პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
თუ მეფეს უყვარხარ - ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე: სხვა კამილა
თუ მეფეს უყვარხარ - ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე: სხვა კამილა

თუ მე­ფეს უყ­ვარ­ხარ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოც რომ და­გი­პი­რის­პირ­დეს, შენ მა­ინც გახ­დე­ბი დე­დო­ფა­ლი - ეს კა­მი­ლა პარ­კე­რის ამ­ბა­ვია, ქა­ლის, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­ლე­ბის, და არამ­ხო­ლოდ, უმე­ტე­სო­ბას სძულ­და, თუმ­ცა დღეს დე­დოფ­ლის გვირ­გვინს და­იდ­გამს. მისი გზა დე­დოფ­ლო­ბამ­დე არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი, რო­გორც ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, იმ სიმ­შვი­დის მიღ­მა, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნი­სას კა­მი­ლას სა­ხე­ზე ყო­ველ­თვის ნი­შან­დობ­ლი­ვია, ქა­რიშ­ხა­ლი იმა­ლე­ბო­და.

ის მეფე ჩარლ­ზის ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლია, ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე მის­თვის ყვე­ლა­ზე სან­დო და სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არც სა­მე­ფო ოჯა­ხი არ იღებ­და, თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა მი­ეჩ­ვია, რომ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მუდ­მი­ვად იყო ჩარლ­ზის გვერ­დით, სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლამ აღი­ა­რა.

ალ­ბათ, სულ რამ­დე­ნი­მე ქალი ყო­ფი­ლა ისე შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და ისე მი­უ­ღე­ბე­ლი, რო­გორც კა­მი­ლა. ის იყო "სხვა ქალი“, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი "სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ნე­ბის" დას­რუ­ლე­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, ის დღემ­დე რჩე­ბა პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას­თან მუდ­მი­ვი შე­და­რე­ბის ობი­ექ­ტად. და მი­უ­ხე­და­ვად დე­დოფ­ლო­ბი­სა, დღემ­დე გარ­დაც­ვლი­ლი პრინ­ცე­სას ჩრდილ­შია. კა­მი­ლა ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­ფო კა­რის რე­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბის ყვე­ლა­ზე ბო­როტ პერ­სო­ნა­ჟად მი­იჩ­ნე­ვა. თუმ­ცა არის ის ისე­თი ბო­რო­ტი, რო­გორც მე­დია წარ­მოგ­ვიდ­გენს, თუ სა­მე­ფო წე­სე­ბის მო­რი­გი მსხვერ­პლი იყო, რო­მელ­ზეც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უბ­რა­ლოდ გა­ი­მარ­ჯვა?

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­სა გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით აკ­ვირ­დე­ბო­და მის ხა­სი­ათს, ქცე­ვებს, გა­რეგ­ნო­ბას, და­უნ­დობ­ლად უტევ­და, მაგ­რამ გა­უძ­ლო ქა­რიშ­ხალს, უფრო მე­ტიც, გა­აძ­ლი­ე­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია და დღეს ბრი­ტა­ნულ სა­მე­ფო ოჯახ­ში რან­გით ყვე­ლა­ზე მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მი ქა­ლია. ქალი, რო­მე­ლიც მო­ნარ­ქი­ის უდი­დეს საფრ­თხედ მი­იჩ­ნე­ო­და, დღეს დე­დო­ფა­ლია.

"მე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა ვდგა­ვარ, თქვენ უბ­რა­ლოდ უნდა გა­აგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა", - ამ­ბობს კა­მი­ლა.

  • ბავ­შვო­ბა

ვე­რა­ვინ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და, რომ ის ოდეს­მე ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ზე და­ქორ­წინ­დე­ბო­და. კა­მი­ლა 1947 წლის 17 ივ­ლისს და­ი­ბა­და. მისი ოჯა­ხი მა­ღა­ლი კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, მდიდ­რე­ბი იყ­ვნენ, ჰქონ­დათ კარ­გი კავ­ში­რე­ბი, თუმ­ცა არა სა­მე­ფო. სკო­ლა შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი ლონ­დო­ნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით 60-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან, როცა ოფი­ცერ ენ­დრიუ პარ­კერ ბო­ულსთან და­ი­წყო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა.

