მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგონები გამჭირვალე შარფით დადიან ქალაქში, ამას ვერ ავიტანთ" - აფხაზები ამბობენ, რომ "არასათანადოდ ჩაცმის" პრობლემა ძირითადად რუსებს აქვთ: შეფასებები ე.წ. ჩაცმის კანონპროექტზე
"გოგონები გამჭირვალე შარფით დადიან ქალაქში, ამას ვერ ავიტანთ" - აფხაზები ამბობენ, რომ "არასათანადოდ ჩაცმის" პრობლემა ძირითადად რუსებს აქვთ: შეფასებები ე.წ. ჩაცმის კანონპროექტზე

აფხა­ზე­თის სტუმ­რე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში შე­უ­სა­ბა­მოდ ჩაც­მის აკ­რძალ­ვა - ამ ში­ნა­არ­სის კა­ნონპ­რო­ექ­ტი აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბად უნდა შე­ი­ტა­ნონ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის შემ­დეგ კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თონ პარ­ლა­მენტს და აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი შემ­დეგ სე­სი­ა­ზე მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ი­ღონ...

  • ად­გი­ლობ­რი­ვის თქმით, წლე­ბია რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ეს პრობ­ლე­მა აქვთ, ისი­ნი არ იცა­ვენ ზღვარს, არ აინ­ტე­რე­სებთ ად­გი­ლობ­რი­ვი ადა­თი და ტრა­დი­ცია, შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში კი, შე­ტე­ვა­ზე გად­მო­დი­ან, შემ­დეგ კი მათ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­შიშ ვე­ლუ­რე­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტი ას­ტა­მურ ფა­ჩუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ტუ­რის­ტებს ხში­რად ავი­წყდე­ბათ, სად არი­ან, ავი­წყდე­ბათ ზრდი­ლო­ბა და სხვი­სი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა.

"ბო­ლოს და ბო­ლოს ისი­ნი, კავ­კა­სი­ა­ში არი­ან. არ­სე­ბობს ეთი­კა და ზრდი­ლო­ბა. შე­ვახ­სე­ნოთ მათ სად შე­იძ­ლე­ბა ტრუ­სე­ბით სი­ა­რუ­ლი და არ უნდა და­ა­ვი­წყდეთ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გრძნო­ბე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსგავ­სი ქცე­ვე­ბი მხო­ლოდ აფხა­ზეთ­ში კი არა, მთელ კავ­კა­სი­ა­შია მი­უ­ღე­ბე­ლია და არა მგო­ნია, მოს­კო­ვის ან სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ცენ­ტრში სე­ირ­ნო­ბა შორ­ტებ­ში ან სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და­დე­ბი­თად მი­ი­ღონ.

ყვე­ლა­ფე­რი გე­ნი­ა­ლუ­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­სა და ტრუ­სებ­ში სი­ა­რუ­ლი მი­ღე­ბუ­ლია სა­ნა­პი­რო­ზე, შე­უძ­ლი­ათ ასე შე­მო­სი­ლებ­მა ზღვა­ში შე­ცუ­რონ და მორ­ჩა. ის, რომ აფხა­ზეთ­ში ზღვაა, არ ნიშ­ნავს, რომ მათ მთელ ქა­ლაქ­ში შიშ­ვლებს შე­უძ­ლი­ათ სი­ა­რუ­ლი. ეს ადა­მი­ა­ნის ზრდი­ლო­ბაა, თუმ­ცა, ზოგს ჰგო­ნია, რომ ჩა­მო­ვი­და და­სას­ვე­ნებ­ლად და ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია, მე ვარ აქ ღმერ­თი და მეფე, არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ზოგს ჰგო­ნია, რომ ჩვენ მათი ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოხ­დო­მა უნდა მი­ვი­ღოთ, რად­გან აქ ყოფ­ნა­ში ფული გა­და­ი­ხა­დეს. მო­გი­წო­დებთ, ყვე­ლა ასეთ გა­მოხ­დო­მა­ზე ჯა­რი­მა იყოს, ყვე­ლა იმ ტუ­რისტს, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი­თა და ტრუ­სით გა­ივ­ლის, ფი­ნან­სუ­რი სან­ქცია და­ე­კის­როს" - წერს ფა­ჩუ­ლია.

აქ­ტი­ვისტს უამ­რა­ვი მომ­ხრე და ბევ­რად ცოტა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აღ­მო­აჩ­ნდა. ისი­ნი, ვინც სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის­თვის ტუ­რის­ტის და­ჯა­რი­მე­ბას არ ემ­ხრო­ბი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­სა და რე­გი­ონ­ში, სა­დაც ზღვაა, სე­ზონ­ზე ტუ­რის­ტებს თა­ვი­სუფ­ლად გა­დად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ და თუ ამას აუკ­რძა­ლავ, არც "ვე­ლურ მა­ი­მუ­ნე­ბად მოხ­სე­ნი­ე­ბა უნდა გე­წყი­ნოს".

"ერთი რამ და­ვი­ნა­ხე - აქ ვი­ღა­ცე­ბი ევ­რო­პას ეტ­რფი­ან, ოღონდ მე-12 სა­უ­კუ­ნის კავ­კა­სი­უ­რი მენ­ტა­ლო­ბით. მე 26 წლის ვარ და საბ­ჭო­თა წლებ­ში არ მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ ფო­ტო­ებს ვნა­ხუ­ლობ, სა­დაც ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში არი­ან... ასე­თი ამაზ­რზე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ ქუ­ჩა­ში მოკ­ლე შორ­ტი­ან­მა გოგო-ბი­ჭებ­მა არ უნდა ია­რონ, მო­ი­ტანს 90-იანი წლებს" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ელ­დარ აიბა.

აკ­რძალ­ვის მომ­ხრე­ებ­მა, მათ უპა­სუ­ხეს, რომ ბარ­სე­ლო­ნა­შიც კი, სა­ნა­პი­რო­დან სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, ფი­ნან­სუ­რი ჯა­რი­მაა, თუმ­ცა პა­ტა­რა აფხა­ზეთ­ში, მათ გვერ­დით არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბი, ვინც ფუ­ლის გამო ყვე­ლა­ფერს აი­ტა­ნენ და ამას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბი­თა და პროგ­რე­სუ­ლო­ბით ფუ­თა­ვენ...

"საბ­ჭო­თა წლებ­ში იმა­ზე ბევ­რად მეტი ტუ­რის­ტი ჩა­მო­დი­ო­და აფხა­ზეთ­ში, მხო­ლოდ რუ­სე­თი­დან კი არა, მთე­ლი საბ­ჭო­ე­თი­დან. ალ­ბათ ათ­ჯერ მეტი დამ­სვე­ნე­ბე­ლი გვყავ­და, ვიდ­რე ახლა, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში შიშ­ვე­ლი არა­ვინ და­დი­ო­და. ახ­ლან­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იმ პე­რი­ოდს ლან­ძღა­ვენ, მაგ­რამ მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რად სწო­რად იყ­ვნენ აღ­ზრდი­ლი და შეგ­ნე­ბაც ჰქონ­დათ. ახლა გო­გო­ნებს რა­ღაც გამ­ჭირ­ვა­ლე შარ­ფი აქვთ შე­მოხ­ვე­უ­ლი და ისე და­დი­ან ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში. ჩვენ შვი­ლე­ბი გვეზ­რდე­ბა და ამას ვერ ავი­ტანთ" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ტა­ტი­ა­ნა სმი­რი.

"მეც უამ­რავს ვე­ჩხუ­ბე და ვა­ი­ძუ­ლე ჩა­ეც­ვათ... დიდი ხნის წინ უნდა შე­მო­ე­ღოთ ეს აკ­რძალ­ვა, მაგ­რამ კარ­გია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ი­ღეს. ზოგ­ჯერ რთუ­ლი გა­სარ­ჩე­ვია, ად­გი­ლობ­რი­ვი გო­გო­ნე­ბი არი­ან თუ ჩა­მო­სუ­ლე­ბი. არა­და, რუ­სეთ­ში, სწო­რედ ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში ამ სა­კითხს ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბი­ან, არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს შორ­ტე­ბი­თა და ში­ლი­ფად ჩაც­მუ­ლებს არ უშ­ვე­ბენ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვაა და ჯა­რი­მას ახ­დე­ვი­ნე­ბენ" - მი­აჩ­ნია ალი­კა გვა­რა­მი­ას.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))
2

როდის იყო,შარფს კანონი აკავებდა:))) 

...
3

ხოო ეგრეა, ჩაცმაა თქვენი პრობლემა, სხვა ყველაფერი მოგვარებული გაქვთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"გოგონები გამჭირვალე შარფით დადიან ქალაქში, ამას ვერ ავიტანთ" - აფხაზები ამბობენ, რომ "არასათანადოდ ჩაცმის" პრობლემა ძირითადად რუსებს აქვთ: შეფასებები ე.წ. ჩაცმის კანონპროექტზე

"გოგონები გამჭირვალე შარფით დადიან ქალაქში, ამას ვერ ავიტანთ" - აფხაზები ამბობენ, რომ "არასათანადოდ ჩაცმის" პრობლემა ძირითადად რუსებს აქვთ: შეფასებები ე.წ. ჩაცმის კანონპროექტზე

აფხაზეთის სტუმრებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუსაბამოდ ჩაცმის აკრძალვა - ამ შინაარსის კანონპროექტი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებად უნდა შეიტანონ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კანონპროექტის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციით მიმართონ პარლამენტს და აღნიშნული კანონპროექტი შემდეგ სესიაზე მეორე მოსმენით მიიღონ...

  • ადგილობრივის თქმით, წლებია რუსეთის მოქალაქეებთან ეს პრობლემა აქვთ, ისინი არ იცავენ ზღვარს, არ აინტერესებთ ადგილობრივი ადათი და ტრადიცია, შენიშვნის მიცემის შემთხვევაში კი, შეტევაზე გადმოდიან, შემდეგ კი მათ სოციალურ ქსელებში საშიშ ველურებად მოიხსენიებენ.

ადგილობრივი აქტივისტი ასტამურ ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტურისტებს ხშირად ავიწყდებათ, სად არიან, ავიწყდებათ ზრდილობა და სხვისი აზრის პატივისცემა.

"ბოლოს და ბოლოს ისინი, კავკასიაში არიან. არსებობს ეთიკა და ზრდილობა. შევახსენოთ მათ სად შეიძლება ტრუსებით სიარული და არ უნდა დაავიწყდეთ გარშემომყოფებისა და ადგილობრივების გრძნობები.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ქცევები მხოლოდ აფხაზეთში კი არა, მთელ კავკასიაშია მიუღებელია და არა მგონია, მოსკოვის ან სანქტ-პეტერბურგის ცენტრში სეირნობა შორტებში ან საცურაო კოსტიუმში ადგილობრივებმა დადებითად მიიღონ.

