მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული კლუბის შეხვედრაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პერსპექტივებზე ისაუბრა
სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული კლუბის შეხვედრაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პერსპექტივებზე ისაუბრა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით სე­მეკ­ში მიმ­დი­ნა­რე თვი­ნინ­გის პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით და­ფუძ­ნე­ბულ ენერ­გე­ტი­კუ­ლი კლუ­ბის ფარ­გლებ­ში შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი სექ­ტო­რის ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე ისა­უბ­რეს. შეხ­ვედ­რა­ზე სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თა სე­მე­კის წევ­რმა და თვი­ნინ­გის პრო­ექ­ტის ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ფან­გან­მა. მან ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის, დო­ნო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი.

„ცნო­ბი­ლია, რომ რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­ში, ისე რე­გი­ონ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ან ევ­რო­პულ ქსელ­თან და­კავ­ში­რე­ბის სა­კი­თხი. ევ­რო­კავ­ში­რი აღ­ნიშ­ნულს მი­იჩ­ნევს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წყა­რო­ე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტად, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რი­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თი­ან ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­თან. ამ­ჟა­მად, მსოფ­ლიო ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­სა­უბ­როთ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რაც ხელს შე­უ­წყობს პრო­ექ­ტის ეფექ­ტი­ან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ფან­გან­მა.

ენერ­გე­ტი­კუ­ლი კლუ­ბის მი­ზა­ნია ხელი შე­ე­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში პარტნი­ო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას. კლუ­ბის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი რე­გუ­ლა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, დარ­გის ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ელ ექ­სპერ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს იმ­სჯე­ლონ არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული კლუბის შეხვედრაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პერსპექტივებზე ისაუბრა

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული კლუბის შეხვედრაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგის პროექტის მხარდაჭერით დაფუძნებულ ენერგეტიკული კლუბის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს. შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა და თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა. მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის, დონორი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

„ცნობილია, რომ როგორც ევროკავშირში, ისე რეგიონში აქტიურად განიხილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ერთიან ევროპულ ქსელთან დაკავშირების საკითხი. ევროკავშირი აღნიშნულს მიიჩნევს ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიცირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად, რომლის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის ერთიან ელექტროენერგეტიკულ ბაზართან. ამჟამად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგებიც წლის განმავლობაში გახდება ცნობილი. მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტიან განხორციელებას,“- განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ენერგეტიკული კლუბის მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებას. კლუბის ფარგლებში დაგეგმილი რეგულარული შეხვედრები ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს, დარგის ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს შესაძლებლობას აძლევს იმსჯელონ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

R