პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა, არის  პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა"  - ნინო გიორგობიანი
"გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა, არის  პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა"  - ნინო გიორგობიანი

მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და შარლ მი­შე­ლის ბრი­ფინ­გი გა­უქ­მდა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გი­ორ­გო­ბი­ა­ნი პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

  • მისი თქმით, ეს არის დე­ზინ­ფორ­მა­ცია და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბა.

"გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და შარლ მი­შე­ლის ბრი­ფინ­გი გა­უქ­მდა არის სიც­რუე. ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი არც პროგ­რა­მით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, არც ანონსში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია ასე­ვე უარ­ყო შარლ მი­შე­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­მა და გა­ნა­ცხა­და, რომ "არა­ნა­ი­რი გეგ­მა არ ყო­ფი­ლა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტსა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით".

წი­ნას­წარ, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იყო და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, იენს სტოლ­ტენ­ბერგთან და ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი ნატო-ს გვერ­დზე. ინ­ფორ­მა­ცია შარლ მი­შელ­თან ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე არ ყო­ფი­ლა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, არც ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს მიერ. ეს არის დე­ზინ­ფორ­მა­ცია და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბა" - წერს გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

ავტორი:

"გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა, არის  პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა"  - ნინო გიორგობიანი

"გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა, არის  პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა"  - ნინო გიორგობიანი

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგობიანი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

  • მისი თქმით, ეს არის დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა.

"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა არის სიცრუე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადებები არც პროგრამით იყო გათვალისწინებული, არც ანონსში იყო აღნიშნული. აღნიშნული ცრუ ინფორმაცია ასევე უარყო შარლ მიშელის პრესსამსახურმა და განაცხადა, რომ "არანაირი გეგმა არ ყოფილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით".

წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული ერთობლივი განცხადებები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და ინფორმაცია ამის შესახებ იყო განთავსებული ნატო-ს გვერდზე. ინფორმაცია შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე არ ყოფილა გავრცელებული არც მთავრობის ადმინისტრაციის, არც ევროპული საბჭოს მიერ. ეს არის დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა" - წერს გიორგობიანი.