სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან ჩვენ "დაგვაბოლეს", მერე ჩვენ სხვები უნდა "დაგვებოლებინა". არც ვიცოდით, რომ კლიენტებს ვატყუებდით" - თაღლითური ქოლცენტრის თანამშრომელი გოგონას სკანდალური ინტერვიუ
"თავიდან ჩვენ "დაგვაბოლეს", მერე ჩვენ სხვები უნდა "დაგვებოლებინა". არც ვიცოდით, რომ კლიენტებს ვატყუებდით" - თაღლითური ქოლცენტრის თანამშრომელი გოგონას სკანდალური ინტერვიუ

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი გო­გო­ნა, მარი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ახ­ლობ­ლის დახ­მა­რე­ბით ქოლ­ცენ­ტრში მოხ­ვდა სა­მუ­შა­ოდ. რო­გორც ამ­ბობს, მა­ნამ­დე ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რა და რამ­დე­ნი­მე დღის მერე, როცა გა­ი­აზ­რა, რას­თან ჰქონ­და საქ­მე, "სრულ სა­გი­ჟეთს" თავი და­აღ­წია. გო­გო­ნამ, რომ­ლის გვარ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ, წა­მოს­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და ბედ­ნი­ე­რია, რომ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე არ გახ­და, თუმ­ცა დღემ­დე ცუ­დად ახ­სენ­დე­ბა ის სტრე­სუ­ლი სამი კვი­რა.

- ოთხი წლის წინ, როცა ჯერ ისევ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, სამ­სა­ხურს ვე­ძებ­დი და ვი­ნა­ი­დან ენე­ბი ვი­ცო­დი, ნაც­ნობ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა მას­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი. კომ­პა­ნია ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში იყო, მისი სა­ხე­ლი დღემ­დე არ ვიცი, ვკი­თხუ­ლობ­დი და ვე­რა­ვინ გამ­ცა პა­სუ­ხი, მე­პატ­რო­ნე­ზე ხომ ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია... ნაც­ნობ­მა ერთი ის მი­თხრა, ეს სამ­სა­ხუ­რი ლე­გა­ლუ­რი­აო, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში კი გა­მიკ­ვირ­და, ასე­თი საქ­მი­ა­ნო­ბა რო­გორ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ლე­გა­ლუ­რი. დღეს უკვე გა­შიფ­რუ­ლია, მაგ­რამ იმ­ხა­ნად ვინ რა იცო­და, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქოლ­ცენ­ტრე­ბი. ჩემს ნაც­ნობს დე­ტა­ლე­ბი არ აუხ­სნია და მი­თხრა, ქოლ­ცენ­ტრია, უცხო­ელ კლი­ენ­ტებ­თან სა­უ­ბა­რი გე­ვა­ლე­ბაო.

რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­ში ვა­კან­სი­ებს ეძებ, სხვებ­თან ერ­თად მი­თი­თე­ბუ­ლია ქოლ­ცენ­ტრიც. ამით ხდე­ბა შე­ნიღბვა, რე­ა­ლუ­რად ქოლ­ცენ­ტრი ხომ ისაა, სა­დაც აქეთ გი­რე­კა­ვენ და შენ პა­სუ­ხობ. როცა ოფის­ში მი­ვე­დი, გა­მარ­კვი­ეს მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში და მი­თხრეს, კლი­ენ­ტებს უნდა და­ურ­ე­კო და ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი შეს­თა­ვა­ზოო. მო­თხოვ­ნა იყო გერ­მა­ნუ­ლი ენის მცოდ­ნე­ზე, 1-2 ჰყავ­დათ (მე ინ­გლი­სუ­რის გარ­და, გერ­მა­ნუ­ლიც ვი­ცო­დი და ამი­ტომ ამიყ­ვა­ნეს). რო­გორც მერე გა­ვარ­კვიე, თურ­მე შვედ და ნორ­ვე­გი­ელ კლი­ენ­ტებ­ზე "ნა­დი­რობ­დნენ" და მათი ენე­ბის მცოდ­ნე­ებ­საც და­ე­ძებ­დნენ. მის­ვლი­სას "ტრე­ნინ­გიც" გა­ვი­ა­რე, სა­დაც თით­ქმის ისე­თი არა­ფე­რი გვის­წავ­ლია, რაც მუ­შა­ო­ბა­ში გა­მოგ­ვად­გე­ბო­და. თვი­თო­ნაც არ იყე­ნებ­დნენ იმ წე­სებს. რო­გორც მერე მივ­ხვდი, მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო კო­მუ­ნი­კა­ცია, ის, თუ რამ­დე­ნად შე­გეძ­ლო ადა­მი­ა­ნის გრძნო­ბე­ბით და ემო­ცი­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. თა­ვი­დან ჩვენ "დაგ­ვა­ბო­ლეს" და მერე ჩვენ სხვე­ბი უნდა "დაგ­ვე­ბო­ლე­ბი­ნა". არც ვი­ცო­დით, რომ უცხო­ელ კლი­ენ­ტებს ვა­ტყუ­ებ­დით, არა­ვის უთ­ქვამს, ეს გე­ვა­ლე­ბა­თო, ამას პირ­და­პირ არა­ვინ გვე­უბ­ნე­ბო­და, არ გვიხ­სნიდ­ნენ მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას. წა­მოს­ვლის შემ­დეგ მივ­ხვდი და თან­და­თან გა­ვა­კე­თე დას­კვნა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სხვებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მივ­ხვდი, რა გვე­ვა­ლე­ბო­და - მუდ­მი­ვად ტყუ­ი­ლის თქმა. მეც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, კლი­ენტს უთხა­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან კი არა, მა­გა­ლი­თად, ბრი­ტა­ნე­თი­დან ან ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნი­დან ურე­კა­ვო. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ბევრ მათ­განს სა­ქარ­თვე­ლო არც ექ­ნე­ბო­და გა­გო­ნი­ლი და მის­თვის სხვა ქვე­ყა­ნა უფრო სან­დო იქ­ნე­ბო­და.

ერ­თკვი­რი­ა­ნი ტრე­ნინ­გი მთა­ვარ­მა მე­ნე­ჯერ­მა ჩაგ­ვი­ტა­რა. იქ არი­ან უფ­რო­სი მე­ნე­ჯე­რე­ბი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ხელ­ქვე­ი­თე­ბი, ანუ უმ­ცრო­სე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ვინც უმ­ცრო­სე­ბი­დან კლი­ენტს ერთხელ "და­უ­კე­რავ­და" და ან­გა­რიშ­ზე ფულს ჩა­ა­რი­ცხვი­ნებ­და, შემ­დეგ უფ­რო­სი მე­ნე­ჯე­რი ერ­თვე­ბო­და საქ­მე­ში - მე­ო­რედ ის ურე­კავ­და, რათა მის­თვის უფრო მეტი თან­ხა ჩა­ე­რი­ცხვი­ნე­ბი­ნა (თვი­თონ უფრო გა­მოც­დი­ლი იყო და ამი­ტომ).

ოფის­ში იყო უამ­რა­ვი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და სა­ა­თე­ბი გა­დი­ო­და რეკ­ვა­ში, დღე­ში ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხან­და­ხან 300-400 ნო­მერ­ზე ადი­ო­და. ამ 400-დან შე­იძ­ლე­ბა ყურ­მი­ლი 4-5 კაცს აეღო. როცა ად­გი­ლი მი­მი­ჩი­ნეს, ვლო­ცუ­ლობ­დი, ყურ­მი­ლი არა­ვის აეღო (ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კი ისე­დაც არ მიყ­ვარს, თან სხვებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, რამ­დე­ნი უნდა მე­ლა­პა­რა­კა, ცუ­დად ვხდე­ბო­დი). არც ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, თუ ეს საქ­მე გა­მო­მი­ვი­დო­და. თა­ვი­დან მჯე­რო­და, რაც მი­თხრეს - ვინ­მეს თუ ჩა­ვა­რი­ცხვი­ნებ­დი, მას ფული მარ­თლა გა­უ­ორ­მაგ­დე­ბო­და. ტრე­ნინ­გის დროს გვი­თხრეს, ზოგი ფულს იგებს და ზოგი აგებს, აქ­ცი­ებ­ში რო­გორც დე­ბენ ფულს და ხან მო­გე­ბას ნა­ხუ­ლო­ბენ, ხან წა­გე­ბას, ასე­აო. რა­ღაც ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ი­ტე­ბიც მოგ­ვცეს, დრო­დად­რო უნდა შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა ბირ­ჟა­ზე რა ხდე­ბო­და, რო­გო­რი იყო აქ­ცი­ე­ბის ფა­სე­ბი, რაც კლი­ენ­ტთან ლა­პა­რა­კი­სას უნდა გა­მოგ­ვდგო­მო­და - უნდა მეთ­ქვა, მა­გა­ლი­თად, APPLE-ის აქ­ცი­ის ფას­მა აი­წია და უნდა იჩ­ქა­როთ, დღეს­ვე ჩა­დოთ ფული-მეთ­ქი. მი­დი­ო­და ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მო­გე­ბა - თუ არ იჩ­ქა­რებ, გამ­დიდ­რე­ბის შანსს და­კარ­გა­ვო... ზა­რებს უმე­ტე­სად არც პა­სუ­ხობ­დნენ, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, კლი­ენ­ტე­ბი გე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ, რო­გორც ჩანს, მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ზა­რე­ბი - მარ­ტო ჩვე­ნე­ბი კი არა, სხვე­ბიც ურე­კავ­დნენ, ის ნომ­რე­ბი სხვა ქოლ­ცენ­ტრებ­საც ხომ ექ­ნე­ბო­დათ? გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
2

რაარიცოდით ან რომელმა არ იცოდით, 5000$ ხელფასებს რომ იღებდით და ბლატაობდით ამდენი და ამდენი მაქვს ხელფასიო პატიოსან შრომაში რომ მაგხელა ხელფასს არ გადაგიხდიდნენ არ იცოდიიით!!!!! (ქოლ ცენტრის ჩვეულებრივი კომპანიის თანამშრომლის ხელფასი მაქსიმუმ 2500 ლარი იყოს)

სენაკელი
3

ეს თემა ,რომ წავიკითხე იმდენად ამაზრზენია რა გითხრაც ისიც არ ვიცი-იქ დარჩენილი და წამოსული ყველა იწვის სულით ჯოჯოხეთში ეს არის სიმართლე რა თქვა მეზვერემ ყველას 4 მაგად დავუბრუნებო მიდი და დაუბრუნეთ საკუთარი სანამ ამოანთხევთ სისხლით

ავტორი:

"თავიდან ჩვენ "დაგვაბოლეს", მერე ჩვენ სხვები უნდა "დაგვებოლებინა". არც ვიცოდით, რომ კლიენტებს ვატყუებდით" - თაღლითური ქოლცენტრის თანამშრომელი გოგონას სკანდალური ინტერვიუ

"თავიდან ჩვენ "დაგვაბოლეს", მერე ჩვენ სხვები უნდა "დაგვებოლებინა". არც ვიცოდით, რომ კლიენტებს ვატყუებდით" - თაღლითური ქოლცენტრის თანამშრომელი გოგონას სკანდალური ინტერვიუ

ჩემი რესპონდენტი გოგონა, მარი, რამდენიმე წლის წინ ახლობლის დახმარებით ქოლცენტრში მოხვდა სამუშაოდ. როგორც ამბობს, მანამდე ტრენინგი გაიარა და რამდენიმე დღის მერე, როცა გაიაზრა, რასთან ჰქონდა საქმე, "სრულ საგიჟეთს" თავი დააღწია. გოგონამ, რომლის გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებთ, წამოსვლის შემდეგ ყველაფერი გააანალიზა და ბედნიერია, რომ თაღლითური სქემის თანამონაწილე არ გახდა, თუმცა დღემდე ცუდად ახსენდება ის სტრესული სამი კვირა.

- ოთხი წლის წინ, როცა ჯერ ისევ სტუდენტი ვიყავი, სამსახურს ვეძებდი და ვინაიდან ენები ვიცოდი, ნაცნობმა შემომთავაზა მასთან წავსულიყავი. კომპანია ქალაქის ცენტრალურ უბანში იყო, მისი სახელი დღემდე არ ვიცი, ვკითხულობდი და ვერავინ გამცა პასუხი, მეპატრონეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... ნაცნობმა ერთი ის მითხრა, ეს სამსახური ლეგალურიაო, მუშაობის პროცესში კი გამიკვირდა, ასეთი საქმიანობა როგორ უნდა ყოფილიყო ლეგალური. დღეს უკვე გაშიფრულია, მაგრამ იმხანად ვინ რა იცოდა, რას ემსახურებოდა ქოლცენტრები. ჩემს ნაცნობს დეტალები არ აუხსნია და მითხრა, ქოლცენტრია, უცხოელ კლიენტებთან საუბარი გევალებაო.

როდესაც ინტერნეტში ვაკანსიებს ეძებ, სხვებთან ერთად მითითებულია ქოლცენტრიც. ამით ხდება შენიღბვა, რეალურად ქოლცენტრი ხომ ისაა, სადაც აქეთ გირეკავენ და შენ პასუხობ. როცა ოფისში მივედი, გამარკვიეს მოვალეობებში და მითხრეს, კლიენტებს უნდა დაურეკო და ჩვენი პროდუქტი შესთავაზოო. მოთხოვნა იყო გერმანული ენის მცოდნეზე, 1-2 ჰყავდათ (მე ინგლისურის გარდა, გერმანულიც ვიცოდი და ამიტომ ამიყვანეს). როგორც მერე გავარკვიე, თურმე შვედ და ნორვეგიელ კლიენტებზე "ნადირობდნენ" და მათი ენების მცოდნეებსაც დაეძებდნენ. მისვლისას "ტრენინგიც" გავიარე, სადაც თითქმის ისეთი არაფერი გვისწავლია, რაც მუშაობაში გამოგვადგებოდა. თვითონაც არ იყენებდნენ იმ წესებს. როგორც მერე მივხვდი, მთავარი მოთხოვნა იყო კომუნიკაცია, ის, თუ რამდენად შეგეძლო ადამიანის გრძნობებით და ემოციებით მანიპულირება. თავიდან ჩვენ "დაგვაბოლეს" და მერე ჩვენ სხვები უნდა "დაგვებოლებინა". არც ვიცოდით, რომ უცხოელ კლიენტებს ვატყუებდით, არავის უთქვამს, ეს გევალებათო, ამას პირდაპირ არავინ გვეუბნებოდა, არ გვიხსნიდნენ მუშაობის სპეციფიკას. წამოსვლის შემდეგ მივხვდი და თანდათან გავაკეთე დასკვნა. მუშაობის პროცესში სხვებს რომ ვუყურებდი, მივხვდი, რა გვევალებოდა - მუდმივად ტყუილის თქმა. მეც მეუბნებოდნენ, კლიენტს უთხარი, რომ საქართველოდან კი არა, მაგალითად, ბრიტანეთიდან ან ევროპის სხვა ქვეყნიდან ურეკავო. ალბათ იმიტომ, რომ ბევრ მათგანს საქართველო არც ექნებოდა გაგონილი და მისთვის სხვა ქვეყანა უფრო სანდო იქნებოდა.

ერთკვირიანი ტრენინგი მთავარმა მენეჯერმა ჩაგვიტარა. იქ არიან უფროსი მენეჯერები, დანარჩენები ხელქვეითები, ანუ უმცროსები. საინტერესო ისაა, რომ ვინც უმცროსებიდან კლიენტს ერთხელ "დაუკერავდა" და ანგარიშზე ფულს ჩაარიცხვინებდა, შემდეგ უფროსი მენეჯერი ერთვებოდა საქმეში - მეორედ ის ურეკავდა, რათა მისთვის უფრო მეტი თანხა ჩაერიცხვინებინა (თვითონ უფრო გამოცდილი იყო და ამიტომ).

ოფისში იყო უამრავი ტელეფონის ნომერი და საათები გადიოდა რეკვაში, დღეში ერთი თანამშრომელი ხანდახან 300-400 ნომერზე ადიოდა. ამ 400-დან შეიძლება ყურმილი 4-5 კაცს აეღო. როცა ადგილი მიმიჩინეს, ვლოცულობდი, ყურმილი არავის აეღო (ტელეფონზე ლაპარაკი ისედაც არ მიყვარს, თან სხვებს რომ ვუყურებდი, რამდენი უნდა მელაპარაკა, ცუდად ვხდებოდი). არც ვიყავი დარწმუნებული, თუ ეს საქმე გამომივიდოდა. თავიდან მჯეროდა, რაც მითხრეს - ვინმეს თუ ჩავარიცხვინებდი, მას ფული მართლა გაუორმაგდებოდა. ტრენინგის დროს გვითხრეს, ზოგი ფულს იგებს და ზოგი აგებს, აქციებში როგორც დებენ ფულს და ხან მოგებას ნახულობენ, ხან წაგებას, ასეაო. რაღაც ეკონომიკური საიტებიც მოგვცეს, დროდადრო უნდა შეგვემოწმებინა ბირჟაზე რა ხდებოდა, როგორი იყო აქციების ფასები, რაც კლიენტთან ლაპარაკისას უნდა გამოგვდგომოდა - უნდა მეთქვა, მაგალითად, APPLE-ის აქციის ფასმა აიწია და უნდა იჩქაროთ, დღესვე ჩადოთ ფული-მეთქი. მიდიოდა ადამიანების წამოგება - თუ არ იჩქარებ, გამდიდრების შანსს დაკარგავო... ზარებს უმეტესად არც პასუხობდნენ, ყოფილა შემთხვევა, კლიენტები გეჩხუბებოდნენ, იგინებოდნენ, როგორც ჩანს, მობეზრებული ჰქონდათ ზარები - მარტო ჩვენები კი არა, სხვებიც ურეკავდნენ, ის ნომრები სხვა ქოლცენტრებსაც ხომ ექნებოდათ? გააგრძელეთ კითხვა