პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სევდიანი სიმართლე დიეტების შესახებ - როგორ მოვიქცეთ წონაში რეალურად დასაკლებად
სევდიანი სიმართლე დიეტების შესახებ - როგორ მოვიქცეთ წონაში რეალურად დასაკლებად

ალ­ბათ, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ერთხელ მა­ინც არ უც­დია დი­ე­ტის დაც­ვა. დი­ე­ტა სა­სურ­ვე­ლი წო­ნი­სა და სა­სურ­ვე­ლი ფორ­მე­ბის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გზაა. თუმ­ცა რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ის? ამ კი­თხვა­ზე ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბის დი­ე­ტა არ­სე­ბობს და თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი მიმ­დევ­რე­ბის არ­მი­აც ჰყავს. პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა დი­ე­ტა ხდე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუმ­ცა მათი სრუ­ლი ეფექ­ტუ­რო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ფას­ტინ­გი ანუ ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი. ის ანაც­ვლებს დი­ე­ტას და ადა­მი­ა­ნებს სა­სურ­ვე­ლი წო­ნის მიღ­წე­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზას სთა­ვა­ზობს.

ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლის შე­სა­ხებ ჯინ სტი­ვენ­მა, რო­მელ­მაც ამ მე­თო­დით 36 კგ და­იკ­ლო და წონა ხან­გრძლი­ვად შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, წიგ­ნიც და­წე­რა. მან შექ­მნა ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლის სის­ტე­მა, რომ­ლის გარ­შე­მოც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და. „დი­ე­ტე­ბი არ მუ­შა­ობს - ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცით, მაგ­რამ მა­ინც იცავთ... მე კი გას­წავ­ლით, რო­გორ მო­არ­გოთ ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლის სის­ტე­მა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სტილს. რო­გორც კი ცხი­მე­ბის დამ­წვე­ლი სუ­პერ­ძა­ლის ამოქ­მე­დე­ბას შეძ­ლებთ, სა­მუ­და­მოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით დი­ე­ტო­მა­ნი­ის­გან. მიხ­ვდე­ბით, რომ ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი დი­ე­ტა კი არა, ცხოვ­რე­ბის წე­სია,“ - ვკი­თხუ­ლობთ წიგნ­ში „იშიმ­ში­ლე, ჭამე, გა­ი­მე­ო­რე.“

ფას­ტინ­გის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­გაც­ნობთ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას სტი­ვენ­სის მო­საზ­რე­ბე­ბი­დან დი­ე­ტე­ბი­სა და ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლის შე­სა­ხებ:

„რა­ტომ არის ასე ძნე­ლი წო­ნის დაკ­ლე­ბა და მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა? ამის მი­ზე­ზი ჩვე­ნი ჰორ­მო­ნე­ბი და მე­ტა­ბო­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბია. ყვე­ლას, ვი­საც დი­ე­ტა და­უ­ცავს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში არ ტო­ვებ­და შეგ­რძნე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნიზ­მი ებ­რძო­და, რაც ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით წო­ნის მა­ტე­ბი­თა და მე­ტა­ბო­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით მთავ­რდე­ბო­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს თქვე­ნი ბრა­ლი არ არის, არც სი­სუს­ტე და უნე­ბის­ყო­ფო­ბა. ამის მი­ზე­ზი ბი­ო­ლო­გი­აა...

ათწლე­უ­ლე­ბის დი­ე­ტუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გარ­და, ხე­ლი­დან არ ვუშ­ვებ­დი ნე­ბის­მი­ერ სი­ახ­ლეს: ვჭამ­დი სის­ხლის ჯგუ­ფის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვით­ვლი­დი ყო­ველ ჩაკ­ბე­ჩას, თით­ქოს წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად კუ­ჭის ოპე­რა­ცია მქო­ნო­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი, ფოს­ტით ვუკ­ვე­თავ­დი უგე­მურ ძვი­რა­დღი­რე­ბულ და უსა­ხურ საკ­ვებს, ვსინ­ჯე ჰიპ­ნო­ზიც, ვი­ყე­ნებ­დი საკ­ვე­ბის შემ­ცველ ძვი­რა­დღი­რე­ბულ კოქ­ტე­ი­ლებს. მოკ­ლედ, ტყა­ვი­დან ვძვრე­ბო­დი. ჩა­ვერ­თე რამ­დე­ნი­მე სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მა­ში: ვი­ღებ­დი გა­სახ­დომ აბებს და ვი­კე­თებ­დი ჰორ­მო­ნულ ინექ­ცი­ებს. ჰორ­მო­ნე­ბი ჩემს ორ­გა­ნიზმს „ატყუ­ებ­დნენ“, თით­ქოს ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, რაც დაგ­რო­ვი­ლი ცხი­მის ხარ­ჯვას აძ­ლი­ე­რებ­და. ამ ორი უკა­ნას­კნე­ლის აღი­ა­რე­ბა მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა კი­დეც, მაგ­რამ მინ­და გულ­წრფე­ლი ვიყო... აქე­და­ნაც ცხა­დად ჩანს, რა­ო­დენ სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვი­ყა­ვი. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მა­ინც? დიახ, ყვე­ლა ეს მე­თო­დი დრო­ე­ბით მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის შემ­დეგ, და­სა­წყის­თან შე­და­რე­ბით, წო­ნა­ში უფრო ვი­მა­ტებ­დი...

ხლა კი 37 კგ-ზე მეტი და­ვი­კე­ლი და მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ბრძო­ლა არ მჭირ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ნივ­თის გარ­და, რომ­ლე­ბიც ახლა უკვე დიდი მაქვს, ჩემი ტან­საც­მე­ლი კვლავ და კვლავ მერ­გე­ბა. მე ად­ვი­ლად ვი­ნარ­ჩუ­ნებ წო­ნას დი­ე­ტე­ბის გა­რე­შე, რა­საც უნდა ვუ­მად­ლო­დე ინ­ტერ­ვა­ლურ შიმ­შილ­სა და ჯა­დოს­ნურ სუფ­თა შიმ­შილს მა­დის კო­რექ­ცი­ას­თან ერ­თად...

რაც დრო გა­დის და 50 წელს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, ვრწმუნ­დე­ბი, რომ სიმ­სუქ­ნეს­თან ბრძო­ლა სა­მუ­და­მოდ და­ვას­რუ­ლე, რისი დას­ტუ­რიც ჩემი ახ­ლან­დე­ლი სტა­ბი­ლუ­რი წო­ნაა. მად­ლო­ბა ინ­ტერ­ვა­ლურ შიმ­შილს!

წო­ნის კლე­ბის დროს ორ­გა­ნიზ­მის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ე­ბია:

  • გრე­ლი­ნის, შიმ­ში­ლის ჰორ­მო­ნის მა­ტე­ბა - ეს ჭა­მის სურ­ვი­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას ნიშ­ნავს. ამი­ტო­მაც ხე­ლი­დან არ ვუშ­ვებთ კარ­ტო­ფი­ლის ჩიფ­სე­ბის პარკს და ჭა­მით ვერ ვძღე­ბით. ამ ქცე­ვას მარ­თავს შიმ­ში­ლის ჰორ­მო­ნე­ბი და არა გო­ნე­ბა.
  • ლეპ­ტი­ნის, და­ნაყ­რე­ბის ჰორ­მო­ნის კლე­ბა - ამ დროს რაც უნდა ბევ­რი ვჭა­მოთ, გა­ძღო­მას ვერ ვიგ­რძნობთ. ამი­ტო­მაც ვაგ­რძე­ლებთ ჭა­მას, სა­ნამ კუჭი არ აგვტკივ­დე­ბა - ვერ ვი­ღებთ ჭა­მის შე­წყვე­ტის ბრძა­ნე­ბას.
  • მე­ტა­ბო­ლუ­რი სიჩ­ქა­რი­სა და ენერ­გი­ის ყო­ველ­დღი­უ­რი ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბა - ეს დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. არას­დროს და­გა­ვი­წყდეთ, რომ ორ­გა­ნიზმს უყ­ვარ­ხართ და თქვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა სურს! ამი­ტო­მაც აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ძალა გა­მო­გე­ცა­ლათ და დივ­ნი­დან წა­მოდ­გო­მი­სა და სა­ვარ­ჯი­შოდ წას­ვლის სურ­ვი­ლი სა­ერ­თოდ და­კარ­გეთ.

შიმ­ში­ლი ძლი­ერ­დე­ბა, და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა იკ­ლებს, მე­ტა­ბო­ლიზ­მის სიჩ­ქა­რე და ენერ­გი­ის ხარ­ჯი მცირ­დე­ბა და ეს ყო­ვე­ლი­ვე ერ­თობ­ლი­ვად ხელს უწყობს წო­ნა­ში კვლავ მა­ტე­ბას, რაც ესო­დენ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია დი­ე­ტის დამ­ცა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის...

მინ­და გა­ი­გოთ, რომ დი­ე­ტის დარ­ღვე­ვა თქვე­ნი ბრა­ლი არ არის. თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნეს და მე­ტა­ბო­ლურ პრო­ცე­სებს თქვე­ნი­ვე სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად არე­გუ­ლი­რებს. მან „არ იცის“, რომ პა­ტა­რა ზო­მის ტან­საც­მლის მორ­გე­ბას ცდი­ლობთ ან გინ­დათ პლაჟ­ზე უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ - მხო­ლოდ იმას „ხვდე­ბა“, რომ რა­ღაც საფრ­თხე გე­მუქ­რე­ბათ და გა­დამ­ჭრე­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს თქვენს გა­და­სარ­ჩე­ნად...

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი ორ­გა­ნიზ­მში აძ­ლი­ე­რებს და­დე­ბით ჰორ­მო­ნულ და მე­ტა­ბო­ლურ ცვლი­ლე­ბებს, რი­თაც ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი დი­ე­ტე­ბის­გან, რა­საც ადრე ვი­ცავ­დით. ასე რომ, რო­დე­საც ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლის წე­სით ცხოვ­რობთ, თუნ­დაც ნაკ­ლე­ბი ჭა­მოთ, ის ორ­გა­ნიზმს მე­ტა­ბო­ლუ­რი ადაპ­ტა­ცი­ის შე­და­რე­ბით მაც­ნე ეფექ­ტე­ბის­გან და­ი­ცავს. მე­ტიც, ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლის დაც­ვით შიმ­ში­ლი­სა და და­ნაყ­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბი კვლავ გა­წო­ნას­წორ­დე­ბა და ჭა­მის მერე და­ნაყ­რე­ბა­საც იგ­რძნობთ; შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბა არ გა­გიძ­ლი­ერ­დე­ბათ და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­სუს­ტდე­ბა კი­დეც.“

სწო­რედ ასე­თია ჯინ სტი­ვენ­სის მიდ­გო­მა დი­ე­ტე­ბი­სა და ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლის შე­სა­ხებ. ამ უკა­ნას­კნე­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად კი წა­ი­კი­თხავთ წიგნ­ში „იშიმ­ში­ლე, ჭამე, გა­ი­მე­ო­რე“, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზეც არის გა­მო­ცე­მუ­ლი. წიგ­ნი ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე გაგ­ცემთ პა­სუხს. ის გან­კუთ­ვნი­ლია ყვე­ლას­თვის. ახალ­ბე­დე­ბის­თვის შედ­გე­ნი­ლია 28-დღი­ა­ნი ფასტ-სტარ­ტი. ამ პრაქ­ტი­კის მიმ­დევ­რებს კი უახ­ლე­სი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის შე­დე­გებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

აია
0

ჯინ სტივენსი თუ იმას წერს რომ ინტერვალური შიმშილი მან გამოიგონა ძალიან დიდი ტყუილია. მაგრამ თუ კი ის თავის გამოცდილებას უზიარებს ხალხს კი ბატონო. 

ავტორი:

სევდიანი სიმართლე დიეტების შესახებ - როგორ მოვიქცეთ წონაში რეალურად დასაკლებად

სევდიანი სიმართლე დიეტების შესახებ - როგორ მოვიქცეთ წონაში რეალურად დასაკლებად

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უცდია დიეტის დაცვა. დიეტა სასურველი წონისა და სასურველი ფორმების მისაღწევად ყველაზე პოპულარული გზაა. თუმცა რამდენად ეფექტურია ის? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. უამრავი სახეობის დიეტა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი მიმდევრების არმიაც ჰყავს. პერიოდულად სხვადასხვა დიეტა ხდება განსაკუთრებით პოპულარული, თუმცა მათი სრული ეფექტურობის დადასტურება საბოლოოდ შეუძლებელია.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფასტინგი ანუ ინტერვალური შიმშილი. ის ანაცვლებს დიეტას და ადამიანებს სასურველი წონის მიღწევის ალტერნატიულ გზას სთავაზობს.

ინტერვალური შიმშილის შესახებ ჯინ სტივენმა, რომელმაც ამ მეთოდით 36 კგ დაიკლო და წონა ხანგრძლივად შეინარჩუნა, წიგნიც დაწერა. მან შექმნა ინტერვალური შიმშილის სისტემა, რომლის გარშემოც მსოფლიო მასშტაბით ასიათასობით ადამიანი გაერთიანდა. „დიეტები არ მუშაობს - ეს შესანიშნავად იცით, მაგრამ მაინც იცავთ... მე კი გასწავლით, როგორ მოარგოთ ინტერვალური შიმშილის სისტემა თქვენი ცხოვრების სტილს. როგორც კი ცხიმების დამწველი სუპერძალის ამოქმედებას შეძლებთ, სამუდამოდ გათავისუფლდებით დიეტომანიისგან. მიხვდებით, რომ ინტერვალური შიმშილი დიეტა კი არა, ცხოვრების წესია,“ - ვკითხულობთ წიგნში „იშიმშილე, ჭამე, გაიმეორე.“

ფასტინგის განსაკუთრებული პოპულარობიდან გამომდინარე გაგაცნობთ საინტერესო ინფორმაციას სტივენსის მოსაზრებებიდან დიეტებისა და ინტერვალური შიმშილის შესახებ:

„რატომ არის ასე ძნელი წონის დაკლება და მისი შენარჩუნება? ამის მიზეზი ჩვენი ჰორმონები და მეტაბოლური პროცესებია. ყველას, ვისაც დიეტა დაუცავს, დროთა განმავლობაში არ ტოვებდა შეგრძნება, რომ საკუთარი ორგანიზმი ებრძოდა, რაც ადრინდელთან შედარებით წონის მატებითა და მეტაბოლური პროცესების გაუარესებით მთავრდებოდა. სინამდვილეში ეს თქვენი ბრალი არ არის, არც სისუსტე და უნებისყოფობა. ამის მიზეზი ბიოლოგიაა...

ათწლეულების დიეტური ტენდენციების გარდა, ხელიდან არ ვუშვებდი ნებისმიერ სიახლეს: ვჭამდი სისხლის ჯგუფის გათვალისწინებით, ვითვლიდი ყოველ ჩაკბეჩას, თითქოს წონაში დასაკლებად კუჭის ოპერაცია მქონოდეს გაკეთებული, ფოსტით ვუკვეთავდი უგემურ ძვირადღირებულ და უსახურ საკვებს, ვსინჯე ჰიპნოზიც, ვიყენებდი საკვების შემცველ ძვირადღირებულ კოქტეილებს. მოკლედ, ტყავიდან ვძვრებოდი. ჩავერთე რამდენიმე სამედიცინო პროგრამაში: ვიღებდი გასახდომ აბებს და ვიკეთებდი ჰორმონულ ინექციებს. ჰორმონები ჩემს ორგანიზმს „ატყუებდნენ“, თითქოს ფეხმძიმედ ვიყავი, რაც დაგროვილი ცხიმის ხარჯვას აძლიერებდა. ამ ორი უკანასკნელის აღიარება მეუხერხულება კიდეც, მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო... აქედანაც ცხადად ჩანს, რაოდენ სასოწარკვეთილი ვიყავი. წარმოგიდგენიათ მაინც? დიახ, ყველა ეს მეთოდი დროებით მუშაობდა, მაგრამ თითოეული მათგანის შემდეგ, დასაწყისთან შედარებით, წონაში უფრო ვიმატებდი...

ხლა კი 37 კგ-ზე მეტი დავიკელი და მის შესანარჩუნებლად ბრძოლა არ მჭირდება. რამდენიმე ნივთის გარდა, რომლებიც ახლა უკვე დიდი მაქვს, ჩემი ტანსაცმელი კვლავ და კვლავ მერგება. მე ადვილად ვინარჩუნებ წონას დიეტების გარეშე, რასაც უნდა ვუმადლოდე ინტერვალურ შიმშილსა და ჯადოსნურ სუფთა შიმშილს მადის კორექციასთან ერთად...

რაც დრო გადის და 50 წელს ვუახლოვდები, ვრწმუნდები, რომ სიმსუქნესთან ბრძოლა სამუდამოდ დავასრულე, რისი დასტურიც ჩემი ახლანდელი სტაბილური წონაა. მადლობა ინტერვალურ შიმშილს!

წონის კლების დროს ორგანიზმის საპასუხო რეაქციებია:

  • გრელინის, შიმშილის ჰორმონის მატება - ეს ჭამის სურვილის გაძლიერებას ნიშნავს. ამიტომაც ხელიდან არ ვუშვებთ კარტოფილის ჩიფსების პარკს და ჭამით ვერ ვძღებით. ამ ქცევას მართავს შიმშილის ჰორმონები და არა გონება.
  • ლეპტინის, დანაყრების ჰორმონის კლება - ამ დროს რაც უნდა ბევრი ვჭამოთ, გაძღომას ვერ ვიგრძნობთ. ამიტომაც ვაგრძელებთ ჭამას, სანამ კუჭი არ აგვტკივდება - ვერ ვიღებთ ჭამის შეწყვეტის ბრძანებას.
  • მეტაბოლური სიჩქარისა და ენერგიის ყოველდღიური ხარჯის შემცირება - ეს დამცავი საშუალებაა. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ორგანიზმს უყვარხართ და თქვენი გადარჩენა სურს! ამიტომაც აღმოაჩენთ, რომ ძალა გამოგეცალათ და დივნიდან წამოდგომისა და სავარჯიშოდ წასვლის სურვილი საერთოდ დაკარგეთ.

შიმშილი ძლიერდება, დანაყრების შეგრძნება იკლებს, მეტაბოლიზმის სიჩქარე და ენერგიის ხარჯი მცირდება და ეს ყოველივე ერთობლივად ხელს უწყობს წონაში კვლავ მატებას, რაც ესოდენ დამახასიათებელია დიეტის დამცავი ადამიანებისთვის...

მინდა გაიგოთ, რომ დიეტის დარღვევა თქვენი ბრალი არ არის. თქვენი ორგანიზმი ჰორმონების დონეს და მეტაბოლურ პროცესებს თქვენივე სიცოცხლის გადასარჩენად არეგულირებს. მან „არ იცის“, რომ პატარა ზომის ტანსაცმლის მორგებას ცდილობთ ან გინდათ პლაჟზე უკეთ გამოიყურებოდეთ - მხოლოდ იმას „ხვდება“, რომ რაღაც საფრთხე გემუქრებათ და გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს თქვენს გადასარჩენად...

საბედნიეროდ, ინტერვალური შიმშილი ორგანიზმში აძლიერებს დადებით ჰორმონულ და მეტაბოლურ ცვლილებებს, რითაც ძალიან განსხვავდება დაბალკალორიული დიეტებისგან, რასაც ადრე ვიცავდით. ასე რომ, როდესაც ინტერვალური შიმშილის წესით ცხოვრობთ, თუნდაც ნაკლები ჭამოთ, ის ორგანიზმს მეტაბოლური ადაპტაციის შედარებით მაცნე ეფექტებისგან დაიცავს. მეტიც, ინტერვალური შიმშილის დაცვით შიმშილისა და დანაყრების ჰორმონები კვლავ გაწონასწორდება და ჭამის მერე დანაყრებასაც იგრძნობთ; შიმშილის შეგრძნება არ გაგიძლიერდებათ და დროთა განმავლობაში დასუსტდება კიდეც.“

სწორედ ასეთია ჯინ სტივენსის მიდგომა დიეტებისა და ინტერვალური შიმშილის შესახებ. ამ უკანასკნელის შესახებ დეტალურად კი წაიკითხავთ წიგნში „იშიმშილე, ჭამე, გაიმეორე“, რომელიც ქართულ ენაზეც არის გამოცემული. წიგნი ყველა შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს. ის განკუთვნილია ყველასთვის. ახალბედებისთვის შედგენილია 28-დღიანი ფასტ-სტარტი. ამ პრაქტიკის მიმდევრებს კი უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგებსა და გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს.