სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი უმადურობად მითვლის, რომ, მიუხედავად ამდენი საჩუქრისა, მაინც "ვბედავ და უმოწყალოდ“ ვაკრიტიკებ ბიძინას" - მეგობრობა, ბინა საჩუქრად... განხეთქილება: ამონარიდი გია ხუხაშვილის წიგნიდან
"ბევრი უმადურობად მითვლის, რომ, მიუხედავად ამდენი საჩუქრისა, მაინც "ვბედავ და უმოწყალოდ“ ვაკრიტიკებ ბიძინას" - მეგობრობა, ბინა საჩუქრად... განხეთქილება: ამონარიდი გია ხუხაშვილის წიგნიდან

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს, ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის წიგ­ნი­და "რა ღირს სა­ქარ­თვე­ლო?" ეპი­ზოდ­ში ლა­პა­რა­კი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გობ­რო­ბა­სა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ზე.

  • ბი­ძი­ნას სა­ჩუ­ქა­რი

2011 წელს, ერთი ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნი­დან მე­ო­რე­ში რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, სო­ლო­ლაკ­ში ბი­ნის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბულ თან­ხას და­ვა­მა­ტეთ პი­რა­დი და­ნა­ზო­გი, ავი­ღეთ კრე­დი­ტი და თა­უ­ნ­ჰა­უ­სის ტი­პის და­სახ­ლე­ბა­ში შე­ვი­ძი­ნეთ ერთი ბლო­კი ცალ­კე შე­სას­ვლე­ლით...

პრაქ­ტი­კუ­ლად პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის შე­სა­ხებ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ბი­ძი­ნამ და­მი­წყო იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ დი­ღო­მი ძა­ლი­ან შორს არის და სად­მე მას­თან ახ­ლოს უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ცხოვ­რებ­ლად. გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ მო­მე­ძებ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ბინა, რო­მელ­საც ჩემ­თვის შე­ი­ძენ­და. მე ავუხ­სე­ნი, რომ, ერთი მხრივ, სრუ­ლი­ად მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და დი­ღომ­ში ცხოვ­რე­ბა და ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ­დი იქი­დან შუ­შის სა­სახ­ლე­ში მგზავ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­ო­რე მხრივ, მის­გან ასეთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ჩუ­ქარს ვერ მი­ვი­ღებ­დი, რად­გან გა­მიჩ­ნდე­ბო­და იმ ტი­პის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო საგ­რძნობ­ლად და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.

საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის, მე­გობ­რუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი მი­მი­ღია, მაგ­რამ არა­სო­დეს დავ­თან­ხმე­ბულ­ვარ ისეთ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რად ვალ­დე­ბუ­ლე­ბას რომ გა­ა­ჩენ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, და­მა­კარ­გვი­ნებ­და ე.წ. არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში...

მოკ­ლედ, ეს პო­ლე­მი­კა ჩემ­სა და ბი­ძი­ნას შო­რის ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა...ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­მიყ­ვა­ნა თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში და მი­თხრა, რომ რო­გორც ვიცი, უამ­რავ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბო­და და დღე­საც ეხ­მა­რე­ბა. და­მი­დას­ტუ­რა, რომ, რო­გორც წესი, დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მის მი­მართ ამ ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იც­ვლე­ბა - თით­ქოს ურ­თი­ერ­თო­ბა კარ­გავს გულ­წრფე­ლო­ბას და უშუ­ა­ლო­ბას. მაგ­რამ იყო ორი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც ის ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ მათ, კარ­გი გა­გე­ბით, "ისე გემ­რი­ე­ლად შე­ირ­გეს" ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ წარ­ბიც არ შე­უხ­რი­ა­თო. მერე და­მის­ვა რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვა, თუ იცი რა­ტო­მო, და თვი­თონ­ვე უპა­სუ­ხა - იმი­ტომ, რომ ისი­ნი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხია და იცი­ან თა­ვი­სი ფა­სიო. მე ამ ადა­მი­ა­ნებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, უბ­რა­ლოდ ვი­ტყვი, რომ ერთი დიდი რე­ჟი­სო­რია და მე­ო­რე დიდი მსა­ხი­ო­ბი იყო. მერე მი­თხრა: შენც ხომ ნი­ჭი­ე­რი კაცი ხარ და მო­იხ­სე­ნი ეს კომ­პლექ­სი. ამ სა­კითხს ასე შევ­ხე­დოთ - შენ აკე­თებ იმას, რაც შე­გიძ­ლია ჩემ­თვის, მე კი შენ­თვის ვა­კე­თებ იმას, რაც შე­მიძ­ლია, და ეჭვი ხომ არ გე­პა­რე­ბა, რომ მაქვს ასე­თი სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაო. ანუ, ამით ამიხ­სნა, რომ, თუ ბი­ნას შე­მი­ძენ­და, ეს მე არ მა­კის­რებ­და არა­ნა­ირ და­მა­ტე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, გარ­და იმი­სა, რა­საც ისე­დაც ვა­კე­თებ­დი სა­ერ­თო საქ­მის­თვის. დავ­თან­ხმდი.

