სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ვნახეთ, ეს არის "მოდელირებული ქრონიკა" რიკოთთან მიმართებაში" - ინფრასტრუქტურის მინისტრი
"რაც ვნახეთ, ეს არის "მოდელირებული ქრონიკა" რიკოთთან მიმართებაში" - ინფრასტრუქტურის მინისტრი

ის კად­რე­ბი, რაც გავ­რცელ­და, არის სწო­რედ გა­ჩე­რე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და პრო­ვო­ცი­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი - ქვა­თაც­ვე­ნა და მე­წყე­რი, რომ იცო­დეთ, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში 150 მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე გვაქვს, არა მარ­ტო რი­კოთ­ზე, - ამის შე­სა­ხებ ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, თუ რა პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და რი­კოთ­ზე, 147-ე კი­ლო­მეტრზე.

„147-ე კი­ლო­მეტრზე გან­ვი­თარ­და ქვა­თაც­ვე­ნა. ეს შე­ფას­და მო­მა­ტე­ბულ საფრ­თხედ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რად თვალ­ნა­თე­ლი ხდე­ბო­და წვი­მის და სხვა კლი­მა­ტუ­რი ზე­გავ­ლე­ნის შე­დე­გად ძა­ლი­ან დიდი ქვის მა­სე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია. მი­ღე­ბუ­ლი იქნა ეს {საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ჩა­კეტვის} გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მყი­სი­ე­რად და­ვი­წყეთ პრო­ვო­ცი­რე­ბა დიდი ქვის მა­სე­ბის ჩა­მოშ­ლის. რე­ა­ლუ­რად ამას ვე­ძა­ხით ჩვენ ფერ­დის ჩა­მოწ­მენ­დას, რაც არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რო საფრ­თხე. ამას მო­ვუნ­დით 2 დღი­სა და ერთი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. 11:27 წუთ­ზე უკვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო მოძ­რა­ო­ბა. ის კად­რე­ბი, რაც გავ­რცელ­და, არის სწო­რად გა­ჩე­რე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და პრო­ვო­ცი­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი. ასე­თი ლოდი კი­დევ ბევ­რი ჩა­მო­ვაგ­დეთ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. აქაც ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის კეთ­დე­ბო­და, რომ 24-სა­ა­თი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, თუკი რა­ი­მე გან­ვი­თარ­დე­ბო­და, ჩვენ ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბო­და, გვაქვს და გვექ­ნე­ბა იმის რე­სურ­სი, რომ ჩავ­კე­ტოთ მოძ­რა­ო­ბა და არა­ვი­თა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ამის გამო არ მოხ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­მო­იწ­მინ­და, ჩა­მო­ვი­და ის დიდი მა­სე­ბი, რაც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ჩან­და. ასე­ვე მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და კლდეს­თან მან­ძი­ლი გა­ი­ზარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ქვა­თაც­ვე­ნას ექ­ნე­ბო­და ის ეფექ­ტი, რომ ჩვენ გვექ­ნე­ბო­და სიგ­ნა­ლი დრო­უ­ლი და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ამა­ზე, რომ რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო. ქვა­თაც­ვე­ნა და მე­წყე­რი, რომ იცო­დეთ, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში 150 მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე გვაქვს ჩვენ, არა მარ­ტო რი­კოთ­ზე.

რა თქმა უნდა, მძი­მეა მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა. ახლა მე რაც მო­გი­ყე­ვით იმ ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც იყო, ამას შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს კო­ლაფ­სი? ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი? ზოგ­ჯერ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ სი­ტყვებს იყე­ნებს, მათი რე­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ იცის. ან გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი აქვს რა­ღაც გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ტყუ­ი­ლებს ეფუძ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ქარ­სე­ლა­ძემ.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, 147-ე კი­ლო­მეტრზე მომ­ხდარს მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და.

„ბევრ სხვა არ­სე­ბულ გზას­თან გვაქვს ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა და იმა­საც ვმარ­თავთ. აქამ­დე არ დამ­დგა­რა ეს სა­კი­თხი, მაგ­რამ რო­დე­საც სურ­ვი­ლი გაქვს, რომ შენი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ძა­ბო, და­ა­ში­ნო, ამით გა­მო­იწ­ვიო მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, დის­კრე­დი­ტა­ცია, რო­გორც პრო­ექტს, ამ პრო­ექ­ტში ჩარ­თულ ექ­სპერტს, ადა­მი­ანს, მუ­შას ასე ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, არ­გუ­მენ­ტე­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე აკე­თო, მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს არის რე­ა­ლუ­რად „მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კა“ რი­კოთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ ეტყვი, „ვა­ი­მე, არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, და­ვი­ღუ­პეთ, არ იცი­ან ამათ­მა“, ეს შე­იძ­ლე­ბა? მეტი კი არა­ფე­რი იყო ტან­კის სუ­რა­თი რომ აჩ­ვე­ნეს, აი, შე­მო­იჭრ­ნე­ნო,“ - გა­ნა­ცხა­და ქარ­სე­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lou
2

ანუ სპეცომ გაჩერდნენ მძღოლები, რო ვიდეო გადაეღოთ თუ რეებს ბჟუტურებს?

გოჩა
5

ნახევრმა საქართველიმ გადაკვეთა რიკოთი არანაირი პრობლემა არ ყოფილა ნუ დაუჯერებთ მოდელირებულ ქრონიკას

ავტორი:

"რაც ვნახეთ, ეს არის "მოდელირებული ქრონიკა" რიკოთთან მიმართებაში" - ინფრასტრუქტურის მინისტრი

"რაც ვნახეთ, ეს არის "მოდელირებული ქრონიკა" რიკოთთან მიმართებაში" - ინფრასტრუქტურის მინისტრი

ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორედ გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული - ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს, არა მარტო რიკოთზე, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცესები განვითარდა რიკოთზე, 147-ე კილომეტრზე.

„147-ე კილომეტრზე განვითარდა ქვათაცვენა. ეს შეფასდა მომატებულ საფრთხედ გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალურად თვალნათელი ხდებოდა წვიმის და სხვა კლიმატური ზეგავლენის შედეგად ძალიან დიდი ქვის მასების კონცენტრაცია. მიღებული იქნა ეს {საგზაო მოძრაობის ჩაკეტვის} გადაწყვეტილება და მყისიერად დავიწყეთ პროვოცირება დიდი ქვის მასების ჩამოშლის. რეალურად ამას ვეძახით ჩვენ ფერდის ჩამოწმენდას, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამცირო საფრთხე. ამას მოვუნდით 2 დღისა და ერთი ღამის განმავლობაში. 11:27 წუთზე უკვე გაჩერებული იყო მოძრაობა. ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორად გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული. ასეთი ლოდი კიდევ ბევრი ჩამოვაგდეთ ამ პერიოდის განმავლობაში. აქაც ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად, თუკი რაიმე განვითარდებოდა, ჩვენ ყოველთვის გვექნებოდა, გვაქვს და გვექნება იმის რესურსი, რომ ჩავკეტოთ მოძრაობა და არავითარი უბედური შემთხვევა ამის გამო არ მოხდეს. შესაბამისად, ჩამოიწმინდა, ჩამოვიდა ის დიდი მასები, რაც დათვალიერების შედეგად ჩანდა. ასევე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და კლდესთან მანძილი გაიზარდა. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ქვათაცვენას ექნებოდა ის ეფექტი, რომ ჩვენ გვექნებოდა სიგნალი დროული და დროული რეაგირება ამაზე, რომ რაიმე უბედურება არ მომხდარიყო. ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს ჩვენ, არა მარტო რიკოთზე.

რა თქმა უნდა, მძიმეა მდგომარეობა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მაგრამ ამას სჭირდება ადეკვატური შეფასება. ახლა მე რაც მოგიყევით იმ ვადებიდან გამომდინარე, რაც იყო, ამას შეიძლება ეწოდოს კოლაფსი? ეკონომიკური კოლაფსი? ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხი, რომელიც ამ სიტყვებს იყენებს, მათი რეალური მნიშვნელობა არ იცის. ან გამძაფრებული აქვს რაღაც გრძნობა, რომელიც ტყუილებს ეფუძნება,“ - განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრის განმარტებით, 147-ე კილომეტრზე მომხდარს მოსახლეობის უსაფრთხოებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

„ბევრ სხვა არსებულ გზასთან გვაქვს ანალოგიური შემთხვევა და იმასაც ვმართავთ. აქამდე არ დამდგარა ეს საკითხი, მაგრამ როდესაც სურვილი გაქვს, რომ შენი მოსახლეობა დაძაბო, დააშინო, ამით გამოიწვიო მათი უკმაყოფილება, დისკრედიტაცია, როგორც პროექტს, ამ პროექტში ჩართულ ექსპერტს, ადამიანს, მუშას ასე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე აკეთო, მიუღებელია. ეს არის რეალურად „მოდელირებული ქრონიკა“ რიკოთთან მიმართებაში. საზოგადოებას რომ ეტყვი, „ვაიმე, არაფერი ეშველება, დავიღუპეთ, არ იციან ამათმა“, ეს შეიძლება? მეტი კი არაფერი იყო ტანკის სურათი რომ აჩვენეს, აი, შემოიჭრნენო,“ - განაცხადა ქარსელაძემ.