მარ­ცხნი­დან პირ­ვე­ლი - კა­მი­ლა 16 წლის ასაკ­ში

  • ხან­გრძლი­ვი რო­მა­ნის და­სა­წყი­სი

1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­აც­ნეს ახალ­გაზ­რდა პრინ­ცი ჩარლ­ზი. პრინ­ცის ბი­ოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რი, ჯო­ნა­თან დიმბლბი ასე აღ­წერს მათ თავ­და­პირ­ველ ურ­თი­ერ­თო­ბას: "კა­მი­ლა იყო მო­სიყ­ვა­რუ­ლე, თავ­გან­წი­რუ­ლი, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მთე­ლი სიმ­ძაფ­რით - ჩარლზ­მა კი მას­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე თავი და­კარ­გა“.

ჩარლ­ზის­თვის შე­საძ­ლოა, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი ყო­ფი­ლი­ყო ცხოვ­რე­ბა, თა­ვი­დან­ვე კა­მი­ლა­ზე რომ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა სა­მე­ფო ოჯახ­მა არ მის­ცა ამის უფ­ლე­ბა. რაც არ უნდა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლად ჟღერ­დეს, იმ მი­ზე­ზებს შო­რის, რომ­ლის გა­მოც სა­მე­ფო ოჯახ­მა კა­მი­ლა­ზე უარი თქვა, ისაა, რომ მას არ ჰქონ­და ტი­ტუ­ლი და არ ჰქონ­და ქალ­წუ­ლის რე­პუ­ტა­ცია.

1972 წლის ბო­ლოს ჩარლ­ზი რვა თვით წა­ვი­და სა­ზღვაო ფლოტ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში ენ­დრიუ სპენ­სერ­მა კა­მი­ლას და­ქორ­წი­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა, კა­მი­ლაც დას­თან­ხმდა, რად­გან იცო­და, რომ ჩარლზს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და მას­ზე ქორ­წი­ნე­ბა. სჯე­რო­და, რომ ტახ­ტის მემ­კვიდ­რის­გან შე­თა­ვა­ზე­ბას ვერ მი­ი­ღებ­და.

კა­მი­ლა­სა და ენ­დრიუ პარ­კერ ბო­ულ­სის ქორ­წი­ლის ფოტო

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჩარლ­ზი და კა­მი­ლა დარ­ჩნენ ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა­ში, მუდ­მი­ვად ურე­კავ­დნენ ერ­თმა­ნეთს, ხვდე­ბოდ­ნენ მე­გობ­რე­ბის მიერ გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე.

და­შო­რე­ბის შემ­დეგ ისი­ნი ერ­თად ეს­წრე­ბოდ­ნენ პო­ლოს თა­მა­შებს და შე­მორ­ჩე­ნილ ძველ ფო­ტო­ებ­ში "მი­ძი­ნე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი" ჩანს

წიგნ­ში "პრინც ჩარლ­ზის ცხოვ­რე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ვნე­ბე­ბი და პა­რა­დოქ­სე­ბი“, ავ­ტო­რი სალი ბე­დელ სმი­ტი წერს, რომ ჩარლზ­მა და კა­მი­ლამ 1979 წელს რო­მა­ნი აღად­გი­ნეს, ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტეს მას შემ­დეგ, რაც ჩარლ­ზი და­ი­ა­ნა­ზე და­ქო­რი­წინ­და. 1986 წელს კი რო­მა­ნი კვლავ გა­ნა­ახ­ლეს.

Diana: Her True Story-ის ავ­ტორ­მა ენ­დრიუ ნორ­ტონ­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა, თუ რო­გორ ითხოვ­და ქორ­წი­ლის ჩაშ­ლას და­ი­ა­ნა ქორ­წი­ლამ­დე ორი დღით ადრე მას შემ­დეგ, რაც იპო­ვა ჩარლ­ზის მიერ კა­მი­ლას­თვის შეკ­ვე­თი­ლი გრა­ვი­რე­ბუ­ლი სა­მა­ჯუ­რი.

კა­მი­ლა და მისი შვი­ლე­ბი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან - ტომი და ლორა

  • სკან­და­ლე­ბი

1989 წელს ჩარლზ­სა და კა­მი­ლას შო­რის ინ­ტი­მუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი იყო, რო­მე­ლიც ერთი წლის შემ­დეგ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. სა­უბ­რის დროს პრინ­ცი ამ­ბობ­და, რომ სურ­და "კა­მი­ლას შარ­ვალ­ში ეცხოვ­რა“. 1992 წელს და­ი­ა­ნა და ჩარლ­ზი უკვე ერ­თად აღარ ცხოვ­რობ­დნენ. შემ­დეგ იყო პრინ­ცე­სას სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ. 1994 წელს ჩარლზ­მა აღი­ა­რა, რომ ცოლს ღა­ლა­ტობ­და. 1996 წელს და­ი­ა­ნა და ჩარლ­ზი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წინ­დნენ. და­ახ­ლო­ე­ბით ამ პე­რი­ოდ­ში და­შორ­და კა­მი­ლაც ქმარს.

კა­მი­ლა და პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა

  • გზა ტახ­ტის მემ­კვიდ­რის ცო­ლო­ბამ­დე

1997 წელს, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ღუპ­ვამ, კა­მი­ლას გზა ჩარლ­ზის ცო­ლო­ბამ­დე კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის მი­მართ უდი­დე­სი აგ­რე­სია ჰქონ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­ფო ოჯახ­მა სახ­ლი­დან გა­მოს­ვლაც კი აუ­რძა­ლა. მა­შინ BBC-მ გა­მო­კი­თხვაც ჩა­ა­ტა­რა, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ბრი­ტა­ნე­ლე­ბის 2/3 ამ­ბობ­და, რომ წი­ნაღ­მდე­გი იყო, ჩარლ­ზი ოდეს­მე გამ­ხდა­რი­ყო მეფე, თუ ის კა­მი­ლა­ზე და­ქორ­წინ­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა სას­ტი­კად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამ რო­მანს. ეს აღიქ­მე­ბო­და სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ და­ი­ა­ნას მი­მართ გა­მო­ჩე­ნილ სი­სა­ტი­კედ.

1999 წელი - კა­მი­ლა და ჩარლ­ზი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ჯა­როდ ერ­თად

წლე­ბი გა­ვი­და და 2005 წელს ჩარლ­ზი და კა­მი­ლა მა­ინც და­ქორ­წინ­დნენ. ვა­ჟე­ბი, ჰარი და უი­ლი­ა­მი მა­მას ევედ­რე­ბოდ­ნენ, რომ ეს არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამის შე­სა­ხებ პრინ­ცი ჰარი თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში წერს. "ბო­ლოს ჩვენ მიხ­ვდვით, რომ ის სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც იქ­ნე­ბო­და იმ ქალ­თან, რო­მე­ლიც უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და“, - წერს ჰარი.

2005 წელი - ჩარლ­ზი­სა და კა­მი­ლას ქორ­წი­ლი

  • იმი­ჯის გა­მოს­წო­რე­ბის მცდე­ლო­ბა

და­ი­ა­ნას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კა­მი­ლა ყვე­ლას სძულ­და. ჩარლზ­მა და­ი­ქი­რა­ვა პი­ა­რის გუ­რუდ წო­დე­ბუ­ლი მარკ ბო­ლა­ნი, რათა დახ­მა­რე­ბო­და მათ იმი­ჯის გა­მოს­წო­რე­ბა­ში. ბო­ლა­ნი აწ­ვდი­და ბრი­ტა­ნულ პრე­სას ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც ჩარლზ­სა და კა­მი­ლას უფრო პო­ზი­ტი­ურ ჭრილ­ში წარ­მო­ა­ჩენ­და. თან­და­თან ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში უფრო მე­ტად ადა­მი­ა­ნუ­რე­ბი ჩან­დნენ.

უკვე წლე­ბია, კა­მი­ლას სა­მე­ფო ოჯა­ხის ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლის დროს საკ­ვან­ძო როლი აქვს

პრინც ჰა­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, კა­მი­ლას რე­პუ­ტა­ცი­ის გა­მომსწო­რე­ბა სა­მე­ფო ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბო­და. გარ­და ჰა­რი­სა, სა­მე­ფო ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ბო­ლა­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ით ვაჭ­რო­ბა­ში.

"მე ვხე­დავ­დი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც და­ქორ­წინ­და სა­მე­ფოს წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე და გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი რაც შე­ეძ­ლო სა­კუ­თა­რი რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და იმი­ჯის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად“, - თქვა ჰა­რიმ Good Morning America-სთან სა­უბ­რი­სას.

მე­დია წერს, რომ კა­მი­ლას უდი­დე­სი გავ­ლე­ნა აქვს ჩარლზ­ზე. თუ ჩარლ­ზი უხე­შობს, ვინ­მეს ეჩხუ­ბე­ბას, საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ ერთხელ შე­ხე­დოს ქმარს და ჩარლ­ზი სულ სხვა ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა

“სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში ის იყო ბო­რო­ტი, ის იყო მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა­ში და სჭირ­დე­ბო­და თა­ვი­სი იმი­ჯის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია“, - თქვა პრინცმა ან­დერ­სონ კუ­პერ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. ჰა­რის თქმით, ბრი­ტა­ნულ პრე­სას­თან კავ­ში­რე­ბის გამო კა­მი­ლა კი­დევ უფრო სა­ში­ში იყო. ის ყო­ველ­თვის ღია იყო ინ­ფორ­მა­ცი­ით ვაჭ­რო­ბის­თვის.

დე­დო­ფალ ელი­სა­ბედს წლე­ბი დას­ჭირ­და კა­მი­ლას მი­სა­ღე­ბად, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც დას­თან­ხმდა ჩარლზს, რომ ის ცო­ლად მო­ეყ­ვა­ნა

2005 წელს, რო­დე­საც ჩარლზ­მა და კა­მი­ლამ იქორ­წი­ნეს, პრინცმა ჰა­რიმ, რო­მე­ლიც მა­შინ 21 წლის იყო, კა­მი­ლას შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქალი უწო­და, რო­მელ­მაც მისი მამა გა­ა­ბედ­ნი­ე­რა. "მე და უი­ლი­ამს ის გვიყ­ვარს და კარ­გად ვუ­გებთ“, - ამ­ბობ­და მა­შინ ჰარი.

კა­მი­ლას მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი­დევ უფრო პო­ზი­ტი­უ­რი გახ­და სე­რი­ალ Crown-ის გა­მოს­ვლის შემ­დეგ. სე­რი­ალ­ში აღ­წე­რი­ლია სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი, ჩარლ­ზის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის მი­მართ.

დიახ, ის იყო ქალი, რო­მე­ლიც ტახ­ტის მემ­კვიდ­რეს ყვე­ლა­ზე მე­ტად აღელ­ვებ­და და ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­და. პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნამ ხალ­ხის გუ­ლე­ბი "მო­ი­პა­რა", თუმ­ცა ჩარლ­ზის გული სა­მუ­და­მოდ კა­მი­ლას ეკუთ­ვნო­და.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
3

ტიპი დატანჯეს გოგო უყვარდა და არ მოაყვანინეს, მაგრამ ბოლოს მაინც გაცისკრა თავისი გაიტანა ჯიგარმა )) არა ბიჭო ელისოს შეეკითხებოდა, მიდი ჩარლზ იგრიალე ოქროო ) 

ლიკა
5

კამილა დედოფალი უნდა იყოს და დაიანა კი- საფლავში?😭 რატომ ხდება ასე?

ავტორი:

თუ მეფეს უყვარხარ - ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე: სხვა კამილა

თუ მეფეს უყვარხარ - ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე: სხვა კამილა

თუ მეფეს უყვარხარ, მთელი მსოფლიოც რომ დაგიპირისპირდეს, შენ მაინც გახდები დედოფალი - ეს კამილა პარკერის ამბავია, ქალის, რომელიც ბრიტანელების, და არამხოლოდ, უმეტესობას სძულდა, თუმცა დღეს დედოფლის გვირგვინს დაიდგამს. მისი გზა დედოფლობამდე არ ყოფილა მარტივი, როგორც ბრიტანელები ამბობენ, იმ სიმშვიდის მიღმა, რომელიც საჯაროდ გამოჩენისას კამილას სახეზე ყოველთვის ნიშანდობლივია, ქარიშხალი იმალებოდა.

ის მეფე ჩარლზის ცხოვრების სიყვარულია, ახალგაზრდობიდანვე მისთვის ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანი იყო. თავდაპირველად არც საზოგადოება, არც სამეფო ოჯახი არ იღებდა, თუმცა ეტაპობრივად ყველა მიეჩვია, რომ საჯარო სივრცეში მუდმივად იყო ჩარლზის გვერდით, საბოლოოდ, ყველამ აღიარა.

ალბათ, სულ რამდენიმე ქალი ყოფილა ისე შეურაცხყოფილი საზოგადოებისგან და ისე მიუღებელი, როგორც კამილა. ის იყო "სხვა ქალი“, რომელსაც ადამიანები "საუკუნის ქორწინების" დასრულებას აბრალებდნენ, ის დღემდე რჩება პრინცესა დაიანასთან მუდმივი შედარების ობიექტად. და მიუხედავად დედოფლობისა, დღემდე გარდაცვლილი პრინცესას ჩრდილშია. კამილა ბრიტანული სამეფო კარის რეალური თამაშების ყველაზე ბოროტ პერსონაჟად მიიჩნევა. თუმცა არის ის ისეთი ბოროტი, როგორც მედია წარმოგვიდგენს, თუ სამეფო წესების მორიგი მსხვერპლი იყო, რომელზეც დროთა განმავლობაში უბრალოდ გაიმარჯვა?

წლების განმავლობაში პრესა გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა მის ხასიათს, ქცევებს, გარეგნობას, დაუნდობლად უტევდა, მაგრამ გაუძლო ქარიშხალს, უფრო მეტიც, გააძლიერა თავისი პოზიცია და დღეს ბრიტანულ სამეფო ოჯახში რანგით ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი ქალია. ქალი, რომელიც მონარქიის უდიდეს საფრთხედ მიიჩნეოდა, დღეს დედოფალია.

"მე ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ, თქვენ უბრალოდ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება", - ამბობს კამილა.

  • ბავშვობა

ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ის ოდესმე ტახტის მემკვიდრეზე დაქორწინდებოდა. კამილა 1947 წლის 17 ივლისს დაიბადა. მისი ოჯახი მაღალი კლასის წარმომადგენელი იყო, მდიდრები იყვნენ, ჰქონდათ კარგი კავშირები, თუმცა არა სამეფო. სკოლა შვეიცარიაში დაამთავრა, შემდეგ კი ლონდონურ საზოგადოებაში პოპულარული გახდა, განსაკუთრებით 60-იანი წლების შუა პერიოდიდან, როცა ოფიცერ ენდრიუ პარკერ ბოულსთან დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა.

მარცხნიდან პირველი - კამილა 16 წლის ასაკში

  • ხანგრძლივი რომანის დასაწყისი

1970-იანი წლების დასაწყისში გააცნეს ახალგაზრდა პრინცი ჩარლზი. პრინცის ბიოგრაფიის ავტორი, ჯონათან დიმბლბი ასე აღწერს მათ თავდაპირველ ურთიერთობას: "კამილა იყო მოსიყვარულე, თავგანწირული, პირველი სიყვარულისთვის დამახასიათებელი მთელი სიმძაფრით - ჩარლზმა კი მასთან პირველი შეხვედრისთანავე თავი დაკარგა“.

ჩარლზისთვის შესაძლოა, გაცილებით მარტივი ყოფილიყო ცხოვრება, თავიდანვე კამილაზე რომ დაქორწინებულიყო. თუმცა სამეფო ოჯახმა არ მისცა ამის უფლება. რაც არ უნდა მოძველებულად ჟღერდეს, იმ მიზეზებს შორის, რომლის გამოც სამეფო ოჯახმა კამილაზე უარი თქვა, ისაა, რომ მას არ ჰქონდა ტიტული და არ ჰქონდა ქალწულის რეპუტაცია.

1972 წლის ბოლოს ჩარლზი რვა თვით წავიდა საზღვაო ფლოტში. ამ პერიოდში ენდრიუ სპენსერმა კამილას დაქორწინება შესთავაზა, კამილაც დასთანხმდა, რადგან იცოდა, რომ ჩარლზს აკრძალული ჰქონდა მასზე ქორწინება. სჯეროდა, რომ ტახტის მემკვიდრისგან შეთავაზებას ვერ მიიღებდა.

კამილასა და ენდრიუ პარკერ ბოულსის ქორწილის ფოტო

მიუხედავად ყველაფრისა, ჩარლზი და კამილა დარჩნენ ერთმანეთის ცხოვრებაში, მუდმივად ურეკავდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ მეგობრების მიერ გამართულ წვეულებებზე.

დაშორების შემდეგ ისინი ერთად ესწრებოდნენ პოლოს თამაშებს და შემორჩენილ ძველ ფოტოებში "მიძინებული სიყვარული" ჩანს

წიგნში "პრინც ჩარლზის ცხოვრების წარმოუდგენელი ვნებები და პარადოქსები“, ავტორი სალი ბედელ სმიტი წერს, რომ ჩარლზმა და კამილამ 1979 წელს რომანი აღადგინეს, ურთიერთობა გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც ჩარლზი დაიანაზე დაქორიწინდა. 1986 წელს კი რომანი კვლავ განაახლეს.

Diana: Her True Story-ის ავტორმა ენდრიუ ნორტონმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ ითხოვდა ქორწილის ჩაშლას დაიანა ქორწილამდე ორი დღით ადრე მას შემდეგ, რაც იპოვა ჩარლზის მიერ კამილასთვის შეკვეთილი გრავირებული სამაჯური.

კამილა და მისი შვილები პირველი ქორწინებიდან - ტომი და ლორა

  • სკანდალები

1989 წელს ჩარლზსა და კამილას შორის ინტიმური სატელეფონო საუბარი იყო, რომელიც ერთი წლის შემდეგ მედიაში გამოქვეყნდა. საუბრის დროს პრინცი ამბობდა, რომ სურდა "კამილას შარვალში ეცხოვრა“. 1992 წელს დაიანა და ჩარლზი უკვე ერთად აღარ ცხოვრობდნენ. შემდეგ იყო პრინცესას სკანდალური ინტერვიუ. 1994 წელს ჩარლზმა აღიარა, რომ ცოლს ღალატობდა. 1996 წელს დაიანა და ჩარლზი ოფიციალურად განქორწინდნენ. დაახლოებით ამ პერიოდში დაშორდა კამილაც ქმარს.

კამილა და პრინცესა დაიანა

  • გზა ტახტის მემკვიდრის ცოლობამდე

1997 წელს, პრინცესა დაიანას ავტოკატასტროფაში დაღუპვამ, კამილას გზა ჩარლზის ცოლობამდე კიდევ უფრო გაართულა. საზოგადოებას მის მიმართ უდიდესი აგრესია ჰქონდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო ოჯახმა სახლიდან გამოსვლაც კი აურძალა. მაშინ BBC-მ გამოკითხვაც ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ბრიტანელების 2/3 ამბობდა, რომ წინაღმდეგი იყო, ჩარლზი ოდესმე გამხდარიყო მეფე, თუ ის კამილაზე დაქორწინდებოდა. საზოგადოება სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ რომანს. ეს აღიქმებოდა სამეფო ოჯახის წევრების მიერ დაიანას მიმართ გამოჩენილ სისატიკედ.

1999 წელი - კამილა და ჩარლზი პირველად გამოჩნდნენ ოფიციალურად საჯაროდ ერთად

წლები გავიდა და 2005 წელს ჩარლზი და კამილა მაინც დაქორწინდნენ. ვაჟები, ჰარი და უილიამი მამას ევედრებოდნენ, რომ ეს არ გაეკეთებინა. ამის შესახებ პრინცი ჰარი თავის მემუარებში წერს. "ბოლოს ჩვენ მიხვდვით, რომ ის საბოლოოდ მაინც იქნებოდა იმ ქალთან, რომელიც უყვარდა, რომელიც ყოველთვის უყვარდა“, - წერს ჰარი.

2005 წელი - ჩარლზისა და კამილას ქორწილი

  • იმიჯის გამოსწორების მცდელობა

დაიანას სიკვდილის შემდეგ კამილა ყველას სძულდა. ჩარლზმა დაიქირავა პიარის გურუდ წოდებული მარკ ბოლანი, რათა დახმარებოდა მათ იმიჯის გამოსწორებაში. ბოლანი აწვდიდა ბრიტანულ პრესას ინფორმაციას, რომელიც ჩარლზსა და კამილას უფრო პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩენდა. თანდათან ისინი საზოგადოების თვალში უფრო მეტად ადამიანურები ჩანდნენ.

უკვე წლებია, კამილას სამეფო ოჯახის ოფიციალურ ღონისძიებებზე, საჯაროდ გამოსვლის დროს საკვანძო როლი აქვს

პრინც ჰარის ნაამბობის მიხედვით, კამილას რეპუტაციის გამომსწორება სამეფო ოჯახის სხვა წევრების განადგურების ხარჯზე ხდებოდა. გარდა ჰარისა, სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა ადამიანებმა ბოლანი დაადანაშაულეს ოჯახის სხვა წევრების შესახებ ინფორმაციით ვაჭრობაში.

"მე ვხედავდი ადამიანს, რომელიც დაქორწინდა სამეფოს წარმომადგენელზე და გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო საკუთარი რეპუტაციისა და იმიჯის გასაუმჯობესებლად“, - თქვა ჰარიმ Good Morning America-სთან საუბრისას.

მედია წერს, რომ კამილას უდიდესი გავლენა აქვს ჩარლზზე. თუ ჩარლზი უხეშობს, ვინმეს ეჩხუბებას, საკმარისია მხოლოდ ერთხელ შეხედოს ქმარს და ჩარლზი სულ სხვა ადამიანი ხდება

“საზოგადოების თვალში ის იყო ბოროტი, ის იყო მესამე ადამიანი ქორწინებაში და სჭირდებოდა თავისი იმიჯის რეაბილიტაცია“, - თქვა პრინცმა ანდერსონ კუპერთან ინტერვიუში. ჰარის თქმით, ბრიტანულ პრესასთან კავშირების გამო კამილა კიდევ უფრო საშიში იყო. ის ყოველთვის ღია იყო ინფორმაციით ვაჭრობისთვის.

დედოფალ ელისაბედს წლები დასჭირდა კამილას მისაღებად, თუმცა საბოლოოდ, მაინც დასთანხმდა ჩარლზს, რომ ის ცოლად მოეყვანა

2005 წელს, როდესაც ჩარლზმა და კამილამ იქორწინეს, პრინცმა ჰარიმ, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, კამილას შესანიშნავი ქალი უწოდა, რომელმაც მისი მამა გააბედნიერა. "მე და უილიამს ის გვიყვარს და კარგად ვუგებთ“, - ამბობდა მაშინ ჰარი.

კამილას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება კიდევ უფრო პოზიტიური გახდა სერიალ Crown-ის გამოსვლის შემდეგ. სერიალში აღწერილია სასიყვარულო სამკუთხედი, ჩარლზის დამოკიდებულება მის მიმართ.

დიახ, ის იყო ქალი, რომელიც ტახტის მემკვიდრეს ყველაზე მეტად აღელვებდა და ყველაზე მეტად უყვარდა. პრინცესა დაიანამ ხალხის გულები "მოიპარა", თუმცა ჩარლზის გული სამუდამოდ კამილას ეკუთვნოდა.