სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება" - რატომ არის აცრა აუცილებელი და რას ამბობს ვაქცინოლოგი ვაქცინაციაზე გავრცელებულ მითებზე?
"ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება" - რატომ არის აცრა აუცილებელი და რას ამბობს ვაქცინოლოგი ვაქცინაციაზე გავრცელებულ მითებზე?

გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძაღლს, რო­მელ­მაც მარ­ტვილ­ში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას 22 ადა­მი­ა­ნი დაკბი­ნა, ცოფი და­უ­დას­ტურ­და. ძაღ­ლი მე­რი­ამ დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის ოზურ­გე­თის თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, მათ პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით პირ­ვე­ლი აცრა უკვე გა­უ­კეთ­დათ. ამის შე­სა­ხებ მარ­ტვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა როზა ჯა­ნა­ში­ამ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, 22-დან ორი პირი უარს აცხა­დებ­და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. თუმ­ცა დღეს AMBEBI.GE-ს როზა ჯა­ნა­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და, რომ ეს ორი ადა­მი­ა­ნიც აც­რი­ლია.

"ორი­ვე ადა­მი­ა­ნი მი­ვიყ­ვა­ნეთ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში და და­ი­წყო მათი ვაქ­ცი­ნა­ცია. მათ­თან ცოტა დიდი მუ­შა­ო­ბა დაგ­ვჭირ­და, რომ დაგ­ვე­თან­ხმე­ბი­ნა, თუმ­ცა წუ­ხელ სა­ღა­მოს ორი­ვე მი­ვიყ­ვა­ნეთ ცენ­ტრში და პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა ორი­ვემ გა­ი­კე­თა", - აღ­ნიშ­ნა ჯა­ნა­ში­ამ.

ვაქ­ცი­ნო­ლო­გი ნი­ნუ­კა გო­გი­ჩა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ამ­ბობს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ანს ქუ­ჩის ძაღ­ლმა ან ტყე­ში ცხო­ველ­მა უკბი­ნა, ვაქ­ცი­ნა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ნი­ნუ­კა გო­გი­ჩა­ძე:

- ქუ­ჩის ძაღ­ლის ან ტყის ცხო­ვე­ლის კბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აცრა. არ არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც უარი უნდა თქვას აც­რა­ზე. ცოფი არის ერ­თა­დერ­თი და­ა­ვა­დე­ბა, სა­დაც ასი­დან ასი­ვე შემ­თხვე­ვა ცუ­დად მთავ­რდე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, გზა სიკ­ვდი­ლამ­დე არის სა­ში­ნე­ლი. ამი­ტომ, რო­დე­საც ადა­მი­ანს ქუ­ჩის ძაღ­ლი უკბენს ან გა­კაწ­რავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აცრა.

არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც არ ფიქ­სირ­დე­ბა ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი, ასეთ ქვეყ­ნებ­ში არ ცრი­ან, მაგ­რამ ისეთ ქვეყ­ნებ­ში რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც ცოფი ცირ­კუ­ლი­რებს და ძაღ­ლე­ბი არი­ან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გა­დამ­ტა­ნე­ბი, აცრა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცო­ფის ვაქ­ცი­ნა არის დე­მო­ნი­ზი­რე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს მო­ა­რუ­ლი ჭო­რე­ბი, რომ აც­რის შემ­დეგ არ შე­გიძ­ლია ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა.

არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი კვლე­ვა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ცო­ფის ვაქ­ცი­ნით აც­რის შემ­დეგ, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა იწ­ვევს გა­ურ­კვე­ველ სიმპტო­მებს. ჭარ­ბი ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა, თრო­ბა, ხში­რად და­ლე­ვა არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. თუ ადა­მი­ანს აქვს ალ­კოჰო­ლიზ­მი, ყო­ველ­დღე არის მთვრა­ლი ან ნას­ვა­მი, ეს ნიშ­ნავს, რომ მისი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა კარ­გად არ მუ­შა­ობს. ამი­ტომ თუ ადა­მი­ანს უკბენს ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლი, მერე ეს ადა­მი­ა­ნი აიც­რე­ბა ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით, რომ­ლის ფონ­ზეც ორ­გა­ნიზ­მმა უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ოს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მმა სა­თა­ნა­დო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვოს. ამი­ტომ რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, ალ­კოჰო­ლიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა აც­რის შემ­დეგ და­ლე­ვის­გან თავი შე­ი­კა­ვოს.

ასე­ვე აც­რის დღეს, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ცოტა სი­სუს­ტე ჰქონ­დეს, ამი­ტომ თუ თავს ასე გრძნობთ, არ არის სა­ჭი­რო მი­ი­ღოთ ალ­კოჰო­ლი, რად­გან სიმპტო­მებს ეს კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რებს.

ნი­ნუ­კა გო­გი­ჩა­ძემ ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც წე­რია ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, თუ რა არის აკ­რძა­ლუ­ლი ცოფ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ. მათ შო­რის არის შო­კო­ლა­დი, კოკა კოლა, ღო­რის ხორ­ცი, შა­ურ­მა. თუმ­ცა რო­გორც ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ამ­ბობს, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, მი­ირ­თმევს, რა­საც უნდა ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში.

ორი თვის წინ "პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის" ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რა მძი­მე გზას გა­დის სიკ­ვდი­ლამ­დე ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

ამ ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, თუ რა ჯო­ჯო­ხეთს გა­დის ის.

მას უკბი­ნა ცხო­ველ­მა და სამ­წუ­ხა­როდ, არ მი­მარ­თა ექი­მებს დრო­უ­ლად. შემ­დეგ კი გა­ნუ­ვი­თარ­და სიმპტო­მე­ბი, მათ შო­რის "წყლის შიში" და შემ­თხვე­ვა დას­რულ­და ისე, რო­გორც სრულ­დე­ბა ცო­ფის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა - სიკ­ვდი­ლით.

ცოფი, ძი­რი­თა­დად, გა­და­ე­ცე­მა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნერ­წყვის ჭრი­ლო­ბა­ში მოხ­ვედ­რით, უმე­ტეს­წი­ლად - კბე­ნის შე­დე­გად. ადა­მი­ა­ნებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცო­ფის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ძაღ­ლის ნაკ­ბე­ნით.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის გა­კე­თე­ბის ნაც­ვლად, უბ­რა­ლოდ, და­ვე­ლო­დოთ და 10 დღე და­ვაკ­ვირ­დეთ ცხო­ველს, რო­მელ­მაც გვი­კ­ბი­ნა?

- არა. სა­ინ­კუ­ბა­ციო პე­რი­ო­დი რამ­დე­ნი­მე დღი­დან რამ­დე­ნი­მე თვემ­დე გრძელ­დე­ბა, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია ცხო­ველ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, ეს უნდა მოხ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა, თუ ადა­მი­ანს აქვს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია?

- თუ ვაქ­ცი­ნა­ცია საპ­რე­ვენ­ცი­ოა (ანუ კბე­ნამ­დე), ჯობს გა­და­ი­დოს პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე; თუ ვაქ­ცი­ნა­ცია არის კბე­ნის შემ­დგო­მი, ანუ ცო­ფის რის­კის არ­სე­ბო­ბი­სას - კბე­ნის შემ­დგომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას უკუჩ­ვე­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ცოფი 100%-ით სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბაა და მისი სამ­კუ­რან­ლო მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თუ და­ა­ვა­დე­ბა გან­ვი­თარ­და და პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნა სიმპტო­მი, ის სამ­წუ­ხა­როდ, ვე­ღარ გა­დარ­ჩე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, რის­კი­სა და სარ­გებ­ლის შე­ფა­სე­ბი­სას, ისა­რი ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­დახ­რი­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის­კენ.

თუ ვინ­მე, მათ შო­რის მედ­მუ­შა­კი, ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე გე­უბ­ნე­ბათ, "მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ ავი­ღებ", ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მან არ იცის, რა არის ზო­გა­დად ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ან სა­ე­ქი­მო ეთი­კა.

ცო­ფის სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში:

1996 წელს და­ფიქ­სირ­და ცო­ფის 21 შემ­თხვე­ვა;

1997 წლი­დან 2006 წლამ­დე - 96 შემ­თხვე­ვა;

2007 წლი­დან 2015 წლამ­დე - 42 შემ­თხვე­ვა;

2015 წლი­დან 2021 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე - 3 შემ­თხვე­ვა.

შემ­თხვე­ვა­თა კლე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

ცოტა სერიოზულად ილაპარაკოს არ შეიძლება?!

Gio
3

კალაძე რატომ არ აკეთებს ამ თემაზე კომენტარს, არ ეკადრება?

ავტორი:

"ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება" - რატომ არის აცრა აუცილებელი და რას ამბობს ვაქცინოლოგი ვაქცინაციაზე გავრცელებულ მითებზე?

"ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება" - რატომ არის აცრა აუცილებელი და რას ამბობს ვაქცინოლოგი ვაქცინაციაზე გავრცელებულ მითებზე?

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ძაღლი მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა.

რაც შეეხება დაზარალებულ ადამიანებს, მათ პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. ამის შესახებ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა როზა ჯანაშიამ განაცხადა. მისივე თქმით, 22-დან ორი პირი უარს აცხადებდა მკურნალობაზე. თუმცა დღეს AMBEBI.GE-ს როზა ჯანაშიამ განუცხადა, რომ ეს ორი ადამიანიც აცრილია.

"ორივე ადამიანი მივიყვანეთ სამედიცინო ცენტრში და დაიწყო მათი ვაქცინაცია. მათთან ცოტა დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა, თუმცა წუხელ საღამოს ორივე მივიყვანეთ ცენტრში და პირველი ვაქცინა ორივემ გაიკეთა", - აღნიშნა ჯანაშიამ.

ვაქცინოლოგი ნინუკა გოგიჩაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ქუჩის ძაღლმა ან ტყეში ცხოველმა უკბინა, ვაქცინაცია აუცილებელია.

ნინუკა გოგიჩაძე:

- ქუჩის ძაღლის ან ტყის ცხოველის კბენის შემთხვევაში, აუცილებელია აცრა. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც უარი უნდა თქვას აცრაზე. ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა ცუდად მთავრდება და ადამიანები იღუპებიან. გარდა ამისა, გზა სიკვდილამდე არის საშინელი. ამიტომ, როდესაც ადამიანს ქუჩის ძაღლი უკბენს ან გაკაწრავს, აუცილებელია აცრა.

არსებობს ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება ცოფის შემთხვევები, ასეთ ქვეყნებში არ ცრიან, მაგრამ ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა, სადაც ცოფი ცირკულირებს და ძაღლები არიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამტანები, აცრა აუცილებელია. ჩვენს ქვეყანაში ცოფის ვაქცინა არის დემონიზირებული. არსებობს მოარული ჭორები, რომ აცრის შემდეგ არ შეგიძლია ალკოჰოლის მიღება.

არ არსებობს არანაირი კვლევა და მტკიცებულება, რომ ცოფის ვაქცინით აცრის შემდეგ, ალკოჰოლის მიღება იწვევს გაურკვეველ სიმპტომებს. ჭარბი ალკოჰოლის მიღება, თრობა, ხშირად დალევა არ არის რეკომენდირებული. თუ ადამიანს აქვს ალკოჰოლიზმი, ყოველდღე არის მთვრალი ან ნასვამი, ეს ნიშნავს, რომ მისი იმუნური სისტემა კარგად არ მუშაობს. ამიტომ თუ ადამიანს უკბენს ცოფით დაავადებული ძაღლი, მერე ეს ადამიანი აიცრება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომლის ფონზეც ორგანიზმმა უნდა გამოიმუშაოს ანტისხეულები, ამ შემთხვევაში შეიძლება ორგანიზმმა სათანადო ანტისხეულები ვერ გამოიმუშავოს. ამიტომ რეკომენდირებულია, ალკოჰოლიზმით დაავადებულმა ადამიანმა აცრის შემდეგ დალევისგან თავი შეიკავოს.

ასევე აცრის დღეს, შეიძლება ადამიანს ცოტა სისუსტე ჰქონდეს, ამიტომ თუ თავს ასე გრძნობთ, არ არის საჭირო მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან სიმპტომებს ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

ნინუკა გოგიჩაძემ ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წერია ის ჩამონათვალი, თუ რა არის აკრძალული ცოფზე ვაქცინაციის შემდეგ. მათ შორის არის შოკოლადი, კოკა კოლა, ღორის ხორცი, შაურმა. თუმცა როგორც ინფექციონისტი ამბობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას, მიირთმევს, რასაც უნდა ზომიერების ფარგლებში.

ორი თვის წინ "პირველადი დახმარების" ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რა მძიმე გზას გადის სიკვდილამდე ცოფით დაავადებული ადამიანი. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ:

ამ ვიდეოში ნაჩვენებია ცოფით დაავადებული ადამიანი, თუ რა ჯოჯოხეთს გადის ის.

მას უკბინა ცხოველმა და სამწუხაროდ, არ მიმართა ექიმებს დროულად. შემდეგ კი განუვითარდა სიმპტომები, მათ შორის ''წყლის შიში'' და შემთხვევა დასრულდა ისე, როგორც სრულდება ცოფის ყველა შემთხვევა - სიკვდილით.

ცოფი, ძირითადად, გადაეცემა ინფიცირებული ნერწყვის ჭრილობაში მოხვედრით, უმეტესწილად - კბენის შედეგად. ადამიანებში განვითარებული ცოფის აბსოლუტური უმრავლესობა განპირობებულია ძაღლის ნაკბენით.

- შეიძლება თუ არა, რომ ცოფის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების ნაცვლად, უბრალოდ, დაველოდოთ და 10 დღე დავაკვირდეთ ცხოველს, რომელმაც გვიკბინა?

- არა. საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება, თუ შესაძლებელია ცხოველზე დაკვირვება, ეს უნდა მოხდეს ვაქცინაციის დაწყების პარალელურად.

- შეიძლება თუ არა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, თუ ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურით მიმდინარე სეზონური ვირუსული ინფექცია?

- თუ ვაქცინაცია საპრევენციოა (ანუ კბენამდე), ჯობს გადაიდოს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე; თუ ვაქცინაცია არის კბენის შემდგომი, ანუ ცოფის რისკის არსებობისას - კბენის შემდგომ ვაქცინაციას უკუჩვენება არ გააჩნია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცოფი 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა და მისი სამკურანლო მედიკამენტი არ არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დაავადება განვითარდა და პაციენტს აღენიშნა სიმპტომი, ის სამწუხაროდ, ვეღარ გადარჩება.

შესაბამისად, რისკისა და სარგებლის შეფასებისას, ისარი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გადახრილია ვაქცინაციის საჭიროებისკენ.

თუ ვინმე, მათ შორის მედმუშაკი, ვაქცინაციაზე გეუბნებათ, "მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ", ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ იცის, რა არის ზოგადად ექიმის პასუხისმგებლობა ან საექიმო ეთიკა.

ცოფის სტატისტიკა საქართველოში:

1996 წელს დაფიქსირდა ცოფის 21 შემთხვევა;

1997 წლიდან 2006 წლამდე - 96 შემთხვევა;

2007 წლიდან 2015 წლამდე - 42 შემთხვევა;

2015 წლიდან 2021 წლის სექტემბრამდე - 3 შემთხვევა.

შემთხვევათა კლება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ვაქცინაციის დამსახურებაა.

წაიკითხეთ ასევე: