სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეთანხმება გავაგრძელოთ სამინისტროში - ხმაურის, დაძაბულობის ფონზე ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს" - ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს
"შეთანხმება გავაგრძელოთ სამინისტროში - ხმაურის, დაძაბულობის ფონზე ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს" - ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს

ჩვენ დღე­საც მზად ვართ, აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვებს დი­აგ­ნოს­ტი­კა თუ მკურ­ნა­ლო­ბა და­ვუ­ფი­ნან­სოთ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა და "ვო­ზო­რი­ტიდ­თან“ მი­მარ­თე­ბა­ში კი­თხვე­ბი, ამი­ტომ საბ­ჭო მსჯე­ლობს, რომ შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას "არ წა­ად­გე­ბა“ და მშობ­ლებს კონ­სტრუქ­ცი­ულ ფორ­მატ­ში მუ­შა­ო­ბის­კენ მო­უ­წო­და.

მი­ნის­ტრ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტროს "კარი ღიაა“ და ნე­ბის­მი­ერ მხა­რეს ყო­ველ­თვის აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში და ასე­ვე, გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თოს.

"ჩვენ არას­დროს არა­ვის­თვის უარი არ გვით­ქვამს აღ­ნიშ­ნუ­ლი იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, ის სა­კი­თხი, რომ ბი­უ­ჯეტ­თან მი­მარ­თე­ბით არის პრობ­ლე­მა, არას­დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და კი­დევ ერთხელ ამას ვა­დას­ტუ­რებ. ჩვენ, ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო არ­ცერ­თი დღე არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და რამ­დე­ნი­მე მხა­რეს­თან აქვს მუდ­მი­ვი და უწყვე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცია.

დღეს, რაც შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, არის ის, რომ ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად გვაქვს მცდე­ლო­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­ვას­წო­როთ. ამ ხმა­უ­რის, და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, მერ­წმუ­ნეთ ძა­ლი­ან რთუ­ლია, რომ პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს.

პრო­ცე­სი არ უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ასე­თი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე და სა­მი­ნის­ტრო და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი უნდა იყ­ვნენ კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში, მა­გი­დას­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე მინ­და მშობ­ლებს ვთხო­ვო და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დო, რომ შე­თან­ხმე­ბა და ყვე­ლა ის პრო­ცე­სი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის და მე­თო­დე­ბის ქვე­ყა­ნა­ში და­სა­ნერ­გად, გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან, ყვე­ლა იმ ფორ­მატ­ში, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ ამ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბას მივ­ხე­დოთ და პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვაგ­ვა­როთ. თვი­თო­ნაც ხე­და­ვენ, რომ ის, რაც დღეს და გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა, არა­ნა­ი­რად არ წა­ად­გე­ბა ამ საქ­მეს და გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია ჩვენ­თან ერ­თად სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ფორ­მატ­ში მუ­შა­ო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
0

გასაგებია რომ მშობელი ხარ და დიდი სურვილი გაქვს სვილის დამარების , მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ასეთი ისტერიული ფონი და ღია კარის მტვრევა. თუ არ ვცდები ხელისუფლების მიერ ბავშვებისთვის ამ წლებში 7 მილიარდია დახარჯული და არც თქბენთვის უღქვანმთ უარი სამწუხაროდ იმდენად ხართ აჟიტირებულები მოსმენის უნარიც დაგაკარგვინეს და იმასაც ვერ ხვდებით რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლოა თქვენთვის. მშობლებს ჩემის აზრით მეტი წინდახედულობა და გააზრება გმართებთ დიდი მიხვედრა არ უნდა იმას რომ წამლის მიღების შემდეგაცბ მაღალი დონის პროფესიონალია საჭირო. ღმერთმა დაგვიფაროს და გართულების შემთხვევაში რას ჩაიდენთ ადვილი წარმისადგენია თქვენი წამქეზებლები კი გაქრებიან თქვენი თვალთახედვიდან სამწუხაროდ. უმჯობესია ცივილიზებულად დაბრძანდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ხელების ბრახუნით ვერავის შეაშინებთ . ნაჩქარევი გადაწყვეტილება ამ საქმეს არ წაადგება. ღმერთმა დალოცოს ყველა ბავშვი. 

ninia
3

შე დალოცვილო ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომიაო ვითომ წამლებს აიაფებთ ეს სადამდე გაგრზელდება არავინ უწყის და ექიმთან ვიზიტს კატასტროფულად ზრდით რომ ვიხდიდი 70 ლარს ამჟამად მომიწია 100 ლარის გადახდა მარტო ვიზიტი დანარჩენი სხვა ცალკე თემაა ასე რომ სირაქლემობას შეეშვით მიმიფურთხებია თქვენი რეფორმებისთვის

ავტორი:

"შეთანხმება გავაგრძელოთ სამინისტროში - ხმაურის, დაძაბულობის ფონზე ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს" - ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს

"შეთანხმება გავაგრძელოთ სამინისტროში - ხმაურის, დაძაბულობის ფონზე ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს" - ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს

ჩვენ დღესაც მზად ვართ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს დიაგნოსტიკა თუ მკურნალობა დავუფინანსოთ, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგანაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და "ვოზორიტიდთან“ მიმართებაში კითხვები, ამიტომ საბჭო მსჯელობს, რომ შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი საკითხის მოგვარებას "არ წაადგება“ და მშობლებს კონსტრუქციულ ფორმატში მუშაობისკენ მოუწოდა.

მინისტრ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს "კარი ღიაა“ და ნებისმიერ მხარეს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი ფორმატის სამუშაო ჯგუფებში და ასევე, განხილვის პროცესში ჩაერთოს.

"ჩვენ არასდროს არავისთვის უარი არ გვითქვამს აღნიშნული იშვიათი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე, ის საკითხი, რომ ბიუჯეტთან მიმართებით არის პრობლემა, არასდროს დაფიქსირებულა და კიდევ ერთხელ ამას ვადასტურებ. ჩვენ, ჩვენი სამინისტრო არცერთი დღე არ შეჩერებულა ამ მიმართულებით და რამდენიმე მხარესთან აქვს მუდმივი და უწყვეტი კომუნიკაცია.

დღეს, რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მცდელობა, აღნიშნული იშვიათი დაავადების გარშემო შექმნილი პრობლემები გამოვასწოროთ. ამ ხმაურის, დაძაბულობის ფონზე, მერწმუნეთ ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს.

პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს ასეთი პროტესტის ფონზე და სამინისტრო და დაინტერესებული მხარეები უნდა იყვნენ კონსტრუქციულ რეჟიმში, მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, მე მინდა მშობლებს ვთხოვო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ შეთანხმება და ყველა ის პროცესი, რაც აუცილებელია ამ იშვიათი დაავადების მკურნალობის და მეთოდების ქვეყანაში დასანერგად, გავაგრძელოთ სამინისტროში, სამუშაო მაგიდასთან, ყველა იმ ფორმატში, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ იშვიათი დაავადებას მივხედოთ და პრობლემები მოგვაგვაროთ. თვითონაც ხედავენ, რომ ის, რაც დღეს და გასული დღეების განმავლობაში ხდება, არანაირად არ წაადგება ამ საქმეს და გაცილებით უკეთესია ჩვენთან ერთად სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობა,“ - განაცხადა აზარაშვილმა.