საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული" - პრემიერი
"კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული" - პრემიერი

კე­ზე­რაშ­ვილ­მა და მის­მა თაღ­ლი­თე­ბის­გან შემ­დგარ­მა ბან­დამ გა­ძარ­ცვა მთე­ლი ევ­რო­პის პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, ერთი მი­ლი­არ­დი ევრო არის მო­პა­რუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ე.წ. ქოლ - ცენ­ტრე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი არის ოლი­გარ­ქი, რო­მე­ლიც მთელ ოპო­ზი­ცი­ას და ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხებს აფი­ნან­სებს.

"ჩვენ ვხე­დავთ უსუ­სურ მცდე­ლო­ბას ისე­დაც გა­კოტ­რე­ბუ­ლი, ხელ­მო­ცა­რუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, რომ რა­მე­ნა­ი­რად ეს დიდი სკან­და­ლი, მსოფ­ლიო დო­ნის, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის თაღ­ლი­თო­ბის სქე­მა, რო­მე­ლიც იქნა გა­შიფ­რუ­ლი და BBC-ის მიერ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, ვგუ­ლის­ხმობ კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­ულს, ე.წ. ქოლ - ცენ­ტრე­ბის სქე­მის აწყო­ბას, რომ­ლი­თაც მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იქნა მო­პა­რუ­ლი, ჩვენ ამას ვამ­ბობ­დით და BBC-ის გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ კე­ზე­რაშ­ვილ­მა და მის­მა თაღ­ლი­თე­ბის­გან შემ­დგარ­მა ბან­დამ გა­ძარ­ცვა მთე­ლი ევ­რო­პის პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, ერთი მი­ლი­არ­დი ევრო არის მო­პა­რუ­ლი, ამ­ხე­ლა სკან­და­ლის გა­და­ფარ­ვას ცდი­ლო­ბენ ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. რა თქმა უნდა, ეს სა­ინ­ტე­რე­სო არ არის. სა­ინ­ტე­რე­სო არის ის, რომ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­გან ამ კაც­მა და მის­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მო­ი­პა­რეს ერთი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი. სა­ერ­თოდ რა­ზეა სა­უ­ბა­რი?! ახლა მთა­ვა­რი მინ­და ვთქვა - თქვენ იცით, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, სა­ნამ ეს ფაქ­ტი გა­სა­ჯა­როვ­დე­ბო­და, გა­მო­ვი­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ა­დას­ტუ­რა, რომ ის არის ოლი­გარ­ქი, რო­მე­ლიც მთელ ოპო­ზი­ცი­ას აფი­ნან­სებს. სამ­წუ­ხა­როდ, თქვენს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­საც ყვე­ლას და ნა­ძარ­ცვი ფუ­ლით აფი­ნან­სებს მთელ ოპო­ზი­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ურ ტე­ლე­არ­ხებს მი­მარ­თა, რომ ისი­ნი ცილს სწა­მე­ბენ ადა­მი­ა­ნებს და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა მათი არ­ხე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა თა­ვად აღი­ა­რა.

"თქვენ ბრალ­დე­ბებს კი არა, ყვე­ლა­ზე ამო­რა­ლურ ცილს სწა­მებთ ადა­მი­ა­ნებს. რა ბრალ­დე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, კაცი გა­მო­ვი­და და თა­ვად აღი­ა­რა, რომ მე ვა­ფი­ნან­სებ და და­ვა­ფი­ნან­სე­ბო. ეს ეხე­ბა ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ არხს და ყვე­ლას­თვის კარ­გად არის ეს ცნო­ბი­ლი. მე ვარ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და თქვენ­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. მთა­ვა­რი თემა არის შემ­დე­გი - სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვერ მო­ის­მი­ნა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, რომ ასე­თი სა­უ­კუ­ნის ძარ­ცვა ჩა­დე­ნი­ლი იყო კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ და ეს კაცი ჯერ კი­დევ გა­მოთ­ქვამს პრე­ტენ­ზი­ებს, მის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბიც გა­მოთ­ქვა­მენ პრე­ტენ­ზი­ებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ, ეს არის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი. თქვენ ამა­ზე უნდა დას­ვათ კი­თხვე­ბი და ჩვენ­მა ხალ­ხმა პა­სუ­ხე­ბი უნდა მი­ი­ღოს. ისე­ვე, რო­გორც მჯე­რა, ევ­რო­პე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბი ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნენ. იცით, რომ ჩვენ გერ­მა­ნულ გა­მო­ძი­ე­ბას­თან აქ­ტი­უ­რად ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტი ერ­თად გა­მო­ვი­ძი­ეთ, გავ­ხსე­ნით და სა­ბო­ლო­ოდ, ამ რე­ა­ლო­ბას ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
3

მართალია ბატონი პრემიერი. მთელმა მსოფლიომ იცის კეზერაშვილის მაფიას ნაცები, ლელო, რესპები და ლეიბორისტები კრიშავდნენ. იმიტომ ვერ მოხერხდა ამდენი ხანი მათი დაჭერა

ხხხხხ
9

დროშია აცდენილი. ჰაბიტუსი, მორალი, აზროვნება, სუფთად რაიკომის მდივნის აქვს!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული" - პრემიერი

"კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული" - პრემიერი

კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ქოლ - ცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დავით კეზერაშვილი არის ოლიგარქი, რომელიც მთელ ოპოზიციას და ოპოზიციურ არხებს აფინანსებს.

"ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რამენაირად ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და BBC-ის მიერ გამოძიებული, ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. ქოლ - ცენტრების სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული, ჩვენ ამას ვამბობდით და BBC-ის გამოძიების შედეგად დადასტურებულია, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის. საინტერესო არის ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს ერთი მილიარდი დოლარი. საერთოდ რაზეა საუბარი?! ახლა მთავარი მინდა ვთქვა - თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ეს ფაქტი გასაჯაროვდებოდა, გამოვიდა და ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის არის ოლიგარქი, რომელიც მთელ ოპოზიციას აფინანსებს. სამწუხაროდ, თქვენს ტელევიზიებსაც ყველას და ნაძარცვი ფულით აფინანსებს მთელ ოპოზიციურ მოძრაობას“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციურ ტელეარხებს მიმართა, რომ ისინი ცილს სწამებენ ადამიანებს და დავით კეზერაშვილმა მათი არხების დაფინანსება თავად აღიარა.

"თქვენ ბრალდებებს კი არა, ყველაზე ამორალურ ცილს სწამებთ ადამიანებს. რა ბრალდებაზე ვლაპარაკობთ, კაცი გამოვიდა და თავად აღიარა, რომ მე ვაფინანსებ და დავაფინანსებო. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ არხს და ყველასთვის კარგად არის ეს ცნობილი. მე ვარ პრემიერ-მინისტრი და თქვენზე მეტი ინფორმაცია მაქვს. მთავარი თემა არის შემდეგი - საზოგადოებამ ვერ მოისმინა ახსნა-განმარტება, რომ ასეთი საუკუნის ძარცვა ჩადენილი იყო კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი ჯერ კიდევ გამოთქვამს პრეტენზიებს, მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიებიც გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს არის შემაშფოთებელი. თქვენ ამაზე უნდა დასვათ კითხვები და ჩვენმა ხალხმა პასუხები უნდა მიიღოს. ისევე, როგორც მჯერა, ევროპელი საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. იცით, რომ ჩვენ გერმანულ გამოძიებასთან აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი ფაქტი ერთად გამოვიძიეთ, გავხსენით და საბოლოოდ, ამ რეალობას ნათელი მოეფინა“, - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ასევე: