პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე გაუპატიურებისა და ოჯახური ძალადობის ნაწილში გაამართლა
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე გაუპატიურებისა და ოჯახური ძალადობის ნაწილში გაამართლა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში „მთა­ვა­რი არ­ხის" ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნი, ლაშა ნა­კა­ი­ძე გა­ა­მარ­თლა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ლალი ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ნა­კა­ი­ძე სა­პატ­რიმ­როს 3 თვე­ში და­ტო­ვებს.

"ლაშა ნა­კა­ი­ძე სა­სა­მარ­თლომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის, ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბის ნა­წილ­ში გა­ა­მარ­თლა. მსჯავ­რი დას­დო მხო­ლოდ მუ­ქა­რის ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ით­ვალ­სი­წი­ნებს ერთ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას, სწო­რედ ეს ერთი წელი მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა ლაშა ნა­კა­ი­ძე სა­პა­ტიმ­როს 3 თვე­ში და­ტო­ვე­ბას.

გა­მარ­თლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო, რად­გა­ნაც ლაშა ნა­კა­ი­ძეს და­ნა­შა­უ­ლი არ და­უდ­გი­ნა. და­ნა­შა­უ­ლი არ დამ­ტკიც­და ექ­სპერ­ტი­ზე­ბით და ლაშა ნა­კა­ი­ძე გა­მარ­თლდა. ის ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რია, რომ სი­მარ­თლე და თა­ვის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცა. ეჭვი არ მე­პა­რე­ბო­და მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში და ვი­ზე­ი­მეთ გა­მარ­ჯვე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლალი ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022 წლის 15 აგ­ვის­ტოს, ბრალ­დე­ბუ­ლი ლაშა ნა­კა­ი­ძე გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნის და ხმო­ვა­ნი პის­ტო­ლე­ტის დე­მონ­სტრი­რე­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა ა.პ.-ს, ასე­ვე სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში დარ­ტყმით და მჩხვლე­ტა­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და მას­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბულ­მა ძა­ლა­დო­ბით და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 16 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა), 126 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა) და 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკია
1

ლაჩრებს გეშინიათ , რომ ნაკაიძეს და მსგავს არსებებს დაარქვათ ის რეალური სახელი, რაც მათ სინამდვილეში უნდა ერქვათ ! ეს სახელია : გვარი -ნაკაიძე, სახელი - ხურუშიანი!

მაიამ
1

Ეს ისეთი დანაშაულია, პასუხი უნდა აგოს ნებისმიერმა. 

ავტორი:

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე გაუპატიურებისა და ოჯახური ძალადობის ნაწილში გაამართლა

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე გაუპატიურებისა და ოჯახური ძალადობის ნაწილში გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე გაამართლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ნაკაიძე საპატრიმროს 3 თვეში დატოვებს.

"ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაუპატიურების, ოჯახურ ძალადობასა და გავრცელების ნაწილში გაამართლა. მსჯავრი დასდო მხოლოდ მუქარის ნაწილში, რომელიც ითვალსიწინებს ერთ წლამდე პატიმრობას, სწორედ ეს ერთი წელი მიუსაჯა, თუმცა ლაშა ნაკაიძე საპატიმროს 3 თვეში დატოვებას.

გამართლების საფუძველი იყო, რადგანაც ლაშა ნაკაიძეს დანაშაული არ დაუდგინა. დანაშაული არ დამტკიცდა ექსპერტიზებით და ლაშა ნაკაიძე გამართლდა. ის ძალიან გახარებული და ბედნიერია, რომ სიმართლე და თავის უდანაშაულობა დაამტკიცა. ეჭვი არ მეპარებოდა მის უდანაშაულობაში და ვიზეიმეთ გამარჯვება“, - განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს