სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამთავრდა დრო, როცა "ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ოთახში მიიღებოდა გადაწყვეტილებები" - ლევან ხაბეიშვილი
"დამთავრდა დრო, როცა "ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ოთახში მიიღებოდა გადაწყვეტილებები" - ლევან ხაბეიშვილი

დამ­თავ­რდა დრო, როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ერთ ოთახ­ში მი­ი­ღე­ბო­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ში­და­პარ­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ტყუ­ი­ლია გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს მას პარ­ტი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი (სა­ქა­ლა­ქო) ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან არა­ვი­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქონ­და.

"63 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­მო­ცხად­და არ­ჩევ­ნე­ბი. ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ არა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს, არა­მედ სხვა კან­დი­დატს და რა­ღაც­ნა­ი­რად ეს ვერ გა­და­ლა­ხეს. ცხა­დია, მე გული მწყდე­ბა თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე. თქვენ, მე­დი­ამ კარ­გად იცით, 19 აპ­რილს რომ ბრი­ფინ­გი ჩა­ვა­ტა­რე, ვთქვი, რომ 30 აპ­რი­ლამ­დე ნე­ბის­მი­ერ წი­ნა­და­დე­ბას მი­ვი­ღებ­დი. ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ასე­თი წი­ნა­და­დე­ბა არ არ­სე­ბობს. თუ რა­ი­მე წი­ნა­და­დე­ბა არ­სე­ბობ­და ან მა­გა­ლი­თად, არ­ჩევ­ნე­ბი არ უნ­დო­დათ, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ეს წე­რი­ლო­ბით შე­მო­ე­ტა­ნათ. ტყუ­ი­ლია გან­ცხა­დე­ბა, ჩვენ­თან არა­ვი­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქონ­დაო. სა­ნამ არ­ჩევ­ნებს ჩა­ვა­ტა­რებ­დით, ყვე­ლა თავ­მჯდო­მა­რეს შევხდი, მათ შო­რის ხო­ბის თავ­მჯდო­მა­რე წყალ­ტუ­ბო­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ როცა არ­ჩევ­ნებ­ზე ვსა­უბ­რობ­დი, მას არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ უნ­დო­და ან რა­ი­მე მსგავ­სი. 30 აპ­რი­ლამ­დე, ყვე­ლას ჰქონ­და დრო წე­რი­ლო­ბით წარ­მო­ედ­გი­ნა პარ­ტი­ა­ში მისი ხედ­ვა ან შე­ნიშ­ვნა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა უნდა შე­ე­გუ­ოს, რომ ოთახ­ში ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღე­ბა. დამ­თავ­რდა დრო, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ერთ ოთახ­ში მი­ი­ღე­ბო­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მათ შო­რის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩე­ვას, ად­გილ­ზე ექ­ნე­ბა ჩვენს ამომ­რჩე­ველს. ამა­ზე უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ მო­უ­გო­ნია არა­ვის არა­ფე­რი. თუ რა­ი­მე იცით უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ვიდ­რე არ­ჩევ­ნე­ბია, მი­თხა­რით“,-გა­ნუ­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მისი გან­მარ­ტე­ბით, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, თით­ქოს ვინ­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უსა­ფუძ­ვლოდ და­ი­ნიშ­ნა, ამი­ტომ გა­მო­ცხად­და არ­ჩევ­ნე­ბი.

"ყვე­ლა რა­ი­ონ­ში არის თავ­მჯდო­მა­რე წარ­მოდ­გე­ნი­ლი და დღეს რომ ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რია. მოქ­მედ თავ­მჯდო­მა­რეს კონ­კუ­რენ­ტი არ ჰყავს და სა­დაც ჰყავს, იქ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. 6 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი გვე­ლო­დე­ბა და პლუს ამას, ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი კან­დი­და­ტი უნდა და­ამ­ტკი­ცოს ჩვენ­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა“,- გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სრუ­ლად ფორ­მი­რე­ბი­სა და პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, პარ­ტი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი (სა­ქა­ლა­ქო) ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის კან­დი­და­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად დას­რულ­და. 63 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან კან­დი­და­ტე­ბი 62 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­რე­გის­ტრირ­დნენ. 1 კან­დი­დატ­ზე მეტი 6 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­რე­გის­ტრირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საა: წა­ლენ­ჯი­ხა, წყალ­ტუ­ბო, ქუ­თა­ი­სი, მარ­ნე­უ­ლი, ახალ­ქა­ლა­ქი და მცხე­თა. დარ­ჩე­ნილ 56 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თავ­მჯდო­მა­რე­ებს რა­ი­ო­ნუ­ლი (სა­ქა­ლა­ქო) ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დე­ლე­გა­ტე­ბი აირ­ჩე­ვენ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

ბერთოლეს მარილივით დაიშალა ნაცმოძრაობა 

დავით
1

არჩევნები პრინციპულად მისასალმებელია.

ავტორი:

"დამთავრდა დრო, როცა "ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ოთახში მიიღებოდა გადაწყვეტილებები" - ლევან ხაბეიშვილი

"დამთავრდა დრო, როცა "ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ოთახში მიიღებოდა გადაწყვეტილებები" - ლევან ხაბეიშვილი

დამთავრდა დრო, როცა "ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ოთახში მიიღებოდა გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ტყუილია განცხადებები, თითქოს მას პარტიის რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარეებთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონდა.

"63 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა არჩევნები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მხარს უჭერდნენ არა ლევან ხაბეიშვილს, არამედ სხვა კანდიდატს და რაღაცნაირად ეს ვერ გადალახეს. ცხადია, მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე. თქვენ, მედიამ კარგად იცით, 19 აპრილს რომ ბრიფინგი ჩავატარე, ვთქვი, რომ 30 აპრილამდე ნებისმიერ წინადადებას მივიღებდი. ჩემო ძვირფასებო, ასეთი წინადადება არ არსებობს. თუ რაიმე წინადადება არსებობდა ან მაგალითად, არჩევნები არ უნდოდათ, ხომ შეიძლებოდა ეს წერილობით შემოეტანათ. ტყუილია განცხადება, ჩვენთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონდაო. სანამ არჩევნებს ჩავატარებდით, ყველა თავმჯდომარეს შევხდი, მათ შორის ხობის თავმჯდომარე წყალტუბოში იყო წარმოდგენილი. პირდაპირ გეტყვით, რომ როცა არჩევნებზე ვსაუბრობდი, მას არავითარი პრეტენზია არ დაუსახელებია, რომ არჩევნები არ უნდოდა ან რაიმე მსგავსი. 30 აპრილამდე, ყველას ჰქონდა დრო წერილობით წარმოედგინა პარტიაში მისი ხედვა ან შენიშვნა არჩევნებთან დაკავშირებით. უბრალოდ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ ოთახში ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება. დამთავრდა დრო, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ოთახში მიიღებოდა გადაწყვეტილებები. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მათ შორის თავმჯდომარეების არჩევას, ადგილზე ექნება ჩვენს ამომრჩეველს. ამაზე უფრო დემოკრატიული არ მოუგონია არავის არაფერი. თუ რაიმე იცით უფრო დემოკრატიული, ვიდრე არჩევნებია, მითხარით“,-განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, რომ არ ყოფილიყო კითხვის ნიშნები, თითქოს ვინმე თანამდებობაზე უსაფუძვლოდ დაინიშნა, ამიტომ გამოცხადდა არჩევნები.

"ყველა რაიონში არის თავმჯდომარე წარმოდგენილი და დღეს რომ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები ტარდება, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მოქმედ თავმჯდომარეს კონკურენტი არ ჰყავს და სადაც ჰყავს, იქ არჩევნები ჩატარდება. 6 მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და პლუს ამას, ყველა წარმოდგენილი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს ჩვენმა მხარდამჭერებმა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სრულად ფორმირებისა და პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, პარტიის რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია ოფიციალურად დასრულდა. 63 მუნიციპალიტეტიდან კანდიდატები 62 მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდნენ. 1 კანდიდატზე მეტი 6 მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაა: წალენჯიხა, წყალტუბო, ქუთაისი, მარნეული, ახალქალაქი და მცხეთა. დარჩენილ 56 მუნიციპალიტეტში თავმჯდომარეებს რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციების დელეგატები აირჩევენ.

ასევე იხილეთ: