სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემზე ამბობდა, მე არაფერი მისწავლებია, ერთ დღესაც ლოტბარად მომევლინაო“ - როგორ აგრძელებენ ჯემალ ჭკუასელის შვილები მამის გზას და მზადება დიდი შოუსთვის
"ჩემზე ამბობდა, მე არაფერი მისწავლებია, ერთ დღესაც ლოტბარად მომევლინაო“ - როგორ აგრძელებენ ჯემალ ჭკუასელის შვილები მამის გზას და მზადება დიდი შოუსთვის

სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლი „ერი­სი­ო­ნი“ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის თბი­ლის­ში ორ კონ­ცერტს, 20-21 მა­ისს ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კო­ნერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­მარ­თავს. ან­სამ­ბლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გა­ახ­ლე­ბუ­ლი შოუ-პროგ­რა­მით - „ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რი“, წარ­სდგე­ბა.

„ამ­ბე­ბი.გე“ შერ­მან­დი ჭკუ­ა­სელს, ან­სამ­ბლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს ესა­უბ­რა, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც მა­მის, ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლის საქ­მე­ე­ბი ჯერ კი­დევ მის სი­ცო­ცხლე­ში გა­და­ი­ბა­რა და დიდი შე­მარ­თე­ბით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უძღვე­ბა.

ბა­ტო­ნი შერ­მან­დი გვე­სა­უბ­რა ან­სამ­ბლის მიერ გან­ვლილ გზა­ზე, მა­მა­ზე, მის დიდ წი­ნა­პარ­ზე და „ერი­სი­ო­ნის“ გეგ­მებ­ზე.

_ რა თქმა უნდა, ახლა მა­მა­ჩე­მის სული ზე­ი­მობს, რად­გან მისი საქ­მე გრძელ­დე­ბა, ეს მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო... ან­სამ­ბლი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე 20 და 21 მა­ისს ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე წარ­სად­გე­ნად ემ­ზა­დე­ბა და ამის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ზა­დი­სი მი­დის. მისი შვი­ლე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აქ­ტი­უ­რად ვზრუ­ნავთ ამა­ზე...

მამა ჩემ­ზე ღი­მი­ლით ამ­ბობ­და ხოლ­მე, - „მე არა­ფე­რი მის­წავ­ლე­ბია, ერთ დღე­საც ლოტ­ბა­რად მო­მევ­ლი­ნა“-ო. შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც ასე სპე­ცი­ა­ლუ­რად რა­ღა­ცე­ბი არ უს­წავ­ლე­ბია, მაგ­რამ მის მა­გა­ლი­თებ­ზე ვიზ­რდე­ბო­დი. ამა­ზე მეტი სწავ­ლა რა­ღაა... სულ ვამ­ბობ, რომ მამა ჩემ­თვის არა მარ­ტო მშო­ბე­ლი და მამა იყო, მას­წავ­ლე­ბე­ლიც გახ­ლდათ, ვის­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი ვის­წავ­ლე, რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფე­რი მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. კი, მის­გან ვის­წავ­ლე ცხოვ­რე­ბაც, ადა­მი­ა­ნო­ბაც, პრო­ფე­სი­აც, თუნ­დაც სიმ­ღე­რის შეს­წავ­ლის მა­ნე­რა.

ცხა­დია, მა­გა­ლითს იღებ და იქვე ხვდე­ბი, რომ ეს არის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი. მა­მაა, მაგ­რამ ხე­დავ, რომ ამ დარ­გის ძლი­ე­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია...მას თა­ვი­სი სტი­ლი ჰქონ­და, რო­გორ უნდა ემ­ღე­რა, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. ხში­რად ამ­ბობ­და, რომ არ მინ­და ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ჰგავ­დეს და ვერ გა­არ­ჩი­ოო, რო­მე­ლი ან­სამ­ბლი მღე­რის, თი­თო­ე­ულს თა­ვის ხელ­წე­რა უნდა ჰქონ­დე­სო.