კი­დევ გვქონ­და ბი­ნის შერ­ჩე­ვის საკ­მა­ოდ უხერ­ხუ­ლი ეტა­პი, რო­დე­საც ხან სახ­ლებს, ხან ზედ­მე­ტად ფე­შე­ნე­ბე­ლურ, ძვი­რა­დღი­რე­ბულ ბი­ნებს მთა­ვა­ზობ­დნენ, რა­ზეც თავს ვი­კა­ვებ­დი. ბო­ლოს შე­ვარ­ჩი­ეთ ძა­ლი­ან კარ­გი, მაგ­რამ შე­და­რე­ბით "მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი" ბინა და ასე და­ვუბ­რუნ­დი სო­ლო­ლაკს.

ახალ­მო­სახ­ლე­ო­ბა ბი­ძი­ნას­თან და ეკას­თან, მო­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტთან, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან, გა­მო­ჩე­ნილ პო­ეტ­თან, ფი­ლო­სო­ფოს­თან და ორ უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე ახალ სახ­ლში...

დღე­საც ბევ­რი უმა­დუ­რო­ბად მით­ვლის, რომ, მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი სა­ჩუქ­რი­სა, მე მა­ინც "ვბე­დავ და უმო­წყა­ლოდ“ ვაკ­რი­ტი­კებ ბი­ძი­ნას. ზოგი კი ამ­ბობს, რომ, თუ კრი­ტი­კა მინ­და, ჯერ უნდა "და­ვუბ­რუ­ნო ყვე­ლა­ფე­რი“ და მერე კი ბა­ტო­ნო... ბა­ტო­ნე­ბო, თუ ეს ის­ტო­რია არ არის თქვენ­თვის საკ­მა­რი­სი არ­გუ­მენ­ტი და ჩემ­გან კი­დევ უფრო "მა­ღალ მო­რა­ლურ სტან­დარტს“ ითხოვთ, კი­დევ ერთ მცი­რე გან­მარ­ტე­ბას გა­ვა­კე­თებ: ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ არ ვთვლი, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­გე­ბით რა­ი­მე ვალი მაქვს და, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ან­გა­რი­ში უნდა ვინ­მეს და­ი­წყოს, კი­დევ სა­კი­თხა­ვია, ვის ვისი ვალი შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნდეს, მე მისი თუ პი­რი­ქით. მე ეს არ გა­მი­კე­თე­ბია და არც გა­ვა­კე­თებ. ვფიქ­რობ, არც ბი­ძი­ნა. ასე­თი მიდ­გო­მა შე­უ­რა­ცხყოფ­და ჩვენს ღირ­სე­ბას და შე­იძ­ლე­ბა რთულ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ პრო­დუქ­ტი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. რაც მთა­ვა­რია, ბი­ძი­ნამ ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ბო­ლომ­დე... აგიხ­სნით, რას ვგუ­ლის­ხმობ...

ალ­ბათ გა­გი­გი­ათ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი ჩი­ნოვ­ნი­კი იღებს ბი­ძი­ნას­გან "სა­ჩუქ­რად“ ბი­ნას შემ­დე­გი წე­სით - აფორ­მე­ბენ ""ქარ­თუ ბანკთან" საკ­რე­დი­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც დიდ ტვირ­თად არ აწ­ვე­ბათ, სა­ნამ მის ორ­ბი­ტა­ზე არი­ან და მის ერ­თგუ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ხდე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი. მე არ ვი­ტყვი, რომ ბი­ძი­ნა ამას შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებს, მაგ­რამ ეს კრე­დი­ტი არის ერ­თგვა­რი პო­ტენ­ცი­უ­რი უღე­ლი, რო­მე­ლიც ურ­ჩო­ბის შემ­თხვე­ვა­ში უც­ბად და­გედ­გმე­ბა კი­სერ­ზე...

ჩვე­ნი სა­ჩუ­ქა­რიც თა­ვი­დან კრე­დი­ტად გა­ფორმ­და. ჩემი და ბი­ძი­ნას გზე­ბი სა­ბო­ლო­ოდ რომ გა­ი­ყო, ჩემს მე­უღ­ლეს ვთხო­ვე, მი­სუ­ლი­ყო "ქარ­თუ ბან­კში", გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა კრე­დი­ტის სტა­ტუ­სი, რის შემ­დე­გაც გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და ბი­ნის გა­ყიდ­ვა და კრე­დი­ტის და­ფარ­ვა. მე­უღ­ლემ გა­არ­კვია, რომ ჩვე­ნი კრე­დი­ტი უკვე და­ფა­რუ­ლი იყო. ანუ, კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ეს იყო ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც არც არას­დროს და­მი­მა­ლავს.

  • პირ­ვე­ლი გან­გა­ში

... ის­ტო­რი­ას ისე მოვ­ყვე­ბი, რომ კონ­კრე­ტულ მოქ­მედ პი­რებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა დღე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და საკ­მაო პა­ტი­ვის­ცე­მი­თაც სარ­გებ­ლობს. არ და­ვა­სა­ხე­ლებ იმი­ტომ, რომ ზო­გი­ერ­თი შე­საძ­ლოა, შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში და არ მინ­და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გა­ის­ვა­როს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
0

მადლიერებად ჩაგითვალონ?

მმმ
6

ყოჩაღ ბატონი ბიძინას მოთმინებას,მსგავსი უმადურობა არ მინახავს შენ და გოგაშვილი რომ ხართ!!!!!!!!! 

ავტორი:

"ბევრი უმადურობად მითვლის, რომ, მიუხედავად ამდენი საჩუქრისა, მაინც "ვბედავ და უმოწყალოდ“ ვაკრიტიკებ ბიძინას" - მეგობრობა, ბინა საჩუქრად... განხეთქილება: ამონარიდი გია ხუხაშვილის წიგნიდან

"ბევრი უმადურობად მითვლის, რომ, მიუხედავად ამდენი საჩუქრისა, მაინც "ვბედავ და უმოწყალოდ“ ვაკრიტიკებ ბიძინას" - მეგობრობა, ბინა საჩუქრად... განხეთქილება: ამონარიდი გია ხუხაშვილის წიგნიდან

გთავაზობთ ამონარიდს, ექსპერტ გია ხუხაშვილის წიგნიდა "რა ღირს საქართველო?" ეპიზოდში ლაპარაკი გია ხუხაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობასა და განხეთქილებაზე.

  • ბიძინას საჩუქარი

2011 წელს, ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში რამდენიმეწლიანი მომთაბარე ცხოვრების შემდეგ, სოლოლაკში ბინის გაყიდვიდან მიღებულ თანხას დავამატეთ პირადი დანაზოგი, ავიღეთ კრედიტი და თაუნჰაუსის ტიპის დასახლებაში შევიძინეთ ერთი ბლოკი ცალკე შესასვლელით...

პრაქტიკულად პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ჩემი გადაწყვეტილებისთანავე, ბიძინამ დამიწყო იმაზე საუბარი, რომ დიღომი ძალიან შორს არის და სადმე მასთან ახლოს უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. გამოთქვა სურვილი, რომ მომეძებნა შესაბამისი ბინა, რომელსაც ჩემთვის შეიძენდა. მე ავუხსენი, რომ, ერთი მხრივ, სრულიად მაკმაყოფილებდა დიღომში ცხოვრება და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდი იქიდან შუშის სასახლეში მგზავრობასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, მისგან ასეთ ძვირადღირებულ საჩუქარს ვერ მივიღებდი, რადგან გამიჩნდებოდა იმ ტიპის ვალდებულება, რომელსაც შეეძლო საგრძნობლად დაეზიანებინა ჩვენი მეგობრული ურთიერთობა.

საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების განმავლობაში, ბევრი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ არასოდეს დავთანხმებულვარ ისეთზე, განსაკუთრებულ პირად ვალდებულებას რომ გააჩენდა და, შესაბამისად, დამაკარგვინებდა ე.წ. არჩევანის თავისუფლებას ურთიერთობებში...

მოკლედ, ეს პოლემიკა ჩემსა და ბიძინას შორის ამით არ დასრულებულა...ერთ მშვენიერ დღეს შემიყვანა თავის კაბინეტში და მითხრა, რომ როგორც ვიცი, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა და დღესაც ეხმარება. დამიდასტურა, რომ, როგორც წესი, დახმარების მიღების შემდეგ მის მიმართ ამ ხალხის დამოკიდებულება იცვლება - თითქოს ურთიერთობა კარგავს გულწრფელობას და უშუალობას. მაგრამ იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ის ყოველთვის ეხმარებოდა, მაგრამ მათ, კარგი გაგებით, "ისე გემრიელად შეირგეს" ეს ყველაფერი, რომ წარბიც არ შეუხრიათო. მერე დამისვა რიტორიკული კითხვა, თუ იცი რატომო, და თვითონვე უპასუხა - იმიტომ, რომ ისინი ნიჭიერი ხალხია და იციან თავისი ფასიო. მე ამ ადამიანებს არ დავასახელებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ერთი დიდი რეჟისორია და მეორე დიდი მსახიობი იყო. მერე მითხრა: შენც ხომ ნიჭიერი კაცი ხარ და მოიხსენი ეს კომპლექსი. ამ საკითხს ასე შევხედოთ - შენ აკეთებ იმას, რაც შეგიძლია ჩემთვის, მე კი შენთვის ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია, და ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ მაქვს ასეთი საჩუქრის გაკეთების საშუალებაო. ანუ, ამით ამიხსნა, რომ, თუ ბინას შემიძენდა, ეს მე არ მაკისრებდა არანაირ დამატებით ვალდებულებას, გარდა იმისა, რასაც ისედაც ვაკეთებდი საერთო საქმისთვის. დავთანხმდი.

კიდევ გვქონდა ბინის შერჩევის საკმაოდ უხერხული ეტაპი, როდესაც ხან სახლებს, ხან ზედმეტად ფეშენებელურ, ძვირადღირებულ ბინებს მთავაზობდნენ, რაზეც თავს ვიკავებდი. ბოლოს შევარჩიეთ ძალიან კარგი, მაგრამ შედარებით "მოკრძალებული" ბინა და ასე დავუბრუნდი სოლოლაკს.

ახალმოსახლეობა ბიძინასთან და ეკასთან, მომავალ პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, გამოჩენილ პოეტთან, ფილოსოფოსთან და ორ უახლოეს მეგობართან ერთად გავატარე ახალ სახლში...

დღესაც ბევრი უმადურობად მითვლის, რომ, მიუხედავად ამდენი საჩუქრისა, მე მაინც "ვბედავ და უმოწყალოდ“ ვაკრიტიკებ ბიძინას. ზოგი კი ამბობს, რომ, თუ კრიტიკა მინდა, ჯერ უნდა "დავუბრუნო ყველაფერი“ და მერე კი ბატონო... ბატონებო, თუ ეს ისტორია არ არის თქვენთვის საკმარისი არგუმენტი და ჩემგან კიდევ უფრო "მაღალ მორალურ სტანდარტს“ ითხოვთ, კიდევ ერთ მცირე განმარტებას გავაკეთებ: ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ არ ვთვლი, რომ მატერიალური გაგებით რაიმე ვალი მაქვს და, თუ მაინცდამაინც ანგარიში უნდა ვინმეს დაიწყოს, კიდევ საკითხავია, ვის ვისი ვალი შეიძლება აღმოაჩნდეს, მე მისი თუ პირიქით. მე ეს არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ. ვფიქრობ, არც ბიძინა. ასეთი მიდგომა შეურაცხყოფდა ჩვენს ღირსებას და შეიძლება რთულ, მაგრამ საკმაოდ პროდუქტიულ ურთიერთობასა და თანამშრომლობას. რაც მთავარია, ბიძინამ ზედმიწევნით შეასრულა თავისი ვალდებულება ბოლომდე... აგიხსნით, რას ვგულისხმობ...

ალბათ გაგიგიათ, რომ ძალიან ბევრი ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკი იღებს ბიძინასგან "საჩუქრად“ ბინას შემდეგი წესით - აფორმებენ ""ქართუ ბანკთან" საკრედიტო ხელშეკრულებას, რომელიც დიდ ტვირთად არ აწვებათ, სანამ მის ორბიტაზე არიან და მის ერთგულებას ინარჩუნებენ. შესაბამისად, ეს ხდება გრძელვადიანი ლოიალურობის საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი. მე არ ვიტყვი, რომ ბიძინა ამას შეგნებულად აკეთებს, მაგრამ ეს კრედიტი არის ერთგვარი პოტენციური უღელი, რომელიც ურჩობის შემთხვევაში უცბად დაგედგმება კისერზე...

ჩვენი საჩუქარიც თავიდან კრედიტად გაფორმდა. ჩემი და ბიძინას გზები საბოლოოდ რომ გაიყო, ჩემს მეუღლეს ვთხოვე, მისულიყო "ქართუ ბანკში", გადაემოწმებინა კრედიტის სტატუსი, რის შემდეგაც გადაწყვეტილი გვქონდა ბინის გაყიდვა და კრედიტის დაფარვა. მეუღლემ გაარკვია, რომ ჩვენი კრედიტი უკვე დაფარული იყო. ანუ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს იყო ნამდვილი საჩუქარი, რომელიც არც არასდროს დამიმალავს.

  • პირველი განგაში

... ისტორიას ისე მოვყვები, რომ კონკრეტულ მოქმედ პირებს არ დავასახელებ. მათი უმრავლესობა დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და საკმაო პატივისცემითაც სარგებლობს. არ დავასახელებ იმიტომ, რომ ზოგიერთი შესაძლოა, შემთხვევით მოხვდა ამ გაუგებრობაში და არ მინდა დაუმსახურებლად გაისვაროს. გააგრძელეთ კითხვა