Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში...გოგონები აქტიურობდნენ, მოდიოდნენ და ყვიროდნენ, ჩამოდიო..." - გიორგი ჩაკვეტაძის ცხოვრების უცნობი დეტალები
"რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში...გოგონები აქტიურობდნენ,  მოდიოდნენ და ყვიროდნენ, ჩამოდიო..." - გიორგი ჩაკვეტაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

ფეხ­ბურ­თი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა, რაც მშობ­ლებს და ახ­ლობ­ლებს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ათ და მალე პა­ტა­რა გი­ორ­გი ოთახ­ში მო­წყო­ბი­ლი "მო­ედ­ნი­დან" ნამ­დვილ მო­ე­დან­ზე აღ­მოჩ­ნდა. მისი "ოს­ტა­ტო­ბა" მწვრთნელ­საც არ გა­მოჰ­პარ­ვია და პირ­ვე­ლი­ვე დღეს მესი უწო­და. მის კა­რი­ე­რა­ში ბევ­რჯერ იყო გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლი, აღი­ა­რე­ბა, ტრავ­მა, რთუ­ლი პე­რი­ო­დიც...

ფეხ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ნა­ხე­ვარმცვე­ლის - გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის შე­სა­ხებ უფრო მეტს მისი დედა, მთვა­რი­სა რუ­ხა­ძე მოგ­ვი­თხრობს.

- ფეხ­ბურ­თი­სად­მი ინ­ტე­რესს ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ავ­ლენ­და. სახ­ლში სულ ბურ­თით თა­მა­შობ­და, ხან რას გა­ტეხ­და და ხან რას და­ა­ზი­ა­ნებ­და. ეზო­ში რომ ჩა­ვიყ­ვან­დი, იქაც ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის გარ­და, არა­ფე­რი უნ­დო­და. უფ­რო­სე­ბი უყუ­რებ­დნენ და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, ამ ბი­ჭის­გან დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი დად­გე­ბაო. თა­ვი­სე­ბუ­რი ტექ­ნი­კა ჰქონ­და. მე­ზობ­ლე­ბი მირ­ჩევ­დნენ, ფეხ­ბურთზე შე­მეყ­ვა­ნა. სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა თა­ვა­დაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. 6 წლის ხდე­ბო­და, გი­ორ­გი ფეხ­ბურთზე "დი­ნა­მო­ში" რომ მი­ვიყ­ვა­ნე, მწვრთნე­ლი გივი ლო­მი­ძე იყო. გი­ორ­გიმ აკენწვლე­ბი რომ გა­ა­კე­თა, უყუ­რა მის მოძ­რა­ო­ბებს და ჰკი­თხა, - შენ რა გვა­რი ხარ? - ჩაკ­ვე­ტა­ძე, - ჩაკ­ვე­ტა­ძე კი არა, მგო­ნი, მესი ხარო. ასე­თი იყო გი­ორ­გის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ამ სპორ­ტში.

- გი­ორ­გის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ზე რას გვე­ტყვით, რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ძა­ლი­ან კე­თი­ლია, მაგ­რამ ამის აფი­ში­რე­ბას არას­დროს ახ­დენს. 2 ძმა ჰყავს. ბოლო დროს მშობ­ლე­ბი ცო­ტა­თი ვა­ვად­მყო­ფობთ, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მზრუნ­ვე­ლია (პა­უ­ზის შემ­დეგ). შვი­ლი რო­გორ ვაქო, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია.

- ბავ­შვო­ბა­ში ვარ­ჯიშ­ზე ყო­ველ­თვის თქვენ დაჰ­ყვე­ბო­დით?

- დიახ, სულ მე ვა­ტა­რებ­დი, რა დღე­ე­ბი გვაქვს გა­და­ტა­ნი­ლი, ყინ­ვა­ში, სი­ცი­ვე­ში... ვარ­ჯიშ­ზე მოს­კო­ვის გამ­ზი­რი­დან დავ­დი­ო­დით და გზა­ში ლა­მის 2 სა­ა­თი გვჭირ­დე­ბო­და. მის გა­კე­თე­ბულ სი­კე­თე­ებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, ბევ­რი მეც არ ვიცი, ხან ვინ მე­უბ­ნე­ბა მად­ლო­ბას და ხან - ვინ.

- გი­ორ­გი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია?

- არა, სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არც აქამ­დე ჰქო­ნია. ამ მხრივ აქ­ტი­უ­რო­ბით დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ვა.

- გო­გო­ნე­ბი არ აქ­ტი­უ­რო­ბენ?

