პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიგიჟე ნეაპოლში და რეალობად ქცეული ოცნება - როგორ აღნიშნავენ ჩემპიონობას: ემოციების ფეიერვერკი იტალიიდან (ვიდეო)
სიგიჟე ნეაპოლში და რეალობად ქცეული ოცნება - როგორ აღნიშნავენ ჩემპიონობას: ემოციების ფეიერვერკი იტალიიდან (ვიდეო)

33-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ნე­ა­პო­ლელ­თა ოც­ნე­ბა ახდა და მათი საყ­ვა­რე­ლი გუნ­დი იტა­ლი­ის სე­რია A-ს ჩემ­პი­ო­ნია. ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტის გუნ­დმა ჩემ­პი­ო­ნო­ბა უდი­ნე­ში, ად­გი­ლობ­რივ კლუბ­თან მატ­ჩის დროს გა­ი­ფორ­მა.

"უდი­ნე­ზე" "ნა­პო­ლის" მატ­ჩი ფრედ, 1-1 დას­რულ­და, რაც ნა­პო­ლის­თვის საკ­მა­რი­სი იყო, რომ სკუ­დე­ტოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ტუ­რით ადრე და­უფ­ლე­ბო­და.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტის გუნ­დის­თვის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა. მატ­ჩის მე-13 წუთ­ზე სან­დი ლოვ­რიჩ­მა მას­პინ­ძლე­ბი და­ა­წი­ნა­უ­რა. პირ­ველ ტა­იმ­ში ეს ერ­თა­დერ­თი გოლი იყო.

მე­ო­რე ტა­იმ­ში, მატ­ჩის 52-ე წუთ­ზე კუ­თხუ­რი­დან ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­უ­ვი­და, "კვა­რამ" და­არ­ტყა, თუმ­ცა ბურ­თი კა­რის ბა­დე­ში არ აღ­მოჩ­ნდა, და­მა­ტე­ბა­ზე კი ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა ზუს­ტად ითა­მა­შა და ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა.

• ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა ზე­ი­მი ჯერ კი­დევ მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე და­ი­წყეს, თუმ­ცა მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­ლა­ქი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის ემო­ცი­ე­ბის ფე­ი­ერ­ვერ­კად იქცა. გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, რო­მე­ლიც უდი­ნე­ში საყ­ვა­რე­ლი გუნ­დის სა­ქო­მა­გოდ ვერ წა­ვი­და, დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე შე­იკ­რი­ბა და დიდ ეკ­რან­ზე ადევ­ნებ­და თვალს მატჩს

"ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვის­თვის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის, ეს მარ­თლაც ფან­ტას­ტი­კუ­რი შე­დე­გია. ქარ­თველ­მა იტა­ლი­ურ კლუბ­ში გა­დას­ვლი­დან, პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ში სკუ­დე­ტო მო­ი­გო.

ეს იყო გრძე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი ხვი­ჩას­თვის, მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­თვის და რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უჭერ­და მხარს "კვა­რას" და ნე­ა­პო­ლე­ლებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ აღ­ნიშ­ნა­ვენ იტა­ლი­ე­ლე­ბი საყ­ვა­რე­ლი კლუ­ბის ნა­ნატრ ჩემ­პი­ო­ნო­ბას:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
28

მარტო ნაპოლის გოლს რატო აცჩვენებთ

ავტორი:

სიგიჟე ნეაპოლში და რეალობად ქცეული ოცნება - როგორ აღნიშნავენ ჩემპიონობას: ემოციების ფეიერვერკი იტალიიდან (ვიდეო)

სიგიჟე ნეაპოლში და რეალობად ქცეული ოცნება - როგორ აღნიშნავენ ჩემპიონობას: ემოციების ფეიერვერკი იტალიიდან (ვიდეო)

33-წლიანი ლოდინის შემდეგ ნეაპოლელთა ოცნება ახდა და მათი საყვარელი გუნდი იტალიის სერია A-ს ჩემპიონია. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა უდინეში, ადგილობრივ კლუბთან მატჩის დროს გაიფორმა.

"უდინეზე" "ნაპოლის" მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა, რაც ნაპოლისთვის საკმარისი იყო, რომ სკუდეტოს ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაუფლებოდა.

პირველი ტაიმი ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. მატჩის მე-13 წუთზე სანდი ლოვრიჩმა მასპინძლები დააწინაურა. პირველ ტაიმში ეს ერთადერთი გოლი იყო.

მეორე ტაიმში, მატჩის 52-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა, "კვარამ" დაარტყა, თუმცა ბურთი კარის ბადეში არ აღმოჩნდა, დამატებაზე კი ვიქტორ ოსიმენმა ზუსტად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.

• ნეაპოლელებმა ზეიმი ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე დაიწყეს, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ ქალაქი ბედნიერებისა და სიხარულის ემოციების ფეიერვერკად იქცა. გულშემატკივარი, რომელიც უდინეში საყვარელი გუნდის საქომაგოდ ვერ წავიდა, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე შეიკრიბა და დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს მატჩს

"ნაპოლის" ქართველი შემტევისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის, ეს მართლაც ფანტასტიკური შედეგია. ქართველმა იტალიურ კლუბში გადასვლიდან, პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო.

ეს იყო გრძელი და საინტერესო თავგადასავალი ხვიჩასთვის, მისი თანაგუნდელებისთვის და რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრისთვის, რომელიც განსაკუთრებულად უჭერდა მხარს "კვარას" და ნეაპოლელებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ აღნიშნავენ იტალიელები საყვარელი კლუბის ნანატრ ჩემპიონობას:

I cant get to my hotel let alone sleep #napoli pic.twitter.com/dNHilnlq4X
— foolsrushin (@NPage10) May 4, 2023

If there is one place in the world to be right now, it's Naples. 🔥⚽️🇮🇹#Napolipic.twitter.com/hyOM41XRzN
— Barry Anderson (@BarryAnderson_) May 4, 2023

¡FIESTA EN NÁPOLES! 🔵⚪️

📌 Los napolitanos celebran el ansiado tercer Scudetto en el estadio Diego Armando Maradona.#Napoli #Maradona #SerieA pic.twitter.com/eleO7T3sQc
— SuperDepor (@SuperDeporweb) May 4, 2023