_ მაგ­რამ ეს ხომ უკვე ლოტ­ბარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

_ დიახ, ასეა... მან თა­ვის ცხოვ­რე­ბით მას­წავ­ლა ყვე­ლა­ფე­რი და ჩემ­თვის გარ­და სიმ­ღე­რი­სა, ბევ­რი რა­მის მა­გა­ლი­თია - კა­ცო­ბის, ვაჟ­კა­ცო­ბის, კარ­გი ბი­ჭო­ბის... ცოტა ფი­ცხი კაცი იყო, თუმ­ცა უსა­ზღვროდ მო­სიყ­ვა­რუ­ლე. შეც­დო­მას არ გა­პა­ტი­ებ­და. სამ­სა­ხურ­ში მის­თვის შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი, ბი­ძაშ­ვი­ლი და ძმა - ყვე­ლა ერთი იყო. პირ­ველ რიგ­ში ჩვენ დაგ­ვსჯი­და, თან, სა­მა­გა­ლი­თოდ, ვინ­მეს რამე რომ არ ეთ­ქვა. შენც ან­სამ­ბლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წევ­რი ხარ, რო­გორც სხვა და არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვიო.

_ მან თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში შვი­ლებს და ოჯახს გად­მო­გა­ბა­რათ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. „ერი­სი­ო­ნის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ხართ. რას ნიშ­ნავს ეს თქვენ­თვის?

_ ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ტვირ­თია. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი დი­დე­ბუ­ლი ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის, ფოლკ­ლო­რი­სა და მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის წი­ნა­შე. ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სიმ­დიდ­რეა, იშ­ვი­ა­თი და გა­ნუ­ზო­მე­ლია მისი ფასი. ეს ხომ ქარ­თვე­ლი კა­ცის სუ­ლის გა­მო­ძა­ხი­ლია. სა­ო­ცა­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა თი­თო­ე­ულ კუ­თხე­შიც კი - სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მღე­რი­ან.

ან­სამ­ბლ „ერი­სი­ო­ნის“ სა­ხით მა­მამ მძი­მე და ამა­ვე დროს სა­სი­ხა­რუ­ლო ტვირ­თი და­მი­ტო­ვა. ალ­ბათ მისი სული ხე­დავს ყვე­ლა­ფერს, რომ მის ნაღ­ვა­წ­სა და ნაშ­რომს ასე ვუფრ­თხილ­დე­ბით და წინ მივ­დი­ვართ.

_ რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ?

_ რთუ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­ტო რომ რჩე­ბი, ათა­სი რამ გახ­სენ­დე­ბა და წარ­მო­გიდ­გე­ბა თვალ­წინ... რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, თა­ვის მე­გობ­რებ­თან დავ­ყავ­დი. IX-X კლა­სე­ლი თა­ვის მე­გობ­რებ­თან სუფ­რა­ზე მივ­ყავ­დი, მეც მამ­ღე­რებ­დნენ. მათ ურ­თი­ერ­თო­ბას, სიმ­ღე­რას, ხუმ­რო­ბას ხში­რად ვუ­ყუ­რებ­დი, - სუფ­რას კი ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნე­ბი ზაურ ბოლ­ქვა­ძე, მი­ში­კო შენ­გე­ლია, მე­რაბ გამ­ყრე­ლი­ძე, დათო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ჯანო კა­ხი­ძე უს­ხდნენ. მათ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ა­მა­ყო იყო, იყო იუ­მო­რი, სიმ­ღე­რა, ლექ­სი.

ფილ­მის­თვის „გა­მო­ა­ღეთ ფან­ჯრე­ბი“ სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რეთ. მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­ვათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს, შე­მა­ქეს და რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მი­ხარ­და. კარ­გი ბიჭი გყავ­სო - მა­მას უთხრეს, ცხა­დია, სა­სი­ხა­რუ­ლო იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი და კი­დევ ბევ­რი სხვა­დას­ხვა ეპი­ზო­დი ახლა რომ გახ­სენ­დე­ბა, სევ­დაც და სი­ა­მა­ყეც ერ­თად მი­პყრობს. ბოლო წლებ­ში მა­მამ ან­სამ­ბლი ჩა­მა­ბა­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად მენ­დო, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე არც კი შე­მო­დი­ო­და, ვიცი, გა­არ­თმევთ თავ­სო.

