სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ლი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ" - კახა კალაძე
"A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ლი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ" - კახა კალაძე

A კა­ტე­გო­რი­ის იმ ტაქ­სებს, რო­მელ­თა ავ­ტო­მო­ბი­ლის ასა­კი არ აღე­მა­ტე­ბა 10 წელს, 1-ლი ივ­ნი­სი­დან ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში მოძ­რა­ო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, არა­ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა. გვაქვს კი­დევ ერთი სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ A კა­ტე­გო­რი­ის იმ ტაქ­სებს, რო­მელ­თა ასა­კი არ აღე­მა­ტე­ბა 10 წელს. ამ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა, პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი­დან იმოძ­რა­ონ ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში. აქამ­დე შე­ეძ­ლოთ, რომ აღ­ნიშ­ნულ ზოლ­ში მგზავ­რი აეყ­ვა­ნათ ან ჩა­მო­ეს­ვათ. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, რის­თვი­საც კი­დევ ერთხელ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო უშუ­ა­ლოდ მი­ნისტრს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს და უწყე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სი­დან მუ­ნი­ცი­პა­ლურ სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში ე.წ. სტი­კე­რე­ბის და­რი­გე­ბა და­ი­წყე­ბა A კა­ტე­გო­რი­ის იმ ტაქ­სე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში მოძ­რა­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვთ.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, ტაქ­სი და­იშ­ვე­ბა ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში მხო­ლოდ იქ, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­და­ად­გილ­დე­ბა სხვა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"იმის­თვის, რომ მარ­ტი­ვად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დი იყოს ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის მგზავ­რე­ბის­თვის, შე­მო­ვი­ღეთ ე.წ. სტი­კე­რე­ბი, რო­მელ­თა და­რი­გე­ბას უკვე მა­ი­სი­დან და­ვი­წყებთ მუ­ნი­ცი­პა­ლურ სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში. ეს ე.წ. სტი­კე­რი იქ­ნე­ბა იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ ტაქ­სი დაშ­ვე­ბუ­ლია ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის დრო გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა. ეს "სტი­კე­რი“ გან­თავ­სდე­ბა ტაქ­სის სა­ქა­რე მი­ნა­ზე, მარ­ჯვე­ნა ზედა კუ­თხე­ში. A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სი და­იშ­ვე­ბა მხო­ლოდ იმ სა­ავ­ტო­ბუსო ზოლ­ში, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობს სხვა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბის და არა სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბედნი-ერი
0

როგორც ჩანს სამთავრობო მანქანებისათვისაც იქნება გამონაკლისი დაშვებული მოსწყინდათ ბიჭებს უბრალო მოკვდავებთან საერთო ზოლში დგომა

მეტი გაუნათლებელი ადამიანი ხელისუფლებაში
2

ხელოვნურად აძვირებს ყველაფერს ეს გონებაგახსნილი.

ეხლა ესე გამოდის ეგ ამბავი: თუ გყავს ა კატეგორიის ტაქსი შეგიძლია ავტობუსის ზოლში იმოძრაო, ეს ნიშნავს იმას რომ შენი ტაქსით მომსახურება უფრო ძვირი იქნება. აი 10 წლამდე მანქანის ყიდვა შეუძლია მდიდარ ადანიანს და ისედაც მდიდარი, უფრო მეტ შემოსავალსაც მიიღებს, ანუ ეს ქვეყანა და ყველაფერი კარგი ამ ქვეყანაში მარტო მდიდრებისთვის. მიდი კახაჯან ეხლა უცბაშად შენი საძმოთი ტაქსები შემოყარე და ეგაა ზოლიც შენია და ზიგზაგიც. ამ ქვეყანაში თუ გინდა ცხოვრება ჯერ მაყუთი იშოვე და მერე მოდი აქ...

ავტორი:

"A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ლი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ" - კახა კალაძე

"A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ლი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ" - კახა კალაძე

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ლი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ. აქტიურად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ.

დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

"იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს "სტიკერი“ განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.