პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან საქართველოს ხელისუფლებას და კეზერაშვილს შორის" - იაგო ხვიჩია
"შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან საქართველოს ხელისუფლებას და კეზერაშვილს შორის" - იაგო ხვიჩია

თუ და­დას­ტურ­და, რომ ასე­თი ქსე­ლი არ­სე­ბობ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ქსე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე არ­სე­ბუ­ლი­ყო. შე­საძ­ლოა, საქ­მე გვქონ­დეს შე­თან­ხმე­ბულ ქმე­დე­ბას­თან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს შო­რის, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ თაღ­ლი­თურ სქე­მა­ზე BBC-ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხვი­ჩია აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში, რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გავ­ლე­ნე­ბი უზო­მოდ გა­ი­ზარ­და.

მი­სი­ვე თქმით, ერთი მხრივ, გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბით ამა­ყობს და მე­ო­რე მხრივ, გვყავს ოპო­ზი­ცია, რომ­ლის მთა­ვა­რი დო­ნო­რი არის ევ­რო­პე­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ძარ­ცვა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

"იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ა­დას­ტუ­რა, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ძმა­კა­ცია და თქვა, რომ ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყოა, რა­ღაც­ნა­ი­რად არის იმის შან­სი, რომ ოპო­ზი­ცია უკე­თე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ვიდ­რე ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩლა­ძის სა­სა­მარ­თლო მას შემ­დეგ შე­უყ­ვარ­და, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და.

ერ­თგვა­რი გან­წმენ­და, ერ­თგვა­რი ცოდ­ვე­ბის მო­ნა­ნი­ე­ბაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ეს უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ჩუ­ქა­რია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც გვაქვს, არის ის, რომ ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი დო­ნო­რი სკან­დალ­შია გა­რე­უ­ლი, ოღონდ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში და პო­ლი­ტი­კურ სკან­დალ­ში, არა­მედ ევ­რო­პა­ში და კრი­მი­ნა­ლურ სკან­დალ­ში. ახლა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ერთი მხრივ, გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბით ამა­ყობს და მე­ო­რე მხრივ, გვყავს ოპო­ზი­ცია, რომ­ლის მთა­ვა­რი დო­ნო­რი არის ევ­რო­პე­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ძარ­ცვა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

ჯერ არ ვი­ცით, რო­გორ მორ­ჩე­ბა ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ რო­გორც არ უნდა მორ­ჩეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­დას­ტურ­და რომ ასე­თი ქსე­ლი არ­სე­ბობ­და, ეს ქსე­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე. არ მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სუს-ის­თვის უც­ნო­ბია, 12 ათა­სი კაცი სა­დღაც რომ მუ­შა­ობს და რა­ღაც სქე­მა არ­სე­ბობს. შე­საძ­ლოა, საქ­მე გვქონ­დეს შე­თან­ხმე­ბულ ქმე­დე­ბას­თან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და კე­ზე­რაშ­ვილს შო­რის,“ - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოლორადო
0

ხუთკაციანს მარტოკა ნუ ეწევი. სხვებიც დაპატიჟე.

კეზერა იცინის, კვდება სიცილით
0

იაგო, შენ მალე იმასაც გამოაცხადებ, კეზერა გვირაბს თხრის, თბილისიდან ბომბეიშიო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან საქართველოს ხელისუფლებას და კეზერაშვილს შორის" - იაგო ხვიჩია

"შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან საქართველოს ხელისუფლებას და კეზერაშვილს შორის" - იაგო ხვიჩია

თუ დადასტურდა, რომ ასეთი ქსელი არსებობდა, შეუძლებელია, ეს ქსელი საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე არსებულიყო. შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან საქართველოს ხელისუფლებასა და დავით კეზერაშვილს შორის, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ თაღლითურ სქემაზე BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პირობებში, რაღაც თვალსაზრისით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გავლენები უზომოდ გაიზარდა.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორე მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი არის ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი დავით კეზერაშვილი.

"იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ სანქცირებული მოსამართლეების ძმაკაცია და თქვა, რომ ეს მოსამართლეები ჩვენთვის საამაყოა, რაღაცნაირად არის იმის შანსი, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყურებოდეს, ვიდრე ის ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ მურუსიძე-ჩინჩლაძის სასამართლო მას შემდეგ შეუყვარდა, რაც ხელისუფლებაში მოვიდა.

ერთგვარი განწმენდა, ერთგვარი ცოდვების მონანიებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს უპირატესობა, რომელიც ფაქტობრივად, ნაჩუქარია, გამოვიყენოთ. მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს, არის ის, რომ ოპოზიციის მთავარი დონორი სკანდალშია გარეული, ოღონდ არა საქართველოში და პოლიტიკურ სკანდალში, არამედ ევროპაში და კრიმინალურ სკანდალში. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთი მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორე მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი არის ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი.

ჯერ არ ვიცით, როგორ მორჩება ეს ამბავი, მაგრამ როგორც არ უნდა მორჩეს, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა რომ ასეთი ქსელი არსებობდა, ეს ქსელი შეუძლებელია არსებულიყო საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე. არ მჯერა, რომ საქართველოში სუს-ისთვის უცნობია, 12 ათასი კაცი სადღაც რომ მუშაობს და რაღაც სქემა არსებობს. შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან საქართველოს ხელისუფლებას და კეზერაშვილს შორის,“ - განაცხადა ხვიჩიამ.