სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის, ბაჩო კვარაცხელიას განცხადებით, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი, ინსპექტორი კ.კ. ჯერჯერობით გამოკითხული არ არის.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.
"გამოძიების ან ეტაპზე ბრალდებული გამოკითხული არ გახლავთ, ის გუშინ დააკავეს. გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, ყველა შესაძლო მოტივთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, 24 სთ-ზე ნაკლებია, რაც ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შესაბამისად, გამოძიება საწყის ეტაპზეა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“, - განაცხადა ბაჩო კვარაცხელიამ.
მან აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდება.
"ინციდენტის შემდეგ მყისიერად დავაკავეთ. ამ ეტაპზე დგინდება, რომ იარაღს კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დააკავეს.
ასევე იხილეთ:
ვენაცვალე მარჯვენაში მან თავისი მოვალეობა ღირსეულად შეასრულა. კითხვას ვსვამ! თუ დაცვის თანამშრომელმა კანონი დაარღვია, მკვლელმა რაღა ქნა? ამ უკანასკნელს ჰქონდა ადამიანის მოკვლის სანქცია? ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე მსგავს ჩაიდენს ვენდეტა არ ასცდება.
მაგ იარაღით მოვლილი ექნებოდა რესტორნებიდან დაწყებული ათასი თავშეყრის ადგილები და ეხლა კი არ უნდა არკვევდეთ მაგას ქონდა თუ არა ტარების უფლება, ასჯერ უნდა გქონოდათ გარკვეული, მაგრამ არ ხართ სათანადო სიმაღლეზე, მოკლედ ტყუალა გაჭმევთ პურს როგორც იტყვიან.