პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს" - ლევან ხაბეიშვილი
"საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს" - ლევან ხაბეიშვილი

სა­ქარ­თვე­ლო ბი­ძი­ნას შპს არ უნდა იყოს და რო­გორც შპს-ს, ისე არ უნდა მარ­თავ­დეს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, „დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხის მსა­ხუ­რი უნდა იყოს მთავ­რო­ბა და არა რუსი ოლი­გარ­ქის პი­რა­დი ბან­კი­რე­ბი და მო­უ­რა­ვე­ბი.“

"ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, ივა­ნიშ­ვი­ლის “ქარ­თუ ბან­კის” ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი - პი­რა­დი ბან­კი­რი. გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი სუსი - ივა­ნიშ­ვი­ლის “ქარ­თუ ბან­კის” თა­ნამ­შრო­მე­ლი, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე - თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ივა­ნიშ­ვი­ლის “ქარ­თუ ბან­კში” პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის დამ­ზა­დე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი - თა­ნამ­შრო­მე­ლი. ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი - ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ივა­ნიშ­ვი­ლის “ქარ­თუ ბან­კის” თა­ნამ­შრო­მე­ლი. პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის დამ­ზა­დე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი - თა­ნამ­შრო­მე­ლი. ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი - შსს მი­ნის­ტრი, ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რი. ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე- სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის უფ­რო­სი. ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე - ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნია "ბლექ­სი რი­ვე­რას" დი­რექ­ტო­რი. ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ასე­თი მმარ­თვე­ლო­ბის კლა­სი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. „დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია“ ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხის მსა­ხუ­რი უნდა იყოს მთავ­რო­ბა და არა რუსი ოლი­გარ­ქის პი­რა­დი ბან­კი­რე­ბი და მო­უ­რა­ვე­ბი ... ამა­ზე უკეთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ავ­ხსნათ ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. აი, ეს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტე­ბი, უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის. ამის დაშ­ლას, მოშ­ლას ითხოვს სრუ­ლი­ად ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო. სა­ქარ­თვე­ლო ბი­ძი­ნას შპს არ უნდა იყოს და რო­გორც შპს-ს, ისე არ უნდა მარ­თავ­დეს...“, - ამის შე­სა­ხებ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში წერს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხაბეეე
0

ჭვლები, ჭვლებია დამღუპველი, თანაც ბიძინასი, მოერიდე ხაბე, არ გინდა.

გია
0

ნეტა ამან თუ იცის რა არის შპს?

 

ავტორი:

"საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს" - ლევან ხაბეიშვილი

"საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს" - ლევან ხაბეიშვილი

საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები.“

"ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” ყოფილი თანამშრომელი, თანამდებობის პირი - პირადი ბანკირი. გრიგოლ ლილუაშვილი სუსი - ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი, თანამდებობის პირი. ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკში” პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი - თანამშრომელი. ზურაბ აზარაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი. პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი - თანამშრომელი. ვახტანგ გომელაური - შსს მინისტრი, ივანიშვილის დაცვის წევრი. ანზორ ჩუბინიძე- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ივანიშვილის დაცვის უფროსი. ირაკლი ქარსელაძე - ინფრასტრუქტურის მინისტრი, ივანიშვილის კომპანია "ბლექსი რივერას" დირექტორი. ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულებები და ასეთი მმართველობის კლასიკური გამოვლინება. „დეოლიგარქიზაცია“ ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები ... ამაზე უკეთ, შეუძლებელია ავხსნათ ოლიგარქიული მმართველობა. აი, ეს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, უტყუარი მტკიცებულებაა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის. ამის დაშლას, მოშლას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო. საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს...“, - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ მედიაში წერს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"