ავტორი:

ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც მსოფლიო ჭადრაკის მწვერვალები დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილს დღეს 82 წელი შეუსრულდა

ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც მსოფლიო ჭადრაკის მწვერვალები დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილს დღეს 82 წელი შეუსრულდა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია. გაფრინდაშვილს 82 წელი შეუსრულდა.

ის 1941 წლის 3 მაისს, ზუგდიდში დაიბადა.

ნონა გაფრინდაშვილი არის პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის. ასევე, ჭადრაკის "ოსკარის" პირველი მფლობელი.

ის არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი.

AMBEBI.GE ულოცავს ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს.

ასევე იხილეთ: