პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, სადღეგრძელოებს იგონებ, რომ თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება" - იაგო ხვიჩია
"როცა ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, სადღეგრძელოებს იგონებ, რომ თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება" - იაგო ხვიჩია

როცა ნდო­ბა და რე­პუ­ტა­ცია ამო­წუ­რუ­ლი გაქვს, სა­დღეგ­რძე­ლო­ებს იგო­ნებ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ვაი პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ტი­ვე­ბით მი­ი­პყრო, თით­ქოს ქარ­თველ კაცს გე­ე­ბის­გან მთავ­რო­ბის დაც­ვა სჭირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უნ­გრეთ­ში კონ­სერ­ვა­ტორ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლა შე­ა­ფა­სა.

ხვი­ჩია გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ პარ­ტი­ამ დაგ­მო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის უნ­გრეთ­ში გა­მოს­ვლა და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მო­მა­ვალ სხდო­მა­ზე შე­ა­ფა­სოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სტა­ტუ­სი პარ­ტი­ა­ში. ხვი­ჩია აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ შო­რის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ "ძვე­ლი ვაჟ­კა­ცო­ბე­ბით“ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ მათ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"მე არ მგო­ნია, რომ ერთ რო­მე­ლი­მე შეხ­ვედ­რა­ზე წას­ვლა და იქ წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­ი­დან­ღაც გა­რი­ცხვის სა­ფუძ­ვე­ლი იყოს. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ამა­ში ჩა­ფე­ნი­ლია ძვე­ლი ვაჟ­კა­ცო­ბე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, გან­სა­კუთ­რე­ბით, მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ- უკ­რა­ი­ნის ომი და­ი­წყო. ზო­გა­დად ის ქმე­დე­ბე­ბი, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ამის სა­ფუძ­ვე­ლი. გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, როცა პო­ლი­ტი­კუ­რი ნდო­ბა და რე­პუ­ტა­ცია ამო­წუ­რუ­ლი გაქვს, იგო­ნებ სა­დღეგ­რძე­ლო­ებს, რომ მი­ი­პყრო ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ვაი პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ტი­ვე­ბით, თით­ქოს ქარ­თველ კაცს გე­ე­ბის­გან მთავ­რო­ბის დაც­ვა სჭირ­დე­ბა. ჩვენ არ ვართ ის ხალ­ხი, რო­მელ­საც ლგბტ ხალ­ხის და­ნახ­ვა­ზე ში­შის­გან გული მის­დის და მთავ­რო­ბის­გან ითხო­ვენ დახ­მა­რე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უნ­გრეთ­ში გა­მარ­თულ კონ­სერ­ვა­ტორ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და, სა­დაც ტრა­დი­ცი­ებს, ოჯახს და უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თე­მებს შე­ე­ხო. პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც არ და­უშ­ვე­ბენ უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბას, ასე­ვე არ და­უშ­ვე­ბენ უმ­ცი­რე­სო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბას. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ისი­ნი იცა­ვენ უმ­რავ­ლე­სო­ბის უფ­ლე­ბებს, რო­მელ­თათ­ვის "დედა - ქა­ლია, მამა კი, კაცი“.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
0

ხათუნა- მიშამ დაგიხათქუნა!(ზომბები ხართ,თქვენი , ,მთელი ევროპა შეარყიაკეზერას და თქვენი ნაცხროვის სიბინძურემ და აქ რა ჭირი გჭირთ ტვინგადაგლესილებო არაფრის დანახვა და აღიარება რომ არ გსურთ??)

შიო
6

დაანებე თავი "ჭკვიანობანას" თამაშს; როგორ შეიძლება შენ ვინმეს რეიტინგს და ავტორიტეტს იწუნებდე; შემთხვევით მოხვდით პარლამენტში შენ და შენი პარტია და თუ არა, სულ მალე ნახავ!

ავტორი:

"როცა ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, სადღეგრძელოებს იგონებ, რომ თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება" - იაგო ხვიჩია

"როცა ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, სადღეგრძელოებს იგონებ, რომ თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება" - იაგო ხვიჩია

როცა ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, სადღეგრძელოებს იგონებ, რომ ადამიანების ყურადღება ვაი პატრიოტული მოტივებით მიიპყრო, თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ხვიჩია გამოეხმაურა ასევე ინფორმაციას, რომ "ევროპელი სოციალისტების“ პარტიამ დაგმო ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში გამოსვლა და მიიღო გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე შეაფასოს "ქართული ოცნების“ სტატუსი პარტიაში. ხვიჩია აღნიშნავს, რომ ეს სავარაუდოდ, მათ შორის, "ქართული ოცნების“ "ძველი ვაჟკაცობებით“ არის გამოწვეული და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მათ პოზიციონირებას უკავშირდება.

"მე არ მგონია, რომ ერთ რომელიმე შეხვედრაზე წასვლა და იქ წარმოთქმული სიტყვა მმართველი პარტიის საიდანღაც გარიცხვის საფუძველი იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაში ჩაფენილია ძველი ვაჟკაცობები "ქართული ოცნების“, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთ- უკრაინის ომი დაიწყო. ზოგადად ის ქმედებები, რაც ბოლო პერიოდში არის "ქართული ოცნების“ მხრიდან, შეიძლება გახდეს ამის საფუძველი. გუშინდელ განცხადებებს რაც შეეხება, როცა პოლიტიკური ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, იგონებ სადღეგრძელოებს, რომ მიიპყრო ადამიანების ყურადღება ვაი პატრიოტული მოტივებით, თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც ლგბტ ხალხის დანახვაზე შიშისგან გული მისდის და მთავრობისგან ითხოვენ დახმარებას,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ტრადიციებს, ოჯახს და უმცირესობების თემებს შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც არ დაუშვებენ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ასევე არ დაუშვებენ უმცირესობის უმრავლესობაზე ძალადობას. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი იცავენ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის "დედა - ქალია, მამა კი, კაცი“.