საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოვნური ინტელექტის შექმნილმა ფოტომ ფოტოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურსში გაიმარჯვა - მისმა წარმდგენმა ჯილდოზე უარი თქვა: "AI არ არის ფოტოგრაფია"
ხელოვნური ინტელექტის შექმნილმა ფოტომ ფოტოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურსში გაიმარჯვა - მისმა წარმდგენმა ჯილდოზე უარი თქვა: "AI არ არის ფოტოგრაფია"

მსოფ­ლი­ო­ში ფო­ტოგ­რა­ფი­ის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა პრი­ზის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვა, ამის მი­ზე­ზად კი ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ მის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი რე­ა­ლუ­რად AI-ის, ანუ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ იყო შექ­მნი­ლი.

Sony World Photography Award-ზე კრე­ა­ტი­ულ ღია კა­ტე­გო­რი­ა­ში გერ­მა­ნე­ლი არ­ტის­ტის, ბო­რის ელ­დაგ­სე­ნის წარ­დგე­ნი­ლი ფოტო, სა­ხე­ლად Pseudomnesia: The Electrician გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ელ­დაგ­სენ­მა კონ­კურ­სზე ორი სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის ქალ­ბა­ტო­ნის პორ­ტრე­ტი წა­რად­გი­ნა. ხე­ლო­ვა­ნის თქმით, მას სურ­და კონ­კურ­სი გა­მო­ე­ცა­და და ფო­ტოგ­რა­ფი­ის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო დის­კუ­სია წა­მო­ე­წყო.

ელ­დაგ­სენ­მა ჟი­უ­რის წევ­რებს მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და, რომ მისი ფოტო შე­არ­ჩი­ეს და "ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი შექ­მნეს". ფო­ტოგ­რა­ფის თქმით, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შექ­მნი­ლი ფო­ტო­ე­ბი ასეთ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ უნდა იყოს ნე­ბა­დარ­თუ­ლი: "ისი­ნი ორ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ რა­მეს წარ­მო­ად­გე­ნენ. AI არ არის ფო­ტოგ­რა­ფია, ამი­ტომ ამ ჯილ­დოს მი­ღე­ბა­ზე უარს ვამ­ბობ,"- გა­ნა­ცხა­და ხე­ლო­ვან­მა.

მსოფ­ლი­ოს ფო­ტოგ­რა­ფი­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპი­კერ­მაც ისა­უბ­რა გერ­მა­ნელ მო­ნა­წი­ლე­ზე:

"ვი­ცო­დით, რომ მის ნა­მუ­შე­ვარ­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად ერია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ხელი, თუმ­ცა ჩავ­თვა­ლეთ, რომ მისი წარ­დგე­ნი­ლი ფოტო ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში ჩვენს კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, ამი­ტომ მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ. ახლა, როცა მან ჯილ­დო­ზე უა­რის თქმა გა­და­წყვი­ტა, მისი სურ­ვი­ლის თა­ნახ­მად, ის კონ­კურ­სი­დან სრუ­ლი­ად გა­მოვ­თი­შეთ". ელ­დაგ­სენ­მა ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ მან ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შეს­თა­ვა­ზა, მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პრი­ზი უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი ფოტო ფეს­ტი­ვა­ლის­თვის გა­და­ე­ცათ სა­ჩუქ­რად.

ბოლო თვე­ებ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მა­სი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ეს­სე­ე­ბის სა­წე­რად, სიმ­ღე­რე­ბის შე­საქ­მნე­ლად, ჩატ­ბოქ­სის თე­რა­პევ­ტე­ბად და კი­დევ სხვა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზით, სა­კა­მა­თო თე­მად იქცა. საქ­მე იმა­ზე მიდ­გა, თუ რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და სა­სარ­გებ­ლოა მისი ფო­ტოგ­რა­ფი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეს ე.წ. deepfake-ებს ეხე­ბა (deepfake არის ფოტო ან ვი­დეო მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნის სახე ან სხე­უ­ლი ციფ­რუ­ლა­დაა შეც­ვლი­ლი სხვა ადა­მი­ა­ნის სა­ხით ან სხე­უ­ლით. რო­გორც წესი, ის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა).

წყა­რო: bbc.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ლევანი
5

არ დაგეკარგოთ კარგად შეინახეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ხელოვნური ინტელექტის შექმნილმა ფოტომ ფოტოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურსში გაიმარჯვა - მისმა წარმდგენმა ჯილდოზე უარი თქვა: "AI არ არის ფოტოგრაფია"

ხელოვნური ინტელექტის შექმნილმა ფოტომ ფოტოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურსში გაიმარჯვა - მისმა წარმდგენმა ჯილდოზე უარი თქვა: "AI არ არის ფოტოგრაფია"

მსოფლიოში ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულმა პრიზის მიღებაზე უარი თქვა, ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მის მიერ წარდგენილი ნამუშევარი რეალურად AI-ის, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.

Sony World Photography Award-ზე კრეატიულ ღია კატეგორიაში გერმანელი არტისტის, ბორის ელდაგსენის წარდგენილი ფოტო, სახელად Pseudomnesia: The Electrician გახდა გამარჯვებული. ელდაგსენმა კონკურსზე ორი სხვადასხვა თაობის ქალბატონის პორტრეტი წარადგინა. ხელოვანის თქმით, მას სურდა კონკურსი გამოეცადა და ფოტოგრაფიის მომავლის შესახებ საჯარო დისკუსია წამოეწყო.

ელდაგსენმა ჟიურის წევრებს მადლობაც გადაუხადა, რომ მისი ფოტო შეარჩიეს და "ისტორიული მომენტი შექმნეს". ფოტოგრაფის თქმით, ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ფოტოები ასეთ დაჯილდოებაზე საერთოდ არ უნდა იყოს ნებადართული: "ისინი ორ სრულიად განსხვავებულ რამეს წარმოადგენენ. AI არ არის ფოტოგრაფია, ამიტომ ამ ჯილდოს მიღებაზე უარს ვამბობ,"- განაცხადა ხელოვანმა.

მსოფლიოს ფოტოგრაფიის ორგანიზაციის სპიკერმაც ისაუბრა გერმანელ მონაწილეზე:

"ვიცოდით, რომ მის ნამუშევარში გარკვეულწილად ერია ხელოვნური ინტელექტის ხელი, თუმცა ჩავთვალეთ, რომ მისი წარდგენილი ფოტო ამ კატეგორიაში ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ამიტომ მის მონაწილეობას მხარი დავუჭირეთ. ახლა, როცა მან ჯილდოზე უარის თქმა გადაწყვიტა, მისი სურვილის თანახმად, ის კონკურსიდან სრულიად გამოვთიშეთ". ელდაგსენმა ისიც განაცხადა, რომ მან ორგანიზატორებს შესთავაზა, მისთვის განკუთვნილი პრიზი უკრაინაში გამართული ფოტო ფესტივალისთვის გადაეცათ საჩუქრად.

ბოლო თვეებში ხელოვნური ინტელექტის მასიური გამოყენება ესსეების საწერად, სიმღერების შესაქმნელად, ჩატბოქსის თერაპევტებად და კიდევ სხვა მრავალი მიზეზით, საკამათო თემად იქცა. საქმე იმაზე მიდგა, თუ რამდენად მიზანშეწონილი და სასარგებლოა მისი ფოტოგრაფიასთან მიმართებაში გამოყენება, განსაკუთრებით კი ეს ე.წ. deepfake-ებს ეხება (deepfake არის ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელშიც ადამიანის სახე ან სხეული ციფრულადაა შეცვლილი სხვა ადამიანის სახით ან სხეულით. როგორც წესი, ის ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება).

წყარო: bbc.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა