სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიოგრაფი" საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე  მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას გეგმავს
"ბიოგრაფი" საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე  მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას გეგმავს

300 მლნ აშშ დო­ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია და 1 000-ზე მეტი და­საქ­მე­ბუ­ლი -„ვი­სოლ ჯგუ­ფი“ დე­ვე­ლო­პე­რულ ბა­ზარ­ზე „ბი­ოგ­რა­ფის“ ბრენ­დით წარ­მა­ტე­ბის მო­რი­გი ის­ტო­რი­ის შექ­მნას გეგ­მავს

სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია "ვი­სოლ ჯგუ­ფი" ბიზ­ნე­სის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას აგ­რძე­ლებს. ამ­ჯე­რად დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი ბაზ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვას გეგ­მავს. „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ მი­ზა­ნი ახლა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ვე­ლო­პე­რულ ბა­ზარ­ზე „ბი­ოგ­რა­ფის“ ბრენ­დით წარ­მა­ტე­ბის მო­რი­გი ის­ტო­რი­ის შექ­მნაა.

ახა­ლი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი ურ­ბა­ნუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­ვე­ლო­პე­რულ ბა­ზარ­ზე მშე­ნებ­ლო­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვაა.

„ვი­სოლ ჯგუფს“ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის 25-წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. ჯგუ­ფი სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად დიდი ხა­ნია ქვე­ყა­ნა­ში კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ეწე­ვა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს დე­ვე­ლო­პე­რულ ბა­ზარ­ზე შე­იქ­მნა ბრენ­დი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბის სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას და­წერს.

„ბი­ოგ­რა­ფის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის და „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან ფხა­კა­ძის თქმით",ბი­ოგ­რა­ფის“ ბა­ზარ­ზე შეს­ვლა მე­ტად გა­ა­ჯან­სა­ღებს დე­ვე­ლო­პე­რულ სექ­ტორს.

„ვი­სოლ ჯგუ­ფი უკვე 15 წე­ლია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რებს. აქამ­დე, ჩვენ ვი­ყა­ვით იმ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც არ მო­ი­ცავ­და სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს და ბი­ნებს. ეს ძი­რი­თა­დად იყო კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბა­ზა­რი ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის იყო სა­ინ­ტე­რე­სო. ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი დრო და ეტა­პე­ბი. ჩვენ ჩავ­თვა­ლეთ, რომ ახლა არის ყვე­ლა­ზე სწო­რი დრო, როცა უნდა გა­დაგ­ვედ­გა ეს ნა­ბი­ჯი და შევ­სუ­ლი­ყა­ვით ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სეგ­მენ­ტში. ჩვე­ნი ბრენ­დის ბა­ზარ­ზე გა­მო­ჩე­ნა, კი­დევ მე­ტად გა­ა­ჯან­სა­ღებს დე­ვე­ლო­პე­რულ სექ­ტორს და ჩვენ მი­ვაწ­ვდით იმ პრო­დუქტს მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მელ­საც ის დიდი ხა­ნია ელო­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ფხა­კა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, „ბი­ოგ­რა­ფის“ მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მშე­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხი­სა და მე­დე­გო­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბით უკე­თე­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მოს შექ­მნაა. მო­მა­ვა­ლი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია 300 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ით, 1000-ზე მეტი და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­თა და კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ი­ტანს წვლილს.

„ბი­ოგ­რა­ფი“ ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში ისეთ თა­ნა­მედ­რო­ვე, კომ­ფორ­ტულ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს გა­ნა­ვი­თა­რებს, სა­დაც ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა შერ­წყმუ­ლია ქა­ლა­ქის ძლი­ერ ენერ­გი­ა­სა და შე­უ­ჩე­რე­ბელ პროგ­რეს­თან, სა­დაც აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და "ბი­ოგ­რა­ფის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სოსო ფხა­კა­ძე მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ქვა­კუ­თხე­დი იქ­ნე­ბა, რომ სახ­ლე­ბი იყოს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი და ინო­ვა­ცი­უ­რი.

"ჩვენ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რეთ სრუ­ლი­ად ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას "ვი­სოლ ჯგუფ­ში" - ეს იქ­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ გვინ­და შევ­ქმნათ კომ­პა­ნია, რომ­ლის მიერ შექ­მნი­ლი ბი­ნე­ბი და სახ­ლე­ბი თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი ერ­გო­ნო­მი­კით და ხა­რის­ხით იქ­ნე­ბა ინ­სპი­რა­ცია მე­სა­მე მხა­რის­თვის. ასე­ვე იქ­ნე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის. ჩვენ ვართ იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, როცა არ­ტის­ტი, სრუ­ლი­ად ახალ ტი­ლო­ზე იწყებს ნა­ხა­ტის შექ­მნას. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ქვა­კუ­თხე­დი იქ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი სახ­ლე­ბი იყოს გა­მორ­ჩე­უ­ლი არა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზი­თა და კომ­ფორ­ტით, არა­მედ იყოს პირ­ველ რიგ­ში ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი, ინო­ვა­ცი­უ­რი და მდგრა­დი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­მა­ტო, რომ თი­თო­ე­ულ ლო­კა­ცი­ა­ზე უნდა იყოს ად­გი­ლი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აუ­თენ­ტუ­რი ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა შერ­წყმუ­ლი ქა­ლა­ქის პროგ­რეს­თან“, - გა­ნა­ცხა­და სოსო ფხა­კა­ძემ.

