პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ურთიერთობაა, სიყვარულია, რაც ამ ქალაქს დღეს აკლია" - როგორ აღნიშნეს დედამიწის დღე თბილისის "ყველაზე სუფთა ქუჩაზე"?
"ეს ურთიერთობაა, სიყვარულია, რაც ამ ქალაქს დღეს აკლია" - როგორ აღნიშნეს დედამიწის დღე თბილისის "ყველაზე სუფთა ქუჩაზე"?

ალ­ბათ გახ­სოვთ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩის ფო­ტო­ე­ბი რომ გავ­რცელ­და. ის ნაძ­ვის ხე­ე­ბი და დე­კო­რა­ცი­ე­ბი ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩის მო­სახ­ლე­ო­ბამ ერ­თობ­ლი­ვად, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით გა­კე­თეს. ამ ქუ­ჩას ყვე­ლა­ზე სუფ­თა ქუ­ჩის სტა­ტუ­სიც აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

"ზე­დი­ზედ ორ­ჯერ 2021 წელ­სა და 2022-ში გა­ვი­მარ­ჯვეთ. ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და სუფ­თა ქუ­ჩის სტა­ტუ­სი მო­ვი­პო­ვეთ. დაგ­ვა­ჯილ­დო­ვეს. არ გვე­გო­ნა, თუ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სი და სა­ინ­ტე­რე­სო ჟი­უ­რი იქ­ნე­ბო­და“ - გვი­თხრა ამ საქ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, სუ­ლის­ჩამ­დგმელ­მა და ერთ-ერთი კორ­პუ­სის თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან მშვილ­და­ძემ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მთე­ლი ქუჩა ყო­ველ­თვის სი­ხა­რუ­ლით ერ­თვე­ბა ქუ­ჩის გა­ლა­მა­ზე­ბის ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბა­ში.

ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩის მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ­ჯე­რად 22 აპ­რილს დე­და­მი­წის დღე აღ­ნიშ­ნა. ქუ­ჩის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რია ტრა­დი­ცი­უ­ლად თვი­თონ გა­ამ­წვა­ნეს. დე­და­მი­წის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი კონ­ცერ­ტიც გა­მარ­თეს. იყო ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა და მხი­ა­რუ­ლე­ბა.

"ამ დღეს შე­ვუ­ერ­თდით 200 ქვე­ყა­ნას და მსოფ­ლი­ოს ვუ­თხა­რით, რომ დე­და­მი­წა­ზე არის ერთი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც არის ერთი ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი და ამ თბი­ლის­ში ერთი პა­ტა­რა ქუ­ჩაა, სა­დაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლია. მინ­და, ყვე­ლას ვთხო­ვო, თუ არ შე­გიძ­ლი­ათ დაგ­ვეხ­მა­როთ და­სუფ­თა­ვე­ბა­ში, გა­ლა­მა­ზე­ბა­ში, დაგ­ვეხ­მა­რე­ბით იმა­ში, რომ სი­გა­რე­ტის ნამ­წვავს მა­ინც არ და­აგ­დებთ.

არ და­ა­ბინ­ძუ­რებთ, ეს უკვე დახ­მა­რე­ბაა. დღეს ყვე­ლა­ზე დიდი დე­ფი­ცი­ტი რაც არის, ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ დღის მი­ზა­ნია, მე­ზობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დნენ... მო­ვა­წყვეთ ასე­ვე შე­მოქ­მე­დი და ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნაც. ეს იმის­თვის, რომ რა­ღაც ფორ­მით ყვე­ლა ყო­ფი­ლი­ყო ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი. თბი­ლი­სის მე­რია მხარ­ში დაგ­ვიდ­გა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ჩვენ გა­ვა­კე­თეთ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, დახ­ლე­ბი, ბა­ნე­რი, კონ­ცერ­ტი, სა­მე­გობ­რო და სა­მე­ზობ­ლო ვი­ყა­ვით ამა­ში ჩარ­თუ­ლი. ეს ურ­თი­ერ­თო­ბაა, სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ამ ქა­ლაქს დღეს აკ­ლია. ადრე იყო ხოლ­მე ეს მიდ­გო­მა - ქუ­ჩა­ში ბავ­შვებს არ უშ­ვებ­დნენ იმ მო­ტი­ვით, რომ ქუჩა ცუ­დია. ჩვე­ნი ქუ­ჩის ღო­ნის­ძი­ე­ბით, ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბით ვფიქ­რობთ, რომ ბევ­რი რამ ვთქვით“ - გვი­თხრა ლე­ვან მშვილ­და­ძემ.

ავტორი:

"ეს ურთიერთობაა, სიყვარულია, რაც ამ ქალაქს დღეს აკლია" - როგორ აღნიშნეს დედამიწის დღე თბილისის "ყველაზე სუფთა ქუჩაზე"?

"ეს ურთიერთობაა, სიყვარულია, რაც ამ ქალაქს დღეს აკლია" - როგორ აღნიშნეს დედამიწის დღე თბილისის "ყველაზე სუფთა ქუჩაზე"?

ალბათ გახსოვთ ახალი წლის დღეებში სოციალურ ქსელში სადღესასწაულოდ ლამაზად გაფორმებული თბილისის ზაქარიაძის ქუჩის ფოტოები რომ გავრცელდა. ის ნაძვის ხეები და დეკორაციები ზაქარიაძის ქუჩის მოსახლეობამ ერთობლივად, საკუთარი ძალებით გაკეთეს. ამ ქუჩას ყველაზე სუფთა ქუჩის სტატუსიც აქვს მინიჭებული.

"ზედიზედ ორჯერ 2021 წელსა და 2022-ში გავიმარჯვეთ. ყველაზე ლამაზი და სუფთა ქუჩის სტატუსი მოვიპოვეთ. დაგვაჯილდოვეს. არ გვეგონა, თუ ასეთი მასშტაბური კონკურსი და საინტერესო ჟიური იქნებოდა“ - გვითხრა ამ საქმის ორგანიზატორმა, სულისჩამდგმელმა და ერთ-ერთი კორპუსის თავმჯდომარემ ლევან მშვილდაძემ. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქუჩა ყოველთვის სიხარულით ერთვება ქუჩის გალამაზების ნებისმიერ აქტივობაში.

ზაქარიაძის ქუჩის მოსახლეობამ ამჯერად 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა. ქუჩის მაცხოვრებლებმა საკუთარი ტერიტორია ტრადიციულად თვითონ გაამწვანეს. დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კონცერტიც გამართეს. იყო ცეკვა, სიმღერა და მხიარულება.

"ამ დღეს შევუერთდით 200 ქვეყანას და მსოფლიოს ვუთხარით, რომ დედამიწაზე არის ერთი პატარა ქვეყანა საქართველო, სადაც არის ერთი ქალაქი თბილისი და ამ თბილისში ერთი პატარა ქუჩაა, სადაც დიდი სიყვარულია. მინდა, ყველას ვთხოვო, თუ არ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ დასუფთავებაში, გალამაზებაში, დაგვეხმარებით იმაში, რომ სიგარეტის ნამწვავს მაინც არ დააგდებთ.

არ დააბინძურებთ, ეს უკვე დახმარებაა. დღეს ყველაზე დიდი დეფიციტი რაც არის, ეს არის ურთიერთობა. ამ დღის მიზანია, მეზობლები ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ... მოვაწყვეთ ასევე შემოქმედი და ხელოვანი ადამიანების ნამუშევრების გამოფენაც. ეს იმისთვის, რომ რაღაც ფორმით ყველა ყოფილიყო ამ ყველაფერში ჩართული. თბილისის მერია მხარში დაგვიდგა, მაგრამ ძირითადად ჩვენ გავაკეთეთ გამოფენა-გაყიდვა, დახლები, ბანერი, კონცერტი, სამეგობრო და სამეზობლო ვიყავით ამაში ჩართული. ეს ურთიერთობაა, სიყვარულია, რაც ამ ქალაქს დღეს აკლია. ადრე იყო ხოლმე ეს მიდგომა - ქუჩაში ბავშვებს არ უშვებდნენ იმ მოტივით, რომ ქუჩა ცუდია. ჩვენი ქუჩის ღონისძიებით, ქუჩის მუსიკოსებით ვფიქრობთ, რომ ბევრი რამ ვთქვით“ - გვითხრა ლევან მშვილდაძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"