პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება, ვიდრე ყველაფერი დაკარგული არ არის" - აფხაზეთში "მასშტაბური აქციისთვის" ემზადებიან
"უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება, ვიდრე ყველაფერი დაკარგული არ არის" - აფხაზეთში "მასშტაბური აქციისთვის" ემზადებიან

აფხა­ზუ­რი ე.წ. ოპო­ზი­ცია "მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ის­თვის" ემ­ზა­დე­ბა. მო­ტი­ვი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნაა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბით, "მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი რუ­სეთს მიჰ­ყი­და და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებს არ ერი­დე­ბა."

"მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია" 30 მა­ისს არის და­გეგ­მი­ლი, მა­ნამ­დე კი, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი და ხალ­ხის მომ­ზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი - "ამ­ცა­ხა­რა", "ერ­თი­ა­ნი აფხა­ზე­თი", "აი­ტა­რა", "აფხა­ზე­თის სა­ხალ­ხო ფრონ­ტი" "აფხა­ზე­თის ახალ­გაზ­რდუ­ლი ფო­რუ­მი", "აბ­ზან­ხა­რა", "აპ­სად­გი­ლი", "აფხა­ზე­თი - ჩვე­ნი სახ­ლია" უკვე აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის მი­სამ­ხრო­ბად.

  • თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის არ სჯე­რა. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ამ პარ­ტი­ებ­ში, უმე­ტე­სო­ბა ის ხალ­ხია, ვინც თა­ვის დრო­ზე, "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში" იყო, თუმ­ცა პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის მო­წყო­ბის გარ­და, არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ახლა კი მხო­ლოდ იმის­თვის იბ­რძვი­ან, რომ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი და­იბ­რუ­ნონ, მათ ბიზ­ნესს მმარ­თვე­ლი კლა­ნის წევ­რე­ბი უპი­რე­ბენ მით­ვი­სე­ბას, ზოგი უკვე მი­ით­ვი­სეს და ახლა უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდის მო­ტი­ვით, ქუ­ჩის პრო­ტეს­ტით იმუქ­რე­ბი­ან.

ბლო­გე­რე­ბის ნა­წი­ლი ხუმ­რო­ბით ამ­ბობს, რომ "აფხა­ზეთ­ში, სა­დაც სულ რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ორი-სამი პარ­ტია მო­დის".

პო­ლი­ტი­კოს რაულ ლო­ლუ­ას თქმით, "ოპო­ზი­ცი­ურ­მა ბლოკ­მა" "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას" უკვე წა­რუდ­გი­ნა 13 პუნ­ქტის­გან შემ­დგა­რი ულ­ტი­მა­ტუ­მი და მის შე­სას­რუ­ლებ­ლად ვა­დაც და­უ­წე­სა.

მათი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კის ე.წ. მი­ნის­ტრის, ქრის­ტი­ნა ოზ­გა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ნენ­ტე­ბის კრი­ტი­კას ვერ მი­ი­ღებს, რად­გან 2022-2023 წლებ­ში მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. ოპო­ზი­ცია პა­სუ­ხობს, რომ ეს რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე არ ასა­ხუ­ლა, რაც ნიშ­ნავს, რომ "ვი­ღა­ცე­ბის ჯი­ბე­ებ­ში" გა­და­ნა­წილ­და. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი "სა­ხელ­მწი­ფო" და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გას­ხვი­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ახალ­გაზ­რდე­ბის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ნაგ­რძო­ბენ ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის გას­ხვი­სე­ბის პრო­ცე­დუ­რებს.

აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ასე­ვე გზებ­ზე უკონ­ტრო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბას. "დღე არ გავა, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყვეს, საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტმა სტა­ტის­ტი­კის წარ­მო­ე­ბა შე­წყვი­ტა. ვი­ხო­ცე­ბით, თუმ­ცა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სახ­ლებს იშე­ნებს და შვი­ლე­ბის ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავს", - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მა­თი­ვე თქმით, პრო­ტეს­ტის მუხ­ტი უკვე იმ­დე­ნად დი­დია, რომ ოპო­ზი­ცი­ას უკან­და­ხე­ვა არ შე­უძ­ლია. ზო­გი­ერ­თის აზ­რით მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და აგ­რე­სია იმ­დე­ნად დი­დია, რომ "შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­დეს".

"ყვე­ლა სფე­რო­ში პრობ­ლე­მა გვაქვს. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ყი­დის მი­წებს, რუ­სებ­სა და სომ­ხებ­ზე. თუ ადრე ამ­ბობ­დით, რომ 50 წე­ლი­წად­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი გარ­ბი­ან, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ნაც­ვლოდ კი სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი შე­მო­ე­დი­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნის ომმა პრო­ცე­სე­ბი და­აჩ­ქა­რა, 5 წე­ლი­წად­ში, აფხა­ზეთ­ში სრულ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში ვიქ­ნე­ბით. ამი­ტომ არ­ჩევ­ნე­ბი და დრო­ის ფლან­გვა კი არა, თუნ­დაც ია­რა­ღით უნდა გა­ვუშ­ვათ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ვიდ­რე ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გუ­ლი არ არის", - მი­აჩ­ნია ლუ­დიკ ავი­ძ­ბას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თილისელი
1

რომელ საუკუნეში გთვლიდნენ გონიერ ერად, სულ ქართველების დასაცავი იყავით.აბა რას აკეთებთ, რუსებისა და სომხების არის საქართველო რომ შემოგსევიათ?.სომხები აქ არ გვინდობენ და მანდ დაგინდობენ. ერთი კითხეთ ვისი აგებულია ბიჭვინთა. ასეთ ქორვაჭრების ხელში ვართ ჩავარდნილი და ვეღარ ვსუნთქავთ. რაც კარგი და გონიერი ხალხი გვყავდა ყველა საზღვარგარეთ გარბის, რას აკეთებთ, რა დრის ნაცი და ქოცია, რომ ვღეჭავთ ერთმანეთს, ქვეყანას მიხედეთ.თქვენ ხართ პატრიოტები,დაიკარგება ჩვენი ქვეყანა აფხაზეთიანა, მერე მსოფლიო მაშტაბით ეძებეთ ერთმანეთი. თქვენ მანქანის მეტი არაფერი გაინტერესებთ,აფხაზეთსაც გაწირავთ და ქართველებსაც. თუ არა და ვნახავთ.