_ ან­სამ­ბლში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მღე­რო­დით და ლოტ­ბა­რიც იყა­ვით...

_ დიახ, სა­ნამ თბი­ლის­ში გად­მო­ვი­დო­დი ჯერ კი­დევ ქუ­თა­ი­სის ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი. 1979 წლის ბო­ლოს მამა ქუ­თა­ი­სის სიმ­ღე­რის და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნეს. კარ­გი გუნ­დი შეკ­რა. იმ ან­სამ­ბლის სრულ­ყო­ფა­შიც სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მე­გობ­რე­ბიც გვერ­დში ედგნენ და მხარს უჭერ­დნენ. ბა­ტონ ჯე­მალს თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში და წრე­ში ჰყავ­და მე­გობ­რე­ბი, ან­სამ­ბლის საქ­მე­ებ­ში ყო­ველ­თვის ხელს უწყობ­დნენ...

იქ რომ წა­მიყ­ვა­ნა, 22 წლის ვი­ყა­ვი. პო­ლი­ტექ­ნი­კურ­ში „გე­ო­ლო­გი­ურ­ზე“ ნავ­თო­ბის და გა­ზის ჭა­ბურ­ღი­ლებ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და ჯარ­შიც მო­მი­წია წას­ვლა.. მერე ქუ­თა­ის­ში ვო­კა­ლის გან­ხრით მუ­სი­კა­ლურ ტექ­ნი­კუმ­ში ჩა­ვა­ბა­რე. 2 წელი ვის­წავ­ლე, მაგ­რამ მა­ესტრო ჟორა ლომ­თა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე... მამა თბი­ლის­ში რომ გად­მო­ვი­და, ქუ­თა­ი­სის ან­სამ­ბლში ლოტ­ბა­რად დამ­ტო­ვა, სა­დაც 1991 წლამ­დე ვი­ყა­ვი...

ქუ­თა­ი­სის ან­სამ­ბლშიც ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი იყო, შვი­ლებს სულ იმას გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ, არა­ვის­გან გა­მო­ირ­ჩე­ვით და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი არ ხარ­თო. არც მე მი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ რად­გან მამა იყო ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვინ­მე­ზე მეტი ვი­ყა­ვი... მოკ­ლედ, ეს ან­სამ­ბლი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, მეტი სამ­სა­ხუ­რი მე არ მქო­ნია. ვი­ყა­ვი მომ­ღე­რა­ლი, ლოტ­ბა­რი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლამ­დე მო­ვე­დი.

_ მა­მა­ზე სა­უბ­რობთ და ცნო­ბი­ლია, რომ ბა­ბუა, ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლის მა­მაც მომ­ღე­რა­ლი იყო, ვისი სა­ხე­ლიც გქვი­ათ...

_ კი, დიდი შერ­მან­დი ჭკუ­ა­სე­ლი იყო ჩემი ბა­ბუა. მისი მო­სა­ხე­ლე ვარ, რომ და­ვი­ბა­დე, მა­მა­ჩემს უთ­ქვამს, შერ­მან­დი და­ვარ­ქვი­თო, - „ბიჭო, პა­ტა­რა ხანს ნუ დო­უ­ძა­ხებთ, იქ­ნე­ბა თლა შერ­მან­დი არ გა­მო­ვი­დეს, ჯერ სხვა სა­ხე­ლი და­უ­ძა­ხე­თო“... ბა­ბუ­აც მას­წავ­ლი­და რა­ღა­ცებს. სა­ა­ხალ­წლოდ მას­თან რომ ჩავ­დი­ო­დი, ღუ­მელ­თან ჯდო­მა მიყ­ვარ­და. მახ­სოვს, რიტმს მი­მოწ­მებ­და - ძვე­ლე­ბურ ძა­ფის კოჭს აი­ღებ­და და ხის ოთხფე­ხა სკამ­ზე და­ა­კა­კუ­ნებ­და. აბა, ბაბუ, გა­ი­მე­ო­რეო, რომ გა­ვი­მე­ო­რებ­დი, და­ვა­ლე­ბას კი­დეც გა­არ­თუ­ლებ­და. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი კაცი იყო და მის­გა­ნაც ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. სო­ფელ­ში ჭკუ­ას ეკი­თხე­ბოდ­ნენ, მას­თან სა­უ­ბა­რი ბევ­რს უყ­ვარ­და. სა­ო­ცა­რი და­რი­გე­ბა იცო­და. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი იყო. ვარ­ლამ სი­მო­ნიშ­ვი­ლის მო­წა­ფე გახ­ლდათ. გე­ნი­ო­სი მომ­ღერ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ცხოვ­რობ­და.

