სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმდინარე წელს კიდევ 2 მაღაზიის გახსნას ვაპირებ" – "ბიბლუსის" ფრენშაიზის მფლობელი ქეთი მახათაძე
"მიმდინარე წელს კიდევ 2 მაღაზიის გახსნას ვაპირებ" – "ბიბლუსის" ფრენშაიზის მფლობელი ქეთი მახათაძე

ქეთი მა­ხა­თა­ძე და გი­ორ­გი მომ­ცე­ლი­ძე პირ­ვე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც თბი­ლის­ში „ბიბ­ლუ­სის“ ფრენ­შა­იზ მა­ღა­ზია გახ­სნეს.

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლი გა­სუ­ლი წლის და­სას­რულს საქ­მი­ა­ნო­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და და ფრენ­შა­იზ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ფარ­თო­ე­ბა და­ი­წყო. მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სე­ბის­თვის ეს არის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრენ­დის ქვეშ ბიზ­ნე­სის მარ­თვი­სათ­ვის. „ბიბ­ლუ­სის“ ფრენ­შა­ი­ზით საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ არც ქე­თის და გი­ორ­გის, რად­გან იცოდ­ნენ ისი­ნი ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დის სა­ხე­ლით გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ ბა­ზარ­ზე. ეს კი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა. „ბიბ­ლუ­სის“ პირ­ვე­ლი ფრენ­შა­იზ მა­ღა­ზი­ის ის­ტო­რი­ას თა­ვად ქეთი მა­ხა­თა­ძე გვი­ამ­ბობს.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ „ბიბ­ლუ­სის“ ფრენ­შა­ი­ზის შე­ძე­ნა?

„ბიბ­ლუს­თან“ ბევრწლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფი“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და პრო­ექტს „ბიბ­ლუ­სი კიდსს“, რომ­ლის მე­ნე­ჯე­რიც მე ვი­ყა­ვი. საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო და მეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ­დი.

ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ზო­გა­დად ბრენ­დის მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც. ვთვლი, რომ „ბიბ­ლუ­სი“ არის სო­ცი­ა­ლუ­რი ბიზ­ნესპრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და. მან სხვა­დას­ხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბის უამ­რავ წიგნს ერ­თად მო­უ­ყა­რა თავი.

გუ­ლის სიღ­რმე­ში მეც ყო­ველ­თვის მქონ­და სურ­ვი­ლი, რომ მსგავ­სი მა­ღა­ზია მქო­ნო­და. რო­დე­საც გა­მო­ცხად­და, რომ „ბიბ­ლუ­სი“ ფრენ­შა­ი­ზით საქ­მი­ა­ნო­ბას იწყებ­და, მა­შინ­ვე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩვენ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით პირ­ვე­ლე­ბი, ვინც „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ას გახ­სნი­და. ბევ­რი ნამ­დვი­ლად არ გვი­ფიქ­რია, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, კომ­პა­ნია ყვე­ლა­ფერ­ში მხარს დაგ­ვი­ჭერ­და და გვერ­დით დაგ­ვიდ­გე­ბო­და. ასეც მოხ­და.

რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო პრო­ცე­დუ­რუ­ლად „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ის გახ­სნა?

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რეს რაც შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­კეთ­და. დავ­დეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც არა­ნა­ი­რი გა­უ­გე­ბა­რი პუნ­ქტე­ბი არ იყო და არც იუ­რის­ტე­ბის ჩარ­თვა დაგ­ვჭირ­ვე­ბია. პი­რო­ბე­ბი ძა­ლი­ან ღია და ორი­ვე მხა­რის­თვის მი­სა­ღე­ბია.

სა­წყის ეტაპ­ზე ჩვე­ნი მხრი­დან სა­ჭი­რო იყო შე­სა­ბა­მი­სი ფარ­თის შერ­ჩე­ვა და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის მო­ძი­ე­ბა.

რამ­დე­ნად ჩარ­თუ­ლი იყო თა­ვად „ბიბ­ლუ­სი“ ამ პრო­ცეს­ში და კონ­კრე­ტუ­ლად რაში და­გეხ­მა­რათ?

„ბიბ­ლუ­სის“ გვერ­დში დგო­მა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. და ეს მხო­ლოდ ჩვენ არ გვე­ხე­ბა. კომ­პა­ნია ფრენ­შა­ი­ზის ყვე­ლა მფლო­ბელს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ეხ­მა­რე­ბა. ეს თა­ვად მათი ინ­ტე­რე­სი­ცაა, რომ „ბიბ­ლუ­სის“ სა­ხე­ლით არ­სე­ბულ­მა ყვე­ლა მა­ღა­ზი­ამ მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა შეს­თა­ვა­ზოს მომ­ხმა­რე­ბელს.

ჩვე­ნი მა­ღა­ზი­ის შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლად „ბიბ­ლუს­მა“ უზ­რუნ­ველ­ყო გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა, და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მარ­კე­ტინ­გუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, დაგ­ვეხ­მა­რა მა­ღა­ზი­ის სწო­რად და­ლა­გე­ბა­ში, გა­და­ამ­ზა­და ჩვე­ნი კად­რე­ბი. კომ­პა­ნია ჩვენს მხარ­და­ჭე­რას დღემ­დე აგ­რძე­ლებს. გვეხ­მა­რე­ბა, რომ „ბიბ­ლუ­სის“ ყვე­ლა სტან­დარ­ტი ჩვენს მა­ღა­ზი­ა­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი. რო­გორც სა­კუ­თარ ფი­ლი­ალს, ისე გვი­ყუ­რე­ბენ ჩვენც და გვეხ­მა­რე­ბი­ან.

აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ „ბიბ­ლუს­მა“ მო­გე­ბა-ზა­რა­ლის აღ­რი­ცხვა გაგ­ვი­კე­თა. შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­წყის­ში ჩვენ უკვე გვქონ­და და­ახ­ლო­ე­ბი­თი მო­ნა­ხა­ზი, თუ რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი მო­გე­ბის მი­სა­ღე­ბად. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი იყო რო­გორც თვის, ისე წე­ლი­წა­დის ჭრილ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ტი­კის გუნ­დმა წი­ნას­წარ მომ­ცა და ახლა რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, გათ­ვლე­ბი მარ­თლდე­ბა.

რო­გო­რი იყო თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის დროს და რო­გო­რია ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბა?

ალ­ბათ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­წყის­ში ბევ­რი არც მი­ფიქ­რია. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ვა­კე­თეთ, რად­გან ვი­ცო­დი „ბიბ­ლუ­სის“ სა­ხე­ლით მუ­შა­ო­ბა დიდ რის­კებ­თან არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დღეს „ბიბ­ლუ­სი“ ბა­ზარ­ზე უკონ­კუ­რენ­ტო კომ­პა­ნი­აა და სწო­რედ ეს მაძ­ლევ­და იმედს.

თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ას სჭირ­დე­ბა დრო ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­სა­ჩე­ნად. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დია სა­ჭი­რო, რომ ახალ ლო­კა­ცი­ა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი მი­იჩ­ვიო. ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იმის ილუ­ზია არ მქო­ნია, რომ 1 თვე­ში გა­ვი­დო­დით მო­გე­ბა­ზე. ამას დრო სჭირ­დე­ბა - და­ახ­ლო­ე­ბით 6-12 თვე. ჩვენ უკვე 5 თვეა ბა­ზარ­ზე ვართ და მყა­რი ნა­ბი­ჯე­ბით მივ­დი­ვართ წინ, გა­ყიდ­ვე­ბის კუ­თხით ყო­ველ­თვი­უ­რი ზრდა გვაქვს.

აქვე გე­ტყვით, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ 2 მა­ღა­ზი­ის გახ­სნას ვგეგ­მავ.

თქვე­ნი აზ­რით, რა არის ბიზ­ნე­სის ფრენ­შა­ი­ზით და­წყე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი?

მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ უკვე ცნო­ბი­ლი ბრენ­დის სა­ხე­ლით ხსნი ობი­ექტს. ეს კი წინ გა­დად­გმუ­ლი დიდი ნა­ბი­ჯია. შენი ობი­ექ­ტის გახ­სნით ამ ბრენ­დის ქოლ­გის ქვეშ ერ­თი­ან­დე­ბი. დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის ეს სა­კი­თხი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლია და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

ასე­ვე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მარ­კე­ტინ­გუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­საც ფრენ­შა­ი­ზის გახ­სნით ბრენ­დის­გან იღებ. დღეს ყვე­ლა­ფერს ყი­დის რეკ­ლა­მა. უპი­რა­ტე­სო­ბაა, როცა ბრენ­დის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად ხარ ჩარ­თუ­ლი.

რას ურ­ჩევთ მათ, ვინც „ბიბ­ლუ­სის“ ფრენ­შა­იზ მა­ღა­ზი­ის გახ­სნა­ზე ფიქ­რობს?

მათ ვე­ტყვი, რომ იყ­ვნენ მშვი­დად და იცოდ­ნენ, „ბიბ­ლუს­თან“ მი­მარ­თე­ბით ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა.

რო­დე­საც გახ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად შე­არ­ჩი­ონ ად­გი­ლი. წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა ესაა. უნდა იყოს ლო­კა­ცია, სა­დაც ხალ­ხი ინ­ტენ­სი­უ­რად მოძ­რა­ობს. ზო­გა­დად, „ბიბ­ლუ­სი“ ისე­თი მა­ღა­ზი­აა, რომ ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე იმუ­შა­ვებს. უბ­რა­ლოდ, ლო­კა­ცია დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს იმ დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბას, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ას წარ­მა­ტე­ბით ასა­მუ­შა­ვებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა. ამი­ტომ უნდა მი­აქ­ცი­ონ მის შერ­ჩე­ვას დიდი ყუ­რა­დღე­ბა.

R

23
0

ფასებსაც თუ დააკლებთ კარგი იქნება. წარმატებები:*

ავტორი:

"მიმდინარე წელს კიდევ 2 მაღაზიის გახსნას ვაპირებ" – "ბიბლუსის" ფრენშაიზის მფლობელი ქეთი მახათაძე

"მიმდინარე წელს კიდევ 2 მაღაზიის გახსნას ვაპირებ" – "ბიბლუსის" ფრენშაიზის მფლობელი ქეთი მახათაძე

ქეთი მახათაძე და გიორგი მომცელიძე პირველები არიან, რომლებმაც თბილისში „ბიბლუსის“ ფრენშაიზ მაღაზია გახსნეს.

წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი გასული წლის დასასრულს საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავიდა და ფრენშაიზ მიმართულებით გაფართოება დაიწყო. მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ეს არის საუკეთესო საშუალება წარმატებული ბრენდის ქვეშ ბიზნესის მართვისათვის. „ბიბლუსის“ ფრენშაიზით საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებიათ არც ქეთის და გიორგის, რადგან იცოდნენ ისინი ყველასთვის საყვარელი ბრენდის სახელით გამოჩნდებოდნენ ბაზარზე. ეს კი წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. „ბიბლუსის“ პირველი ფრენშაიზ მაღაზიის ისტორიას თავად ქეთი მახათაძე გვიამბობს.

რატომ გადაწყვიტეთ „ბიბლუსის“ ფრენშაიზის შეძენა?

„ბიბლუსთან“ ბევრწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. „ბიბლუსი ჯგუფი“ წლების განმავლობაში ახორციელებდა პროექტს „ბიბლუსი კიდსს“, რომლის მენეჯერიც მე ვიყავი. საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო და მეც დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი.

ამ თანამშრომლობის პარალელურად, განსაკუთრებულია ზოგადად ბრენდის მიმართ ჩემი დამოკიდებულებაც. ვთვლი, რომ „ბიბლუსი“ არის სოციალური ბიზნესპროექტი, რომელმაც საქართველოში წიგნი ხელმისაწვდომი გახადა. მან სხვადასხვა გამომცემლობის უამრავ წიგნს ერთად მოუყარა თავი.

გულის სიღრმეში მეც ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ მსგავსი მაღაზია მქონოდა. როდესაც გამოცხადდა, რომ „ბიბლუსი“ ფრენშაიზით საქმიანობას იწყებდა, მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენ ვყოფილიყავით პირველები, ვინც „ბიბლუსის“ მაღაზიას გახსნიდა. ბევრი ნამდვილად არ გვიფიქრია, რადგან დარწმუნებული ვიყავით, კომპანია ყველაფერში მხარს დაგვიჭერდა და გვერდით დაგვიდგებოდა. ასეც მოხდა.

რამდენად რთული იყო პროცედურულად „ბიბლუსის“ მაღაზიის გახსნა?

ხელშეკრულების მხარეს რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან მარტივად გაკეთდა. დავდეთ თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელშიც არანაირი გაუგებარი პუნქტები არ იყო და არც იურისტების ჩართვა დაგვჭირვებია. პირობები ძალიან ღია და ორივე მხარისთვის მისაღებია.

საწყის ეტაპზე ჩვენი მხრიდან საჭირო იყო შესაბამისი ფართის შერჩევა და ფინანსური რესურსის მოძიება.

რამდენად ჩართული იყო თავად „ბიბლუსი“ ამ პროცესში და კონკრეტულად რაში დაგეხმარათ?

„ბიბლუსის“ გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. კომპანია ფრენშაიზის ყველა მფლობელს მაქსიმალურად დაეხმარება. ეს თავად მათი ინტერესიცაა, რომ „ბიბლუსის“ სახელით არსებულმა ყველა მაღაზიამ მაღალი დონის მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს.

ჩვენი მაღაზიის შემთხვევაში სრულად „ბიბლუსმა“ უზრუნველყო გახსნის ღონისძიება, დაგეგმა და განახორციელა მარკეტინგული აქტივობები, დაგვეხმარა მაღაზიის სწორად დალაგებაში, გადაამზადა ჩვენი კადრები. კომპანია ჩვენს მხარდაჭერას დღემდე აგრძელებს. გვეხმარება, რომ „ბიბლუსის“ ყველა სტანდარტი ჩვენს მაღაზიაშიც მაქსიმალურად იყოს დაცული. როგორც საკუთარ ფილიალს, ისე გვიყურებენ ჩვენც და გვეხმარებიან.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ „ბიბლუსმა“ მოგება-ზარალის აღრიცხვა გაგვიკეთა. შესაბამისად, საქმიანობის დასაწყისში ჩვენ უკვე გვქონდა დაახლოებითი მონახაზი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა კონკრეტული მოგების მისაღებად. ეს ყველაფერი დაანგარიშებული იყო როგორც თვის, ისე წელიწადის ჭრილში. აღნიშნული მონაცემები ფინანსური ანალიტიკის გუნდმა წინასწარ მომცა და ახლა რასაც ვაკვირდებით, გათვლები მართლდება.

როგორი იყო თქვენი მოლოდინი ხელშეკრულების გაფორმების დროს და როგორია ამჟამინდელი რეალობა?

ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ საქმიანობის დასაწყისში ბევრი არც მიფიქრია. ყველაფერი ძალიან სწრაფად გავაკეთეთ, რადგან ვიცოდი „ბიბლუსის“ სახელით მუშაობა დიდ რისკებთან არ იყო დაკავშირებული. დღეს „ბიბლუსი“ ბაზარზე უკონკურენტო კომპანიაა და სწორედ ეს მაძლევდა იმედს.

თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ნებისმიერ მაღაზიას სჭირდება დრო ლოიალური მომხმარებლების გასაჩენად. გარკვეული პერიოდია საჭირო, რომ ახალ ლოკაციაზე ადამიანები მიიჩვიო. ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, იმის ილუზია არ მქონია, რომ 1 თვეში გავიდოდით მოგებაზე. ამას დრო სჭირდება - დაახლოებით 6-12 თვე. ჩვენ უკვე 5 თვეა ბაზარზე ვართ და მყარი ნაბიჯებით მივდივართ წინ, გაყიდვების კუთხით ყოველთვიური ზრდა გვაქვს.

აქვე გეტყვით, რომ წლის განმავლობაში კიდევ 2 მაღაზიის გახსნას ვგეგმავ.

თქვენი აზრით, რა არის ბიზნესის ფრენშაიზით დაწყების უპირატესობები?

მთავარი უპირატესობა არის ის, რომ უკვე ცნობილი ბრენდის სახელით ხსნი ობიექტს. ეს კი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. შენი ობიექტის გახსნით ამ ბრენდის ქოლგის ქვეშ ერთიანდები. დამწყები ბიზნესისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ შემთხვევაში ხელშეკრულებაც ძალიან მოქნილია და განვითარების საშუალებას გვაძლევს.

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელსაც ფრენშაიზის გახსნით ბრენდისგან იღებ. დღეს ყველაფერს ყიდის რეკლამა. უპირატესობაა, როცა ბრენდის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაში ავტომატურად ხარ ჩართული.

რას ურჩევთ მათ, ვინც „ბიბლუსის“ ფრენშაიზ მაღაზიის გახსნაზე ფიქრობს?

მათ ვეტყვი, რომ იყვნენ მშვიდად და იცოდნენ, „ბიბლუსთან“ მიმართებით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

როდესაც გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებენ, აუცილებლად კარგად შეარჩიონ ადგილი. წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ესაა. უნდა იყოს ლოკაცია, სადაც ხალხი ინტენსიურად მოძრაობს. ზოგადად, „ბიბლუსი“ ისეთი მაღაზიაა, რომ ნებისმიერ ადგილზე იმუშავებს. უბრალოდ, ლოკაცია დიდწილად განსაზღვრავს იმ დროის ხანგრძლივობას, რომელიც მაღაზიას წარმატებით ასამუშავებლად დასჭირდება. ამიტომ უნდა მიაქციონ მის შერჩევას დიდი ყურადღება.

R