- გო­გო­ნე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რობ­დნენ, აქ რომ იყო, ეზო­ში მო­დი­ოდ­ნენ და ყვი­როდ­ნენ: "ჩაკ­ვე, ჩა­მო­დი! ჩაკ­ვე, ჩა­მო­დი!"

- ჩა­დი­ო­და?

- არა, იმ­დე­ნად თავ­მდა­ბა­ლი და წყნა­რი იყო (იცი­ნის). ბოლო დროს, გი­ორ­გის­თან ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვე­ღარ ჩავ­დი­ვარ, ადრე უფრო ხში­რად ვი­ყა­ვი და ამა­საც გან­ვიც­დი...წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
2

ამ ბაღანას ბებია არ ჰყავს ? ? ? თუ ნემსი და ძაფი არა აქვთ !

mm
1

ყველაფერზე გეტყობათ რომ ძალიან ღირსეული ოჯახი ხართ, წარმატებები

ავტორი:

"რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში...გოგონები აქტიურობდნენ, მოდიოდნენ და ყვიროდნენ, ჩამოდიო..." - გიორგი ჩაკვეტაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

"რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში...გოგონები აქტიურობდნენ,  მოდიოდნენ და ყვიროდნენ, ჩამოდიო..." - გიორგი ჩაკვეტაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

ფეხბურთისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, რაც მშობლებს და ახლობლებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და მალე პატარა გიორგი ოთახში მოწყობილი "მოედნიდან" ნამდვილ მოედანზე აღმოჩნდა. მისი "ოსტატობა" მწვრთნელსაც არ გამოჰპარვია და პირველივე დღეს მესი უწოდა. მის კარიერაში ბევრჯერ იყო გამარჯვების სიხარული, აღიარება, ტრავმა, რთული პერიოდიც...

ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის - გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ უფრო მეტს მისი დედა, მთვარისა რუხაძე მოგვითხრობს.

- ფეხბურთისადმი ინტერესს ძალიან პატარა ასაკიდანვე ავლენდა. სახლში სულ ბურთით თამაშობდა, ხან რას გატეხდა და ხან რას დააზიანებდა. ეზოში რომ ჩავიყვანდი, იქაც ფეხბურთის თამაშის გარდა, არაფერი უნდოდა. უფროსები უყურებდნენ და აღნიშნავდნენ, ამ ბიჭისგან დიდი ფეხბურთელი დადგებაო. თავისებური ტექნიკა ჰქონდა. მეზობლები მირჩევდნენ, ფეხბურთზე შემეყვანა. სპორტის ეს სახეობა თავადაც ძალიან მიყვარს. 6 წლის ხდებოდა, გიორგი ფეხბურთზე "დინამოში" რომ მივიყვანე, მწვრთნელი გივი ლომიძე იყო. გიორგიმ აკენწვლები რომ გააკეთა, უყურა მის მოძრაობებს და ჰკითხა, - შენ რა გვარი ხარ? - ჩაკვეტაძე, - ჩაკვეტაძე კი არა, მგონი, მესი ხარო. ასეთი იყო გიორგის პირველი ნაბიჯები ამ სპორტში.

- გიორგის პიროვნულ თვისებებზე რას გვეტყვით, რით არის გამორჩეული?

- ძალიან კეთილია, მაგრამ ამის აფიშირებას არასდროს ახდენს. 2 ძმა ჰყავს. ბოლო დროს მშობლები ცოტათი ვავადმყოფობთ, ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველია (პაუზის შემდეგ). შვილი როგორ ვაქო, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია.

- ბავშვობაში ვარჯიშზე ყოველთვის თქვენ დაჰყვებოდით?

- დიახ, სულ მე ვატარებდი, რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში... ვარჯიშზე მოსკოვის გამზირიდან დავდიოდით და გზაში ლამის 2 საათი გვჭირდებოდა. მის გაკეთებულ სიკეთეებზე ვერ ვილაპარაკებ, ბევრი მეც არ ვიცი, ხან ვინ მეუბნება მადლობას და ხან - ვინ.

- გიორგი შეყვარებულია?

- არა, სერიოზული ურთიერთობა არც აქამდე ჰქონია. ამ მხრივ აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა.

- გოგონები არ აქტიურობენ?

- გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: "ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!"

- ჩადიოდა?

- არა, იმდენად თავმდაბალი და წყნარი იყო (იცინის). ბოლო დროს, გიორგისთან ჯანმრთელობის გამო ვეღარ ჩავდივარ, ადრე უფრო ხშირად ვიყავი და ამასაც განვიცდი...წაიკითხეთ ვრცლად