა ყველა უკრაინას უნდა უჭერდეს მხარს. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა პრიორიტეტია და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა პარტნიორისთვის.

ამასთან, კოლომინას თქმით, რეაქციები, რაც ნახეს, ასევე "გარკვეულ სივრცეს ქმნის რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის".

“სრულიად ერთგული ვართ “ღია კარის” პოლიტიკის და იმ გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ბუქარესტში 2008 წელს მივიღეთ. შესაბამისად, სრულიად ერთგული ვართ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

ამავდროულად, ვამბობდით და მეც ბევრჯერ მითქვამს, რაც ეს თანამდებობა დავიკავე რამდენიმე წლის წინ, რომ არის რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს და ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან, და ხანდახან შინაარსთან დაკავშირებით, როგორც ეს “უცხოური აგენტების” კანონი იყო…

ფრენების განახლების შესახებ მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია, რომლებსაც ვკითხულობდით და ვხედავდით, ასევე შეშფოთების საგანია ჩვენთვის. ეს "მესიჯი" თქვენ ხელისუფლებას გადავეცი, რომ გვესმის, ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გვჯერა, რომ ახლა ყველანი უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს რამდენადაც შეგვიძლია, რომ კრიტიკული მომენტია და გვჯერა, რომ ასეთმა რეაქციებმა შესაძლოა ჩრდილი მოფინოს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.

ასე რომ, ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ, ყველანი უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ და ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან, და რეაქციები, რომლებსაც ვკითხულობდით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის, და ეს შეშფოთება თქვენ ხელისუფლებას გადავეცით…

ჩვენი პოზიცია შეშფოთების პოზიციაა. მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ, ვინაიდან, კრიტიკული მომენტია, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ, რაც პრიორიტეტია ყველა ჩვენგანისთვის და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ გარკვეულ სივრცეს ქმნის რუსეთის მიერ სანქციებისთვის პოტენციური გვერდის ავლისთვის. თქვენ ხელისუფლებას ველაპარაკებოდით იმ სამუშაოზე, რომელსაც აკეთებენ სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად, კარგ სამუშაოს აკეთებენ ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, როგორც მინიმუმ ჩრდილს აყენებს იმ პოტენციალს, რომ რუსეთი რაღაც სივრცეს იპოვის აქ, რათა სანქციებს გვერდი აუაროს.

საკმაოდ მკაფიონი ვიყავით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და თქვენ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა ეს არ დაუშვას”, - განაცხადა კოლომინამ.