მაშა
0

სად უფრო მეტი იყიდება ბათუმში თუ აფხაზეთში?

ავტორი:

"უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება, ვიდრე ყველაფერი დაკარგული არ არის" - აფხაზეთში "მასშტაბური აქციისთვის" ემზადებიან

"უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება, ვიდრე ყველაფერი დაკარგული არ არის" - აფხაზეთში "მასშტაბური აქციისთვის" ემზადებიან

აფხაზური ე.წ. ოპოზიცია "მასშტაბური აქციისთვის" ემზადება. მოტივი ე.წ. ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნაა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილისა და პოლიტიკოსების მოსაზრებით, "მოღალატეობრივ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, კორუფციულ გარიგებებს არ ერიდება."

"მასშტაბური აქცია" 30 მაისს არის დაგეგმილი, მანამდე კი, პოლიტიკური გადაჯგუფებები და ხალხის მომზადება მიმდინარეობს. ადგილობრივი პოლიტიკური ორგანიზაციები - "ამცახარა", "ერთიანი აფხაზეთი", "აიტარა", "აფხაზეთის სახალხო ფრონტი" "აფხაზეთის ახალგაზრდული ფორუმი", "აბზანხარა", "აპსადგილი", "აფხაზეთი - ჩვენი სახლია" უკვე აქტიურად მოქმედებენ მოსახლეობის მისამხრობად.

  • თუმცა მოსახლეობის ნაწილს დიდი ცვლილებების არ სჯერა. ისინი ამბობენ, რომ ამ პარტიებში, უმეტესობა ის ხალხია, ვინც თავის დროზე, "ხელმძღვანელობაში" იყო, თუმცა პირადი კეთილდღეობის მოწყობის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. ახლა კი მხოლოდ იმისთვის იბრძვიან, რომ პრივილეგიები დაიბრუნონ, მათ ბიზნესს მმართველი კლანის წევრები უპირებენ მითვისებას, ზოგი უკვე მიითვისეს და ახლა უსამართლობის განცდის მოტივით, ქუჩის პროტესტით იმუქრებიან.

ბლოგერების ნაწილი ხუმრობით ამბობს, რომ "აფხაზეთში, სადაც სულ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, ერთ სულ მოსახლეზე ორი-სამი პარტია მოდის".

პოლიტიკოს რაულ ლოლუას თქმით, "ოპოზიციურმა ბლოკმა" "ხელმძღვანელობას" უკვე წარუდგინა 13 პუნქტისგან შემდგარი ულტიმატუმი და მის შესასრულებლად ვადაც დაუწესა.

მათი ძირითადი მოთხოვნები სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება, თუმცა ეკონომიკის ე.წ. მინისტრის, ქრისტინა ოზგანის განცხადებით, ოპონენტების კრიტიკას ვერ მიიღებს, რადგან 2022-2023 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოპოზიცია პასუხობს, რომ ეს რეგიონის მოსახლეობაზე არ ასახულა, რაც ნიშნავს, რომ "ვიღაცების ჯიბეებში" გადანაწილდა. ამას ემატება ისიც, რომ ყველა მნიშვნელოვანი "სახელმწიფო" დანიშნულების ობიექტის რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისება მიმდინარეობს. ახალგაზრდების პროტესტის მიუხედავად, განაგრძობენ ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების პროცედურებს.

აპროტესტებენ ასევე გზებზე უკონტროლო მდგომარეობას. "დღე არ გავა, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვეს, საგზაო დეპარტამენტმა სტატისტიკის წარმოება შეწყვიტა. ვიხოცებით, თუმცა ჩვენი ხელისუფლება სახლებს იშენებს და შვილების ევროპულ განათლებაზე ზრუნავს", - ამბობენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, პროტესტის მუხტი უკვე იმდენად დიდია, რომ ოპოზიციას უკანდახევა არ შეუძლია. ზოგიერთის აზრით მოსახლეობაში უკმაყოფილება და აგრესია იმდენად დიდია, რომ "შეიძლება შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს".

"ყველა სფეროში პრობლემა გვაქვს. ჩვენი ხელისუფლება კი ნაბიჯ-ნაბიჯ ყიდის მიწებს, რუსებსა და სომხებზე. თუ ადრე ამბობდით, რომ 50 წელიწადში უმძიმესი მდგომარეობა გვექნება, ჩვენი ახალგაზრდები გარბიან, მათ შორის, საქართველოში, სანაცვლოდ კი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი შემოედინება, უკრაინის ომმა პროცესები დააჩქარა, 5 წელიწადში, აფხაზეთში სრულ უმცირესობაში ვიქნებით. ამიტომ არჩევნები და დროის ფლანგვა კი არა, თუნდაც იარაღით უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება, ვიდრე ყველაფერი დაკარგული არ არის", - მიაჩნია ლუდიკ ავიძბას.