ყველაფერი გენიალური ძალიან მარტივია - საცურაო კოსტიუმსა და ტრუსებში სიარული მიღებულია სანაპიროზე, შეუძლიათ ასე შემოსილებმა ზღვაში შეცურონ და მორჩა. ის, რომ აფხაზეთში ზღვაა, არ ნიშნავს, რომ მათ მთელ ქალაქში შიშვლებს შეუძლიათ სიარული. ეს ადამიანის ზრდილობაა, თუმცა, ზოგს ჰგონია, რომ ჩამოვიდა დასასვენებლად და ყველაფერი შემიძლია, მე ვარ აქ ღმერთი და მეფე, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ მათი ნებისმიერი გამოხდომა უნდა მივიღოთ, რადგან აქ ყოფნაში ფული გადაიხადეს. მოგიწოდებთ, ყველა ასეთ გამოხდომაზე ჯარიმა იყოს, ყველა იმ ტურისტს, რომელიც ქალაქში საცურაო კოსტიუმითა და ტრუსით გაივლის, ფინანსური სანქცია დაეკისროს" - წერს ფაჩულია.

აქტივისტს უამრავი მომხრე და ბევრად ცოტა მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა. ისინი, ვინც საცურაო კოსტიუმით ქუჩაში გამოსვლისთვის ტურისტის დაჯარიმებას არ ემხრობიან, ამბობენ, რომ ყველა იმ ქვეყანასა და რეგიონში, სადაც ზღვაა, სეზონზე ტურისტებს თავისუფლად გადადგილება შეუძლიათ და თუ ამას აუკრძალავ, არც "ველურ მაიმუნებად მოხსენიება უნდა გეწყინოს".

"ერთი რამ დავინახე - აქ ვიღაცები ევროპას ეტრფიან, ოღონდ მე-12 საუკუნის კავკასიური მენტალობით. მე 26 წლის ვარ და საბჭოთა წლებში არ მიცხოვრია, მაგრამ ფოტოებს ვნახულობ, სადაც ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავები საცურაო კოსტიუმში არიან... ასეთი ამაზრზენი შეხედულება, რომ ქუჩაში მოკლე შორტიანმა გოგო-ბიჭებმა არ უნდა იარონ, მოიტანს 90-იანი წლებს" - წერს ადგილობრივი ელდარ აიბა.

აკრძალვის მომხრეებმა, მათ უპასუხეს, რომ ბარსელონაშიც კი, სანაპიროდან საცურაო კოსტიუმით გასვლის შემთხვევაში, ფინანსური ჯარიმაა, თუმცა პატარა აფხაზეთში, მათ გვერდით არსებობენ ისეთები, ვინც ფულის გამო ყველაფერს აიტანენ და ამას თანამედროვეობითა და პროგრესულობით ფუთავენ...

"საბჭოთა წლებში იმაზე ბევრად მეტი ტურისტი ჩამოდიოდა აფხაზეთში, მხოლოდ რუსეთიდან კი არა, მთელი საბჭოეთიდან. ალბათ ათჯერ მეტი დამსვენებელი გვყავდა, ვიდრე ახლა, მაგრამ ქუჩაში შიშველი არავინ დადიოდა. ახლანდელი ახალგაზრდები იმ პერიოდს ლანძღავენ, მაგრამ მაშინ ადამიანები ბევრად სწორად იყვნენ აღზრდილი და შეგნებაც ჰქონდათ. ახლა გოგონებს რაღაც გამჭირვალე შარფი აქვთ შემოხვეული და ისე დადიან ქალაქის ქუჩებში. ჩვენ შვილები გვეზრდება და ამას ვერ ავიტანთ" - წერს ადგილობრივი ტატიანა სმირი.

"მეც უამრავს ვეჩხუბე და ვაიძულე ჩაეცვათ... დიდი ხნის წინ უნდა შემოეღოთ ეს აკრძალვა, მაგრამ კარგია, რომ ეს გადაწყვეტილებაა მიიღეს. ზოგჯერ რთული გასარჩევია, ადგილობრივი გოგონები არიან თუ ჩამოსულები. არადა, რუსეთში, სწორედ ზღვისპირა ქალაქებში ამ საკითხს ძალზე სერიოზულად ეკიდებიან, არის ადგილები, სადაც ადამიანებს შორტებითა და შილიფად ჩაცმულებს არ უშვებენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმას ახდევინებენ" - მიაჩნია ალიკა გვარამიას.