_ იმ კაშ­კა­შა წლებს რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით, რო­დე­საც „ქარ­თულ­მა ლე­გენ­დამ“ მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა...

_ იმ პრო­ექ­ტში ძა­ლი­ან დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. ბა­ტო­ნებ­მა, ჯე­მალ ჭკუ­ა­სელ­მა და რე­ვაზ ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ - ორმა უდი­დეს­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა, რო­მელ­თაც სა­ო­ცა­რი ხედ­ვე­ბი ჰქონ­დათ, დად­გმე­ბი და სხარ­ტი აზ­როვ­ნე­ბა, უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია ჩა­დეს ამ საქ­მე­ში. 1986 წლი­დან მთე­ლი 15 წელი მო­ან­დო­მეს იმას, რომ ასეთ შე­დე­გი გვქო­ნო­და. პირ­ვე­ლი ამე­რი­კის გას­ტრო­ლი 2000 წელს გვქონ­და და ეს იყო „ლე­გენ­და თა­მარ­ზე“. მერე კი უკვე „ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და“ რა­მაც მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა.

ამ წარ­მა­ტე­ბას წინ მძი­მე წლე­ბი უძღო­და, თა­ო­ბის ცვლა, 90-იანი წლე­ბი, ეკო­ნო­მი­უ­რი გა­ჭირ­ვე­ბა, უხელ­ფა­სო­ბა. ამე­რი­კე­ლე­ბი და ფრან­გე­ბი კი იმ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი გა­დამ­რჩე­ნე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ყვე­ლა­ფე­რი კი იმან გა­და­წყვი­ტა, რომ ამე­რი­კე­ლი პრო­დი­უ­სე­რი ჯიმ ლო ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბით მო­ი­ხიბ­ლა და ამ სა­ო­ცარ­მა მონ­დო­მე­ბამ ერ­თობ­ლი­ვად ფუ­რო­რი გა­მო­იწ­ვია. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქა­რუ­ლი ცეკ­ვა-სიმ­ღე­რა სა­უ­ცხოო გა­ნა­თე­ბე­ბი­თა და გახ­მო­ვა­ნე­ბით შე­ფუ­თეს და მსოფ­ლი­ოს ვაჩ­ვე­ნეთ.ის წლე­ბი ქარ­თუ­ლი სუ­ლის გა­მარ­ჯვე­ბა და ზე­ი­მი გახ­ლდათ. სა­ქარ­თვე­ლო გა­იც­ნო მსოფ­ლი­ომ. ყვე­ლას­თვის და­უ­ვი­წყა­რია ის დღე­ე­ბი, როცა პა­რიზ­ში, კონ­გრე­სე­ბის უზარ­მა­ზარ, პრეს­ტი­ჟულ, ულა­მა­ზეს დარ­ბა­ზებ­ში ხალ­ხი ფეხ­ზე დამ­დგა­რი 15 წუთი ტაშს გვიკ­რავ­და.

_ ან­სამ­ბლის დღე­ვან­დელ საქ­მი­ა­ნო­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ...

_ რო­გორ ვმუ­შა­ობთ, ეს უფრო სხვე­ბის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია, მაგ­რამ მგო­ნი, რო­გორც გი­თხა­რით, მა­მის შემ­დეგ საქ­მეს ცუ­დად არ ვუ­ძღვე­ბით. თვი­თონ მო­ეს­წრო იმას, რომ მის გა­რე­შე რა­მო­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ. კმა­ყო­ფი­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო. ვეც­დე­ბით, რომ თა­მა­სა ქვე­ვით არ დავ­წი­ოთ, პი­რი­ქით, ზე­ვით და ზე­ვით უნდა ვი­ა­როთ. რო­გორც გი­თხა­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლია და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო. ამა­ვე დროს, სა­ა­მა­ყოა და გი­ხა­რია, რომ მა­მის და­ნა­ტო­ვარს ავი­თა­რებ და სურ­ვი­ლი გაქვს, საქ­მე წინ წა­იყ­ვა­ნო.

_ მი­უ­ხე­და­ვად ან­სამ­ბლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, „ერი­სი­ონს“ დღემ­დე არ ჰქონ­და სა­კუ­თი შე­ნო­ბა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზე­ბი...

_ კი, ასე იყო, მაგ­რამ ახლა უკვე გვაქვს. ე.წ. „მე­დი­კე­ბის“ სახ­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ გად­მოგ­ვე­ცა, სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ითხოვ­და. კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის აქ­ტი­უ­რი გვერ­დში დგო­მით ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით გა­და­წყდა. სა­ო­ცა­რი შე­ნო­ბა იქ­ნე­ბა. მისი ჩვენ­თვის გად­მო­ცე­მა ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლის სი­ცო­ცხლე­ში მოხ­და... მად­ლო­ბა მინ­და, ვუ­თხრა ბა­ტონ ვანო ჩხა­ი­ძეს, ჩემს სი­ძეს, რო­მე­ლიც ან­სამ­ბლის პრო­ექ­ტე­ბი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მე­ნე­ჯე­რია, ენერ­გია და დრო არ და­ი­შუ­რა, რომ „ერი­სი­ო­ნის“ სივ­რცე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ახალ შე­ნო­ბა­ში ან­სამ­ბლი 2024 წელს გა­და­ვა.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭკუასელებო
1

თქვენ გაიხარეთ, იმრვლეთ და იბედნიერეთ

ადოლფა
34

ჭკუასელის კი არა ჭკუასლის

ავტორი:

"ჩემზე ამბობდა, მე არაფერი მისწავლებია, ერთ დღესაც ლოტბარად მომევლინაო“ - როგორ აგრძელებენ ჯემალ ჭკუასელის შვილები მამის გზას და მზადება დიდი შოუსთვის

"ჩემზე ამბობდა, მე არაფერი მისწავლებია, ერთ დღესაც ლოტბარად მომევლინაო“ - როგორ აგრძელებენ ჯემალ ჭკუასელის შვილები მამის გზას და მზადება დიდი შოუსთვის

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ქართველი მაყურებლისთვის თბილისში ორ კონცერტს, 20-21 მაისს ფილარმონიის დიდ საკონერტო დარბაზში გამართავს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე გაახლებული შოუ-პროგრამით - „ქართული საგანძური“, წარსდგება.

„ამბები.გე“ შერმანდი ჭკუასელს, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს ესაუბრა, ადამიანს, რომელმაც მამის, ჯემალ ჭკუასელის საქმეები ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გადაიბარა და დიდი შემართებით და პასუხისმგებლობით უძღვება.

ბატონი შერმანდი გვესაუბრა ანსამბლის მიერ განვლილ გზაზე, მამაზე, მის დიდ წინაპარზე და „ერისიონის“ გეგმებზე.

_ რა თქმა უნდა, ახლა მამაჩემის სული ზეიმობს, რადგან მისი საქმე გრძელდება, ეს მისთვის ყველაფერი იყო... ანსამბლი ქართველი მაყურებლის წინაშე 20 და 21 მაისს ფილარმონიის სცენაზე წარსადგენად ემზადება და ამისთვის ინტენსიური სამზადისი მიდის. მისი შვილები შეძლებისდაგვარად აქტიურად ვზრუნავთ ამაზე...

მამა ჩემზე ღიმილით ამბობდა ხოლმე, - „მე არაფერი მისწავლებია, ერთ დღესაც ლოტბარად მომევლინა“-ო. შეიძლება მართლაც ასე სპეციალურად რაღაცები არ უსწავლებია, მაგრამ მის მაგალითებზე ვიზრდებოდი. ამაზე მეტი სწავლა რაღაა... სულ ვამბობ, რომ მამა ჩემთვის არა მარტო მშობელი და მამა იყო, მასწავლებელიც გახლდათ, ვისგანაც ყველაფერი ვისწავლე, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მისი დამსახურებაა. კი, მისგან ვისწავლე ცხოვრებაც, ადამიანობაც, პროფესიაც, თუნდაც სიმღერის შესწავლის მანერა.

ცხადია, მაგალითს იღებ და იქვე ხვდები, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი. მამაა, მაგრამ ხედავ, რომ ამ დარგის ძლიერი სპეციალისტია...მას თავისი სტილი ჰქონდა, როგორ უნდა ემღერა, ყველასგან განსხვავებული იყო. ხშირად ამბობდა, რომ არ მინდა ყველა ერთმანეთს ჰგავდეს და ვერ გაარჩიოო, რომელი ანსამბლი მღერის, თითოეულს თავის ხელწერა უნდა ჰქონდესო.

_ მაგრამ ეს ხომ უკვე ლოტბარზეა დამოკიდებული...

_ დიახ, ასეა... მან თავის ცხოვრებით მასწავლა ყველაფერი და ჩემთვის გარდა სიმღერისა, ბევრი რამის მაგალითია - კაცობის, ვაჟკაცობის, კარგი ბიჭობის... ცოტა ფიცხი კაცი იყო, თუმცა უსაზღვროდ მოსიყვარულე. შეცდომას არ გაპატიებდა. სამსახურში მისთვის შვილი, შვილიშვილი, ბიძაშვილი და ძმა - ყველა ერთი იყო. პირველ რიგში ჩვენ დაგვსჯიდა, თან, სამაგალითოდ, ვინმეს რამე რომ არ ეთქვა. შენც ანსამბლის ჩვეულებრივი წევრი ხარ, როგორც სხვა და არაფრით გამოირჩევიო.

_ მან თავის სიცოცხლეში შვილებს და ოჯახს გადმოგაბარათ ანსამბლის ხელმძღვანელობა. „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

_ ეს დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდებული ხალხური შემოქმედების, ფოლკლორისა და მისი უდიდებულესობა ქართული სიმღერის წინაშე. ჩვენი სულიერი სიმდიდრეა, იშვიათი და განუზომელია მისი ფასი. ეს ხომ ქართველი კაცის სულის გამოძახილია. საოცარი მრავალფეროვნებაა თითოეულ კუთხეშიც კი - სხვადასხვანაირად მღერიან.

ანსამბლ „ერისიონის“ სახით მამამ მძიმე და ამავე დროს სასიხარულო ტვირთი დამიტოვა. ალბათ მისი სული ხედავს ყველაფერს, რომ მის ნაღვაწსა და ნაშრომს ასე ვუფრთხილდებით და წინ მივდივართ.

_ როგორია ცხოვრება მამის გარდაცვალების შემდეგ?

_ რთულია. განსაკუთრებით მარტო რომ რჩები, ათასი რამ გახსენდება და წარმოგიდგება თვალწინ... რომ წამოვიზარდე, თავის მეგობრებთან დავყავდი. IX-X კლასელი თავის მეგობრებთან სუფრაზე მივყავდი, მეც მამღერებდნენ. მათ ურთიერთობას, სიმღერას, ხუმრობას ხშირად ვუყურებდი, - სუფრას კი ჩვენი საამაყო ადამიანები ზაურ ბოლქვაძე, მიშიკო შენგელია, მერაბ გამყრელიძე, დათო ბერძენიშვილი, ჯანო კახიძე უსხდნენ. მათთან ერთად დროის გატარება ძალიან სასიამოვნო და საამაყო იყო, იყო იუმორი, სიმღერა, ლექსი.

ფილმისთვის „გამოაღეთ ფანჯრები“ სიმღერები ჩავწერეთ. მაშინ შეიძლება ვერც გავათვითცნობიერე, რა ხდებოდა ჩემს თავს, შემაქეს და რაღაცნაირად გამიხარდა. კარგი ბიჭი გყავსო - მამას უთხრეს, ცხადია, სასიხარულო იყო. ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვადასხვა ეპიზოდი ახლა რომ გახსენდება, სევდაც და სიამაყეც ერთად მიპყრობს. ბოლო წლებში მამამ ანსამბლი ჩამაბარა, ფაქტობრივად მენდო, რეპეტიციაზე არც კი შემოდიოდა, ვიცი, გაართმევთ თავსო.

_ ანსამბლში წლების განმავლობაში მღეროდით და ლოტბარიც იყავით...

_ დიახ, სანამ თბილისში გადმოვიდოდი ჯერ კიდევ ქუთაისის ანსამბლში ვმღეროდი. 1979 წლის ბოლოს მამა ქუთაისის სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს. კარგი გუნდი შეკრა. იმ ანსამბლის სრულყოფაშიც სერიოზული წვლილი შეიტანა. მეგობრებიც გვერდში ედგნენ და მხარს უჭერდნენ. ბატონ ჯემალს თითქმის ყველა სფეროში და წრეში ჰყავდა მეგობრები, ანსამბლის საქმეებში ყოველთვის ხელს უწყობდნენ...

იქ რომ წამიყვანა, 22 წლის ვიყავი. პოლიტექნიკურში „გეოლოგიურზე“ ნავთობის და გაზის ჭაბურღილებზე ჩავაბარე და ჯარშიც მომიწია წასვლა.. მერე ქუთაისში ვოკალის განხრით მუსიკალურ ტექნიკუმში ჩავაბარე. 2 წელი ვისწავლე, მაგრამ მაესტრო ჟორა ლომთაძის ინიციატივით კონსერვატორიაში ჩავაბარე... მამა თბილისში რომ გადმოვიდა, ქუთაისის ანსამბლში ლოტბარად დამტოვა, სადაც 1991 წლამდე ვიყავი...

ქუთაისის ანსამბლშიც ძალიან მომთხოვნი იყო, შვილებს სულ იმას გვეუბნებოდა, რომ, არავისგან გამოირჩევით და პრივილეგირებული არ ხართო. არც მე მიფიქრია იმაზე, რომ რადგან მამა იყო ხელმძღვანელი, ვინმეზე მეტი ვიყავი... მოკლედ, ეს ანსამბლი და ქართული სიმღერა ჩემთვის ყველაფერია, მეტი სამსახური მე არ მქონია. ვიყავი მომღერალი, ლოტბარი და სამხატვრო ხელმძღვანელამდე მოვედი.

_ მამაზე საუბრობთ და ცნობილია, რომ ბაბუა, ბატონი ჯემალის მამაც მომღერალი იყო, ვისი სახელიც გქვიათ...

_ კი, დიდი შერმანდი ჭკუასელი იყო ჩემი ბაბუა. მისი მოსახელე ვარ, რომ დავიბადე, მამაჩემს უთქვამს, შერმანდი დავარქვითო, - „ბიჭო, პატარა ხანს ნუ დოუძახებთ, იქნება თლა შერმანდი არ გამოვიდეს, ჯერ სხვა სახელი დაუძახეთო“... ბაბუაც მასწავლიდა რაღაცებს. საახალწლოდ მასთან რომ ჩავდიოდი, ღუმელთან ჯდომა მიყვარდა. მახსოვს, რიტმს მიმოწმებდა - ძველებურ ძაფის კოჭს აიღებდა და ხის ოთხფეხა სკამზე დააკაკუნებდა. აბა, ბაბუ, გაიმეორეო, რომ გავიმეორებდი, დავალებას კიდეც გაართულებდა. ძალიან ჭკვიანი კაცი იყო და მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. სოფელში ჭკუას ეკითხებოდნენ, მასთან საუბარი ბევრს უყვარდა. საოცარი დარიგება იცოდა. ძალიან ძლიერი მომღერალი იყო. ვარლამ სიმონიშვილის მოწაფე გახლდათ. გენიოსი მომღერლების გარემოცვაში ცხოვრობდა.

_ იმ კაშკაშა წლებს როგორ გაიხსენებდით, როდესაც „ქართულმა ლეგენდამ“ მსოფლიო მოიარა...

_ იმ პროექტში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ბატონებმა, ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ - ორმა უდიდესმა პროფესიონალმა, რომელთაც საოცარი ხედვები ჰქონდათ, დადგმები და სხარტი აზროვნება, უზარმაზარი ენერგია ჩადეს ამ საქმეში. 1986 წლიდან მთელი 15 წელი მოანდომეს იმას, რომ ასეთ შედეგი გვქონოდა. პირველი ამერიკის გასტროლი 2000 წელს გვქონდა და ეს იყო „ლეგენდა თამარზე“. მერე კი უკვე „ქართული ლეგენდა“ რამაც მსოფლიო მოიარა.

ამ წარმატებას წინ მძიმე წლები უძღოდა, თაობის ცვლა, 90-იანი წლები, ეკონომიური გაჭირვება, უხელფასობა. ამერიკელები და ფრანგები კი იმ პერიოდში ჩვენი გადამრჩენელები აღმოჩნდნენ. ყველაფერი კი იმან გადაწყვიტა, რომ ამერიკელი პროდიუსერი ჯიმ ლო ქართული ხელოვნებით მოიხიბლა და ამ საოცარმა მონდომებამ ერთობლივად ფურორი გამოიწვია. შესანიშნავი ქარული ცეკვა-სიმღერა საუცხოო განათებებითა და გახმოვანებით შეფუთეს და მსოფლიოს ვაჩვენეთ.ის წლები ქართული სულის გამარჯვება და ზეიმი გახლდათ. საქართველო გაიცნო მსოფლიომ. ყველასთვის დაუვიწყარია ის დღეები, როცა პარიზში, კონგრესების უზარმაზარ, პრესტიჟულ, ულამაზეს დარბაზებში ხალხი ფეხზე დამდგარი 15 წუთი ტაშს გვიკრავდა.

_ ანსამბლის დღევანდელ საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ...

_ როგორ ვმუშაობთ, ეს უფრო სხვების შესაფასებელია, მაგრამ მგონი, როგორც გითხარით, მამის შემდეგ საქმეს ცუდად არ ვუძღვებით. თვითონ მოესწრო იმას, რომ მის გარეშე რამოდენიმე კონცერტი გავმართეთ. კმაყოფილი და გახარებული იყო. ვეცდებით, რომ თამასა ქვევით არ დავწიოთ, პირიქით, ზევით და ზევით უნდა ვიაროთ. როგორც გითხარით, ეს ყველაფერი რთულია და საპასუხისმგებლო. ამავე დროს, საამაყოა და გიხარია, რომ მამის დანატოვარს ავითარებ და სურვილი გაქვს, საქმე წინ წაიყვანო.

_ მიუხედავად ანსამბლის წარმატებული საქმიანობისა, „ერისიონს“ დღემდე არ ჰქონდა საკუთი შენობა და მოწესრიგებული სარეპეტიციო დარბაზები...

_ კი, ასე იყო, მაგრამ ახლა უკვე გვაქვს. ე.წ. „მედიკების“ სახლი, რომელიც წლების წინ გადმოგვეცა, სრულ რეაბილიტაციას ითხოვდა. კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის აქტიური გვერდში დგომით ყველაფერი წარმატებით გადაწყდა. საოცარი შენობა იქნება. მისი ჩვენთვის გადმოცემა ბატონი ჯემალის სიცოცხლეში მოხდა... მადლობა მინდა, ვუთხრა ბატონ ვანო ჩხაიძეს, ჩემს სიძეს, რომელიც ანსამბლის პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერია, ენერგია და დრო არ დაიშურა, რომ „ერისიონის“ სივრცე აბსოლუტურად სრულყოფილი ყოფილიყო. ახალ შენობაში ანსამბლი 2024 წელს გადავა.

R