კომ­პა­ნია პირ­ველ ეტაპ­ზე სამ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ კომ­პლექსს გა­ნა­ვი­თა­რებს, რომ­ლე­ბიც სა­ცხოვ­რე­ბელ, კო­მერ­ცი­ულ და სა­ო­ფი­სე სივ­რცე­ებს მო­ი­ცავს და ისი­ნი ვაჟა-ფშა­ვე­ლას, წე­რეთ­ლი­სა და ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რებ­ზე გან­თავ­სდე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის - „სა­კე­ნის“ მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის­თვის სა­ჭი­რო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ვაჟა ფშა­ვე­ლას #25-ში და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და და მშე­ნებ­ლო­ბა სულ მალე და­ი­წყე­ბა. „სა­კე­ნი“, „მა­ტი­ა­ნი“, „ჰის­ნი“ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და დახ­ვე­წი­ლი ინ­ტე­რი­ე­რის მქო­ნე კომ­პლექ­სე­ბია, სა­დაც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და დი­ზა­ი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ორ­გა­ნულ და ში­ნა­ურ გა­რე­მოს ქმნის. ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში, ერთ ეკო­სის­ტე­მა­ში მოქ­ცე­უ­ლი ფიტ­ნეს დარ­ბა­ზე­ბი, აუ­ზე­ბი, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტე­ბი, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ე­ბი, კაფე-რეს­ტორ­ნე­ბი, გან­ტვირ­თვი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის მო­წყო­ბი­ლი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ეზო­ე­ბი, სპა და ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბი, სუ­პერ­მარ­კე­ტი, აფ­თი­ა­ქი და ბან­კი „ბი­ოგ­რა­ფის“ პრო­ექ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბაა და მომ­ხმა­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზო­გონ დრო, ენერ­გია, შე­ამ­ცი­რონ ხარ­ჯე­ბი და კომ­ფორ­ტუ­ლად ისი­ა­მოვ­ნონ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით.

ასეთ გა­რე­მო­ში „ბი­ოგ­რა­ფი“ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მოს შექ­მნის, სა­დაც ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა. „ბი­ოგ­რა­ფის“ დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი არ­ქი­ტექ­ტუ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე, ჭკვი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თა და ეკო მე­გობ­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი კლდო­ვან ქა­ნებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ხი­მინ­ჯო­ვან სა­ძირ­კველ­ზე აღი­მარ­თე­ბა. პრე­მი­ა­ლუ­რი ხა­რის­ხის ევ­რო­პუ­ლი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი, თბო­ი­ზო­ლა­ცი­ი­სა თუ ხმის იზო­ლა­ცი­ის და უსაფრ­თხო­ე­ბის უახ­ლე­სი სის­ტე­მე­ბი კი უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს.

R

hj
1

აბა რაა, მშენებლობაშია ფული, მეტი კორპუსი ჩაგვიდგით შუა ქალაქში, თუ შეიძლება ტრასებზეც ააშენეთ კორპუსები და გვირაბები გააკეთეთ კორპუსებში რომ გაიაროს მანქანებმა. ძალიან მომწონს ესეთი ფოტოები კორპუსი როა და ირგვლივ უამრავი ხე როგორც სინამდვილეში თბილისის უბნებში.

ავტორი:

"ბიოგრაფი" საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე  მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას გეგმავს

"ბიოგრაფი" საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე  მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას გეგმავს

300 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია და 1 000-ზე მეტი დასაქმებული -„ვისოლ ჯგუფი“ დეველოპერულ ბაზარზე „ბიოგრაფის“ ბრენდით წარმატების მორიგი ისტორიის შექმნას გეგმავს

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ,,ვისოლ ჯგუფი" ბიზნესის დივერსიფიცირებას აგრძელებს. ამჯერად დეველოპერული ბაზრის მიმართულებით, სადაც მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას გეგმავს. „ვისოლ ჯგუფის“ მიზანი ახლა საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე „ბიოგრაფის“ ბრენდით წარმატების მორიგი ისტორიის შექმნაა.

ახალი დეველოპერული კომპანიის მიზანი ურბანული განახლება და საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვაა.

„ვისოლ ჯგუფს“ საქართველოს ბაზარზე წარმატებული ბიზნეს საქმიანობის 25-წლიანი ისტორია აქვს. ჯგუფი სხვა საქმიანობასთან ერთად დიდი ხანია ქვეყანაში კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ეწევა. ამ მიმართულებით დაგროვებული გამოცდილებით საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე შეიქმნა ბრენდი, რომელიც წარმატების საკუთარ ისტორიას დაწერს.

„ბიოგრაფის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და „ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძის თქმით, ,,ბიოგრაფის“ ბაზარზე შესვლა მეტად გააჯანსაღებს დეველოპერულ სექტორს.

„ვისოლ ჯგუფი უკვე 15 წელია უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს. აქამდე, ჩვენ ვიყავით იმ მიმართულებაში, რომელიც არ მოიცავდა საცხოვრებელ სახლებს და ბინებს. ეს ძირითადად იყო კომერციული უძრავი ქონება. საცხოვრებელი ბაზარი ჩვენთვის ყოველთვის იყო საინტერესო. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ეტაპები. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახლა არის ყველაზე სწორი დრო, როცა უნდა გადაგვედგა ეს ნაბიჯი და შევსულიყავით ჩვენთვის საინტერესო სეგმენტში. ჩვენი ბრენდის ბაზარზე გამოჩენა, კიდევ მეტად გააჯანსაღებს დეველოპერულ სექტორს და ჩვენ მივაწვდით იმ პროდუქტს მომხმარებელს, რომელსაც ის დიდი ხანია ელოდება“, - განაცხადა ლევან ფხაკაძემ.

მისივე თქმით, „ბიოგრაფის“ მიზანი საქართველოში მშენებლობის ხარისხისა და მედეგობის ახალი სტანდარტებით უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კომპანია 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციით, 1000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანითა და კომერციული საქმიანობისთვის საინტერესო სივრცეების მოწყობით საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში შეიტანს წვლილს.

„ბიოგრაფი“ ცენტრალურ უბნებში ისეთ თანამედროვე, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს განავითარებს, სადაც ისტორია და კულტურა შერწყმულია ქალაქის ძლიერ ენერგიასა და შეუჩერებელ პროგრესთან, სადაც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ და ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და ,,ბიოგრაფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე მედიასთან ამბობს, რომ კომპანიის მთავარი ქვაკუთხედი იქნება, რომ სახლები იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ფუნქციონალური და ინოვაციური.

,,ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ სრულიად ახალ მიმართულებას ,,ვისოლ ჯგუფში" - ეს იქნება უძრავი ქონების განვითარება. ჩვენ გვინდა შევქმნათ კომპანია, რომლის მიერ შექმნილი ბინები და სახლები თავისი გამორჩეული ერგონომიკით და ხარისხით იქნება ინსპირაცია მესამე მხარისთვის. ასევე იქნება კომფორტული და სასიამოვნო მობინადრეებისთვის. ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა არტისტი, სრულიად ახალ ტილოზე იწყებს ნახატის შექმნას. ჩვენი მთავარი ქვაკუთხედი იქნება, რომ ჩვენი სახლები იყოს გამორჩეული არა მხოლოდ სილამაზითა და კომფორტით, არამედ იყოს პირველ რიგში ეკოლოგიურად სუფთა, ფუნქციონალური, ინოვაციური და მდგრადი. აუცილებლად უნდა დავამატო, რომ თითოეულ ლოკაციაზე უნდა იყოს ადგილისათვის დამახასიათებელი აუთენტური ისტორია და კულტურა შერწყმული ქალაქის პროგრესთან“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომპანია პირველ ეტაპზე სამ მრავალფუნქციურ კომპლექსს განავითარებს, რომლებიც საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს მოიცავს და ისინი ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ქეთევან დედოფლის გამზირებზე განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ პირველი პროექტის - „საკენის“ მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ვაჟა ფშაველას #25-ში დასასრულს მიუახლოვდა და მშენებლობა სულ მალე დაიწყება. „საკენი“, „მატიანი“, „ჰისნი“ მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურისა და დახვეწილი ინტერიერის მქონე კომპლექსებია, სადაც ინტეგრირებული ქართული, ისტორიული მოტივებზე შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი განსაკუთრებულად ორგანულ და შინაურ გარემოს ქმნის. ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ერთ ეკოსისტემაში მოქცეული ფიტნეს დარბაზები, აუზები, ჩოგბურთის კორტები, საერთო სამუშაო სივრცეები, კაფე-რესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი გამწვანებული ეზოები, სპა და ესთეტიკური ცენტრები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და ბანკი „ბიოგრაფის“ პროექტების ღირებული შეთავაზებაა და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო, ენერგია, შეამცირონ ხარჯები და კომფორტულად ისიამოვნონ ყოველდღიურობით.

ასეთ გარემოში „ბიოგრაფი“ საზოგადოებისთვის და მობინადრეებისთვის საინტერესო გარემოს შექმნის, სადაც ადამიანური ურთიერთობები განსაკუთრებულად სასიამოვნოა. „ბიოგრაფის“ დეველოპერული პროექტები არქიტექტურის თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და ეკო მეგობრული მიდგომებით ხორციელდება. ენერგოეფექტური კონსტრუქციები კლდოვან ქანებზე დაფუძნებულ ხიმინჯოვან საძირკველზე აღიმართება. პრემიალური ხარისხის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები კი უკეთესი ცხოვრების გარანტიას განაპირობებს.

R