პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უსამართლოდ გინებისთვის" დამნაშავე 10 ათასი თეთრის გადახდით ისჯებოდა... - რას საერო სასჯელები არსებობდა გაერთიანებული საქართველოს სამეფოში (XI-XIII სს.)?
"უსამართლოდ გინებისთვის" დამნაშავე 10 ათასი თეთრის გადახდით ისჯებოდა... - რას საერო სასჯელები არსებობდა გაერთიანებული საქართველოს სამეფოში (XI-XIII სს.)?

სა­მარ­თლის ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია დას­ჯის კონ­კრე­ტულ სა­შუ­ა­ლე­ბებს - სას­ჯე­ლებს. ეს უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტია, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თავ­დნენ დამ­ნა­შა­ვის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მად. სას­ჯე­ლი დღემ­დე რჩე­ბა ბო­როტ­მოქ­მე­დის დას­ჯის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ სა­შუ­ა­ლე­ბად.

ძველ ქარ­თულ სა­მარ­თალ­ში სას­ჯე­ლის რამ­დე­ნი­მე სა­ხის გა­მო­ყო­ფა შე­იძ­ლე­ბა. მათ შო­რის არის კერ­ძო, სა­ე­რო (სა­ჯა­რო) და სა­ეკ­ლე­სიო სას­ჯე­ლე­ბი. კერ­ძო და სა­ეკ­ლე­სიო სას­ჯე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჯა­რო (სა­ე­რო) სას­ჯე­ლე­ბი ფარ­თოდ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, შე­და­რე­ბით გვი­ან დამ­კვიდ­რდა. ფე­ო­და­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი დრო სჭირ­დე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯი­სა და გა­სა­მარ­თლე­ბის საქ­მის ხელ­ში აღე­ბას, ვი­ნა­ი­დან ეს პრე­რო­გა­ტი­ვა ფე­ო­და­ლე­ბის მიერ იყო უზურ­პი­რე­ბუ­ლი. კონ­კრე­ტულ მა­მულ­ში კერ­ძო ფე­ო­და­ლი წყვეტ­და თა­ვი­სი ქვე­შევ­რდო­მე­ბის დას­ჯა­სა და შე­წყა­ლე­ბას. ამას, პი­რო­ბი­თად, კერ­ძო სა­მარ­თალს უწო­დე­ბენ. როცა სას­ჯე­ლი კერ­ძო პი­რის მიერ არის ინი­ცი­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სას­ჯე­ლი კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც "კერ­ძო სას­ჯე­ლი". სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ამ ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კა შე­ამ­ცი­რა, ხოლო სა­ხელ­მწი­ფოს მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თა­ვად გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ე­რო ანუ სა­ჯა­რო სას­ჯე­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს ჩვენს მთა­ვარ გან­სა­ხილ­ველ თე­მას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­ჯე­ლი მრა­ვა­ლი სა­ხის იყო. სას­ჯე­ლე­ბის ნა­წი­ლი გუ­ლის­ხმობ­და დამ­ნა­შა­ვის­თვის რამე ტან­ჯვის მი­ყე­ნე­ბას, მის ცე­მას, სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლის მოკ­ვე­თას, და­სა­ხიჩ­რე­ბა­სა და და­ზი­ა­ნე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­თა­ნა­დოდ აი­სა­ხა სას­ჯე­ლის ცნე­ბის გა­მომ­ხატ­ველ სი­ტყვებ­ში - "ტან­ჯვა", "სა­ტან­ჯვე­ლი", "პა­ტი­ჟი" და ა.შ.

შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ჯის პო­ლი­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მთელ რიგ ფაქ­ტო­რებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. - ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს აღ­ნიშ­ნუ­ლი აქვს, რომ ძველ ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას გან­სა­ზღვრუ­ლი სას­ჯელ­თა სის­ტე­მა ჰქონ­და. იგი წერს: "სას­ჯელ­თა ერთი ჯგუ­ფი ქო­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბი­სა იყო, მე­ო­რე ჯგუ­ფი დამ­ნა­შა­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თი­სათ­ვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, მე­სა­მე გვე­მი­თი იყო, მე­ო­თხე გა­პა­ტი­ჟე­ბა და მე­ხუ­თე კი დამ­ნა­შა­ვის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა".

ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლის ცნო­ბილ ძეგლს, ბე­ქა­სა და აღ­ბუ­ღას სა­მარ­თლის წიგნს დარ­თუ­ლი აქვს ე.წ. ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლა­ტის სა­მარ­თა­ლი, უფრო სწო­რად, სა­მარ­თლის წიგ­ნის ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც 61 მუხ­ლის­გან შედ­გე­ბა (99-160). მას­ში მოყ­ვა­ნი­ლია შემ­დე­გი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი: მკვლე­ლო­ბა (117, 135, 150, 159, 160); სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა (106-109); ცი­ლის­წა­მე­ბა, სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი, ქა­ლის მო­ტა­ცე­ბა, ცო­ლის დაგ­დე­ბა, გა­ძარ­ცვა, ქურ­დო­ბა, ღა­ლა­ტი, თვით­ნე­ბო­ბა და სხვა.

სა­მარ­თლის წიგ­ნის ფრაგ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ თუ ვინ­მე დი­დე­ბულ­თა­გა­ნი ეპის­კო­პოსს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ა­ყე­ნებ­და, დამ­ნა­შა­ვე დი­დე­ბუ­ლი და­ის­ჯე­ბო­და ორ­მო­ცი ათა­სი თეთ­რის გა­დახ­დით და "დი­დად შე­ხუ­ე­წით".

"დი­დად შე­ხუ­ე­წა" აქ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ჯა­რო, სა­ხელ­მწი­ფო სას­ჯე­ლია, რო­მე­ლიც თან სდევს კერ­ძო სას­ჯელს, სის­ხლის და­ურ­ვე­ბას. შეხ­ვეწ­ნა იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც სას­ჯე­ლის სა­ხე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე მუხ­ლში (106, 107, 108).

"თუ ეპის­კო­პოზ­სა დი­დე­ბულ­მან აგი­ნოს, ორ­მო­ცი ათა­სი თეთ­რი და­უ­ურ­ვოს და დი­დად შე­ხუ­ე­წით" (106).

"თუ ეპის­კო­პოზ­სა აზ­ნა­ურ­მან აგი­ნოს, დი­დი­თა შე­ხუ­ე­წი­თა ოცი ათა­სი თეთ­რი და­ა­ურ­ვოს" (107).

"თუ აზ­ნა­ურ­მან ანუ დი­დე­ბულ­მან მღვდელ­სა აგი­ნოს, ანუ უქუ­ე­მო­ეს­მან, მე­სა­მე­დი სის­ხლი­საი და­უ­ურ­ვოს და დი­დად შე­ე­ხუ­ე­წოს" (108).

ნა­თე­ლია, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა პა­ტივ­სა და ღირ­სე­ბას ქარ­თვე­ლი კა­ნონ­მდე­ბე­ლი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და. სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ ჯა­რი­მას­თან ერ­თად, დამ­ნა­შა­ვეს ბო­დი­შის მოხ­დაც ეკის­რე­ბო­და. სწო­რედ და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­ნი­ე­ბი­სა და ბო­დი­შის მოხ­დის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბა იყო "შეხ­ვე­წა".

რაც შე­ე­ხე­ბა "დი­დად შეხ­ვე­წას", ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ბო­დი­შის მოხ­დის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ფორ­მა, რად­გან მას კა­ნონ­მდე­ბე­ლი სხვა­ნა­ი­რად არ მო­იხ­სე­ნი­ებ­და. "შეხ­ვე­წა", "შეხ­ვე­წი­ლო­ბა" ქარ­თუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი ყო­ფის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა იყო, სწო­რედ აქე­დან არის წარ­მო­შო­ბი­ლი "შეხ­ვე­წი­ლი". ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ნიშ­ნავს იმ პირს, რო­მელ­მაც მო­ი­ნა­ნია, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და შე­ე­ვედ­რა. კა­ნონ­მდე­ბე­ლი აგ­რეთ­ვე სა­უბ­რობს "უსა­მარ­თლოდ გი­ნე­ბა­ზე". ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის­თვის პირი ის­ჯე­ბო­და 10 ათა­სი თეთ­რის გა­დახ­დით (127).

ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "დი­ა­ცის გი­ნე­ბა". ამ შემ­თხვე­ვა­ში სას­ჯე­ლი მკაც­რი იყო და­წე­სე­ბუ­ლი. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღე­ბო­და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მხა­რე­ე­ბის წო­დებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა ("სა­პა­ტი­ო­ბა") (130).

ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლა­ტის სა­მარ­თლის წიგნ­ში ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ: "მე­კობ­რი­სა და ზედა დამ­სხმე­ლის სის­ხლი არ არის" (138). ე.ი. მე­კობ­რი­სა და "ზედა დამ­სხმე­ლის" მოკ­ვლის­თვის მკვლე­ლი პა­სუხს არ აგებ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩიული
1

ერთი ცნობილი ლექსი გამახსენდა:

"ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი,

ეზიდება ზამთრის სარჩოს"

დღეს ამ ლექსს ასე დაწერდნენ:

 ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი,

ყველა ერთად იგინება

მკითხველი
0

რათქმაუნდა ერთ-ერთი ძლიერი მეფე იყო თამარი, მაგრამ რეალურად შთამომავლობა ბაგრატიონების მაგივრად სოსლანები არიან...

ავტორი:

"უსამართლოდ გინებისთვის" დამნაშავე 10 ათასი თეთრის გადახდით ისჯებოდა... - რას საერო სასჯელები არსებობდა გაერთიანებული საქართველოს სამეფოში (XI-XIII სს.)?

"უსამართლოდ გინებისთვის" დამნაშავე 10 ათასი თეთრის გადახდით ისჯებოდა... - რას საერო სასჯელები არსებობდა გაერთიანებული საქართველოს სამეფოში (XI-XIII სს.)?

სამართლის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დასჯის კონკრეტულ საშუალებებს - სასჯელებს. ეს უძველესი დროიდან გავრცელებული სამართლებრივი ბერკეტია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ დამნაშავის პასუხისგებაში მისაცემად. სასჯელი დღემდე რჩება ბოროტმოქმედის დასჯის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად.

ძველ ქართულ სამართალში სასჯელის რამდენიმე სახის გამოყოფა შეიძლება. მათ შორის არის კერძო, საერო (საჯარო) და საეკლესიო სასჯელები. კერძო და საეკლესიო სასჯელებისგან განსხვავებით, შუა საუკუნეების საქართველოში საჯარო (საერო) სასჯელები ფართოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შედარებით გვიან დამკვიდრდა. ფეოდალურ საზოგადოებაში დიდი დრო სჭირდებოდა სახელმწიფოს მიერ დამნაშავეთა დასჯისა და გასამართლების საქმის ხელში აღებას, ვინაიდან ეს პრეროგატივა ფეოდალების მიერ იყო უზურპირებული. კონკრეტულ მამულში კერძო ფეოდალი წყვეტდა თავისი ქვეშევრდომების დასჯასა და შეწყალებას. ამას, პირობითად, კერძო სამართალს უწოდებენ. როცა სასჯელი კერძო პირის მიერ არის ინიცირებული, შესაბამისად, სასჯელი კვალიფიცირდება, როგორც "კერძო სასჯელი". საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ცენტრალიზაციამ ამგვარი პრაქტიკა შეამცირა, ხოლო სახელმწიფოს მეტი საშუალება მიეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით თავად განეხორციელებინა სადამსჯელო ღონისძიებები. სწორედ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინიცირებული საერო ანუ საჯარო სასჯელები წარმოადგენს ჩვენს მთავარ განსახილველ თემას.

საქართველოში სასჯელი მრავალი სახის იყო. სასჯელების ნაწილი გულისხმობდა დამნაშავისთვის რამე ტანჯვის მიყენებას, მის ცემას, სხეულის რომელიმე ნაწილის მოკვეთას, დასახიჩრებასა და დაზიანებას. ყველაფერი ეს სათანადოდ აისახა სასჯელის ცნების გამომხატველ სიტყვებში - "ტანჯვა", "სატანჯველი", "პატიჟი" და ა.შ.

შუა საუკუნეებში საქართველოში დასჯის პოლიტიკის ჩამოყალიბება მთელ რიგ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული. - ივანე ჯავახიშვილს აღნიშნული აქვს, რომ ძველ ქართულ მართლმსაჯულებას განსაზღვრული სასჯელთა სისტემა ჰქონდა. იგი წერს: "სასჯელთა ერთი ჯგუფი ქონებრივი თვისებისა იყო, მეორე ჯგუფი დამნაშავის თავისუფლების აღკვეთისათვის იყო განკუთვნილი, მესამე გვემითი იყო, მეოთხე გაპატიჟება და მეხუთე კი დამნაშავის სიცოცხლის მოსპობა".

ქართული სამართლის ცნობილ ძეგლს, ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნს დართული აქვს ე.წ. ბაგრატ კურაპალატის სამართალი, უფრო სწორად, სამართლის წიგნის ფრაგმენტი, რომელიც 61 მუხლისგან შედგება (99-160). მასში მოყვანილია შემდეგი სახის დანაშაული: მკვლელობა (117, 135, 150, 159, 160); სხეულის დაზიანება (106-109); ცილისწამება, სქესობრივი დანაშაული, ქალის მოტაცება, ცოლის დაგდება, გაძარცვა, ქურდობა, ღალატი, თვითნებობა და სხვა.

სამართლის წიგნის ფრაგმენტში ვკითხულობთ, რომ თუ ვინმე დიდებულთაგანი ეპისკოპოსს სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებდა, დამნაშავე დიდებული დაისჯებოდა ორმოცი ათასი თეთრის გადახდით და "დიდად შეხუეწით".

"დიდად შეხუეწა" აქ დამოუკიდებელი საჯარო, სახელმწიფო სასჯელია, რომელიც თან სდევს კერძო სასჯელს, სისხლის დაურვებას. შეხვეწნა იხსენიება, როგორც სასჯელის სახეობა რამდენიმე მუხლში (106, 107, 108).

"თუ ეპისკოპოზსა დიდებულმან აგინოს, ორმოცი ათასი თეთრი დაუურვოს და დიდად შეხუეწით" (106).

"თუ ეპისკოპოზსა აზნაურმან აგინოს, დიდითა შეხუეწითა ოცი ათასი თეთრი დააურვოს" (107).

"თუ აზნაურმან ანუ დიდებულმან მღვდელსა აგინოს, ანუ უქუემოესმან, მესამედი სისხლისაი დაუურვოს და დიდად შეეხუეწოს" (108).

ნათელია, რომ სასულიერო პირთა პატივსა და ღირსებას ქართველი კანონმდებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სისხლის სამართლებრივ ჯარიმასთან ერთად, დამნაშავეს ბოდიშის მოხდაც ეკისრებოდა. სწორედ დანაშაულის მონანიებისა და ბოდიშის მოხდის ეს განსაკუთრებული სახეობა იყო "შეხვეწა".

რაც შეეხება "დიდად შეხვეწას", ეს უნდა ყოფილიყო ბოდიშის მოხდის განსაკუთრებით მძიმე ფორმა, რადგან მას კანონმდებელი სხვანაირად არ მოიხსენიებდა. "შეხვეწა", "შეხვეწილობა" ქართული ფეოდალური ყოფისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო, სწორედ აქედან არის წარმოშობილი "შეხვეწილი". ეს უკანასკნელი კი ნიშნავს იმ პირს, რომელმაც მოინანია, ბოდიში მოიხადა და შეევედრა. კანონმდებელი აგრეთვე საუბრობს "უსამართლოდ გინებაზე". ასეთი დანაშაულისთვის პირი ისჯებოდა 10 ათასი თეთრის გადახდით (127).

ცალკე აღსანიშნავია "დიაცის გინება". ამ შემთხვევაში სასჯელი მკაცრი იყო დაწესებული. მხედველობაში მიიღებოდა შეურაცხყოფილი და შეურაცხმყოფელი მხარეების წოდებრივი მდგომარეობა ("საპატიობა") (130).

ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნში ასევე ვკითხულობთ: "მეკობრისა და ზედა დამსხმელის სისხლი არ არის" (138). ე.ი. მეკობრისა და "ზედა დამსხმელის" მოკვლისთვის მკვლელი პასუხს არ აგებდა. გააგრძელეთ კითხვა