სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში "პროცედურული ომი" გრძელდება - უმრავლესობის დეპუტატები რეგისტრაციას მიზანმიმართულად არ გადიან
პარლამენტში "პროცედურული ომი" გრძელდება - უმრავლესობის დეპუტატები რეგისტრაციას მიზანმიმართულად არ გადიან

სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი და სხვა სა­ხის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხზე კენ­ჭისყრა კვრო­უ­მის არარ­სე­ბო­ბის გამო დღე­საც ვერ შედ­გა - მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებ­მა, გუ­შინ­დე­ლის მსგავ­სად, რე­გის­ტრა­ცია ისევ არ გა­ი­ა­რეს.

კენ­ჭისყ­რის და­წყე­ბამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მო­სა­მარ­თლე­ებს სო­ლი­და­რო­ბა კი­დევ ერთხელ გა­მო­უ­ცხა­და, რის კონ­ტექ­სტშიც უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა დე­პუ­ტა­ტებ­მა რე­გის­ტრა­ცია ისევ არ გა­ი­ა­რეს.

რე­გის­ტრა­ცია მხო­ლოდ 52-მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გა­ი­ა­რა, კვო­რუ­მის­თვის კი პარ­ლა­მენ­ტის 76 წევ­რის დას­წრე­ბა იყო სა­ჭი­რო.

სა­უ­ბა­რია პარ­ლა­მენ­ტში ჯერ კი­დევ ივ­ნი­სის თვე­ში ინი­ცი­რე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სწო­რედ სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში "რე­ფორ­მე­ბის ჯგუფ­მა“ და­ა­ი­ნი­ცი­რა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტში, აშშ-ის მიერ 4 ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლის სან­ქცი­რე­ბის შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და.

გუ­შინ, კვო­რუ­მის არარ­სე­ბო­ბის გამო, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა, სა­დაც სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი და სხვა სა­ხის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, კენ­ჭისყ­რე­ბის გა­რე­შე დას­რულ­და.

უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მათ კენ­ჭისყ­რის­თვის რე­გის­ტრა­ცია არ გა­ი­ა­რეს, რაც უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მი­მართ "სო­ლი­და­რო­ბის აქ­ტად" შე­ა­ფა­სა.

გუ­შინ სხდო­მა­ზე რე­გის­ტრა­ცია მხო­ლოდ 51-მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გა­ი­ა­რა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იორამი
0

კომისიას ჯერ მარტო მე მივაწვდი რამოდენიმე აშკარად უკანონო გადაწყვეტილებას სამოქალაქო საქმეზე. ამ საქმეების მიხედვით აშკარად იკვეთება მოსამართლეთა ურთიერთ კლანური დამოკიდებულება და კორუფციის ნიშნები. მთემა რიგმა მოსამართლემ უვადოდ დანიშვნა და მათი ანგარიშვალდებულების არარსებობა, ძალზე ბოროტად გამოიყენა!

ტრისტან დ'აკუნია
3

ზოგადად სასამართლოს საქმიანობის შესწავლის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ როცა ვხედავ, რომ ამას კუნტა ხაბე, მანჯგალაძე, ჩარკვიანი, ჩოჩელი, ოქრიაშვილი და ხაბულიანი აპირებენ, ცხადია მორიგი პერფორმანსის სამზადისია ... "კრილოვის მუსიკოსები" ვერაფერს დაუკრავენ და გამოვა, რომ მოსამართლეთა კორპუსი მართალია!

ავტორი:

პარლამენტში "პროცედურული ომი" გრძელდება - უმრავლესობის დეპუტატები რეგისტრაციას მიზანმიმართულად არ გადიან

პარლამენტში "პროცედურული ომი" გრძელდება - უმრავლესობის დეპუტატები რეგისტრაციას მიზანმიმართულად არ გადიან

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვროუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა - მოსამართლეების სოლიდარობის მიზნით უმრავლესობის დეპუტატებმა, გუშინდელის მსგავსად, რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.

კენჭისყრის დაწყებამდე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის კონტექსტშიც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.

რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი პარლამენტის 76 წევრის დასწრება იყო საჭირო.

საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში "რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.

გუშინ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა.

გუშინ სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა.