პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მგონი რაღაც აერიათ ოთახში, სადაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ" - გია ვოლსკი IRI-ის კვლევაზე
"მგონი რაღაც აერიათ ოთახში, სადაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ" - გია ვოლსკი IRI-ის კვლევაზე

მგო­ნი რა­ღაც აე­რი­ათ ოთახ­ში, სა­დაც ამ ციფ­რებ­სა და მო­ნა­ცე­მებს წერ­დნენ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა IRI-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­დე­გებს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი.

"2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ერთი და იგი­ვე კი­თხვა ის­მის, ერთი და იგი­ვე პა­სუ­ხით. შე­დე­გე­ბი კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია იმის­გან, რა­საც IRI თუ NDI აქ­ვეყ­ნე­ბენ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ კარგ პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ცდი­ლო­ბენ, რომ ასე­თი კვლე­ვე­ბით წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე თავი შე­ირ­ცხვი­ნონ - კვლე­ვე­ბით, რო­მე­ლიც გვა­უ­წყებს, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში არ­ჩევ­ნე­ბი რომ ჩა­ტარ­დეს, კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფრთის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ პო­ლი­ტი­კურ კო­ა­ლი­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი შან­სე­ბი გა­აჩ­ნია. გარ­და ამი­სა, კვლე­ვა ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი არ ენ­დო­ბა, ვიდ­რე ენ­დო­ბა, მაგ­რამ ამა­ვე დროს მხო­ლოდ 1%-ს მი­აჩ­ნია, რომ სა­სა­მარ­თლო ქვე­ყა­ნას რა­ი­მე პრობ­ლე­მას უქ­მნის.

ბევ­რი სა­ფუძ­ვე­ლი მაქვს ვთქვა, რომ ეს ის კვლე­ვა არ არის, რა­საც კვლე­ვა ჰქვია და მას ოდეს­მე გა­ე­მარ­თლე­ბი­ნოს.

თქვენ თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ ვის უფრო მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თუ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას, ჩემი აზ­რით, ივა­ნიშ­ვილს მეტი რე­ი­ტინ­გი აქვს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ისე, რომ არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უყ­ვედ­რე­ბია, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გია ვოლ­სკიმ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
1

აირაი არის უცხო ქვეყნის სააგენტო ელისაშვილისნაირები კი აგენტები ამიტომ ხალხი გადაწყვეტს ხელისუფლება წავა თუ დარჩება. და დარჩება კიდეც

მარკი
4

ვოლსკის ქუჩის დაარსებით და გაჩალიჩებით რეიტინგი ვერ აიმაღლე?

ავტორი:

"მგონი რაღაც აერიათ ოთახში, სადაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ" - გია ვოლსკი IRI-ის კვლევაზე

"მგონი რაღაც აერიათ ოთახში, სადაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ" - გია ვოლსკი IRI-ის კვლევაზე

მგონი რაღაც აერიათ ოთახში, სადაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ, - ასე ეხმაურება IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

"2012 წლიდან მოყოლებული ერთი და იგივე კითხვა ისმის, ერთი და იგივე პასუხით. შედეგები კი აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რასაც IRI თუ NDI აქვეყნებენ. სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ, ცდილობენ, რომ ასეთი კვლევებით წელიწადში რამდენჯერმე თავი შეირცხვინონ - კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში არჩევნები რომ ჩატარდეს, კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ პოლიტიკურ კოალიციას გარკვეული შანსები გააჩნია. გარდა ამისა, კვლევა ამბობს, რომ სასამართლოს გაცილებით უფრო მეტი არ ენდობა, ვიდრე ენდობა, მაგრამ ამავე დროს მხოლოდ 1%-ს მიაჩნია, რომ სასამართლო ქვეყანას რაიმე პრობლემას უქმნის.

ბევრი საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ ეს ის კვლევა არ არის, რასაც კვლევა ჰქვია და მას ოდესმე გაემართლებინოს.

თქვენ თუ გაინტერესებთ ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს - ბიძინა ივანიშვილს თუ ელენე ხოშტარიას, ჩემი აზრით, ივანიშვილს მეტი რეიტინგი აქვს და საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ისე, რომ არასდროს არავისთვის არაფერი დაუყვედრებია, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ნახეთ ასევე: